რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 17 ივნ 2008, 22:03

გვიან მიშენებული ტაძარი როგორც ვთქვით წმ. გიორგის სახელობისაა ამიტომ ტაძარში შესასვლელი დარბაზი ამ წმინდანის წამების სცენების ფრესკებითაა შემკული.

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 17 ივნ 2008, 22:09

პატარა ლირიული გადახვევა: ბრეთის ეკლესიის გვერდით სახლში პატარა წიწილები ჰყავდათ, რომლებიც გარეთ იპარებოდნენ ხოლმე გარღვეული ღობიდან. პატრონმა სევდიანთვალებიანი ძაღლი მიუჩინა დარაჯად. უნდა გენახათ როგორ პირნათლად ასრულებდა დავალებას, გაუნძრევლად იდგა 15 წუთის განმავლობაში (სანამ გოგას ველოდებოდით :wink: ) და თვალს არ აცილებდა წიწილებს. ერთგულებისა და პასუხისმგებლობის მაჩვენებელი ისეთი სცენა იყო ლამის გული ამიჩუყდა. არა, ძაღლზე ერთგული არსება არ არსებობს.

Image

Image
Image

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by ilia » 17 ივნ 2008, 22:18

აი წიწილებიც
Image
ერთგული დარაჯი
Image
ჭუჭულები
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 17 ივნ 2008, 22:32

უბისაშიც მოვედით. მანამდე კი როგორც კი იმერეთში გადმოვედით და რიკოთის ჰაერი ჩავისუნთქეთ, ილიას სისხლის ყივილი დაეწყო, გვექაჩა ჩემს სოფელში ავიდეთო, ჩემს მეზობლებს ვნახავო. მაგრამ დამშეულებმა ვკითხეთ: "ხაჭაპურებს დაგვიცხობთქო?" და რადგამ ვერ არის კაი მეხაჭაპურე, ისევ მისი სოფლელების რესტორან "იმერეთში" გავჩერდით. ნაცნობობა რას არ შვრება. საქორწილო სუფრისთვის დაჯავშნულ რესტორანში მაშინვე თავისუფალი მაგიდაც გაჩნდა და 5 წუთში შეკვეთაც მოვიდა :wink:
მექორწილეები კი ბევრი გვხვდებოდა. უბისაში რამდენიმე წყვილმა დაიწერა ჯვარი, გელათშიც შევესწარით ჯვრისწერას. ერთ კვირაში ხომ მარხვა იწყება...

ესეც უბისა

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by ilia » 17 ივნ 2008, 22:36

უბისა
Image
Image
Image
Image
Last edited by ilia on 17 ივნ 2008, 22:40, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 17 ივნ 2008, 22:40

უბისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი იმერეთში სოფელ უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.
ტაძარი დარბაზული ტიპისაა. მის ძირითად ბირთვს წარმოადგენს გალავნის ცენტრში აღმართული მთავარი ნაგებობა, რომელსაც აქვს მინაშენები სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან.უბისის ტაძრის აშენების თარიღის შესახებ მკვლევარებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. ერთ-ერთი მოსაზრებით, უბისის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას თავდაპირველად საფუძველი ჩაეყარა მე-9 საუკუნეში, როდესაც საქართველოში არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ფართომასშტაბით მიმდინარეობდა სამონასტრო-საგანმანათლებლო კერების მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგა მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი. გრიგოლ ხანძთელს და მის მოწაფეებს, ქრისტეფორეს და თეოდორეს, აფხაზთა მეფის, დემეტრეს სამფლობელო ში, მარგვეთში, აუგიათ უბისის მონასტერი.
გიორგი მერჩულე მოგვითხრობს: «მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისამებრ მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბე და ილარიონ ვინმე იერუსალიმით მოსრული, სარწმუნო მოხუცი დაადგინა მამასახლისად».
მეორე მოსაზრებით, უბისის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი აგებულია IX-X სს. მიჯნაზე. რადგან სტილი და ასოთა მოყვანილობა, რომელიც გამოყენებულია სამონასტრო კომპლექსის ნაგებობაზე, დამახასიათებელი იყო IX-X საუკუნეებისათვის.
მესამე მოსაზრების მიხედვით, ტაძარი XII-ს ეკუთვნის, რადგან უბისის სვეტზე შესრულებული წარწერა სწორედ ამაზე მიუთითებს:
«მე საწყალობელსა სულითა სიმონ ჭყონდიდელსა მომემადლა ღვთისგან აღშენებად მონასტერი ესე და სუეტიცა ესე მეფობასა ღვთისა მიერ გვირგვინოსნისა დიმიტრი მეფეთა მეფისა ძის დიდისა მეფისა დავითისა ქორონიკონი იყო 361 ზე დაწელი სარკინოზთა 535».
ეს წარწერა მიუთითებს, რომ აღნიშნული კოშკი ააგო სიმონ ჭყონდიდელმა 1141 წელს, დემეტრეს მეფობის დროს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ სვეტზე უნდა გაეტარებია ჭყონდიდელს სიცოცხლის ბოლო წლები. სვეტი არ ჰგავს უფრო ადრე გავრცელებულ მესვეტეთა თვით მწვალებლობისათვის განკუთვნილ სამყოფს.უბისის სვეტი შირიმის ქვით ნაგები ოთხსართულიანი შენობაა, თითოულ სართულში თითო ოთახით, ჩვენამდე გადაუკეთებლადაა მოღწეული. სვეტში შესასვლელი პირველი სართულიდან ყოფილა.
პირველ სართულ ში ყოფილა საკუჭნაო, ღრმა და ფართო დარაბებიანი განჯინებით. იქ მისადგმელი კიბით ჩადიოდნენ მეორე სართულიდან, რომელიც საცხოვრებელ ოთახს წარმოადგენდა, დიდი ბუხრით, განჯინებითა და საპირფარეშოთი. კარგად ყოფილა გაშუქებული სამი სარკმელითა და ფართო კარით. ამ ოთახიდან ქვის მოსახერხებელი კიბის საშუალებით ზედა ოთახში ადიოდნენ, რომელიც სალოცავად და სამუშაოდ უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. მის სამ კედელ ში თითო სარკმელი იყო დატანებული, აქვე ყოფილა ღრმა ნიშები, ალბათ, სქელ¬ტანიანი ხელნაწერი წიგნების დასაწყობად. დასავლეთის კედელ ში გაჭრილი კარი გადიოდა ხის გადაკიდებულ აივანზე, რომლიდანაც იგი გადაჰყურებდა მონასტრის მთავარ ტაძარს, მის იქით კი «მიტოვებულ» ქვეყანას. გადამხურავი თაღის სამხრეთ-და სავ ლეთ კუთხეში ასასვლელი ხვრელია, აქედან მისადგომი კიბით ზედა სართულში ადიოდნენ. ეს თავდასაცავად განკუთვნილი სართულია სალოდეებით, თითო-თითო კედელში. ყვე¬ლაზე უკეთ შერჩენილია დასავლეთის კედელი, რომელიც შირიმის კრონშტეინზე აგუ¬რით გადაყვანილ თაღს წარმოადგენს».
თამარ მეფეს დიდად ჰყვარებია უბისის სამონასტრო კომპლექსი და გაუსრულებია, გაუმშვენიერებია კიდეც. ამას ადასტურებს ხალხური ლექსი: «უბისს ავაგე საყდარი»...
მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები. ყურადღებას იქცევს მდ. ძირულას მარცხენა მხარეს, ტაძრის სიახლოვეს, «ყინყიბოურის» მაღალ გორაკზე შემორჩენილი ნანგრევები. აქ დაცულია ჭურები, რომელთა ტევადობა 100-200 ფუთს შეადგენს. სოფლის მოსახლეობის გადმოცემით, ამ ჭურებში მაშინდელი მოსახლეობა წყლისა და ღვინის მარაგს ინახავდა.

