ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by Gvalva » 19 ივლ 2005, 12:11

აი აქ ვიფიქრეთ რომ თამუნას და ზურას ახალი სამსახურის ძებნა მოუწევდათ.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by Gvalva » 19 ივლ 2005, 12:13

წყალი მღვრიე იყო და იმის შანსი რომ სადღაც ჩააბიჯებ და ჩახვალ ყელამდე ყოველთვის იყო. თუ გავითვალისწინებთ რომ ზურგზე ჩანთა გვეკიდა და იმ ღამეს სველად დაძინება მოგვიწევდა, სიფრთხილეს აშკარად ქონდა აზრი. ამიტომ წინ მზვერავი მირბოდა ხოლმე და ამბავი მოქონდა რა უნდა გვექნა ამ მონაკვეთზე.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by Gvalva » 19 ივლ 2005, 12:15

სამწუხაროდ შემთხვევით შემატებული ხალხიდან უმეტესობამ ცურვაც არ იცოდა, ისინიც ნავით გასასრიალებლები იყვნენ და ეს კიდევ უფრო აგდებდა ტემპს. ამას ემატებოდა ის რომ კანიონში მზე იშვიათად აღწევდა და სველი ადამიანისთვის დგომა და ლოდინი ძნელი იყო.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by Gvalva » 19 ივლ 2005, 12:17

მივედით იმ ადგილას სადაც თოკით ჩასვლა იყო საჭირო. თავიდან ზურგჩანთები გავუშვით. უფრო სწორედ ჯერ რამდენიმე ბიჭი ჩავიდა, რომ იქ საჭირო სამუშაოები გაეკეთებინა და მერე გავუშვით ზურგჩანთები. მინდა ვთქვა რომ მთელი ჯგუფი საოცარი ხალისით აკეთებდა ამ ყველაფერს, თითქოს თამაშობდნენ.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by Gvalva » 19 ივლ 2005, 12:23

მერე ადამიანები ჩავედით. ჩასვლა სხვადასხვა წარმატებით მაგრამ ყველა მშვიდობით დავასრულეთ როგორც გამოცდილები ამბობდნენ, სიციცხლე ყველას უნდა :). მოულოდნელი ის იყო რომ ქვემოთ ჩანჩქერი გხვდებოდა, რომელიც ზედ გესხმებოდა, და რადგან თოკი უკვე სველი იყო და ძნელად სრიალებდა დიდხანს იწუწებოდი საოცრად ცივი წყლით. მხოლოდ ჩვენს უცხელს გაეჭედა თავის ჩექმა კლდეში და... აქ ჩვენ ვიფიქრეთ რომ ესპანეთი საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტდა.
საბედნიეროდ, ალპინისტურმა გამოცდილებამ უშველა და ადვილად გაართვა თავი სიტუაციას. როცა ყველამ შვებით ამოისუნთქა ბიჭებმა თქვეს, მაგან უბრალოდ ჩექმებიდან წყალი გადმოღვარაო :)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by Gvalva » 19 ივლ 2005, 12:33

ზოგჯერ ზურგჩანთებს ვიხსნიდით და ასე გაგვქონდა

თუ ჩემმა აღწერილმა გადაადგილების მეთოდმა კარგი წარმოდგენა შეგიქმნათ იქ რა ხდებოდა, მიხვდებოდით რომ მე და ფოტოაპარატი ერთად იშვიათად ვხვდებოდით, ხელში ვერ გეჭირებოდა, უნდა ჩაგედო ზურგჩანთაში, ზურგჩანთა ექცეოდა ძირში, იმის გამოღებას შეიძლება სხვისი ჩანთები წყალში ჩაეყარა, თუ სადმე ერთად ვიყავით იქ უკვე მთავარი მოვლენები გავლილი იყო. ამიტომ ეს არის უმცირესი ნაწილი იმ სანახაობის სადაც ჩვენ მთელი დღე მივდიოდით.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by Nika » 19 ივლ 2005, 13:23

ახლა კი ვხვდები GPS რო ახსენე რატო დაგცინეს.

Appel
ასფალტზე მოარული
Posts: 17
Joined: 19 ივლ 2005, 14:40
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by Appel » 19 ივლ 2005, 15:16

Great review! 8-)))
sagol, ar megona rom im tsvalebis mere, rac tavze gadagxdat, ase tbilad gagvixsenebdi da mxolod imas itkodi, rom chveni sastavi "namdvilad vera vart kargad"! 8-)))
suratebic mshvenieria. samtsuxarod, Temuris araferi gadaugia, raxan aparati daasvela (rasac me koveltvis vutsinastsarmetkvelebdi 8-))), xolo Juliam jer ar mipasuxa. rame tu vipove, aucileblad mogatsodebt.
Tabuk, mivige sheni tserili, chven am saqmes ase ar davtovebt, kidev tsavalt sadme, gpirdebi!
Pativcemulebo, vinc chventan ertad ikavit (axlebs vgulisxmob) - kochag kvela!!! miuxedavad imisa, rom ar icodit sad midixart, ra gelit da mzad ar ikavit, tqven gamoichinet udeidesi simamace da gamdzleoba!
Snimayu pered Vami shlyapu! 8-)))
pativiscemit
N

