უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 08 ივნ 2008, 20:05
მოკლედ ბევრი რამე მაინტერესებდა მცხეთის გარშემო მდებარე სოფლებში და გუშინ და დღეს ავიხდინე დიდი ხნის წადილი და მე და ჩემმა მეგობარმა დავიარეთ მუხადგვერდი--წეროვანი--გოროვანი--ბიწმენდი და ნავდარაანთკარი. მოვინახულეთ აუარება საინტერესო ეკლესიები, ვნახეთ ბევრი საინტერესო ადგილი, რაც აქამდე ნანახი არ მქონდა. დღეს დილით გასულები ახლახანს დავბრუნდით.
დავიწყებ ღვთისმშობლის ეკლესიით, რომელიც სოფელ გოროვანსა და წეროვანს შორისაა. არ ვიცი როდისაა აშენებული, მაგრამ საკმაოდ გვიანდელი უნდა იყოს.

რაც შემდეგ ვნახეთ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს არის სამების ეკლესია, რომელიც მდებარეობს სოფელი წეროვანის თავზე, როგორც ჩვენმა მთხრობელმა გვითხრა ტაძარი მეთორმეტე საუკუნისააო. მოკლედ ტაძარს ისეთი ჩუქურტმები ჰქონდა, რომ ყბა ჩამომივარდა

ტაძარი მომქმედია, შიგნიდან ახლად გარემონტებულია და მოხატული არაა.

Last edited by
qvevri on 09 ივნ 2008, 13:15, edited 1 time in total.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 08 ივნ 2008, 20:18
Last edited by
qvevri on 09 ივნ 2008, 13:13, edited 2 times in total.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 08 ივნ 2008, 20:24
ადგილობრივი, რომელმაც დიდი სიამოვნებით მიგვასწავლა გზა ამ ორი ტაძრისაკენ

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ მივადექით სოფელ სხალტბას, ოღონდ მეორე მხრიდან, ამ სოფელს ორი მისასვლელი აქვს.

სხალტბის წყარო დავლიეთ, რომელსაც თამარის წყაროსაც ეძახიან(გადმოცემით ამ წყაროს ძირში თამარ მეფეს განძი დაუფლავს)

სხალტბის კვირაცხოველ. ეს არის ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ადგილი და ეკლესია.

Last edited by
qvevri on 09 ივნ 2008, 13:17, edited 2 times in total.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 08 ივნ 2008, 20:33
შემდეგი ადგილი რომელიც ჩვენ ვნახეთ იყო სხალტბისა და სოფელ წეროვანის შუა მდებარე წმინდა გიოეგის ეკლესია. ტაძარი ადგილობრივების ინიციატივით ააშენეს ძველი ტაძრის ადგილას, რომლის მხოლოდ საძირკველირა იყო შემორჩენილი. სამწუხაროდ ტაძრი წესების დაცვის გარეშეა აშენებული და ამოქმედებამდე გადაკეთება მოუწევს...

წმინდა გიორგის გამოსახულება ქვაზე, რომელიც ძალიან ძველი ჩანდა...

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 08 ივნ 2008, 20:36
ამის შემდეგ გავემართეთ "გაღმა მხარეს", სოფლებში- ბიწმენდი და ნავდარაანთკარი.
პირველად მოვინახულეთ სოფელი ბიწმენდის 1999 წელს აშენებული ამაღლების ტაძარი. ტაძარი საკმაოდ პატარაა, რის გამოც გვერდზევე შენდება ახალი შედარებით დიდი ეკლესია. ამჟამად ამ ადგილას დედათა მონასტერია.