XIV ს. მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს უბისის ტაძარი მოიხატა. შ. ამირანაშვილის გამოკვლევით, უბისის კედლის მხატვრობა შესრულებულია მხატვარ დამიანეს მიერ, მაგრამ აკადემიკოს ბერიძის აზრით, დიდი ხელოვანი ფერმწერი მხატვარი დამიანე თვითონ კი არ არის ამ მხატვრობის შემსრუ ლებელი, არამედ მისი აღზრდილი დამოწაფე გერასიმე.
ტაძარში წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიცია: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვა. ფრესკებს შორის გამოირჩევა «უბისის წმინდა გიორგის ფრესკა» და «საიდუმლო სერობა».
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 17 ივნ 2008, 22:49

უბისას ფრესკები მართლაც ულამაზესია. მაშუქის გარეშე ვიღებდი და ხარისხი კიდევ უფრო გაუარესდა
:(

Image

Image

ტაძრის ეზოში ძალიან საინტერესო ძველებური საფლავის ქვები იყო

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 17 ივნ 2008, 23:01

Image

მზადება გასაფრენად
Image

ჰაერში
Image
ჩვენ
Image
ისინი, ანუ ნეფე-დედოფალი
Image
ავთო
Image
მისი და მისი მინიბუსის დანახვაზე თიკოს ეგრევე გულისრევის შეგრძნება დაეწყო. (ავთოს ვყავდით კაპადოკიაში წაყვანილი, თიკო რომ კინაღამ გადაყვა მაგ მგზავრობას). მოკლედ სადაც არ უნდა წავიდეტ ყველგან გვხვდება, ჯერ ალვანში, მერე აქ :wink:
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 18 ივნ 2008, 11:24

ახლა ვნახე კარველების ფოტოები ძალიან ცოტა გადამიღია. საერთოდ იმ გასვლაში ბევრი სურათი არ გადამიღია, როგორც სხვა დროს :wink:

რამდენიმე პაპარაცულ ფოტოს დავდებ, სხვადასხვა ტაძართან გადაღებულს.
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by TuTa » 18 ივნ 2008, 11:28

უბისას მოხატულობა მართლაც სასწაული ყოფილა, ძალიან მომეწონა

ყოჩაღ თქვენ რომ ასე ოპერატიულად იარეთ და ამდენი რამის ნახვა მოასწარით, სულით და გულით თქვენთან ვიყავი და სხეულით ხომ იცით სადაც :wink:

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by TuTa » 18 ივნ 2008, 11:29

ilia wrote:ბრეთის ეკლესიის ეზოში სხვა კადრებიც გადავიღე
Image
Image
Image
ილია ეს რა გულის ამაჩუყებელი ფოტოები გადაგიღია :) ესე იგი მხოლოდ ბურთაობით არ ერთობოდი :wink:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 18 ივნ 2008, 11:53

მერე მოვინახულეთ ბაგრატის ტაძარი. რომელიც მთლიანად ხარაჩოებში ჩასმული დაგვხვდა. მართლაც დიდებული რამაა, ისევე განმაცვიფრა, როგორც პირველად ხილვისას, ბავშვობაში.

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 18 ივნ 2008, 11:54

ანალოღიაზე ძალიან ლამაზად მოქარგული და ბისერებითა და მძივებით შემკული ღმრთისშობლის მიძინების ხატი იყო დაბრძანებული