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by Gvalva » 19 ივლ 2005, 15:39

ხო, გაგრძელება იქნება

Appel

აქ არ მოგელოდი :) გამეხარდა! მაგრამ, ვფიქრობ "ესენი ვერ არიან" თქვენთვის დიდი შეურაცყოფა არ არის ;)

ხო, კიდე, სამედიცინო ენციკლოპედია ახლოს იქონიე, ბენდენის (თანაც ორის) შეჭმამ რომ მოგიწიოს... ;)

დიდი მოკითხვა ყველას!!!

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by mika » 19 ივლ 2005, 18:10

Appel

მინდა მინდა და მიდა კიდევ მინდა სადმე თქვენთან ერთად წამოსვლა..

გვალვუჩი გამიწიე რეკომენდაცია.....

წავიდეთ სადმე რა ამ შაბათ კვირას ან როცა გინდათ...........

რატომ ორად არ ვიხლიჩები რა არასრულფასოვნებაა
medical student

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by აცაბაცა » 19 ივლ 2005, 19:59

Gvalva

რამდენი დღე მოუნდით მაგ ყველაფერს????????????

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by Gvalva » 19 ივლ 2005, 23:02

აცაბაცა

თხრობა დასრულებული არაა, გეტანხმები, მარა, აბა თემის სათაური ნახე :)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by Gvalva » 20 ივლ 2005, 10:04

მოსაყოლი კიდევ ძალიან ბევრია მარა სურათი ერთი დამრჩა დასადები.

ეს იყო რაც იყო. მეორე ღამისთევა. უკვე საკმაოდ დაგვიანდა, არ დაბნელებულა, რაც მართალია მართალია :). წინ საკმაოდ რთული ჩასასვლელი იყო, გვერდით კი რაღაც ვიწრო ხეობასავით შედიოდა, მე ჯერაც ვფიქრობ რომ ეს სწორედ ის ადგილია სადაც რუკაზე ორი მდინარე ერთმანეთს უერთდება. დღეისთვის მოვედითო. გაგვეხარდა იმიტომ რომ ქვემოთ ცასვლაზე ჩალიჩის ძალა უკვე აღარ გვქონდა. ავიდნენ ნახეს, კიო, აქ დავბანაკდეთო. ერთგან თოკით, ერთგან ხელით აგვიყვანეს და აღმოვჩნდით ორ კლდეს შორის ასე 3 მეტრიან ხეობაში , ასე 6 მეტრში უზარმაზარი ლოდი ეგდო და ისევ კლდე იწყებოდა. ამ 6x3 კიდევ წყალი მირაკრაკებდა, იმან რა იცოდა რომ აქ 21 ადამიანი დაძინებას გადაწყვეტდა, ხოდა ასე გაშლილად მშვიდად მირაკრაკებდა. როგორც წყალს ჩვევია აქეთ იქედან დაღმართები ქონდა.

აქ დაძინება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ გასვლაში. კარავი ხომ აზრადაც არავის გაგვივლია. იმ დაღმართზე დავდეთ ზურგჩანთები, ქვემოდან ქვა შევუდეთ რომ არ ჩაცურებულიყო, გადავაფარეთ პარალონი და... საკმაოდ კარგად მეძინა! არა, უკეთესადაც მძინებია, მარა, მე რომ მოველოდი იმასთან შედარებით შესანიშნავი შედეგი იყო. მივხვდი რომ ღამის გასათენებლად არც სპეციალური ადგილია საჭირო და არც კარავი და რაც მთავარია არც ნერვიულობა! ვერ გეტყვით იმ ღამეს წვიმა რომ მოსულიყო ჩემი ტექსტი როგორი იქნებოდა, მარა, ვფიქრობ უბრალოდ "არც უნალექო ღამე" დაემატებოდა ბოლოში :)))


დილით ეს ჩალაგებული საძილე ტომრები უნდა გადამეღო, მარა დამჯდარი ელემენტებიტ ერტი კადრის გადაღება შევძელი. ისიც უვსპიშკოდ, ხალხი რომ არ გამეღვიძებინა. იმედია ხარისხი დაგაკმაყოფილებთ :)

ხო, დანარჩენი სურათები იხილეთ გალერეის შესაბამის თემაში

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by ilia » 20 ივლ 2005, 11:16

აუ ეხლა ვნახე ეს, ძაან მაგარია, მეც მინდაააააააააააააა

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]