წმინდა ნინოს გზაზე, 2008
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
წმინდა ნინოს გზაზე, 2008
უნდა ვაღიარო რომ ამას არ ველოდი, უფრო სწორად არ მინდოდა და პირველი რაც გავიფიქრე გულში ეს იყო: "ო, ღვერთო ჩემო რა მძიმე ჯვარია", ეს რა თქმა უნდა ხუმრობით
მივხვდი რომ ამ ადამიანის საიდუმლო მეგობორობისათვის დიდი ძალიასხმევა დამჭირდებოდა, მე კიდევ ზედმეტი ძალების ხარჯვა მეზარებოდა და მაგიტომ წავიწუწუნე, თუმცა მერე რომ დავფიქრდი, ალბათ ასე იყო ორივესთვის საჭირო, ჩემი მისდამი დამოკიდებულებით მასში რაღაც უნდა შემეცვალა და მას კი ჩემი სამყარო დაენახა ისე, რომ არ სცოდნოდა ვინ ვიყავი და რა თქმა უნდა მეც უნდა შევცვლილიყავი, საკითარ თავში უნდა ჩაგვეხედა ორივეს. თავიდან ვფიქრობდი რომ ეს თამაში უბრალოდ ერთამნეთთან დასაახლოებლად და ერთმანეთის გასაცნობად იყო მოფიქრებული, მერე და მერე, რომ დავუფიქრდი ამ თამაში არსს ძალიან ღრმა აღმოჩნდა და ჩემის ზრით ნაყოფიც გამოიღო. რავიცი, ჩემს შემთხვევაში ასე იყო და სხვაბტან როგორ იყო რა მოგახსენოთ, თუმცა მოგახსენებთ აბა რას ვიზამ, წინ კიდევ ბევრი თავგადასავლები გელით...
იმ საღამოს გაგრძელება კი ასეთი იყო: როცა კალათა დაცარიელდა, დადგა ჯერი ყველას გამოეცხადებინა სახელი და გვარი. რადგან ისედაც წრეზე ვიდექით, მინი სცენა მოვაწყვეთ, ფანრებით განათებული. საათის ისრის მიმართულებით ყველა გამოდიოდა წინ, ერთი ნაბიჯით და ამბობდა თავის სახელს და გვარს. სახალისო იყო...
ცოტა ხანში ყველამ თავისი კარვისაკენ გასწია, დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი, 6 საათზე და 7ზე გვეთქვა დილის ლოცვა, წმინდა ნინოს დაუჯდომელი და გავდგომოდით გზას სოფელი სასირეთისაკენ.

მეაც გავთუშდ მეაც!
წმინდა ნინოს გზაზე, 2008
ნინი_85
ძალიან საინტერესოდ ყვები..
ველი გაგრძელებას
ძალიან საინტერესოდ ყვები..
ველი გაგრძელებას
წმინდა ნინოს გზაზე, 2008
ნინი_85
საოცრად გავერთე შენი თავგადასავლებით, წიგნივით იკითხება
მერე? მერე?

მეც მომეწონა, მერე მერე მერე
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
წმინდა ნინოს გზაზე, 2008
+1TuTa wrote:ნინი_85
საოცრად გავერთე შენი თავგადასავლებით, წიგნივით იკითხება
მერე? მერე?
ნინი_85
დღევანდელი სერია რომელ საათზე იწყება?
წმინდა ნინოს გზაზე, 2008
ნინი_85,
გაიხარე! დიდი ინტერესით მოვყვები პირველივე გვერდიდან. სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო, დაწვრილებით ვერ წავიკითხე, მაგრამ ზოგ ადგილს ვერ მოვწყდი და მივყევი და მივყევი
წარმომიდგენია, როგორი განწყობა და შეგრძნება გექნებოდა მთელი გზის განმავლობაში. უფალმა გაგაძლიეროს!
დიდი მადლობა.
გაგრძელებას ველით

