წმინდა ნინოს გზაზე, 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 07 ივნ 2008, 15:10

ძილის დროც მოვიდა. დღეს 25 კილომეტრის გავლა მოგვიწია და ცოტათი გადავიღალენით.
დილით ისევ 6 ზე უნდა ავმდგარიყავით, კარვები აგვეშალა და გავდგომოდით გზას ბარალეთისკენ. ამიტომ დასაძინებლად გავწიეთ.
მალევე გაისმა გრუხუნის ხმა, რასაც გაელვება მოყვა, წვიმა წამოვიდა. მობილურები გამოვრთეთ. ვიწექით კარავში და ვუყურებდით როგორ ანანთებდა ელვა. გარეთ კოკისპირულად წვიმდა. მალე ჩაგვეძინა.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by namcecuna » 07 ივნ 2008, 15:20

ნინი_85

მერე :)

ბარალეთი-ჩემი უსაყვარლესი სოფელი, ერთი სული მაქვს ფოტოებს როდის დადებ-იქაური ყვავილების და ყვავილი ბავშვების :)
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by kiki » 07 ივნ 2008, 15:41

ნინი_85

მერე :)

მოუთმენლად ველი გაგრძელებას:)

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by Katy » 07 ივნ 2008, 19:49

mec ise mainteresebs, nichi gaqvt mokolis ra!
kikisac da nini_85sac! :)


User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 07 ივნ 2008, 22:54

დილით სიცივემ გამომაღვიძა, 3 ივნისი თენდებოდა. ავიბარგეთ, კარვები ავშალეთ, დილის ლოცვები ვთქვით ერთად და... წმინდა ნინოს ჯვრის ტარება მე მომანდეს. საოცარი შეგრძნება დამეუფლა: სიხარულის, აღტაცების, გაოცების, პასუხისმგებლობის, ყველაფრის ერთად და ცელცალკე. ჯგუფს უნდა გავძღოლოდი წინ, მევლო ჩემთვის უცნობ ადგილას წმინდა ნინოს კვალდაკვალ, სწორედ ისე როგორც თვით ნინო მოდიოდა საუკუნეების წინათ.

მთებზე ნისლი იყო ჩამოწოლილი, ცრიდა... დავიძარით.

მივდიოდი და ყურში ჩამესმოდა:" ლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა... "

მივდიოდი და მიმქონდა ნინოს ჯვარი... გაბრუებული ვიყავი...
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by kiki » 07 ივნ 2008, 23:04

ნინი_85

მერე :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by qvevri » 07 ივნ 2008, 23:06

მერე მერე :P

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 07 ივნ 2008, 23:17

გზაში ლოცვა არ შემიწყვეტია: ღმერთს მადლობას ვწივარდი ღირსი რომ გამხადა წმინდა გზაზე წმინდა ჯვრით სიარულის. მადლობას ვწირავდი რომ უბედნიერესი ადამიანი ვიყავი იმ წუთას, რომ აღუწერელი იყო ჩემი სიხარული...


Image


გზა თანდათან მცირდებოდა, სულ უფრო ვუახლოვდებოდით ბარალეთს

Image

სოფელიც გამოჩნდა:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 07 ივნ 2008, 23:27

შევედით სოფელ ბარალეთში და გავემართეთ ეკლესიისაკენ, მოსახლეობაც გამოგვყვა:

Image

სამრეკლოს თავზე წეროს ბუდე გაეკეთებინა და ზემოდან დაგვყურებდა.

Image

ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა და სწორედ ამიტომ ღვთისმშობლის დაუჯდომელი წავიკითხეთ:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 07 ივნ 2008, 23:34

ბარალეთელი ბავშვები გულმოდგინედ ისმენდნენ ჩვენს ლოცვას:

Image


მერე ვიგალობეთ და დავიძარით დაბანაკების ადგილისაკენ:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 07 ივნ 2008, 23:46

ბანაკი ამარლების ბორცვზე გვქონდა გაშლილი, სოფელ ბარალეთთან:

Image

კარვები გაშლილი დაგვახევდეს:

Image


Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 08 ივნ 2008, 12:13

კარვები დავინაწილეთ. ბარგიშევალაგეთ და მიდამოს დათვალიერებას შევუდექით, ზოგიერთი ჩვენგანი კი ასე ირთობდა თავს:

Image

ჩვეულებისამებრ სწორედ ამ გადაფარებულში ვსადილობდით. მზარეულებს დარჩენილი ვაშლი მოეხარშათ და ცხელი კამპოთი მოგვართვეს, ძალიან გვეამა.

Image

ერთ ერთი მეტად სასიხარულო ამბავი იყო ის რომ მდინარის გადაღმა ტყე გვეგულებოდა, როგორც იქნა ამდენი დღის შემდეგ ხეები დავინახეთ :)

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by qvevri » 08 ივნ 2008, 12:15

ზედა სურათმა ტიტანიკი გამახსენა ოღონდ ტიტანიკში ერთ-ერთი ქალია და ამათ და ერთმანეთის ხუტიაობა დაემართათ :?: :D

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by kiki » 08 ივნ 2008, 12:25

ნინი_85

მერე:)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]