Page 1 of 11

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 01:50
by ნინი_85
ყველაფერი კი დაიწყო იერუსალიმიდან ჩამოსული ჩვენი ხელმძღვანელის იდეით: მოგველოცა ის გზა, რომლითაც წმინდა ნინო შემოვიდა საქართველოში და შემოიტანა ქრისტიანობა.

შეიკრიბა 20 კაციანი ჯგუფი: 3 ლექტორი და 17 სტუდენტი( აქედან 8 მედიკი და 9 ბიოლოგი). ეს იმ სტუდენტთა ჯგუფია რომელიც მონაწილეობს საუნივერსიტეტო კონფერენციაში "ღერო უჯრედების შესახებ".

თავდაპირველად დავუკავშირდით მეუფე ნიკოლოზს, რომლისგანაც ავიღეთ კურთხევა და შემდეგ კი დავწერეთ პროექტი, რომელიც დაფინანსდა უნივერსიტეტის მიერ (1500 ლარი).
უნივერსიტეტმა გამოგვიყო: კარვები, საძილე ტომრები, საწვიმრები, დანარჩენი ხარჯები წავიდა ტრანსპორტზე და საკვებზე.

31 მაისს, 8:30 ზე უნივერსიტეტის ჯგუფი თბილისიდან სამარშრუტო მიკროავტობუსით გავემართეთ ჯავახეთისკენ.


გზა საკმაოდ დავღლელი აღმოჩნდა, დაახლოებით 7 საათი.


თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა:

Image

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 01:56
by GAMARJOBA SAKARTVELO
ნინი_85
ძნ მაინტერესებს ეს ამბები
აბა, თვალს გადევნებ.

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 01:57
by ნინი_85
Image


საოცარი გრძნობა დაგვეუფლა ყველას, წმინდა ნინოს ნაკვალევზე ვიწყებდით პირველი ნაბიჯების გადადგმას... სიმშვიდე და სიხარული ერთად შემოვიდა ჩვენს გულებში. გვეამაყებოდა რომ ჩვენ ეს შევძელით და სულ მალე წმინდა ნინოს ჯარისკაცებად გადავიქცეოდით.


ფარავნის ტბაზე საკმაოდ გრილოდა, რათქმაუნდა გაფრთხილებულები ვიყავით და შესაბამისი ტანსაცმელიც წამოვიღეთ: თბილი ბათინკები, დუტის კურტკები.

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 02:16
by ნინი_85
ნამცეცუნამ უკვე აღნიშნა და მეც გავიმეორებ, ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან ერთადერთი ღია ტრაპეზია, რომლის ანალოგი არ მოიძებნება მსოფლიოში:

აქ ყოველ წლის 1 ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღის არსანიშნავად აღევლინება წირვა.

Image

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 02:44
by ნინი_85
ტრაპეზის ცოტა მოშორებით არის მამათა მონასტერი, სადაც მსახურობენ ბერები. მონასტერს აქვს მცირე ზომის ეკლესია, მონასტრის ეზოშივე, სადაც აღევლინება სადღესასწაულო ლიტურგია ღამისთევით.

Image

როდესაც ჩვენი ჯგუფი ჩამოვედით, მონასტერთან უკვე საკმაოდ იყო მომლოცვეკლები მოგროვილი. წმინდა ნინოს გზის ჯგუფს, რომელსაც შეადგენდნენ საპატრიარქოს სკოლის მოსწავლეები, კარვები გაეშალათ.


Image

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 03:09
by ნინი_85
მე ჯგუფს გამოვეყე და ტბისკენ გავემართე, გზაში ლეგენდამ დამიმესიჯა, გზა დამილოცა და თან მოაყოლა, ნამცეცუნას რომ ნახავ მილოცვა გადაეციო, ხოდა...
2 ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული და აგერ აქვე, კიდევ ერთი კარველი აღმოვაჩინე, ძალიან გამიხარდა:

Image

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 03:34
by ნინი_85
ნამცეცუნას უკან უნივერსიტეტის ჯგუფის მედიკი რომა ლომიდძეა, საკმაოდ წარმატებული ფოტოჟურნალისტი, ბევრი საინტერესო ფოტო გადაიღო გზაზე და მისი ნებართვით მოგვიანებით რამდენიმეს დავდებ.


მე და ნამცეცუნამ ვისაუბრეთ, ვისეირნეთ და ჩვენს ჯგუფებს მივაკითხეთ. საღამოვდებოდა.

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 03:35
by ნინი_85
საღამოს მლოცველები ტაძარში შევიკიფენით, ხალხი თანდათან ემატებოდა, ბოლოს კი ტაძარი გადაივსო და ლოცვაც დაიწყო. ცოტა ხანში კიკი და ნინუცა აღმოვაცინე ჩემს გვერდით. დღის განმავლობაში რამდენჯერმე დამირეკა კიკიმ და მითხრა რომ ის და ნინუცა მოდიოდნენ თბილისიდან თავიანთი გზით, ახალციხის გავლით.

