ვნახეთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა -15.06.08

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვნახეთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა -15.06.08

Post by Tamari-ch. » 16 ივნ 2008, 10:59

მეც ახლა არ მცალია
ვინმემ ითავოს
თორემ მე ახალი ვარ აქ
და ჯობია იმან გააკეთოს ვინც იცის როგორ უნდა ეს

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ვნახეთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა -15.06.08

Post by Naia » 16 ივნ 2008, 11:00

ეს იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანი გასვლა იყო, თან იმდენ ხალხს უნდოდა წამოსვლა და ვერ წამოვიდა, რომ ამ რეპორტაჟის ქაოსურად წარმოდგენა დიდი დანაშაული იქნება :)

ასე, რომ კილომეტრაჟი თუ არა, ქრონოლოგიურად მაინც აღწერეთ. დაწერეთ მარშრუტი, ძეგლების ადგილმდებარეობა, მათი მოკლე აღწერა (ისტორია, რამე ლეგენდა და ა.შ.). აგრეთვე ვინ მიიღო მონაწილეობა ამ ლაშქრობაში... და რაც მთავარია - ფოტოები!

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვნახეთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა -15.06.08

Post by ლეონტი » 16 ივნ 2008, 11:18

მე დავინიშნე და აღმოჩნდა :]\
დიდუბის ავტოვაგზლიდან -მუხრანის გადასახვევამდე 32 კმ;
-ახალგორამდე 61 კმ
-იკოთამდე 67 კმ
ლარგვისამდე 79 კმ
გავაზამდე (დორეთკარი) 84კმ.

გავაზის ზევით იყო საინტერესო სოფლებიც და სალოცავებიც, დრო აღარ იყო.
Last edited by ლეონტი on 16 ივნ 2008, 12:03, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვნახეთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა -15.06.08

Post by qvevri » 16 ივნ 2008, 11:20

საერთოდ კარგი იქნება თუ ეს თემა ახლიდან გაიხსნება... ოღონდ თემა იდეის ავტორმა, ანუ Tamari-ch.-მა გახსნას. საერთოდ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იდეის ავტორს, რომ ასეთი კარგი თემა და მარშრუტი შეარჩია და განახორციელა. რაც შეეხება ახალი თემის გახსნას, იმედია საწყწნად არ გაიგებთ, უბრალოდ რაღაც ნამეტანი აბდა-უბდად დავიწყეთ(ყველამ) და მოდი ყველაფერი რიგიანად გავაკეთოდ.
რას იტყვით მოდერ და თემის ავტორო :?:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვნახეთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა -15.06.08

Post by lama » 16 ივნ 2008, 11:30

Jnosy wrote:ალბათ ჯობია მოგვიანებით და სრულყოფილი :)
მართლაც ასე აჯობებს. დავიცდით არაა პრობლემა :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვნახეთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა -15.06.08

Post by Tamari-ch. » 16 ივნ 2008, 11:40

მოდით ახლა შევეცდები დავალაგო...
qvevri
მაინც ახალი ვარ...

ანუ ჩვენი გეგმა იყო ასეთი -
გასვლა 10-მდე
10:40 - ქსოვრისი - გასვლა 11:00
11:20 - ოძისი - 12:15
13:00 - ხოფის სამონასტრო კომპლექსი 13:40
14:10 იკოთის დედათა მონასტერი 14:30
15:00 - ცხავათი - 15:40
17:00 - 18:00-მდე გავაზი და მერე რას ვიზამთ ვნახოთ

მართლაც გავედით ათ საათამდე.
მცხეთაში ვიყავით 10-ზე და ქვევრი ავიყვანეთ -
იქვე მაღაზიაში შევიძინეთ
წყალი, პური და მონასტრისათვის ზეთი...

პირველი გაჩერება იყო ოძისში -

იქ ვიყავით 11:30-ზე/
ოძისში არის ორი ეკლესია -
ღვთისმშობლის სახელობის, რომელის გზისპირასაა
და მეორე წმ მარინესი - მთაზე, გზის მეორე მხარეს.
ვინაიდან გვაგვიანდებოდა ხოფაში - გადაწყდა გვენახა მხოლოდ ერთი .
და წმ მარინე დარჩა სანახავი...

შემდეგ დავიძარით ხოფასაკენ -
იქ ფეხით ასასვლელია დაახლოებით 2-3 კმ.
აღმართი

ზუსტად 12-ზე ვიყავით ხოფას სამონასტრო კომპლექსში.
ტრასის მეორე მხარეს ქვევით შევამჩნიეთ პატარა ეკლესია-
არ ვიცით ზუსტად მისი სახელი,
მაგრამ ისიც ვნახეთ და ამგვარად ჩვენს მარშრუტში ექსპრომტად კიდევ ერთი
ეკლესია მოხვდა.

იქიდან უნდა წამოვსულიყავით 13:20-ზე და გავედით უფრო ადრე -
და 13:30-ზე მივედით იკოთის დედათა მონასტერში -
ძალიან თბილად მიგვიღეს -
იქ დედაომ გვასწავლა კიდევ ერთი ეკლესია იკოთის მონასტრის ზევით
და იმ ეკლესიის ნახვაც გადაწყდა ადგილზე.

ამის შემდეგ დავიძარით ცხავათისაკენ.
ცხავათში უნდა ვყოფილიყავით 15:00 საათზე
მაგრამ საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა ცხავათის ეკლესიამდე ასვლაზე -
ჩვენი გათვლებით იქ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ერთი - ადრეული ფეოდ ხანის ეკლესია,
რეალურად იქ აღმოჩნდა ორი - (ერთი გვიანდელი ხანის ეკლესია)
და გარდა ამისა ცხავათში არის კიდევ ორი ნანგრევი - ციხე-კომპლექსისა...
ადგილობრივებმა გვითხრეს რომ ცხავათში მაღლა მთაზე იმ ციხეების თავზე კიდევ ერთი ეკლესიააო - წმ გიორგის.

