Page 11 of 18

მცხეთის გარშემო....

Posted: 29 ივნ 2008, 00:45
by amigo
ესეც ჩვენ (მე გასული ვარ ალბათ სადმე).
ეს ლურჯი რაღაცა ვერ მოვიშორე :(
ვინმე ღვთისნიერი თუ მოხვდებით ბებრის ციხეზე იქნება უშველოთ მაგ ამბავს რამე.

Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 14 ივლ 2008, 22:30
by qvevri
"მცხეთის გარშემო 5" გრძელდება. ამჯერად ვიყავით(ექსპრონტათ) საგურამოს თავზე, სოფელ შანკევანში. ამ სდგილას რომ მოხვდეთ სოფელ საგურამოს უნდა გასცდეთ და შემდეგ მარჯვნივაა ასახვევი სოფელ არაშენდასთან. სოფელ არაშენდის შემდეგი სოფელია შანკევანი, სადაც ამჟამად ოსები ცხოვრობენ. ეს სოფელი საკმაოდ მაღალზეა და ძალიან ლამაზიცაა. ამ სოფლის სასაფლაოზე გაგონილო მქონდა, რომ იყო ერთი ნანგრევი(ნატაძრალი). ნანგრევი ბაზილიკა იყო და წმინდა გიორგის სახელობისა ყოფილა. ამის მერე გავემართეთ ამავე სოფლის თავზე, ტყეში მდებარე "ბზიეთში", ამ ადგილს ეს სახელი მიუღია იქიდან გამომდინარე, რომ იქ ბევრი ბზები ხარობს. სოფლიდან დაახლ. 1500 მეტრში დგას ულამაზესი წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი. ეს ადგილი მთლად უცნობია ხალხისათვის. მანქანა ბოლომდე ვერ მიდის და 15 წუთი ფეხით მოგვიწია ტყის ბილიკებით სიარული. სოფლიდან ადგილობრივი მეგზური სახელად ბესო გამოგვყვა და გზა გვაჩვენა.

მცხეთის გარშემო....

Posted: 14 ივლ 2008, 22:44
by qvevri
ეს ის ნანგრევია სოფლის სასაფლაოზე რომ დაგვხვდა :(
Image
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 14 ივლ 2008, 22:55
by qvevri
როგორც მახსოვს მგონი მარტო არ ვყოფილვარ და ნეტა ისინი სურათებს რატომ არ დებენ :roll: :?:

მცხეთის გარშემო....

Posted: 14 ივლ 2008, 22:59
by amigo
იგივე ნანგრევი მეორე მხრიდან

Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 14 ივლ 2008, 23:14
by Tamari-ch.
qvevri wrote:როგორც მახსოვს მგონი მარტო არ ვყოფილვარ და ნეტა ისინი სურათებს რატომ არ დებენ :roll: :?:
იმიტომ რომ შენ მცხეთაში ცხოვრობ და როცა შენ უკვე აქ წერდი -
მე ჯერ სახლში არ ვიყავ მისული -
მერე ლუკა დავაძინე...
და მაცალეთ - რა 7-თვიანი ხალხია გარშემო კაცო!
ცალკე იმ დევოჩკამ შემჭამა...
ჩქარა ჩქარაო
:lol:

მცხეთის გარშემო....

Posted: 14 ივლ 2008, 23:19
by Tamari-ch.
Image
შემორჩენილია მარტო საკურთხევლის - აღმ კედელი
და ზარი....

მცხეთის გარშემო....

Posted: 14 ივლ 2008, 23:20
by Tamari-ch.
Image
აღმოსავლეთ კედელიც კი გახლეჩილია....

მცხეთის გარშემო....

Posted: 14 ივლ 2008, 23:25
by Tamari-ch.
საკურთხევლის ნიშაში წმ გიორგის ხატია -
ეკლესია მისი სახელობისაა....

Image



ხედი იქიდან კი მართლაც ლამაზია -

Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 14 ივლ 2008, 23:31
by amigo
შემორჩენილი ფრესკები ბზიანის ეკლესიაში

Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 14 ივლ 2008, 23:32
by Tamari-ch.
მერე იქურმა სოფლელბმა გვითხრეს - ზევით ტყეში კიდევ ერთი ეკლესიააო -
ბზიანი -

ჰოდა წავედით...
გარკვეული მანძილი გავიარეთ
ფეხით მინდორზე, ტყეში..
Image

და უღრან ტყეში -

Image

კიდევ კარგი იქაური ბიჭი გამოგვყვა - თორემ
დიდხანს ვიბოდიალებდით ტყეში ეკლესიის ძებნაში

მცხეთის გარშემო....

Posted: 14 ივლ 2008, 23:53
by Tamari-ch.
ბზაინია ნამდვილი კომპლექსი აღმოჩნდა-
(იქ ორი ეკლესიაა და საცხოვრებლის ნანგრევები - )
თუმცა კი სავალალო მდგომარეობაში...
Image

ერთ ერთი ეკლესიის აღმოსავლეთ კედელი უკვე გადაწეულია-
და საცაა დაინგრევა...

Image


მეორე ტაძარში შემორჩენილია ფრესკები -
მაგრამ უკვე წაშლის პირასაა--

მცხეთის გარშემო....

Posted: 14 ივლ 2008, 23:57
by Tamari-ch.
Image

უკან რომ ვბრუნდებოდით - უკვე საკმაოდ ბნელოდა...

Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 15 ივლ 2008, 00:00
by Tamari-ch.
ჰოდა რახან ბნელოდა -
გაგრძელებაც ასეთი იყო -

Image


Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 15 ივლ 2008, 00:08
by amigo
ჩვენ :)

Image