ტაძარში გაირკვა საინტერესო ამბები, კერძოდ როგორ ეძებდნენ ნინი_85 ს მთელს ბანაკში და ვერ მიაგნეს, დეტალურად ამ ამბის მოყოლას მათ მივანდობ :)

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 03:36
by ნინი_85
დილით ადრე გავემართეთ წირვაზე დასასწრებად, სუსხი იყო, საკმაოდ ციოდა.
დაიწყო სადღესასწაულო წირვა:

Image

ნამცეცუნა, კიკი და ნინუცა უკვე იქ დამხვდნენ:

Image

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 03:53
by ნინი_85
Image

წირვას ატარებდა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი. მეუფე დანიელმა გვაზიარა მომლოცველები, წირვის ბოლოს კი ორივე მეუფემ დაგვლოცა და ჩვენც გავუდექით გზას წმინდა ნინოს ჯვრით ხელში.

კიკი და ნინუცა ადრე წავიდნენ, ნამცეცუნამ გაგვაცილა.

ჯგუფის წევრები ერთ მწკრივში მოვეწყეთ და დავიწყეთ მსვლელობა, შევუდექით წმინდა ნინოს გზას.თითოეულ წევრს გვქონდა ფსკვნილი, იგივე კრიალოსანი, რომელზეც უნდა გველოცა მთელი გზა, არ უნდა გვესაუბრა ერთმანეთთან, გამოგვერთო მობილურები. გოგოებს უნდა ცმოდათ მხოლოდ ქვედაბოლოები და თავზე თავსაფრები, ბიჭებს შარვლები. ვინაიდან ქუდები და მზის სათვალეები არ გვქონდა მზის დამცავმა კრემებმა ვერ გვიშველეს და პირველივე დღეს ყველას დაგვეწვა სახე.

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 09:36
by ilia
გააგრძელე

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 13:28
by Katy
mec ise davinteresdi am reportajit rom moutmenlad velodebi gagrzelebas! :)

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 13:53
by kiki
აი მეც მოვედი............

ეხლა ვეცდები ჩემი შთაბეჩდილებები გაგიზიაროთ:)

ჩვენ 4-ნი ანუ მე, ნინუცა, ნამცეცუნა და ნინი-85 სხვადასხვა გზით მოვხდით ფოკაში და ნინოობას ერთად შევხვდით დალოცვილ მიწაზე. შესბამისად ყველას სხვადასხვა თავგადასავლები გადაგვხვდა.......

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 14:03
by namcecuna
ნინი, გენაცვალე :)
როგორ მესმის შენი აღმაფრენა რომ იცოდე, უბედნიერესი დღეები გქონდა -თუნდაც ცოტა, მაგრამ, ძალიან მადლიანი.
წმინდა ნინოს გზაზე რომ დადიხარ-თურმე იგი ფეხდაფეხ დაგყვება და ყველა გასაჭირს შენთან ერთად იზიარებს. შარშან ისეთი საოცრებები ხდებოდა მთელი გზის განმავლობაში, ყველა ვგრძნობდით წმიონდანის მფარველობას ....
დაუვიწყარი დღეებია, სამწუხაროა რომ მეტხანს არ გაგრძელდა თქვენი მსვლელობა...
პატარები ილოცებენ საქართველოსთვის :)
წელსეს გზა მეოცედ დაიწყო და განსაკუთრებული იქნება :)
სოფლებში ფილმებს აჩვენებენ მოსახლეობას, რამდენჯერმე ნიკა მემანიშვილი ჩაატარებს თავის მცირე ორკესტრთან ერთად პატარა კონცერტს.
პირველი კონცერტი ფარავნის პირას უკვე იყო და ძალიან სასიამოვნოდ ააჟღერეს ოსტატებმა საკრავები :)

საღამოს ფოტოებით შეგეშველები, ნინი :)
გააგრძელე შენ მოყოლა, მუთმენლად ველი ფოკიდან თქვენი გასვლის შემდეგ როგორ მიდიოდა გზა :)

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 14:09
by GAMARJOBA SAKARTVELO
namcecuna wrote:
სოფლებში ფილმებს აჩვენებენ მოსახლეობას, რამდენჯერმე ნიკა მემანიშვილი ჩაატარებს თავის მცირე ორკესტრთან ერთად პატარა კონცერტს.
პირველი კონცერტი ფარავნის პირას უკვე იყო და ძალიან სასიამოვნოდ ააჟღერეს ოსტატებმა საკრავები :)
ნიკა 3ში ჩამოვიდა ტიფლისში და რამდენიმე კონცერტი მართლაც ჰქონდა.
შუბლი ჰქონდა მზისგან დამწვარი და კიდევ, სასიამვნო შთაბეჭდილებებიდან ვერ გამოდიოდა.
აი, ცუდი გზის გამო კი, თავბედს იწყევლიდა.

ნინი-85

ღამე სად ჩერდებოდით?
იქვე ტბასთან თუ ადგილს იცვლიდით?