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 18 ივნ 2008, 12:06

ბაგრატის ტაძარი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქუთაისში, "უქიმერიონის გორაზე". აგებულია X-XI საუკუნების მიჯნაზე. ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში.
ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, "ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223" (1003), ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო. თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ არქიტექტურულ ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, "შემუსრეს ოსმალთა". XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები.
ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.
მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთი ფასადი - ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით. სავსებით დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებსა და "სათაურებს". უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა, ხოლო კარიბჭეთა შემკულობას ღრმა, პლასტიკური კვეთა ახასიათებს. შიგნით ბაზისები და სვეტისთავები რელიეფური გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები). სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძრის ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები და ფრაგმენრები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშევენდა.
ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას.
ბაგრატის ტაძარი ჯვრისებური გეგმით (აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაგრძელებული მკლვებით) აგებული, გათლილი ქვით შემოსილი, ერთ გუმბათიანი, თავისი დროის დიდი ნაგებობა იყო. მისი გუმბათი ეყრდნობოდა შენობის ცენტრში აღმართულ მხატვრულად დამუშავებულ ოთხ უზარმაზარ სვეტს.
სვეტები – ასევე რამდენადმე კედლებიც მეტად დიდი ზომის ქვებისაგანაა აგებული. მთლიანი ქვის კაპიტელებზე (ზოგან კედლებზეც) გამოსახულია ფანტასტიური ცხოველები, მცენარეები, ირმებზე მტაცებელი ცხოველების თავდასხმის სცენები და სხვა.
ქუთაისის ტაძარი იყო მარტივი, მიმზიდველი, დიდი შთაბეჭდილების მომხდენი. მას ჰქონდა ფართო შიგა სივრცე, რომლის დანაწევრებას შეესაბამებოდა გაბმული თაღებით გაფორმებული ფასადები და მშენებლობის მეორე ეტაპზე დასავლეთ და სამხრეთ მკლავებზე მიშენებული, მდიდრული ორნამენტით შემკული კარიბჭეები. ამ დროს ქუთაისის ტაძარზე `ადრინდელი ეტაპის გრაფიკული ორნამენტის ნაცვლად აღიმართა მომწიფებული ეტაპის ფაშფაშა, რელიეფური ცვალებადი ჩრდილებით, რომლის `დეტალების შესრულების ტექნიკა ზოგჯერ ოქრომჭედლურ ხერხებს უახლოვდება~. ტაძრის შიგა მორთულობას შეადგენდა კედლის მხატვრობა, მაგრამ ამასთან ერთად ის იყო `სრულიად სოფიის კენჭით (მოზაიკით) შინაგან ქმნული და მარმარილოთა სპატაკითა, წითლითა და ჭრელითა, და სვეტებითა მისითავე, და ყოვლითა შემკობილობითა სრული,~ (ვახუშტი). მართლაც, დღემდე მოღწეულია ფერადი მოზაიკის იატაკი ვარსკვლავისებულრი სახეებით, ფაქიზად დამუშავებული ფერა- დსახოვანი მარმარილოს სვეტების ორი მოზრდილი ნაჭერი (მათ შესახებ ცნობა შემოინახა ა.ი. გვილდენშტედტმაც) და უძველესი მხატვრობის ნიმუშებიც. ტაძარი ფლობდა ოქრო-ვერცხლისა და ძვირფასი თვლებით შემკულ დიდძალ ქონება-ინვენტარს (ჰქონდა საგანგებო განძსაცავიც). ის რამდენადმე შეიცავდა სამხედრო-თავდაცვითი ნაგებობის დამახასიათებელ ნიშნებს და ამ დანიშნულებას ზოგჯერ კიდეც ასრულებდა. ტაძარს უკეთესი დაცვის მიზნით შემოვლებული ჰქონდა ქვის გალავანი. გალავნის შიგნით აგებული იყო დამხმარე ნაგებობანი (პალატები) და არქიტექტურულად გაფორმებული ქვის სამრეკლო. ტაძარი გარკვეულ ეტაპზე დახურული იყო მოჭიქული კრამიტით. ტაძრის აგება-შემკობისათვის გამოყენებულია მხოლოდ ადგილობრივი საშენი მასალები, კერძოდ, რამდენიმე სახეობის ქვა, რომლის სიუხვემ ქუთაისსა და მის მიდამოებში ადრიდანვე გააძლიერა შენობათა ქვითმკობელობისადმი ინტერესი და განაპირობა ქვის დამუშავების ხელოვნების დაუფლების საქმეში ადგილობრივი მოსახლეობის დაწინაურება. ირკვევა ისიც, რომ ტაძრის მშენებლობაზე მეტად დიდი ქვების ასაზიდად გამოყენებული იყო თავისი დროის გაუმჯობესებული ტექნიკური საშუალებანი, ეპოქის შესაბამისი მანქანები.