ანუ ცხავათი მეტად საინტერესო და ძეგლებით მდიდარი მხარე აღმოჩნდა.
საბოლოოდ 6 საათამდე დაგვჭირდა ცხავათის დათვალიერება...
და მარშრუტი ამის გამო შეიცვალა.

19 საათზე ვიყავით ლარგვისში.
უნდა გადაგვეწყვიტა -
ან წავსულიყავით გავაზში.
ან გვენახა ლარგვისი
როგორც გაირკვა ლარგვისიდან გავაზი მდებარეობს 5 კმ-ის მანძილზე.

გზად არის დორეთკარი 2 კმ-ის დაშორებით რომელთანაც მიდის მანქანა.
იმის მერე არის გავაზი (მთაზე)
და უკვე ფეხითაა ასასვლელი...
ამიტომ გადაწყდა დავრჩენილიყავით ლარგვისში
და გავაზი შემდეგი გასვლისათვის დაგვეგეგმა.

ეს მოკლედ ჩვენი ისტორია....

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ვნახეთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა -15.06.08

Post by Naia » 16 ივნ 2008, 11:45

Tamari-ch.
გაიხარე :) ასე უმჯობესია

აბა, ველით ფოტოებსაც

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვნახეთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა -15.06.08

Post by Tamari-ch. » 16 ივნ 2008, 11:48

პირველი ჩვენი გაჩერება იყო ოძისი -

როგორც უკვე ვთქვით -
ოძისში აროს ორი ეკლესია.

ღვთისმშობლის სახელობის - გზის პირას და წმ მარინესი მთაზე მოპირდაპირე მხარეს...

ახლა დავდოთ ოძისის ფოტოები....


Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვნახეთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა -15.06.08

Post by ლეონტი » 16 ივნ 2008, 11:54

Tamari-ch. wrote:
გზად არის დორეთკარი 2 კმ-ის დაშორებით რომელთანაც მიდის მანქანა.
იმის მერე არის გავაზი (მთაზე)
და უკვე ფეხითაა ასასვლელი...
მცირე შესწორება:
დორეთკარი ლარგვისიდან 5 კილომეტრშია.
აქ მოსული,ფეხით გადალახავთ მცირე ხიდით მდინარეს და გაღმა ადიხართ მთაზე , დაახლოებით 2 კმ ის მანძილზე მდებარეობს წმინდა ბარბარე.
დიდი კოშკი და ლამაზი ეკლესია ნაწილობრივ შემორჩენილი მხატვრობით.


User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ვნახეთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა -15.06.08

Post by Naia » 16 ივნ 2008, 12:01

Tamari-ch.
რომელი საუკუნის ძეგლია ოძისი?

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ვნახეთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა -15.06.08

Post by Truli » 16 ივნ 2008, 12:06

ეს ეკლესია მეთვრამეტესია მგონი და არაფერს საინტერესოს არ წარმოადგენს.
მი მალატ შვან

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვნახეთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა -15.06.08

Post by lama » 16 ივნ 2008, 12:07

Naia wrote:Tamari-ch.
რომელი საუკუნის ძეგლია ოძისი?
საიდუმლოა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
ვნახეთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა -15.06.08

Post by KINALOKO » 16 ივნ 2008, 12:25

:D :D :D
კარგი იყო, მადლობთ გ
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
ვნახეთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა -15.06.08

Post by Mariam » 16 ივნ 2008, 12:31

ოძისის შემდეგ ხოფაში წავედით. რამდენიმე კილომეტრი ფეხით ვიარეთ და ნამდვილად ღირდა. უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ხოფის სამონასტრო კომპლექსმა.

ეს მოკლე ცნობები ვიკიპედიიდან:

ხოფა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XIII საუკუნის I ნახევრის დარბაზული ეკლესია ქსნის ხეობაში, ისტორიულ შიდა ქართლში, სოფ. მოსაბრუნის (ახალგორის რაიონი) მახლობლად.

ეკლესია შემოსილია მოყვითალო-ოქროსფერი თლილი ქვით, შიგნით კედლები ნაგებია მსხვილი რიყის ქვით, კონსტრუქციული ელემენტები - პილასტრები, თაღები, სარკმლის ღიობები და კონქი - გათლილი ქვითაა ამოყვანილი. ეკლესია შიგნით შელესილი და მოხატული იყო (შემორჩენილია ფრაგმენტები). აღმოსავლეთი აფსიდი ნახევარწრიულია, კამარა - ოდნავ ისრისებრი. გარედან ძეგლი უხვადაა შემკული ჩუქურთმით. ვინაიდან ეკლესიას მისასვლელი დასავლეთიდან აქვს, ამიტომ დასავლეთი ფასადი განსაკუთრებით მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. შესასვლელი და მის ორივე მხარეს დატანებული თითო ნიში გაერთიანებულია სამთაღიანი კომპოზიციით, რომელსაც აგვირგვინებს მოჩუქურთმებულსაპირეებიანი სარკმელი (გამოყენებულია კაბენის ტაძრის კომპოზოცოა მცირე განსხვავებით). ეკლესიას სამხრეთით და დასავლეთით კარიბჭეები აქვს. სამხრეთ კარიბჭეზე სამრეკლოა დაშენებული (XVIII ს.). სამონასტრო ნაგებობათაგან შემონახულია გეგმით მართკუთხა, მოზრდილი, ბუხრიანი ნაგებობა - სატრაპეზო. შემორჩენილია სხვა ნაგებობათა ნაშთებიც.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]