Page 15 of 18
მცხეთის გარშემო....
Posted: 11 სექ 2008, 13:29
by qvevri
მცხეთის გარშემო....
Posted: 11 სექ 2008, 13:47
by marita 777
რა მაგარია
მცხეთის გარშემო....
Posted: 11 სექ 2008, 14:58
by Mariam
qvevri wrote:
აბა რას იტყვით
წავიდეთ
მცხეთის გარშემო....
Posted: 11 სექ 2008, 15:32
by ნინი_85
Mariam wrote:qvevri wrote:
აბა რას იტყვით
წავიდეთ
აუცილებლად
მაგ ადგილებში ნამყოფი ვარ, მარა გამოქვაბულში არ ავსულვარ რატომღაც და არც ჯვარზე.
მანდ არქეოლოგიური გათხრები იყო ზევით, ძველი აბანოები და წყალგაყვანილობაა აღმოჩენილი, მგონი საფლავებიც.
კაი იქნება კიდევ ნახვა
მცხეთის გარშემო....
Posted: 11 სექ 2008, 16:36
by ლეონტი
ცხოვრებაი წმინდისა ნინოისი--
ვისაც აქვს წაკითხული გახსოვთ რომ სიზმარი ნახა, სადაც არმაზის ქვევით წყალი ჰქონდათ შეგუბებული ეშმაკებს.
და მერე ეგ შეგუბება გასკდება და წივილით წავლენ ქვევით.
და გაიწმინდება ადგილი უწმინდურებისგან.
უცნაურია მაგრამ ეს საგუბარი ზაჰესი მართლაც იმ სიზმარს ჰგავს, თავისი ლენინის უადგილო ძეგლით, რომელიც ეხლახან მოხსნეს, და გრუნტის წყლების ამაღლება სვეტიცხოვლის საზირკელს ემუქრება.
მოკლედ თუ გაინგრევა ეგ საგუბარი არ გაგიკვირდეთ და რეაქტორიც მაგარი ნამამაზაღლარია მანდვე.
მცხეთის გარშემო....
Posted: 12 სექ 2008, 08:14
by qvevri
ეს ზაჰესი თურმე ლენინის პირდაპირი მითითებითაა აშენებული სწორედ ამ ადგილას. მაშინ მაგ ჩათლახს თურმე ერთი მილიონი ოქროს მონეტა გამოუყვია ამ საქმისათვის.
ეგ ჩათლახი ეგა
მცხეთის გარშემო....
Posted: 12 სექ 2008, 10:25
by ლეონტი
ჰო და კიდო ბებიაჩემი ასე იტყოდა:
ელეფთერ ანდრონიკაშვილს ძაღლები მიაკვდა სულში მაგ რეაქტორის აშენებისთვისო.
მცხეთის გარშემო....
Posted: 12 სექ 2008, 17:10
by Tamari-ch.
ლეონტი
სასწრაფოდ წაშალე ეს პოსტი -
სანამ წაუკითხავს ვინემ მოღალატეს..
კეზერაშვილივით არ დაგემართოს
მცხეთის გარშემო....
Posted: 12 სექ 2008, 18:18
by ლეონტი
Tamari-ch.
წავშალე.
მოღალატეებს რა დალევს საქართველოში.
ერტმა ტყვე ქართველმა სამხედრომ ტქვა, რომ გაიგეს ჩემი სახელი და გვარი ამობეჭდეს ჩემი მონაცემები და შემოიტანეს , იქიდან მეკითხებოდნენ რაღაცეებსო.
ანუ მონაცემთა ბაზა ინფორმაციით სამხედროწბზე ჰქონდათ.
მცხეთის გარშემო....
Posted: 28 სექ 2008, 22:06
by qvevri
სიამოვნებით ვაგრძელებ თემას და ამჯერად გთავაზობთ ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმს საგურამოში. მუზეუმი ახალი გარემონტებულია და თანაც საკმაოდ კარგად. მუზეუმს დაემატა სლაიდშოუ დარბაზი. ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა ეს ყველაფერი.
განუმეორებელი ლუარსაბი და დარეჯანი
ლუარსაბის სიზმარი:
სამოურავე
ოთარაანთ ქვრივი...
ილიას კუთვნილი ტანისამოსი, ახლოდან რომ დავაკვირდი საკმაოს გაცვეთილი იყო.
კარგად დააკვირდით
ეხლა ამ ხატს დააკვირდით
სლაიდშოუ დარბაზი. ისე მეორე შედარებით მცირე დარმაზიცა აქვთ არანაკლებ საინტერესო
წილად დიდი პატივი მხვდა. ივერიის (ორიგინალი) ერთი გაზეთიც კი ავიღე ხელში.
ერთ ჩემს გერმანელ მეგობარს სახლში(სარდაფში) ერთი ვაზა აღმოუჩენია ილიას პორტრეტით, თვითონ კი იცოდა მისი მნიშვნეოლობა, მაგრამ როგორ გგონიათ ჩემზე მეტად ეცოდინებოდა
ხოდა შევუჩდი და არ მოვასვენე, ყველანაირად ავაწრიალე, დღე ერთი იყო და სამჯერ მაინც ვახსენებდი ამ ვაზის თაობაზე. ბოლო-ბოლო დავითანხმე, რომ ეს ვაზა ჩემთვის მოეცა და მე კი ილიას სახლმუზეუმისათვის გადამეცა, ხოდა დღეს მივუტანეთ მე და მარიამმადა გადავეცი, ძალიან გაიხარეს...