Last edited by
qvevri on 08 ივნ 2008, 21:29, edited 1 time in total.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 08 ივნ 2008, 20:42
შემდეგი იყო სოფელი ნავდარაანთკარი, რომელიც საგურამოდან ცხვარიჭამიისაკენ მიმავალ გზაზეა. ამ სოფელში ცხოვრობენ ქართველები (მეზობელ სოფელ-შანკევანში ოსები ცხოვრობენ). ნავდარაანთკარში ძირითადად სამი გვარი ცხოვრობს: ნავდარაშვილები, გიგაურები და
ჩანადირები ამ სოფელში ვნახეთ დაახლოვებით ათი წლის წინ აღდგენილი წმინდა გიორგის ტაძარი, რომელიც სოფლის თავზე მდებარეობს ტყეში.

Last edited by
qvevri on 08 ივნ 2008, 21:30, edited 1 time in total.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 08 ივნ 2008, 20:49
ჩვენი გზამკვლევი, ადგილობრივი ზურაბ გიგაური ძალიან კარგი ბიჭი აღმოჩნდა და დაუზარებლად გამოგვყვა და გვაჩვენა გზა.
რაც მთავარია!!!!
ტაძრის ეზოში ძალიანსაინტერესო ქვევრები ვიპოვე, რომლებსაც დამღები ჰქონდა.
ნახეთ რა სილამაზეა

ამ დამღაზე წერია --სოსია კაპანაძე

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 08 ივნ 2008, 20:58
ორიოდე სიტყვით გეტყვით ამგვარი ქვევრების ისტორიას: როგორც ხედავთ ამ დერგს(ქვევრის სახეობაა) ძირზე აქვს საკმაორ დიდი ნახვრეტი, როგორც ირკვევა ამგვარი ნახვრეტები ამგვარ ქვევრებსა თუ დერგებს დამზადებისთანავე უკეთდებოდათ, თანაც ეს ამბავი არავის არ უნდა სცოდნოდა გარდა თავად მეთუნისა. ამგვარ ქვევრებს პოულობენ არა ტაძრის ეზოებში ან მარნებში, არამე თავად ტაძრებში. ისინი უნდა წარმოადგენდნენ ეკლესიის განძთსაცავს. და ამგვარ ნახვრეტებს ის დატვირთვა ჰქონდათ, რომ მათ უნდა გაეტარებინათ ქვევრში(ეკლესიის მტრის მიერ გადაწვის ან დანგრევის შემთხვევაში) შემთხვევით ჩასული წყალი. მათ ძირში უკეთდებოდა ერთგვარი დრენაჟის სისტემა.

ეს კი იგივე ქვევრის პირზე გაკეთებული სპეციალური ნახვრეტი, რომელიც ქვევრის სარქველის მჭიდროდ მორგებას უნდა უკავშირდებოდეს

Last edited by
qvevri on 08 ივნ 2008, 21:34, edited 1 time in total.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 08 ივნ 2008, 21:02
ტაძარი ორნავიანია და ამჟამად უმოქმედოა.

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 08 ივნ 2008, 21:09
Last edited by
qvevri on 08 ივნ 2008, 21:35, edited 1 time in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 08 ივნ 2008, 23:37
qvevri
ხომ არ იცი სხალტბის მინდორზე რა მშენებლობაა და ჩუმად რომ დავანგრიო რას მომისჯიან??
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 08 ივნ 2008, 23:39
ძლიერია ვინც ააშენა,
ისე ააშენა რო დღესაც აღტაცებას იწვევს.
და ,მერე ყბა ჩამომივარდაო რო წერ მაგას რა უწამლე?
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 08 ივნ 2008, 23:53
qvevri wrote:
ამ დამღაზე წერია --სოსია კაპანაძე
ეს გვარი კაპანაზე იმაზე მეტყველებს რო ქვევრი იმერეთიდან, კერძოდ ძირულას ხეობიდან ან მიმდებარე ტერიტორიიდან მოუტანიათ.
ინდე მსგავსი ბეჭედი.
ემანდ ცენტრიდან რო ხაზები გამოდის,
ეგ უნდა აღნიშნავდეს რამდენი წლის ოსტატია.
ეგრე არაა ქვევრო?