ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

Toma
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by Toma » 20 ივლ 2005, 13:05

ძალიან მაგარი იყო, იმ განცდის აღწერა ნამდვილად შეუძლებელია. ეს იყო ექსტრემის, ხალისის და სიცივის შეგრზნების ნაზავი, მოკლედ სხვადასხვა გრძნობების დიდი კოქტეილი, რასაც იმ წუთში კი გრზნობდი, მაგრამ მე პირადად ყველაფერი ცოტა უფრო გვიან გავაცნობიერე. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად, პირველი დღის ბოლოს როცა აბსოლიტურად სველი, დაღლილი და ცოტა ნანერვიულები (იმის გამო რომ ჩემი უცხოელი ფეხით ეკიდა ჩანჩქერზე, მერე ვიღაც იხჩობოდასავით) ღამის გათევა რეალურად პატარა წყაროში მოგვიწევდა :D ეს იყო შოკი. და იმის წარმოდგენა რომ მეორე დღეს ისევ იმ კანიონში უნდა გვეარა უკვე აღარ მხიბლავდა :oops:. ჩვენი უცხოელი კი ხუმრობდა, რომ ესეთ კარგ და იაფიანი სასტუმროში ჯერ არ გაუთევია ღამე. რაც მთავარია იმ ფართზე სადაც ეს "სასტუმრო" იყო როგორ წარმოგიდგენიათ სად უნდა ყოფილიყო ტუალეტი?????? :D :D :D. ეს ცალკე თემაა......... :D . ჩვენმა გამყოლმა გადაწყვითა რომ მეორე დღეს 10 კაცი კანიონში აღარ შევიდოდა და კლდეზე ავფოფხდებით ბირთვისის ცოხისკენ წაიყვანდა მშრალად ამ იდეამ ბევრი აღაფრთოვანა მათ შორის მეც :( . მეორე დღეს უკვე მივხვდი, რომ კანიონში კარგი იქნებოდა მაგრამ....... :? .
რაც შეეხება სეპანეთისა დასაქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტას რისი შიშიც გვქონდა არ გაამართლა, რადგან უცხოელი ითხოვს კიდევ წასვლას ოღონდ უფრო პატარა გუნდით რათა ბოლომდე ნახოს რა ხდებოდა კანიონის მეორე ნაწილში :D
მოკლედ ძალიან კარგი იყო და ტო ვინმე იქ მოხვდება არამც და არამც კანიონი არ დატოვოს გავიდეს ბოლომდე იბრძოლოს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. :D

User avatar
nunuka sharvashidZe
ბილიკზე მოარული
Posts: 70
Joined: 20 მაი 2005, 09:47
Location: Tbilisi
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by nunuka sharvashidZe » 20 ივლ 2005, 16:05

ძალიან გამიხარდა ამ სურათების ნახვა ,რამდენიმე წლის წინ ლაშქრობაზე გავიცანით ჯგუფი რომელმაც მაშინ გვითხრეს რომ არსებობდა კამიონების გზა ბირთვისისკენ და შემოგვთავაზეს მათთან ერთდ წასვლა მაგრამ შემდეგ ნომრებიც დავკარგეთ და ვეღარ მოხერხდადაკავშირება. მის შემდეგ სულ მაინტერესებდა ეს გზა და გამიხარდა რომ ასეთი სურატებიც დავათვალიერე რომლისთვისაც მადლობა გვალვას. ხო მაშIნ ისიც მითხრეს ცურვა თუარიცით ნუ შეწუხდებით წამოსვლაზეო :( მოკლედ ეხლა არმახსოვს მგონი იმ კაცს ანდრეი ერქვა ცოლშVილთან ერტად იყო ლაშქრობაზე და ერთ ერთ სურათში რომ ჭაღარა წვერიანი კაცია თითქოს იმას გავს, მოკლე საინტერესო ლაშქრობა იყო და იმედს ვიტოვებ რომ განმეორდება.ძალიან კარგია რომ ესეთი საინტერესო გასვლა გამოგივიდათ.

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by mika » 20 ივლ 2005, 16:23

გვალვა აუცილებლად უნდა წავიდეთ მად მემგონი მარშუტის დამახსოვრება არ გაგიჭირდებოდა.....ასე რომ მომავლისთვის გაიტვალისწინე,
medical student

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by Nika » 20 ივლ 2005, 17:01

mika
ნავი არ გდაგავიწყდეს ნავი :D :D :D

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by ilia » 20 ივლ 2005, 17:11

ნავი მე მაქვს :D

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by mika » 20 ივლ 2005, 18:16

ilia
Nika
ნავი მაქვს ასევე ჩემს რუკზაკს წყლისგან დამცავი მოყვება ასე რომ გავუძლებ ნავიც რომ არ იყოს
medical student

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by Mao » 20 ივლ 2005, 18:52

ეეეეეეეე!!!! თანაც უჩემოდ???? აპირებთ წასვლას
together on the top!!

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by mika » 20 ივლ 2005, 19:08

Mao
შენსხარეშეე სენ ოღონდ წამოდი და ტახტრევანიტ გატარებთ :lol: :lol:
medical student

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by Mao » 21 ივლ 2005, 00:17

mika
გაიხარე!!
together on the top!!

