Page 1 of 18

მცხეთის გარშემო....

Posted: 08 ივნ 2008, 20:05
by qvevri
მოკლედ ბევრი რამე მაინტერესებდა მცხეთის გარშემო მდებარე სოფლებში და გუშინ და დღეს ავიხდინე დიდი ხნის წადილი და მე და ჩემმა მეგობარმა დავიარეთ მუხადგვერდი--წეროვანი--გოროვანი--ბიწმენდი და ნავდარაანთკარი. მოვინახულეთ აუარება საინტერესო ეკლესიები, ვნახეთ ბევრი საინტერესო ადგილი, რაც აქამდე ნანახი არ მქონდა. დღეს დილით გასულები ახლახანს დავბრუნდით.
დავიწყებ ღვთისმშობლის ეკლესიით, რომელიც სოფელ გოროვანსა და წეროვანს შორისაა. არ ვიცი როდისაა აშენებული, მაგრამ საკმაოდ გვიანდელი უნდა იყოს.
Image
Image
Image
რაც შემდეგ ვნახეთ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს არის სამების ეკლესია, რომელიც მდებარეობს სოფელი წეროვანის თავზე, როგორც ჩვენმა მთხრობელმა გვითხრა ტაძარი მეთორმეტე საუკუნისააო. მოკლედ ტაძარს ისეთი ჩუქურტმები ჰქონდა, რომ ყბა ჩამომივარდა :D ტაძარი მომქმედია, შიგნიდან ახლად გარემონტებულია და მოხატული არაა.

Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 08 ივნ 2008, 20:07
by qvevri
Image
Image
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 08 ივნ 2008, 20:18
by qvevri
შემდეგი ადგილი იყო ამავე სოფელში ეგრეთწოდებული "ცეცხლის წმინდა გიორგი", ტაძარი ახლოსვე, ტყეში დგას და დანგრეულია, როგორც ჩანს ერთ დროს მოხატულიც ყოფილა, კედლებზე შემორჩენილი იყო ფრესკების კვალი. რომელი საუკუნისა იყო ვერ გავარკვიეთ.
Image
Image
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 08 ივნ 2008, 20:24
by qvevri
ადგილობრივი, რომელმაც დიდი სიამოვნებით მიგვასწავლა გზა ამ ორი ტაძრისაკენ
Image
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ მივადექით სოფელ სხალტბას, ოღონდ მეორე მხრიდან, ამ სოფელს ორი მისასვლელი აქვს.
Image
სხალტბის წყარო დავლიეთ, რომელსაც თამარის წყაროსაც ეძახიან(გადმოცემით ამ წყაროს ძირში თამარ მეფეს განძი დაუფლავს)
Image
სხალტბის კვირაცხოველ. ეს არის ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ადგილი და ეკლესია.
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 08 ივნ 2008, 20:33
by qvevri
შემდეგი ადგილი რომელიც ჩვენ ვნახეთ იყო სხალტბისა და სოფელ წეროვანის შუა მდებარე წმინდა გიოეგის ეკლესია. ტაძარი ადგილობრივების ინიციატივით ააშენეს ძველი ტაძრის ადგილას, რომლის მხოლოდ საძირკველირა იყო შემორჩენილი. სამწუხაროდ ტაძრი წესების დაცვის გარეშეა აშენებული და ამოქმედებამდე გადაკეთება მოუწევს...
Image
წმინდა გიორგის გამოსახულება ქვაზე, რომელიც ძალიან ძველი ჩანდა...
Image
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 08 ივნ 2008, 20:36
by qvevri
ამის შემდეგ გავემართეთ "გაღმა მხარეს", სოფლებში- ბიწმენდი და ნავდარაანთკარი.
პირველად მოვინახულეთ სოფელი ბიწმენდის 1999 წელს აშენებული ამაღლების ტაძარი. ტაძარი საკმაოდ პატარაა, რის გამოც გვერდზევე შენდება ახალი შედარებით დიდი ეკლესია. ამჟამად ამ ადგილას დედათა მონასტერია.
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 08 ივნ 2008, 20:42
by qvevri
შემდეგი იყო სოფელი ნავდარაანთკარი, რომელიც საგურამოდან ცხვარიჭამიისაკენ მიმავალ გზაზეა. ამ სოფელში ცხოვრობენ ქართველები (მეზობელ სოფელ-შანკევანში ოსები ცხოვრობენ). ნავდარაანთკარში ძირითადად სამი გვარი ცხოვრობს: ნავდარაშვილები, გიგაურები და ჩანადირები ამ სოფელში ვნახეთ დაახლოვებით ათი წლის წინ აღდგენილი წმინდა გიორგის ტაძარი, რომელიც სოფლის თავზე მდებარეობს ტყეში.
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 08 ივნ 2008, 20:49
by qvevri
ჩვენი გზამკვლევი, ადგილობრივი ზურაბ გიგაური ძალიან კარგი ბიჭი აღმოჩნდა და დაუზარებლად გამოგვყვა და გვაჩვენა გზა.
Image
რაც მთავარია!!!!
ტაძრის ეზოში ძალიანსაინტერესო ქვევრები ვიპოვე, რომლებსაც დამღები ჰქონდა.
ნახეთ რა სილამაზეა
Image
ამ დამღაზე წერია --სოსია კაპანაძე
Image
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 08 ივნ 2008, 20:58
by qvevri
ორიოდე სიტყვით გეტყვით ამგვარი ქვევრების ისტორიას: როგორც ხედავთ ამ დერგს(ქვევრის სახეობაა) ძირზე აქვს საკმაორ დიდი ნახვრეტი, როგორც ირკვევა ამგვარი ნახვრეტები ამგვარ ქვევრებსა თუ დერგებს დამზადებისთანავე უკეთდებოდათ, თანაც ეს ამბავი არავის არ უნდა სცოდნოდა გარდა თავად მეთუნისა. ამგვარ ქვევრებს პოულობენ არა ტაძრის ეზოებში ან მარნებში, არამე თავად ტაძრებში. ისინი უნდა წარმოადგენდნენ ეკლესიის განძთსაცავს. და ამგვარ ნახვრეტებს ის დატვირთვა ჰქონდათ, რომ მათ უნდა გაეტარებინათ ქვევრში(ეკლესიის მტრის მიერ გადაწვის ან დანგრევის შემთხვევაში) შემთხვევით ჩასული წყალი. მათ ძირში უკეთდებოდა ერთგვარი დრენაჟის სისტემა.
Image
ეს კი იგივე ქვევრის პირზე გაკეთებული სპეციალური ნახვრეტი, რომელიც ქვევრის სარქველის მჭიდროდ მორგებას უნდა უკავშირდებოდეს
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 08 ივნ 2008, 21:02
by qvevri
ტაძარი ორნავიანია და ამჟამად უმოქმედოა.
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 08 ივნ 2008, 21:09
by qvevri
ამის მერე გავემართეთ სოფლების ნავდარაანთკარისა და შანკევანის(ამჟამად ოსები ცხოვრობენ) თავზე მდებარე მეტად საინტერესო ნაგებობების სანახავად. ამჯერად გთავაზობთ შენობას რომელმაც ყველაზე მეტად მიიქცია ჩვენი ყურადღება. შენობა საცხოვრებელთან ერთად თავდაცვითიც უნდა ყოფილიყო... თუმცა არაკომპეტენტურობის გამო ვჩუმდები და გთავაზობთ მხოლოდ სურათებს.
Image
Image
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 08 ივნ 2008, 21:19
by qvevri
და ბოლოს გთავაზობთ სოფელი მუხადგვერდის თავზე მდებარე "ზეგარდის წმინდა გიორგის" ეკლესიას. ეს არის ძალიან ლამაზი(თუმცა დანგრეულია)ადგილი. თავად ზეგარდის წმინდა გიორგი გუდამაყარში მდებარეობს ხოლო მუხადგვერდში ნიშია. ეს ტაძარი, მინდა გითხრათ, რომ ჩემი გვარის აშენებულია. თავდაპირველად ჩემი გვარი ამ სოფელში ცხოვრობდა. (ჩვენ უკვე ბევრი საუკუნეა მცხეთაში ვცხოვრობთ, მაგრამ ვართ ჩამოსულები). შემდეგ ლეკიანობის გამო გადმოსახლებულან მცხეთაში და ზოგი კი წეროვანის მიდამოებში. მინდა ვთქვა რომ ამ სოფლის დატოვების შემდეგ ჩემი გვარის ნაწილს მიუღია ახალი გვარი "მუხადგვერდელი", ასე რომ ჩვენ და მუხადგვერდელები ერთი გორისანი ვართ და ხშირად ბიძაშვილობაც კი გვაქვს.
Image
Image
Image
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 08 ივნ 2008, 23:37
by Gvalva
qvevri


ხომ არ იცი სხალტბის მინდორზე რა მშენებლობაა და ჩუმად რომ დავანგრიო რას მომისჯიან??

მცხეთის გარშემო....

Posted: 08 ივნ 2008, 23:39
by ლეონტი
qvevri wrote:Image
Image
Image
ძლიერია ვინც ააშენა,
ისე ააშენა რო დღესაც აღტაცებას იწვევს.
და ,მერე ყბა ჩამომივარდაო რო წერ მაგას რა უწამლე?

მცხეთის გარშემო....

Posted: 08 ივნ 2008, 23:53
by ლეონტი
qvevri wrote:Image
ამ დამღაზე წერია --სოსია კაპანაძე
ეს გვარი კაპანაზე იმაზე მეტყველებს რო ქვევრი იმერეთიდან, კერძოდ ძირულას ხეობიდან ან მიმდებარე ტერიტორიიდან მოუტანიათ.

ინდე მსგავსი ბეჭედი.

Image

ემანდ ცენტრიდან რო ხაზები გამოდის,
ეგ უნდა აღნიშნავდეს რამდენი წლის ოსტატია.
ეგრე არაა ქვევრო?