ქუთაისის კათედრალს, რომელიც წარმოადგენს მრავალსაუკუნოვანი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლს, შექმნილს ქართველი ხუროთმოძღვრების მიერ, აკადემიკოსი ჩუბინაშვილი დამსახურებულად აკუთვნებს ერთ-ერთ წამყვან ადგილს, ქრონოლოგიურად მასთან ახლოს მდგომ მცხეთისა და ალავერდის კათედრალთა შორის. ამ ძეგლზე პირველად აღმოჩნდა საქართველოში არაბული ციფრებით შესრულებული წარწერა `223~ . ბაგრატის ტაძარი თავიდანვე შეიქმნა დიდი უფლებით აღჭურვილი ეპისკოპოსის (ტახტზე ასვლისას ის ადგამდა გვირგვინს საქართველოს მეფეებს) ადგილსამყოფელი. მეფე ბაგრატმა აქ `დასვა ეპისკოპოსი, მწყემსი იმერეთისა და გურიისა, თვინიერ რაჭა-ლეჩხუმისა~ (ვახუშტი). განსაზღვრულ დრომდე ამ ტაძარში სრულდებოდა მეფეთა კურთხევის ცერემონიალი.
აქ მიიღო ფიცი იმერეთის მეფე ალექსანდრემ რუსეთის მეფის ერთგულებაზე. ამ ტაძარში იქნა დაკრძალული საქართველოს ზოგიერთი მეფე (მაგ: გიორგი I) და ა.შ. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ქუთაისის კათედრალი წარმოადგენდა მსხვილ საეკლესიო-ფეოდალურ ცენტრს ძლიერი საეკლესიო-ეკონომიკური ბაზით. იგი რელიგიური დოგმების ქადაგებითა და მის ხელთ არსებული ყველა სხვა საშუალების გამოყენებით, ენერგიულად იცავდა გაბატონებული კლასის ინტერესებს. მას მთლიანად ეკუთვნოდა არაერთი სოფელი, ხოლო 1578 წლის დავთარის მიხედვით, მისთვის შეწირული ყმების რაოდენობა 500-მდე ოჯახს უდრიდა, ყმებს დიდძალი გადასახადის გადახდა ევალებოდა, თუმცა მას შემოსავალი მიღების მრავალ სხვა წყაროც გააჩნდა.
ქუთაისის ტაძარი, რომელიც წარმტაცი მდებარეობის ბუნებრივად გამაგრებულ ადგილზე - `ხორხის მთაზე~, ციხისა და სამეფოს სასახლის გვერდით იყო აგებული, ხუთასი წლის მანძილზე იდგა დაუზიანებლად, მაგრამ 1510 წელს, როდესაც `აქა (ქუთაისში) მოვიდეს თათარნი.... დაწვეს საყდარი ქუთათისი და გელათი~. ტაძარი ამჯერად აღდგენილი იქნა, მაგრამ 1691 წელს `იქნა საქმე საგლოველი, რამეთუ გამოვიდნენ (ქუთაისის) ციხიდამ ოსმალნი და შემუსრეს ქუთატისის ეკლესია~. ამ დროს მათ თან `წარიღეს სვეტნი მისნი და მარმარილონი სამცხეს~ (ვახუშტი). ამიერიდან ქუთაისის ტაძარს ოსმალები დაეპატრონენ, `გუმბადიც მოაქციეს~ და 1740 წლიდან ტყვია-წამლის საწყობად გახადეს. ის რუსის ჯარის დახმარებით, 1770 წელს ოსმალებს ხელიდა გამოსტაცა იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა. მისი მეთაურობით `ახოანი, ბუმბერაზი... ყრმა-ჭაბუკნი იმერნი..., რომელთაც სასვამად, ვითარცა ღვინო, სწყუროდათ სისხლი (დამპყრობ) ოსმანთა~, `დათხევად სისხლისა~ ეკვეთნენ მტერს `ვითარ არწივი გუნდსა კაკბთასა, ვითარ ლომი ზვარაკსა, ვითარ მარტორქაი სპილოსა და ვითა მგელი ცხოვართა~, შემუსრეს `ქალაქ-ციხე-სიმაგრენი მათნი~, აღუდვეს `ცეცხლი შურისგებისა სახლთა მათთა~ და ტაძარიც გამოხსნილი იქნა. მაგრამ დასუსტებულმა იმერეთის სამეფომ ვეღარ შეძლო მისი აღდგენა, ხოლო საეკლესიო მმართველობის უგნურმა ღონისძიებამ კიდევ უფრო გააძლიერა ტაძრის ნგრევა და ნანგრევების განიავება. მეფის ხელისუფლებამ ასევე არ გაატარა საჭირო ღონისძიებანი ტაძრის დასაცავად, ხოლო ქართველ პატრიოტთა ჯგუფის მიერ 1912-1913 წლებში შეგროვილი თანხებით აგებული იქნა მისი გალავანი. ქუთაისის ტაძრის დაცვის, გაწმენდის, მეცნიერული შესწავლის, გამაგრებისა და სარესტავრაციო სამუშაოების ფართოდ გაშლამ, რომელიც შესაძლებელი შეიქმნა რომელშიც განსაკუთრებული ინტერესი გ.ჩუბინიშვილმა, ნ.სევეროვმა, ვ.ცინცაძემ, ზოგმა სხვა მკვლევარებმა აგრეთვე შესაბამისმა უწყებებმა გამოიჩინეს. საბოლოოდ იხსნა ის განადგურებისაგან. აღნიშნული ძეგლი, იმის მიუხედავად, რომ 269 წლის მანძილზე დგას ნანგრევების სახით, ამჟამადაც გვაძლევს წარმოდგენას მშენებლობის ხელოვნების განვითარების დონის შესახებ. კერძოდ, X-XI საუკუნეების ქუთაისში
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 18 ივნ 2008, 12:38

