Page 14 of 18

მცხეთის გარშემო....

Posted: 30 აგვ 2008, 20:42
by Tamari-ch.
მცხეთის გარშემო იყავით?
:wink:

უჩემოდ?
:lol:

მცხეთის გარშემო....

Posted: 30 აგვ 2008, 21:05
by Mariam
Tamari-ch. wrote:მცხეთის გარშემო იყავით?
:wink:

უჩემოდ?
:lol:
აბააა, გადაგაგდეთ :lol: :lol: :lol:
რომ მივდიოდით, გიორგის ვეუბნებოდი თამთას გარეშე როგორ მივდივართ-თქო :D

მცხეთის გარშემო....

Posted: 31 აგვ 2008, 19:32
by chuna
qvevri wrote:][/URL]
ეს კი უკვე სერაფიტას აკლდამა ცოტა მოშორებით ასე ერთ კილომეტრში.
Image
Image
ვაპროტესტებ! ეს მცხეთის აკლდამაა, მაგრამ არა სერაფიტასი!

სერაფიტა არმაზიდანაა!

მცხეთის გარშემო....

Posted: 01 სექ 2008, 07:49
by chuna
Tamari-ch. wrote:მცხეთის გარშემო იყავით?
:wink:

უჩემოდ?
:lol:

თამარ! აცადე, გენაცვალე!!!!!!!!!!!

ქმარმა ცოლს "მამულები" აჩვენა! :lol: :lol: :lol:

მცხეთის გარშემო....

Posted: 01 სექ 2008, 08:36
by ნიმფა
qvevri wrote:ეს სამღვდელო სახლია, აქ სამომავლოდ მონასტერი გაიხსნება.
Image
Image
დიდებით შესვლა იერუსალიმში.
Image
Image
საიდულლო სერობა.
Image
Image
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
Image
Image
უფალი გეთსამანიის ბაღში ლოცვის დროს.
Image
Image
შემდგომ იუდას მიერ იესოს გაცემა და ჯარისკაცთა მიერ მისი შეპყრობა
Image
Image
ვაიმე, მართლა რა ლამაზი ფრესკებია... რაღაცნაერი ცოცხალი, ნათელი სახეებია...

მცხეთის გარშემო....

Posted: 01 სექ 2008, 08:38
by ნიმფა
და ფერებია ძალიან სასიამოვნო :)

მცხეთის გარშემო....

Posted: 01 სექ 2008, 13:15
by qvevri
chuna wrote:
qvevri wrote:][/URL]
ეს კი უკვე სერაფიტას აკლდამა ცოტა მოშორებით ასე ერთ კილომეტრში.
Image
Image
ვაპროტესტებ! ეს მცხეთის აკლდამაა, მაგრამ არა სერაფიტასი!

სერაფიტა არმაზიდანაა!
პროტესტი მიღებულია :oops: რა იყო შე ქალო პაწა შემეშალა, ძალიან გაიგებს ეხლა სერაფიტა ამ ამბავს :D

მცხეთის გარშემო....

Posted: 08 სექ 2008, 09:54
by qvevri
აბა ცოტა გავაგრძელოთ, თორემ ჩაკვდა თემა :wink:
ეს გახლავთ ძეგვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია თავისი წარწერით.
Image
Image
Image
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 08 სექ 2008, 10:05
by qvevri
ეს კი ქვემო ნიჩბისის წმ. გიორგის ბაზილიკა თავისი წარწერით, რომელიც ეხლახანს აღადგინეს.
Image
Image
Image
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 08 სექ 2008, 10:17
by qvevri
მერე ვნახეთ ასევე ქვემო ნიჩბისის ღვთისმშობლის ტაძარი, რომლის აღდგენაც ამჟამად მიმდინარეობს.
Image
Image
Image
Image
ამ მეორე(მარჯენა, რომელიც გვერდზევეა) ტაძარში ძალიან ძვირფასი ფრესკებია, თუმცა ძლიერ დაზიანებული.
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 08 სექ 2008, 10:19
by qvevri
ამის მერე დიდგორისაკენ ავუყევით, თუმცა ამის შესახემ მაკენას მიერ გახსნილ თემაში (ნერგების დარგვა დიდგორის ველზე) გავაგრძელებ, ასე, რომ ყველანი იქით :!:

მცხეთის გარშემო....

Posted: 08 სექ 2008, 15:40
by Mariam
ქვევრმა ციციშვილების ციხეც დაიპყრო:
Image
Image
Image
Image
კი ვეუბნებოდი, გადმოხტი და ნახტომების თემაში დავდებ-მეთქი, მაგრამ არ ქნა :D

მცხეთის გარშემო....

Posted: 11 სექ 2008, 12:59
by qvevri
ვაგრძელებ "მცხეთის გარშემოს". ამჯერად მცხეთის ანტიოქიის მონასტერსა და ტაძარს გთავაზობთ. ეს-ესაა სწორედ მანდედან დავბრუნდი წირვიდან.
Image
Image
Image
Image
დედათა მონასტერი
Image
Image
ეს კი გახლავთ მცხეთის ერთ-ერთი კარიბჭე, რომელიც არაგვისა და მტკვრის შესართავთან მდებარობდა. მოგვიანებით ამ ადგილას ააშენეს ეს ტაძარი, რომლის მთავარი ნაწილი სწორედ ამ კარიბჭეზე მდებარეობდა და რომელიც ამჟამად დანგრეულია
Image
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 11 სექ 2008, 13:13
by qvevri
ანტიოქიის ღვთისმშობელის ხატი. ამ ხატს სწორედ ასეთი წარწერა აქვს "ანტიოქიის"
Image
Image
ამ სარკმელში ვაზის მტევნებია გამოსახული. ამ ტაძრის ხატმწერი ჩემი ახლობელია და ეს მტევნებიც ჩემივე თხოვნით მოხატა ამ ადგილას.
Image
Image
მოგეხსენებათ ქართველი ერის ნათლობა და ასევე წმინდა მირიან მეფისა და ნანა დედოფლისაც ამ ადგილასვე მოხდა სადაც ამჟამად ტაძარი დგას. ეს სწორედ მეფე-დედოფლის ნათლობის ფრესკა გახლავთ.
Image
Image
ეს კი წმინდა იოანე ნათლისმცემელია. დღეს სწორედ მისი თავის კვეთის დღეა და ერთდღიანი მარხვაა, შეგეწიოთ წმ. იოანე ნათლისმცემელი.
Image
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 11 სექ 2008, 13:19
by qvevri
კარგად დააკვირდით ამ ამბიონის ქვებს. ეს ქვები ერთი დიდი ქვიდანაა გამოჭრილი, რომელი ქვაც ჩემს ეზოში იდო რამოდენიმე ათეული წელი(შეიძლება ასი წელიც კი). ეს ქვა ძალიან დიდი იყო და ზედ მთელი ჩვენი საბიძაშვილო სხდებოდა და ხან ქეიფობდნენ ხანაც მუსაიფობდნენ. მე ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ეს ქვა წაიღეს ტრაქტორით, მინდა გითხრათ, რომ ძლივს მიჰქონდა ტრაქტორს. წლების მერე როდესაც ანტიოქიის ტაძრის აღდგენა დაიწყწს ქვის მთლელებმა სწორედ ამ ჩვენი საგვარეულო ქვიდან გამოთალეს ეს ქვები, რომლების ეხლა ტაძრის ამბიონს ამშვენებს.
Image
Image