რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 18 ივნ 2008, 12:46

Image

Image

წმ. დავითის და კონსტანტინეს წმიდა სანაწილე. მორწმუნენი წმინდანთა მოწიწების და თაყვანისცემის ნიშნად სანაწილის ქვეში უნდა გაძვრნენ, თუმცა გადმოცემის მიხედვით მის ქვეშ გაძრომისას სურვილსაც იფიქრებენ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ჩვენმა უმრავლესობამ რა სურვილიც ჩაიფიქრა...

Image

სამწუხაროდ ტაძრის მიმდებარე ტერიტორია საშინლად დაბინძურებული დაგვხვდა. ნაგავი ისე იყო დამრეც ხევებში ჩაყრილი, იქიდან მისი ამოტანა არცთუ ადვილი საქმე იქნება. იქვე, შესასვლელთან სანაყინე და ტკბილეულის დახლი დგას. ნაგვის მთავარი წყაროს ეს არის.
გოგამ ექსკურსიაზე მოსულ ბავშვებს, მის მშობლებსა და მასწავლებლებს პატარა ლექცია ჩაუტარა აღნიშნულ თემაზე.

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 18 ივნ 2008, 13:02

მოწამეთას შემდეგ გელათისკენ გავემართეთ.

Image

Image

Image

Image

აკადემია

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 18 ივნ 2008, 13:05

ცნობები გელათზე:
ქუთაისიდან 11 კმ-ის დაშორებით, აღმოსავლეთით, მდინარე წყალწითელას თვალწარმტაც ხეობაში, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი – გელათის მონასტერი.გელათში მისასვლელი გზატკეცილი თავდაპირველად გადაჭრის მოწამეთის მაღლობს, შემდეგ კი ეშვება წყალწითელის ხეობისკენ. აქედან კი ის უერთდება ქვის გალავნით შემოზღუდულ მონასტერს. კარიბჭის მიღმა კი აღმართულია ხუროთმოძღვრული ანსამბლი: მთავარი ტაძარი, შედარებით მცირე მოცულობის წმ.გიორგის გუმბათიანი ეკლესია, წმ.ნიკოლოზის ეკლესიის ორსართულიანი შენობა, ოდნავ მოშორებით წყაროს თავზე აღმართულია სამრეკლო, რომლის ქვედა სართულში თიხის მილებით გაყვანილია სასმელი წყალი. მთავარი ტაძრისა და წმ.ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთით დგას XII საუკუნეში დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული აკადემიის შენობა. გალავნის სამხრეთ ნაწილში მოთავსებულია მონასტრის ადრინდელი ორსართულიანი შესასვლელი, სადაც დაკრძალულია დავით აღმაშებნებელი.
გელათის მონასტერს საფუძველი ჩაეყარა XII საუკუნის დასაწყისში. ამ პერიოდს განსაკუთრებული ადგილი აქვს საქართველოს ისტორიაში. გელათის მონასტრის მშენებლობა 1106 წელს დაიწყო დავით აღმაშენებლის ინიციატივით..
ღვთიშობლის მთავარი ტაძარი გელათის მონასტრის არქიტექტურული ანსამბლიდან თავისი სიდიდით, მხატვრული გაფორმებითა და მნიშვნელობით გამოირჩევა.
ტაძრის შენება დაიწყო დავით აღმაშენებელმა და დამთავრდა მისი სიკვდილის შემდეგ, მეფე დემეტრეს დროს (1130 წ.), რომელმაც მოახატვინა და აკურთხებინა ტაძარი.
შენობის ასაგებად ძირითადად გამოუყენებიათ, ადგილობრივი კირქვა, კედლებისთვის – რიყის ქვა და დუღაბი. შემდეგ ორივე მხრიდან მოუპირკეთებიათ, დამუშავებული ფილაქვით, რომელიც ზოგან განსაცვიფრებელი სიდიდისაა. ფასადები დეკორირებულია გრძელი ჩარჩოებითა და მსუბუქი კამარნარებით. გელათის მთავარი ტაძარი, დეკორის თვალსაზრისით გარედან დასრულებული არ არის. ტაძრის შიდა სივრცე გრანდიოზულია. გუმბათის 16 სარკმლიანი მასიური ყელი ეყრდნობა საკურთხევლის აფსიდის გამონაშვერ კედლებს და ორ მძლავრ საყრდენს, რომელიც ფართო თაღებით უერთდება ტაძრის დასავლეთის კედელს. ყურადღებას იქცევს ჩრდილოეთის კედლის ქვედა რეგისტრის მხატვრობა, სადაც წარმოდგენილი არიან ისტორიული პირები: დავით აღმაშენებელი, გამოსახულია მთელი ტანით, რომელსაც მარცხენა ხელში უჭირავს მთავარი ტაძრის მოდელი, მარჯვენაში სიგელის გრაგნილი. დავით აღმაშენებლის გვერდით გამოსახულია დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი ევდემონ ჩხეტიძე, მის გვერდით იმერეთის მეფე ბაგრატ III და მისი მეუღლე ელენე. შემდეგ იმერეთის მეფე გიორგი ბაგრატის ძე, მისი მეუღლე რუსუდანი და მათი შვილი ბაგრატი. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში ქანდარაზე ასასვლელ კიბესთან დაკრძალულია სოლომონ I იმერეთის მეფე. ხალხური გადმოცემა ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მინაშენს უკავშირებს თამარ მეფის სახელს. აქ წელიწადში ერთხელ იმართება თამარ მეფის მოსახსენიებელი პარაკლისი. თამარის თანამედროვე ისტორიკოსები აღნიშნავენ: - `თამარი ახალს მონასტერსა გელათს დამარხესო~.