Int3lig3nt, MIRANDA, TuTa, qvevri. Mta Mkvarebia,gobe
მადლობა მეგობრებო რა თქმა უნდა გაგრძელება იქნება
8 ივლისის დილას გამოღვიძება არ გამჭირვებია, ზუსტად 6 საათზე გაისმა ჩვენი ხელმძრვანელის ნაცნობი შეგონება: ადექით, ადექით, აბა ბიოლოგებო მედიკები გჯობნიან! ამის გაგონება იყო და წამოვცვივდით სწრაფად გამოვეწყვეთ და დავიწყეთ კარვების აშლა, უნდა მოგვესწრო ლოცვის დაწყებამდე, რადგან ლოცვის შემდეგ პირდაპირ გზას დავადგებოდით.
ზუსტად 7 ზე ზარები შემოკრეს და ყველანი იმ კარავთან აღმოვჩნდით სადაც წმინდა ნინოს ჯვარი და ხატი ესვენა. ლოცვები ყველაზე პატარებმა წაიკითხეს 10 წლის ივანემ და 12 წლის თამარმა.
ლოცვის შემდეგ ტრაპეზრებმა ხელმძღვანელს სთხოვეს 2 დამხმარე დაგვიტოვეო, მე და ჩემმა მეგობარმა შევათავაზეთ დარჩენა.
წინა საღამოდან მოყოლებული ვფიქრობდი, როგორი ტაქტიკა გამომეყენებინა იმ ადამიანთან მიმართებაში ვისი საიდუმლო მეგობარიც ვიყავი. გადავწყვიტე სატყუარა შემეგდო მისთვის და მის რეაქციას დავლოდებოდი, ოღონდ რა თქმა უნდა კვალი არ უნდა აეღო ჩემზე.
ყველაზე კარგი შანსი ახალ მომეცა, როცა ტრაპეზრებთან ვრჩებოდი. ავირე ბატონის შოკოლადის ყუთი, მოვახიე პატარა ფურცელი და ზედ უბრალო სურვილი მივაწერე, ერთი სიტყვით. შემდეგ ეს ფურცელი ბატონტან ერთად მივეცი სტუდენტთა ჯგუფის წევრ მედიკ ლაშას და ვთხოვე ფრთიხალად ჩაედო ჩემი მეგობრისთვის საჩუქარი ჩანთაში, ან თუ ვერ მოახერხებდა უბრალოდ გადაეცა.

ბავშვები წავიდნენ...
მე და ჩემი მეგობარი დავრჩით. სატრაპეზო ავტობუსი და ჩვენი სამარშუტო ავტობუსი უფლისციხის შესასვლელთან გაჩერდა, სადაც წყალი მოდის, იქვე. ჩვენ ჭურჭელი გავრეცხეთ, ტრაპეზის ნაწილი გავამზადეთ და დავიძარით. ბავშვები სოფლ გრაკალას გავლით შევიდოდნენ სოფელ სასირეთში, ჩვენ კი სოფელს შემოვუვლიდით.
სოფლის ბოლოს ჩვენებს წამოვეწიეთ, ვისაც ზურგჩანთის ზიდვა გაუჭირდა დაგვიტოვა და გზა განაგძო, ამასობაში გავარკვიე, რომ ადრესატმა მიიღო ჩემი "ამანათი".

სასირეთში შევედით და სკოლის ეზოში გავჩერდით.
სასწრაფოთ ტრაპეზის მზადება უნდა დაგვემთავრებინა, რადგან უზმოზე მყოფი წმინდა ნინოს გზის წევრები უკვე მალე მოვიდოდნენ.
ტრაპეზი უცბათ გამზადდა და ბავშვებიც მოვიდნენ, როგორც ყოველთვის 4 სხვადასხვა ნოყიერი კერძი გვქონდა: წვნიანი, სალათი, გარნირი და სოიოს კატლეტი.
როცა ყველანი დანაყრდნენ შევეცადე ჩემი მეგობრის შორიახლოს დავმჯდარიყავი და გამეგო, რა რეაქცია ჰქონდა ჩემს საჩუქარზე და გავიგე, ეჭვი თავისიანზე ჰქონდა და სიტყვები გააშარჟა. მდა... მართლა გამიჭირდება, გავიფიქრე და გადავწყვიტე ახლა უკვე წერილი მიმეწერა. ბლოკნოტიდან ამოვხიე ფურცელი და 1 ფურცელი გავავსე სიტყვებით, სიცილაკებით და მრავალწერტილით, ტექსტი ძალიან ლმობიერი იყო, მაგრამ ეტყობოდა რომ ბავშვის დაწერილი ვერ იქნებოდა. როცა წერა დავასრულე გამახსენდა რომ ჩანთაში მქონდა გულის ფორმის გასაბერი ბუშტები, ჯერ კიდევ ზამთარში ნაყიდი და გამოუყენებელი და კიდევ ჩემი "არასერიუზული" კალამი, რომელიც ძალიან მიყვარდა და მივწერე კიდეც, რომ ჩემთვის ძვირფას ერთ-ერთ ნივთს ვჩუქნიდი და იმედია გაუფრთხილდებოდა.
ყველაფერი მზად იყო, ბუშტებს გაბერვა სჭირდებოდათ და ამისთვის ჩვენს მსუქოს, სტუდენტ დათოს ვთხოვე დახმარება. ბირველი ბუშტი ისე გაბერა რომ შემოასკდა და ჭიქა, რომელშიც ყავა ესხა და მეორე ხელში ეკავა ზედ გადაისხა, მეორე ბუშტის ბოლომდე გაბერვა კი მე არ ვაცალე. გაბერილ ბუშტა კალამი გამოვაბი და წერილთან ერთად დათოს გავატანე.