შემდეგი გაჩერება მოწამეთა. ცნობები ტაძრის შესახებ:

ქუთაისიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, აღმოსავლეთით მდინარე წყალწითეალს თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ მოწამეთაში მდებარეობს მოწამეთის მონასტერი.
მოწამეთის მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, საქართველოს ძველი ისტორიის ბრწყინვალე მღაღადებელი, თავის წარმტაცი ხატოვანი ბუნებით წარუშლელ შთაბეჭდილებას რომ ტოვებს მნახველზე. გალავნით შემორტყმული კლდოვანტყიანი მთის დაკავებულ ადგილზეა გაშენებული, ბუნება აქ ღარიბი არაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე. როცა მწვანე სამოსში გაეხვევა ირგვლივ მდებარე მთა-გორები, მაგრამ მაინც პირქუში იერი აქვს. სამი მხრივ ამ ადგილს მდ. წყალწითელა უვლის გვერდს. წყალწითელას ხეობა, სადაც მონასტერი მდებარეობს, ერთ-ერთ დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა და იგი უდიდეს როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამას ადასტურებს აღნიშნული ხეობის ძეგლები, რომელთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მოწამეთის ხუროთმოძღვრულ კომპლექსს.
მოწამეთის შესახებ ერთ-ერთი ადრეული ცნობა დაცულია წმინდანთა ცხოვრებაში: „ადგილსაი მას, რომელსა ჰქვიან წყალწითელი, რამეთუ იყო ადგილი იგი ციხე-ქალაქ და ერ მრავალ“. მართლაც სტრატეგიული თვალსაზრისით „წყალწითელი“ უაღრესად მოხერხებული ადგილია. იგი მდინარის მიერ შექმნილი ნახევარკუნძულია და ყოველი მხრიდან ციცაბო კლდეებითაა დაცული. სწორედ ამიტომაც ეს ციხე საშუალო საუკუნეებში მეტად მნიშვნელოვან სამხედრო – სტრატეგიულ პუნქტად გვევლინება.
მე-18 ს. დიდი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი კი მურვანის ლაშქრობის ამბავს ასე გადმოგვცემს: „შემდგომად გამეფდა ძე-სტეფანოზისა მისი. ამის მეფობის მეოთხე წელსა... მოვიდა მურვან ყრუ, დისწული მაჰმადისა სპითა უამრავითა, ვერვინ წინაღუგდა, შემუსრა სომხეთი, ქართული, რანი და ყოველი კავკასია, ხოლო სცნა რა მეფისა ეგრისს ყოფნა შავიდა არგუეთს და მუნ ეწყუნენ მენებურნი მთავარნი დავით და კონსტანტინე და მოსწყიდნენ სპათა მისნი მრავალგზის“.
მტერმა მოაოხრა არგვეთის სამთავრო და ბუნებრივია, ვერც ციხე სიმაგრე „წყალწითელი“ გადაურჩა მათ რიცხვს. წმინდანთა ცხოვრებაში ვკითხულობთ: „რამეთუ ყრუსა მურვანსა გამოეღო ეოხა და დაეწვა“. დიდი წინააღმდეგობა გაუწია არგვეთის მთავრებმა. „აღიზახა ვითარცა ლომმან, და აოტნეს და განაბნინეს იგინი და ურიცხვი მოსრნეს“. მაგრამ აღესრულა მურვან-ყრუს ბრძანება და დავით და კონსტანტინე შეიპყრეს.