წმინდა გიორგის ეკლესია მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით დგას. XII საუკუნეში აგებული. ყურადღებას იპყრობს გუმბათქვეშა საყრდენების ორიგინალური გადაწყვეტა – მრგვალი სვეტები. რომელთა ხაზები შემკულია ფესტონების ორი რიგით. ტაძარში დაცულია სამმალიანი დაბალი ტიხარი, რომელიც დანარჩენი ნაწილისაგან ყოფს საკურთხეველს.
წმ.გიორგის ეკლესია თურქთა შემოსევის შემდეგ დაზიანდა და 1510 წელს ბაგრატ III განაახლა.
წმ.ნიკოლოზის ეკლესია მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას. შენობის პირველ სართულზე თაღიანი გასასვლელია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღები მაღალია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის შედარებით დაბალი. ეს ნაგებობა წარმოადგენს პოსტამენტს, რომელზედაც აღმართულია ჯვრის ტიპის პატარა ეკლესია. პირველი სართული უერთდება მეორეს ქვის კიბით.
სამრეკლო. გელათის სამრეკლოს შენობა სამსართულიანია. მათგან პიველი ორი მონასტრის დროინდელია, ხოლო მესამე ღია სარკმლიანი გუმბათი შედარებით გვიანდელი (XIV ს.). პიველი ღია თაღებით შეკრულ სართულზე გამოყვანილია წყაროს წყალი.
დავით აღმაშენებლის საფლავი მთავარი ტაძრის სამხრეთით ორსართულიან გრძელ შენობაშია. საფლავს ზემოდან უზარმაზარი ქვა ადევს წარწერით: - `ესე არს განსასვენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, რამეთუ მონავს ამას დავემკვიდრო მე~. მონასტრის შესასვლელს სოფლის მხრიდან ჰქონდა რკინის კარი, იგი მეფე დემეტრე I მოუტანია განჯიდან, როგორც ქართველ მეომართა ნადავლი და გელათის მონასტრისთვის უბოძებია. კარის გადარჩენილ ნახევარზე არაბული წარწერაა, სადაც აღნიშნულია შემკვეთი, ოსტატი და დამზადების თარიღი.
აკადემიის შენობა. XII საუკუნის ქართული კულტურა და განათლება დაკავშირებულია დავით აღმაშენებლია მოღვაწეობასთან, კერძოდ გელათის მონასტრის და აკადემიის დაარსებასთან.
გელათში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ფილოსოფოსები: იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები. გელათის აკადემიაში დაიწერა და ითარგმნა მრავალი ფილოსოფიური ნაწარმოები. აქ ითარგმნა ბერძნული ენიდან ქართულ ენაზე იოანე პეტრიწის მიერ არისტოტელეს, იოსებ ფლავიოსის, პროკლე დიადოხოსის თხზულებანი. არსენ იყალთოელის მიერ `დიდი სჯულის კანონი~, და სხვა. გელათში არსებობდა ოქრომჭედლობის სკოლა, სადაც იქმნებოდა ხელოვნების იშვიათი ძეგლები. XII საუკუნის ნაწარმოები ხახულის ხატი, რომელიც ძალიან კარგი ნამუშევარია.
აკადემიის შენობა მონასტრის დასავლეთით, ციცაბო ფლატეზე დგას. შესასვლელს მდიდრულად გაფორმებული ოთხსვეტიანი კარიბჭე აქვს, რომელიც ლამაზად მოჩუქურთმებული თაღებით ეყრდნობა ოთხ ბოძს. ერთ ბოძზე ამოკვეთილია ლომი. კარიბჭე უკავშირდება უზარმაზარ დარბაზს. დარბაზის ჩრდილო-დასავლეთის შუა კედელთან დგას თაღებიანი ოთკუთხა მაგიდა, წყალწითელას ხეობისკენ მიმართული მრავალი თაღოვანი სარკმლით უზრუნველყოფს კარგ განათებას. მონასტრის აღმოსავლეთით არის ნანგრევები, რომელიც სოხასტერის სახელწოდებითაა ცნობილი, მკვლევარები ვარაუდობენ იქ ქსენონის არსებობას. გელათის მონასტრის გალავნის გარშემო არის საბას საყდარი, ელიას ეკლესია, სენაკები, ქვითკირის ციხის ნანგრევები და სხვა.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 18 ივნ 2008, 13:46

