Page 1 of 5

ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Posted: 18 ივლ 2005, 15:38
by Gvalva
არა, მე ამ ლაშქრობაში თქვენ ვერ წაგიყვანთ.

მიზეზს სულ მალე თქვენით გაიგებთ :)

ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Posted: 18 ივლ 2005, 16:06
by Gvalva
ყველაფერი იმით დაიწყო რომ ჩემმა ამხანაგმა მითხრა, ჩემს სამსახურში ერთი კაცი მოდის ხოლმე, სურათები მანახა, ორბეთიდან მიდიან ხოლმე, კაი ადგილებიაო. მაგ ლანდშაფტის ფანი ვარ, თანაც სხვებისგანაც გამეგო, ბირთვისებში ორბეთიდან გადავდივართ, ერთ ადგილას კლდეებში გასაძრომია, ის უნდა იცოდეო. ხოდა ძალიან დავინტერესდი. მარშუტი ადვილი არ არის და წყალში გავლა მოგვიწევს წელამდეო, პარასკევს საღამოს გავდივართ, კვირას ჩამოვალთო. მერე "იმ" კაცს მეც ველაპარაკე, ორბეთის მთაზე ავალთ მეთქი, და ვერ მოვასწრებთო. კი გამიკვირდა, რა არის იქ 3 დღეშ მოსასწრები-მეთქი...

ფორუმიდან თაბუკა და wanderer იყვნენ.

ერთ მარშუტკაში არ ჩავეტიეთ და ნაწილ ნაწილ წავედით მანგლისის მარშუტკით. მე როგორც ვთქვი, გზის დამახსოვრებას ვაპირებდი და გამეხარდა როცა ორბეთში, მიტოვებული მაღაზიის წინ ჩამოვედით, გრუნტის გზა სამხრეთით მიდიოდა. ჯერ-ჯერობით კარგად იყო საქმე. გზაში გვკითხეს, ფანრები გაქვთო, რომ დაღამდეს და სიარული მოგვიწიოსო. ეხლა ამათ სიბნელეში არ გვატარონ მეთქი გავიფიქრე. ჩემს ამხანაგს საკმაოდ ასაკოვანი უცხოელი უფროსი ყავდა წამოყვანილი.

მეორე ჯგუფი რომ მოვიდა "ის" კაცი როგორც იქნა გამოჩნდა...

ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Posted: 18 ივლ 2005, 17:18
by pauna
Tabukმე სურაები ვნახე უკვე.... მაბრები ხართ თან ცოტა შეშლილები.... თურმე რუსულ-ქართული ექსპედიციებიც დამოდის საღოლ თქვენ მართლაც ბევრი გაქვთ მოსაყოლი!!!!!!!!!!!!!! ესეთ ხეობა ჯერ არ მინახია.!!!!!!!! ერთI სული მაქვს როდის წავალ!!!!!!!! Tabuk რას იტყვი კიდე ერთ რეისე.....?! სეQტემბრისთვის!!!!!!!!!!

ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Posted: 18 ივლ 2005, 17:20
by Druides
come on everybody! როგრც ჩემი ერთი მეგობარი იტყვის.

ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Posted: 18 ივლ 2005, 17:21
by Tabuk
pauna

bazari araa me tanaxma var , ogond jer fexze chrilobebi momishushdes tore ese sheidzleba gangrena damemartos, ert reis kidev didi siamovnebit davartkavdi ragac periodis mere.

ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Posted: 19 ივლ 2005, 00:56
by ilia
სურათები დაყარეთ რააა

ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Posted: 19 ივლ 2005, 11:36
by Gvalva
ბოდიში დაგვიანებითვის, ლაივში ვყვებოდი... მეათედ...

მოკლედ რომ თქვა ლაშქრობის ხელმძღვანელი პირველი შეხედვისთანავე ნდობას იმსახურებდა და დავწყნარდი. დავიძარით, გრუნტიან მარა საავტომობილე გზაზე მივდიოდით, ვიფიქრე, რომც დაბნელდეს პრობლემა არ იქნება მეთქი... რა ვიცოდი... ჯგუფი ძალიან შეთამაშებული და ხმაურიანი იყო, აშკარა იყო რომ ერთმანეთის კარგად ესმოდათ. ეხლა აღარ მახსოვს ჯერ ტყეში გადავუხვიეთ და მერე დაღამდა თუ პირიქით, მარა სიბნელეში რომ ტყეში დიდხანს დავდიოდით კარგად მახსოვს. სასტავი ისევე ხუმრუბდა და იცინოდა როგორც დღისით, აშკარა იყო ეს მათთვის უჩვეულო არ იყო. აი მაშინ პირველად გავიფიქრე ესენი ვერ არიან მეთქი. რა ვიცოდი... ერთი კი იყო რომ მათი ეს განწყობა შენზეც გადმოდიოდა და არავითარი დისკომფორტი სიბნელეში უფანროდ სიარულის (მე არ მქონდა, სხვის შუქს მივყვებოდა) არ მიგრძვნია.

ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Posted: 19 ივლ 2005, 11:40
by Gvalva
როგორც იქნა, ღამის 11 საათზე რაღაც ღელე ვიპოვეთ, და თქვეს აქ ვბანაკდებითო. ეს იყო ჩვეულებრივი ტყის ფერდა რომელიც 5 მეტრში წყლით მთავრდება. საბანაკე ადგილის არანაირ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა. სასტავმა რასაც ყვებოდნენ იმის მოყოლა გააგრძელეს, ზურგჩანთები მოიხსნეს და ესევე გადაძახილ–გადმოძახილში შეშის შეგროვება დაიწყეს. მარტო ჩვენ ვიდექით დაშტერებულები და ერთმანეთს ჩურჩულით ვეკითხებოდით აქ როგორ უნდა დავიძინოთო. თან შიშით თვალს ჩვენი უცხოელისკენ ვაპარებდით, რომ მისი აზრი ამოგვეკითხა. ის უბრალოდ უსტვენდა რომელიღაც მელოდიას. აქ მე უკვე დარწმუნებით გავიფიქრე რომ ესენი ვერ არიან.
საღამოს ჭამა დიდხანს გაგრძელდა, რაღაც კარვების გაშლას არავინ ჩქარობდა, რამდენადაც ვერაფერი გავიგე, კარვის გაშლა დავიწყე. მერე შიგაც შევძვერი და დაძინება ვცადე. სასტავი არხეინად აგრძელებდა საუბარს. მივაყურადე... მოსმენილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა!! რომ ვერ არიან აშკარაა, მარა ასეთი თემები?? კიდე უფრო დავიბენი. დილით მე და ერთი გოგო ადრე გამოვძვერით და ცოტა გავიარეთ, რომ დავბრუნდით, ამდენი ხანი სად იყავითო, ერთს ეღვიძა და გვკითხა, ვიბანავეთ–მეთქი. ძალიან მაგრად იხალისა. რა ვიცოდი... ასე დაძინებული ხალხი რომ ვნახე ბანაკს ვსპიშკის გარეშე გადავუღე, რომ არ გამეღვიძებინა მძინარეები. მეგონა მაგარი რამე გადავიღე. რა ვიცოდი...

ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Posted: 19 ივლ 2005, 11:42
by Gvalva
როცა სხვებმაც გაიღვიძეს ვიკითხეთ, ის წყალში რომ უნდა გავიაროთ დღეს იქნება თუ ხვალ, ტანსაცმელი როგორ ჩავიცვათო. უკვე ჩაიცვითო, ღიმილით გვითხრეს.
წავედით. მდინარე ძალიან ლამაზად გადადიოდა საფეხურებივით დალაგებულ კლდეებზე. როგორც კი ფოტოაპარატს ამოვიღებდი, მეუბნებოდნენ, რად გინდა ამას რომ იღებ, ეს არაფერი არააო.

ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Posted: 19 ივლ 2005, 11:44
by Gvalva
მალე უკვე მივხვდით რომ ქვებზე კინკილს აზრი არ ქონდა, თუ ფეხი მაინც უნდა დაგვისველდეს, რაღას ვწვალობთო. უცხოელმა უფრსმა მაღალყელიანი ჩექმები წამოიღო, ცივ წყალისგან თავის დასაცავად. რა ვიცოდით...
მერე ფეხი მუხლამდეც დაგვისველდა და თანდათან დიდი ქვები გამოჩნდნენ...

ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Posted: 19 ივლ 2005, 11:45
by Gvalva
როგორც იქნა გავარკვიეთ რომ ჩვენი მოგზაურობა ამ მდინარის ჩაყოლა იყო.
ზოგან ჩამოხტომა იყო საჭირო, ზოგან გადაბობღება. უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა ყველაფერი. მაგრამ უცხოელის წყლით სავსე ჩექმებს რომ ვხედავდით ცოტა შიში გვიპყრობდა.

ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Posted: 19 ივლ 2005, 11:55
by Gvalva
ერთგან წყლიდან ამოვედით, რაღაც ხესთან მივედით და ეხლა თოკზე მუშაობას გასწავლითო.

ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Posted: 19 ივლ 2005, 12:00
by Gvalva
რად გვინდაო ვიკითხეთ, გაიცინეს, მერე ძალიან დავკითხეთ და თქვეს ერთგან ასე ორ მეტრზე ჩასავლელია და თოკია საჭიროო. უჩენიებმა საინტერესოდ ჩაიარა, მომეწონა კიდევაც თოკით ჩასვლა.

ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Posted: 19 ივლ 2005, 12:03
by Gvalva
ზოგიერთ ადგილას სადაც წყალი ღრმა იყო და ზურგჩანთები დასველდებოდა პატარა გასაბერი ნავი ქონდათ და იმით გადაგვქონდა. სისტემა ასეთი იყო, ჯერ სათითაო ზურგჩანთას გავაცურებდით, სადაც დადგომა შეიძლებოდა იქედან ჯაჭვი იყო და ერთმანეთს აწვდიდნენ, სანამ ამდენი ზურგჩანთის დასალაგებელი ადგილი იქნებოდა, მერე ნავს თოკით უკან გაასრიალებდნენ, და ახალი ზურგჩანთა მოდიოდა. როცა 21ვეს გადაიტანდნენ მერე თითო თითო ადამიანი ჩაფოფხდებოდა და გაცურავდა იმ ღრმა ადგილს, მერე დადგებოდა და ზურგჩანთების ბანაკთან დაიცდიდა. როცა ხალხიც და ზურგჩანთებიც შევიკრიბებოდით ბედნიერ შემთხვევაში მოვიკიდებდით და წავიდოდით, უფრო ხშირად კი იგივე თავიდან იწყებოდა.

ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Posted: 19 ივლ 2005, 12:08
by mika
გააგრძელე ძალიან საინტერესოა გულმოდგინედ წავიკითხე ყველაფერი