„ვინ ხართ თქვენი, ქვათა და ძელთა მსახურნო, რომ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა გაგიბედიათ? იქნებ არც გაგიგიათ, რომ მე დიდი ალლაჰის მოციქულის, მუჰამედის დისწული ვარ, იმ მუჰამედისა, რომელსაც ჰმონებს სრულიად არაბეთი და სპარსეთი“. და მაშინვე უპასუხა დავითმა: „ეგ შენი ქადილი ცუდი და ამაოა, რაც შეეხება დედაშენის ძმას მუჰამედს, ეგ სიქადულიც ფუჭი და უქმია, რამეთა ის მუჰამედია მაცდური და დამღუპველი მთელი თქვენი მოდგმის“.
დიდხანს სცემდნენ გახელებით და გამეტებით ხოლო ისინი იწვნენ მდუმარედ და უდტვრინელად ღებულობდნენ ყოველ დარტყმას. მურვან ყრუმ უთხრა: „დაუტოვე ქრისტეს ჯვარი, იგი ხომ შეშაა და სხვა არაფერი, მიიღე სჯული მუჰამედისა და იქნები ჩემი ჯარების უფროსი“. უპასუხა დავითმა: - „ნათელი დაუტევოთ და ბნელს შეუდგეთ? ჩვენ ღმერთმა მოგვიწოდა ნათელისაკენ, მზად ვართ ქრისტეს სახელისთვის ყოველსავე ტანჯვასა, ცეცხლსა, წყალსა, მახვილსა და სიკვდილსა“.
„ჩვენ ყურანში წერია, რომ ქრისტე მარიამის ძე კაცად შობილი და იძახდა ღვთის ძე ვარო, ამიტომ შეიპყრეს და ძელზე გააკრეს, ხოლო მუჰამედმა სპარსნი და არაბნი მოაქცია და ჭეშმარიტ ღმერთს შეაწყნარა“. ამაზე დავითმა მწარედ გაიღიმა და თქვა იქ წერია: - „სახერებიდან ისწავლეთო, გარნა თქვენ უგულისხმონი ხართ, ამიტომ არც წიგნი იცით არც ღვთის ძალა“.
ახლა კონსტანტინეს მიუბრუნდა არაბთა სარდალი „შენ რას იტყვი ყმაო“. კონსტანტინემაც დასძრა „ხმაი დამამხობელი“. „არც მე ვემორჩილები შენ ბრძანებას იმასვე ვიწამებ და ვაღიარებ, რაც ჩემმა ძმამ დავითმა აღიარა“. ათი დღე აწამეს ძმები და ათი დღის შემდეგ კიდევ სცადეს მოლაპარაკება, მაშინ უკანასკნელად დასძრა ენა დავითმა: - „ვიტყვი მხოლოდ იმას რაც თავში ვთქვი, მზად ვართ ქრისტესა და სარწმუნოების გულისთვის, თავი მივცეთ შიმშილს, წყურვილს, ცეცხლსა და წყალს, მახვილსა და ხმალს, ხოლო საბოძვარი არის საძულველ და საძაგელ წინაშე თვალთა ჩვენთა“. ორივე გააშიშვლეს და ხეზე დაჰკიდეს, მძიმე ხელკეტებით სცემეს, შემდეგ ჩამოხსნეს, ქედზე ლოდები დააკრეს და მდინარეში გადაყარეს.
„ხოლო იქმნა მას ღამესა სასწაული, საშინელი და სასმენად საზარელი, უჩვეულო იყო ცაც, წყალიც, ხმელიც მაღლობიც და დაბლობიც. მთვარეც სრულქმნილი, მთვარეც მიარღვევდა ღრუბელთა უსქესს კრედსამბელს“. სამსვეტოვან შიქ-ჭავლად დაადგა ძმებს მთვარის შუქი ბრწყინავდნე „ვითარცა მთიები განთიადისადმი“. წყლიდან ამოასვენეს მარტვილნი, წყალწითელის ხევში ღრმად ჩაჭრილ კლდოვან ყელს ჩაუდგა პროცესია, აქ ადრე ხარების სახელობის ეკლესია იდგა. ნაეკლესიარში ძველთაძველი აკლდამა იყო, ამ აკლდამაში დაასვენეს მოწამენი, ამ ადგილას მოწამეთა ეწოდა.
XI საუკუნეში ბაგრატ III ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები.