აღმაშენებლის საფლავი. სამწუხაროდ ცუდი ფოტოა :(

Image

Image

მზის საათი
Image

იმასაც ამბობენ, რომ ეს უზარმაზარი ქვა, რომელზეც მზის საათია, დავით აღმაშენებელს თავად ამოუტანია აქ.

Image

ეს კიდევ 100-წლოვანი მუხის შტამბისგან* დამზადებული მარცვლეულის შესანახი სათავსოა.

Image

ნ----------------------------------
* qvevri :twisted:
Last edited by Mta Mkvarebia on 18 ივნ 2008, 14:02, edited 1 time in total.
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by qvevri » 18 ივნ 2008, 13:53

ვარჯისაგან კი არა შტამბისაგან :evil: მაგ სათავსოს ქართულად "კოდი" ჰქვია :evil:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 18 ივნ 2008, 14:00

გელათის ფრესკებმა გამაოცა. არ მოველოდი ასეთ სილამაზეს. მავშვობაში რომ ვნახე ღმრთისმშობლის მიძიმების მთავარი ტაძარი სარესტავრაციოდ დაკეტილი იყო და ასეთი სილამაზე რომ იქნებოდა წარმოდგენა არ მქონდა.

ყველაზე ადრინდელი ფრესკები მე-12 საუკუნისაა, გვიანდელი - მე-18 საუკუნის.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 18 ივნ 2008, 14:18

სოლომონ იმერთ მეფის საფლავი, საერთოდ თურმე გელათში საქართველოს 21 მეფეა და დიდებულია დაკრძალული.