Last edited by ნინი_85 on 18 ივლ 2008, 21:31, edited 1 time in total.
მეაც გავთუშდ მეაც!
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
წმინდა ნინოს გზაზე, 2008
მართლა სერიალივით საინტერესოდ იკითხება და უფრო და უფრო მძაფრდება ინტრიგა , მერე, მერე ?
წმინდა ნინოს გზაზე, 2008
თავდაპირველად გეგმაში იყო, რომ ბანაკს გავშლიდით კარვებით, მაგრამ მალევე გაირკვე რომ სკოლას გვითმობდნენ. დავიწყეთ შებარგება, სიმართლე გითხრათ პირობები გადასარევი არ იყო, თუმცა აიტანებოდა. ცოტა მოვალაგეთ სანამ პარალონებსა და საძილეებს გავშლიდით.
კამფეტები და ყვავილები მომიტანეს, საიდუმლო მეგობრისგანააო, თავისი ხელით დაუკრეფია.
ძალიან გამიხარდა:
ყვავილებს მაშინათვე ადგილი მივუჩინე ჩემს ზურგჩანთაზე, ძალიან მოუხდა:
კამფეტები და ყვავილები მომიტანეს, საიდუმლო მეგობრისგანააო, თავისი ხელით დაუკრეფია.
ძალიან გამიხარდა:
ყვავილებს მაშინათვე ადგილი მივუჩინე ჩემს ზურგჩანთაზე, ძალიან მოუხდა:
მეაც გავთუშდ მეაც!
წმინდა ნინოს გზაზე, 2008
მაგარია ნინ რა ვამაყოფ შენით.
წმინდა ნინოს გზაზე, 2008
იმედია იქეთა წელს ერთად წავალტ თუ უფალმა ინება.
წმინდა ნინოს გზაზე, 2008
Mta Mkvarebia
კი, ლიკა, მძაფრდება ნამდვილად
t.d
ერთად წავალთ აუცილებლად
ცოტა ხანში ტრაპეზრებმა დაგვიძახეს დასახმარებლად და ჩვენც გავედით. წყალი სკოლაში არ მოდიოდა და ბიჭები წყაროზე გავაგზავნეთ, ჩვენ კი გარეთ ველოდებოდით.
ამასობაში ჩემი საიდუმლო მეგობარი ჩვენს შორიახლოს ჩამოჯდა და ტრაპეზრებს გამოელაპარაკა, საუბარში ისევ გააშარჟა ამჯერად მხოლოდ მრავაწერტილი და სიცილაკები. ხოდა მაშინ მივხვდი რომ შემეძლო ჩემთვის მონიჭებული უფლების ბოლოდე გამოყენება, ანუ შემეძლო მიმეწერა რას ვფიქრობდი ამ ადამიანზე, ხაზი გამესვა იმაზე რაც არ მომწონდა მასში და რაც მაღიზიანებდა და ეს ყველაფერი იმის ფონზე რომ ის 12-მდე ვერ გაიგებდა ვინ ვიყავი და ვერც მიხვდებოდა.
როცა საქმეებს მოვრჩი, მეგობრებთან ერთად წავედით უახლოეს მაღაზიაში, იქ შევიძინე "მეგობრისთვსი" პეფსი, ჩემთვის ჭიქა და შუშხუნები, რომელიც დღესაც სახლში მაქვს და იქ არ გამომიყენებია.
ჩემს ჭიქაზე რა თქმა უნდა მიკიმაუსები ეხატა
მალე გამოვბრუნდით, მეგობრებმაც შეიძინეს ნივთები: ფერადი ფანქრები, მიწის თხილი და ასევე ჭიქები, სხვა ნახატებით თავიანთი "მეგობრებისათვის"

ოთახში შევედი, საძილეები უკვე გაეშალათ და გადავწყვიტე ცოტა დამესვენა და წერილიც დამეწერა.
ამჯერად ბლოკნოტის ფურცელზე არც მიფიქრია, რვეულის ფურცელი ავიღე და დავიწყე...
ნაწერს აშკარად ეტყობოდა რომ მკაცრი ტონით იყო დაწერილი და რაღაც მომენტში დაცინვითაც. რასაც იმ მომენტში ვფიქრობდი ყველაფერი დავწერე, ასე ვთქვათ გული მოვიფხანე.
იმდენს ვწერდი, რომ უკვე მომესმა ხმები სხვადასხვა მხრიდან: რა იყო ნინ? პროზაში გადაინაცვლე? მაინც რას წერ ამდენს? ვის სწერ?
-არა, ნეტი არ მაქვს და სადღაც ხომ უნდა ვწერო-გავიმართლე თავი და ერთი ფურცელი გავავსე.
აუ, წაგვაკითხე რა, აღარ მომეშვნენ და ჯერ ერთმა წაიკითხა მერე მეორემ. ჩემდა გასაოცრად ორივემ ხელი ჩამომართვა: ძლიერი პიროვნება ხარო და გავიდნენ, ხელმძღვანელი გაოცებული გვიყურებდა...
მსუქომ შემოიხედა ამასობაში, მეც სწორედ ეგ მინდოდა. ფურცელი და პეფსი გავატანე და საძილეზე მივესვენე, ახლა უკვე რეაქციას უნდა დავლოდებოდი...