როგორი სახე უნდა ჰქონოდა ეკლესიას თავდაპირველად, რასაკვირველია, ძნელი სათქმელია, მაგრამ ეკლესია შიგნით მცირე ფართობისა იქნებოდა. საკურთხეველი მოთავსებული იყო და არის ჩრდილოეთის მხარეს. ეკლესიას გუმბათი არ ჰქონდა. მე-19 საუკუნეში ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 1844-45 წლებში ლევან, მოსე და ფილიპე ბერეკაშვილებმა შეაკეთეს და გააფართოეს მოწამეთის ეკლესია იმერეთის ეპისკოპოსის დავით წერეთლის ხელმძღვანელობით. სამუშაოები მთლიანად დასრულდა 1865 წელს. დასრულდა იგი ხარების ეკლესიის შიგნით კანკელის გადაკეთებით. 1922-24 წლებში ჩვენში დაიხურა ეკლესია-მონასტრები, დაინგრა არქიტექტურის ძეგლები, დაიწვა უნიკალური წიგნები, დაიღუპა ჭედური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები და სხვა.
მოწამეთის ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა 1954 წელს, რაზედაც მიუთითებს დასავლეთის მოსაცდელში დაცული წარწერა. მასში მოხსენიებულია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი, ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი ნაომი „შავიანიძე“, მღვდელი სულაკაძე, რომელთა მეოხებით აღდგენილი იქნა წირვა-ლოცვა. ამ დროს გადაასვენეს დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ქუთაისის მუზეუმიდან მათს სამკვიდრებელში – მოწამეთის მონასტერში.
მოწამეთის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია. გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტს, ორი საკურთხევლის შვერილია, ეკლესიას აქვს ორი კარი, დასავლეთის და სამხრეთის. საკურთხეველი ჩრდილოეთ მხარეს აქვს, რაც მეტად საინტერესოა. შეიძლება ეს განაპირობა იმან, რომ ყველაზე საპატიოადგილს აღმოსავლეთის მხარეს დაკრძალული იქნენ წმინდა მოწამე დავით და კონსტანტინე, ამიტომაც საკურთხეველი ხუროთმოძღვარმა გადაიტანა ჩრდილოეთით.
საკურთხეველი გადატიხრულია XIX საუკუნის ხის კანკელით, რომელზედაც წარმოდგენილია სიუჟეტები სახარებიდან და წმინდანთა ცხოვრებიდან. საკურთხევლის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე ხის ორ მოჩუქურთმებულ ლომზე, დევს ხიდან დამზადებული ლუსკუმი, რომელშიც მოთავსებულია წმინდანების ნეშტი. ლუსკუმი დამზადებულია ვინმე სულთანოვიჩის სახსრებით, ქვემოთ დატოვებულია ადგილი, რომ მორწმუნეებმა ჩოქვით გაიარონ.
ეკლესიის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლო, მასზე წარწერაა: რომ აგებულია იმერეთის მიტროპოლიტის დავითის განკარგულებით 1845 წელს. იქვეა ეკლესიის მსახურთა საცხოვრებლები. დასავლეთით გრძელი მოსაცდელი, აგებულია ძველ ნაეკლესიარზე, მოსაცდელზე 1960 წელს წინამძღვრის სახლი დაუშენებიათ. ეზოში დაკრძალულნი არიან XIX-XX საუკუნეების მსახურნი ამ მონასტრისა.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]