Image

Image

Image
შესასვლელი ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარზე მიშენებულ მაცხოვრის ტაძარში
Image

Image
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by qvevri » 18 ივნ 2008, 14:21

სოლომონ მეფის ხმალზე წერა: "ლომებრ მყეფე, მტერთა სისხლ მჩქეფე, იმერთა მეფე სოლომონ"
უძლიერესი მეფე და დიდი სტრატეგი იყო.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 18 ივნ 2008, 15:19

Image

Image

ეს კი თავად მაცხოვრის ტაძარში

Image

Image

Image

Image

Image

ულამაზესი ფრესკების გარდა აქ რამდენიმე ძველებური ხატი ვნახეთ. ეტყობა რომ ძველია

Image

მთავარანგელოზი იერემიელი
Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 18 ივნ 2008, 16:08

ჯვრისწერა გელათში
Image

Image

Image

Image

Image


Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 18 ივნ 2008, 16:27

ასე იცვალა ტაძარმა მზის ჩასვლისას ფერი
Image

თიკო გელათის სუვენირებთან "ბრილიანტოვაია რუკას" ჩვენს მიერ გადაღებული ვიდეო-რიმეკის რეკვიზიტით ხელში :wink:

Image

ეს გადაღებული ფილმის მინი ჩვენება: ესწრებიან იური ნიკულინისა და სვეტლანა სვეტლიჩკინას როლების შემსრულებლები :wink:.

Image

მართალია ფილმი ცოტა დასამონტჟებელია, მაგრამ იმედია პრეზენტაციას ილია მოგვიწყობს და ატვირთავს ვიდეოფაილს :wink: ...ჰო, მათთვის, ვისაც ჰგონია რომ თიკოს ილიას ქურთუკი აცვია, არა ეს სვეტლიჩკინას ხალათია სადაფის ღილებით :wink: ...ჰო, კიდევ ერთი, მამრობითი სქესი ნამეტნავად ნუ მოკვდებით ინტერესით, ბოლო სცენა არ იქნება, ეჭვიანი ქმრის გამოჩენამ ჩაშალა :wink:

ეს კიდევ მზის ჩასვლა, ულამაზესი სანახაობა იყო

Image

Image

Image

მოკლედ დაღლის მიუხედავად ძალიან საინტერესო გასვლა გამოგვივიდა. იმდენი რამ ვნახეთ! ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ნაიას, რომელმაც არ დაიზარა და ამხელა გზაზე გვატარა ღამის 2 საათამდე, გოგას, რომელმაც არ დაივიწყა ჩემს მიერ დადებული ჩასაგდებად განწირული მარშრუტი და ხელახლა შთაბერა სული. ასევე თიკოს, ილიას, პაატას, რომ ჩვენთან ერთად იყვნენ. გაიხარეთ ხალხნო :D .
Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by legenda » 18 ივნ 2008, 17:52

ფრიად ისიამოვნე ამ ლამაზი რეპორტაჟით....


კარგები ხართ :)

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Ninukala » 18 ივნ 2008, 18:04

კარგები ხართ... მაგრამ შემშურდა... არც ერთი ეგ მონასტერი ნანახი არ მაქვს :(

შურიანი ნინუკალა... :evil: :oops:
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by meore monadire » 19 ივნ 2008, 01:15

მთაო ძალიან ლამაზი რეპორტაჟია :)

ჩემი ოცნება მაგ ადგილების მოვლა და შენი რეპორტაჟით ეს ოცნება ამიხდა :)

თითქოს თქვენთან ერთად მევლოს :)

დიდი მადლობა
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by ilia » 19 ივნ 2008, 09:05

როგორც მთაშენკამ აღნიშნა გზად (ჩემს მშობლიურ სოფელ ძირულაში)რესტორან იმერეთში შევჩერდით.
გთავაზობთ რამოდენიმე კადრს :)
Image
გაჭირვებულ თიკოს ვიღაც გოგომ ერთი ნაბიჯით შეასწრო "განმარტოების ოთახში" :lol:
Image
Image
ვითომ გარბიის :)
Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]