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by navigator » 25 ივლ 2005, 12:50

მე წამიყვანთ ხალხნო? ძველი მოლაშქრე გახლავართ, დამწყები არ გეგონოთ 8)

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by mika » 26 ივლ 2005, 22:06

navigator
აუცილებლად შემოდი მომავალ გეგმების თემაში და იქ დაკვალიანდები
medical student

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by Wanderer » 31 ივლ 2005, 13:14

აი მეც მოვედიიიი. კანიონის ეპოპეის ერთერთი წარმომადგენელი, კარავიდან წასული 3 ადამიანიდან ერთ-ერთი. :)

შთაბეჭდილებები ძალიან ძლიერი და მრავაფეროვანია ! გულახდილად რომ ვთქვა, რომ მცოდნოდა სად მივდიოდი, არ წავიდოდი(ძირითადად იმიტომ რომ ცურვა არ ვიცი), მაგრამ მაინც ძალიან მაგარი იყო ! ამ ლაშქრობის მერე 2 დღე ფაქტიურად მკვდარი ვიყავი ! ერთადერთი რასაც ვახერხებდი ეს იყო საწოლამდე მიფოფხება. :D :D

ლაშქრობას სახელიც მოვუფიქრე: Extrim Бля :D :D :D თუ რატომ ასეთი სახელი - ამას კანიონელები მიხვდებიან. :)

ფოტოაპარატიც მქონდა წაღებული და 1 ცალი 36-იანი ფირი გავავსე კანიონის სურათებით, მაგრამ სანამ მე იმათ დავბეჭდავ, დავასკანირებ და აქ დავდებ, მანამდე ნურაფერი გეტკინოთ. :) ისე მაგრად გვიჭირდა სურათების გადაღება !ძალიან ბევრი რამ, რაც უნდა გადაგვეღო, ვერ გადავიღეთ. :( რაც გადავიღეთ ისიც დიდი წვალებით. ასეთი რთული სიტუაცია ფოტოგადაღებისათვის მე ჯერ არ მინახავს !

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ყველას დაავიწყდა:იმ ადამიანებისათვის, ვისთან ერთადაც ჩვენ მანდ ვიყავით, ეს იყო მე-11 მოგზაურობა კანიონებში !!! ეს რომ გავიგე, კინაღამ იქვე წყალში ჩავიძირე. :D

Gvalva
დიიიდი მადლობა, რომ მთელ მსოფლიოს გააგებინე ჩვენი გმირობის ამბავი. :D თანაც ისე კარგადაა აღწერილი ყველაფერი, რომ ყველა მოხიბლა !

mika
Nika
ilia
Mao
navigator
მმმ. წასვლას მაინცდამაინც არ გირჩევთ ! :D სურათები და გვალვას მონათხრობი თვალსა და გულს აამებს, მაგრამ იქ .... :)
გარდა მაგისა, ჯერ ერთი ვერც გვალვამ, ვერც მე და ალბათ ვერ თაბუკამ მარშრუტი ვერ დავიმახსოვრეთ: ძალიან არეულ დარეულად ვიარეთ და მანდ ისეთი ადგილებია, რომ მგონი შურიკასაც(მეთაური) კი აებნა გზა ! მეორეც: არა მგონია, რომ მე და გვალვა მეორედ მანდ წამოვიდეთ. :D სხვათაშორის, თაბუკა წამოვა ! თუ არ დაიშლით და მაინც წახვალთ, პატარა ნავი წაიღეთ ! დიდი არ გამოდგება მანდ. ისეთი პატარა, რომ ზურგჩათა დაეტიოს მხოლოდ.

სხვათაშორის აქ ყველაფერი ბოლომდე არ არის აღწერილი და თუ არ დამეზარა მერე დანარჩენ ნაწილსაც მოგიყვებით. რაც ყველაზე საინტერესო იყო, ის უკვე ითქვა :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by Mao » 31 ივლ 2005, 19:44

Wanderer
ისე მანდ თუ წავედი ბევრს ვთხოვ თქვენ ვინც წაგიყვანათ იმ ადამიანს რომ გამოგვყვეს თან იქ თოკით მუსაობაც უნდა იცოდე.
together on the top!!

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by Nika » 31 ივლ 2005, 22:31

Wanderer
სხვებზე რა მოგახსენო და მე ნაღდად არ ვაპირებ მანდ წასვლას.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ორბეთი - კანიონები - ფარცხისი 15-17 ივლისი

Post by Wanderer » 31 ივლ 2005, 23:12

Mao
ოო. ეგ კარგი იდეაა ! კარგს იზამ ნამდვილად. :)

თოკთან მუშაობა არაა დიდი პრობლემა. :) თუ როდესმე ხარ ნაცოციალები, ძალიან გაგიადვილდება. მე მანდ მქონდა პირველად თოკთან შეხება და დავეშვი მშვენივრად. არ გამჭირვებია. :) ადვილია საკმაოდ. ეგ არაა პრობლემა. მთავარია რაც საჭიროა ყველაფერი გქონდეს.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]