ეხლა ეს ვაზა უკვე ილიას სახლმუზეუმს ამშვენებს.
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ილიას დაბადების დღეა და საგურამოში გაიმართება ამ დღისათვის მიძღვნილი ღონისძიება. ამის შესახებ მე თავად ვაპირებ გავხსნა თემა "სამომავლოებში" და აბა თქვენ იცით...
მცხეთის გარშემო....
Posted: 29 სექ 2008, 11:35
by eloiza
qvevri
ზუსტად ასეთი ლარნაკი გვაქვს სახლში:)
მცხეთის გარშემო....
Posted: 29 სექ 2008, 11:39
by qvevri
eloiza wrote:qvevri
ზუსტად ასეთი ლარნაკი გვაქვს სახლში:)
ეს ვაზა ძალიან ძველია, დაახლ. გასული საუკუნის 20 იან წლებშია გაკეთებული
მცხეთის გარშემო....
Posted: 29 სექ 2008, 12:09
by eloiza
კი, ალბათ ჩვენ მისი ასლი გვაქვს, მაგრამ ვიზუალურად ნაღდად ეგეთია და თან მშრალ ხიდზე აღმოვაჩინეთ და ამიტომ თავს ვერ დავდებ მისი სიძველის შესახებ:)
მცხეთის გარშემო....
Posted: 12 ოქტ 2008, 19:02
by qvevri
მცხეთის გარშემო გრძელდება. ამჯერად მე და მარიამი ვიყავით გალავანში და წინამძღვრიანთკარში(საგურამოდან დაახლ 5--7 კმ-ია)
ეს ეკლესია არის სოფელ გალავანში(ცენტრში) და ღვთისმშობლის სახელობისაა. აღდგენილია ახლო ხანებში თუმცა ან არასწორადაა აღდგენილი ან შესაძლოა სატრაპეზო იყო თავიდანვე და ასევე დატოვეს , ყოველ შემთხვევაში ესეთი ფორმის ტაძარი პირველად ვნახე.
შიგნით
ტაძართან გალავნის ნაშთია, რომელიც თავდაპირველად საკმაოდ მაღალი და დიდი ყოფილა თავისი კოშკებითურთ.
შემდეგი იყო ილია წინამძღვრიშვილის სახეოლობის სასწავნებელის ეზოში აშენებული ტაძარი, რომელიც დაახლ. XVIII საუკუნისა უნდა იყოს.
აქვეა ის პირვანდელი სოფლის მეურნეობის სასწავლებელი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ილია წინამძღვრიშვილი. ამ სასწავლებლის გახსნაში ლომის წილი ილია ჭავჭავაძეს მიუძღვის.
შენობა წარმოადგენს ბრწყინვალე არქიტექტურულ ძეგლს, მაგრამ ძლიერ დაზიანებულია. მას გააჩნია შესანიშნავი მარანი, რომელიც ძალიან ტევადია და მთლიანად მიწისქვეშაა მოქცეული. ამ სარდაფში ძირითადად კასრები ჰქონიათ და თავის დროზე სერიოზულ მარნათ ითვლებოდა.
ტაძარი და ძველი სასწავლებელი თითქმის გვერდი-გვერდაა
ამის შემდეგ გავემართედ ამავე სოფლის განაპირას სადაც დშორიდან დავინახეთ ერთი ტაძრი, მაგრამ გზაში ეს ძალზედ საინტერესო სახლი ვნახეთ, რომელიც ეკუთვნის ვინმე წინამძღვრიშვილებს, რომლებიც ამჟამად აქ არ ცხოვრობენ. სახლი სარესტავრაციოა, მაგრამ მაინც შესანიშნავად გამოიყურება. ტიპიური ქართლური სტილია. სახლი აშენებულია მეცხრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში. იგი ააშენა ილია წინამძღვრიშვილის ბიძამ გიორგი წინამძღვრიშვილმა ისე ჩემი სახლიც ზუსტად ესეთია და ერთხელ, როდესაც მოვიცლი სურათებსაც დავდებ.
შიდა კიბე
აივანი. ძალიან მიყვარს დიდი აივნები.
მცხეთის გარშემო....
Posted: 12 ოქტ 2008, 19:13
by qvevri
შემდეგ ამავე სოფლის სასაფლაოზე მდებარე პატარა ბაზილიკა, რომელიც ახლად აღდგენილია და რომლის სახელიც არ ვიცით
ეს ზარი ტაძრისათვის შეუწირია ვინმე გაბრიელ ივანეს ძე მამულოვს....(მამულოვები სომხები არიან)
შემდეგ ამავე ტაძრის გვერდზე ასევე ახლად აღდგენილი ტაძრი. არც ამის შესახებ ვიცით რაიმე...
შიგნით