Page 17 of 18

მცხეთის გარშემო....

Posted: 02 აგვ 2009, 19:05
by qvevri
ეს წუთია მოვბრუნდი და გთავაზობთ ერთობ საინტერესო მასალას, რომელიც სამთავროს სამაროვანზე მდებარეობს. ეს ადგილები ჯერ კიდევ შეუსწავლელია და რაც მოასრეს და შეისწავლეს ძალზედ საინტერესო ექსპონატებიც ამოაჩინეს.
მაშ ასე სამთავროს სამაროვანი:
Image
როგორც ეს წარწერა გვამცნობა ამ ადგილას თურმე 4000-მდე საფლავია...
Image
Image
Image
და რა თქმა უნდა საღვინე დოქი... :wink:
Image
ეს კი თავად საფლავები, რომლებიც ძირითადად ქვაყუთებს წარმოადგენენ, თუმცა გვხვდება სხვა ტიპის სამარზებიც.
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 02 აგვ 2009, 19:09
by qvevri
ასე მაგალითად ქვის კვადრებით ნაგები სამარხი
Image
სახლის კრამიტისაგან გაკეთებული სამარხები
Image
და თუმცა კი ძლიერ დაზიანებული, მაგრამ მაინც მთლიანად თიხისაგან გამომწვარი სარკოფაგი, ასეთივე სარკოფაგი დაცულია თელავის მუზეუმშიც.
Image
დიდგვაროვნების სამარხები
Image
აბა გემშვიდობებით სანამ ახალსა და საინტერესო რაიმეს აღმოვაჩენდე "მცხეთის გარშემო" :wink:

მცხეთის გარშემო....

Posted: 17 აგვ 2009, 19:42
by qvevri
დავბრუნდი :D ერთ-ერთ წინა გვერდზე ვწერდი მცხეთის ბაგინეთის შესახებ, რომელზეც არის არსენას გამოქვაბული. ამავე გამოქვაბულში ავედი გუშინ დილით. მთელი ბავშვობა ფაქტიურად მაგ მთაზე მაქვს გატარებული და ამ გამოქვაბულშიც არაერთხელ ვარ ნამყოფი. ამჯერად ასვლა ცოტა გამიჭირდა, რას ვიზავ, წლები მემატება :(
Image
შიგნით
Image
Image
ხედი გამოქვაბულიდან
Image
ისრით ჩემი სახლია ნაჩვენები
Image
გამოქვაბულიდან
Image
გამოქვაბულის ძირში, თუ კარგად მოძებნით წყაროსაც ნახავთ....
Image
აბა მომავალ შეხვედრამდე :wink:

მცხეთის გარშემო....

Posted: 25 აგვ 2009, 19:33
by qvevri
გუშინწინ ქოშიგორაზედ ვიყავი და ეს დედათა მონასტერი გადავიღე. მე ძალიან ადრე ვიყავი და მონასტერი დაკეტილი დამიხვდა. ისე კი არც მაინცა და მაინც ადვილი საქმეა მანდ მოხვედრა. სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მე ოირადად ძალიან მომწონს ახალი დაარსებულია და დგას სოფელ მიხადგვერდის თავზე, ერთ კლდის კეტამზე.
Image
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 25 აგვ 2009, 23:14
by LEVANIKO
დედათა მონასტერზე დიდი დიღმიდან გადავდივართ ხოლმე ფეხით

მცხეთის გარშემო....

Posted: 25 აგვ 2009, 23:17
by Tamari-ch.
ამჯერად ასვლა ცოტა გამიჭირდა, რას ვიზავ, წლები მემატება
წონაც...
:D

მცხეთის გარშემო....

Posted: 27 აგვ 2009, 08:20
by qvevri
Tamari-ch. wrote:
ამჯერად ასვლა ცოტა გამიჭირდა, რას ვიზავ, წლები მემატება
წონაც...
:D
ეგეც :(

მცხეთის გარშემო....

Posted: 27 თებ 2010, 18:34
by qvevri
ამ ზამთრის სურათები მცხეთის გარშემო
მაყვლოვანი
Image
წმ. ნინოს სახელობის პატარა ტაძარი
Image
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 27 თებ 2010, 18:35
by qvevri
ეს კი სვეტიცხოველი 2010.
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 27 მარ 2010, 00:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
qvevri
ჰომ არ იცი, მცხეთის რაიონში და თავად მცხეთაში, რამდენი ძეგლია?

მცხეთის გარშემო....

Posted: 27 მარ 2010, 09:13
by Tamari-ch.
GAMARJOBA SAKARTVELO
http://saunje.ge/index.php?option=com_c ... 7&Itemid=3

მცხეთის რაიონს დღეს მოვრჩები

მცხეთის გარშემო....

Posted: 27 მარ 2010, 10:30
by qvevri
GAMARJOBA SAKARTVELO
გამოვტყდები და არ ვიცი :oops:
საბჭოთა ენციკლოპედიაში ჩავხედავ ახლო მომავალში და იქნება იქ ვნახო რაიმე სანუგეშო. ისე თამარი-ძღაბის საიტი დიდათ დაეხმარება ადამიანს ამგვარი რამის მოძებნაში. ხოდა მოდით ჩვენც არ დავიზაროთ და გავუგზავნოთ ხოლმე ტაძარ-მონასტრების (ასევე სხვაც)სურათები...

მცხეთის გარშემო....

Posted: 29 მარ 2010, 09:26
by ლეონტი
მანდ სვეტიცხოვლის ეზოს კუთხეში შენი სახლის მხარეს რაღაც მუზეუმივით ოთახი ქონდათ ადრე სანამ სამღვდელოებას გადასცემდნენ, რო შეხვიდოდი 1-2 ექსპონატი და კედელზე დიდი რუკა იყო , სადაც დეტალურად იყო დასახელებული და აღწერილი ყველა ეკლესიის ნაშთი და გათხრების ადგილი.
რო ვნახე მაშინ აღვფრთოვანდი.
შენ გახარებას შეიარე და იკითხე კედელზე რო რუკა იყო ტუშით გაკეთებული რა ბედი ეწია თქო.
იქნებ გადარჩა და სურათიც გადაუღო.
აი მაშინ ბევრი ახალი აღმოჩენა გელოდება.

მცხეთის გარშემო....

Posted: 29 მარ 2010, 09:45
by qvevri
ლეონტი
მუზეუმი ამ ადგილას მართლაც იყო, რომელიც ამჟამად ყოფილი რაიკომის შენობაშია გადატანილი. რაც შეეხება იმ სურათის ბედს დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ ეს სურათი მცხეთის მუზეუმშია მგონი. ისე საინტერესო ცნობა მოგვაწოდე :!:

მცხეთის გარშემო....

Posted: 12 მაი 2010, 11:31
by qvevri
სვეტიცხოველის ცნობილი ჩუქურთმები
Image
Image