წმინდა ნინოს გზაზე, 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by teo- » 06 ივნ 2008, 22:40

ra silamazeaaaaaaaaaa, mec mindaaaaaaaaaaaa

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 06 ივნ 2008, 23:18

სოფელი აბულში 2 ეკლესიაა, ერთი სომხური და ერთი ქართული, მართლმადიდდებლური:

Image


ეს, რაც მარჯვნივ მოჩანს აქაური საწვავი მასალაა, მოგეხსენებათ ჯავახეთში ტყე არაა, შესაბამისად არც შეშა მოიპოვება, ამიტომ მოსახლეობა ნაკელს იყენებს: ჭრიან, აშრობენ და შემდეგ წვავენ.

Image

მარჯვნივ მოჩანს სომხური ეკლესია.


Image

ეს კი ქართული მართლმადიდებლური ტაძარია, ღვთისმშობლის სახელობის.
ჩვენ დაუჯდომელი წავიკითხეთ და ვიგალობეთ.

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by kiki » 06 ივნ 2008, 23:49

ნინი_85

და საწვავ მასალას როგორც შენ უწოდებ საშინელი სუნი აქვს:( ყარს მთელი სოფელი.......:(

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 07 ივნ 2008, 00:01

გზა განვაგრძეთ, უკვე დრო იყო გვესადილა, რადგან უზმოზე ვიყავით. სოფლის მოშორებით გველოდა სამზარეულო-ავტობუსი და ჩვენც იქით გავემართეთ:

Image

Image

გემრიელად ვისადილეთ და მოვიკრიბეთ ძალები გზის გასაგრძელებლად.

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 07 ივნ 2008, 12:22

სადილის შემდეგ, ჯგუფის ერთერთმა ხელმძღვანელმა წაგვიკითხა რამდენიმე წმინდანის ცხოვრება, ძალიან საინტერესო იყო. შემდეგ ისევ ჩავმწკრივდით. ყოველი შესვენების შემდეგ ვამბობდით ლოცვებს რომელიც სრულდებოდა წმინდა მთავარანგელოზ რაფაელისადმი ლოცვით:
" წმინდაო მთავარანგელოზო რაფაელ თანამავალ გვეყავნ და შეგვეწიე ჩვენ ამინ"

მხოლოდ ამის შემდეგ ვაგრძელებდით გზას.

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by namcecuna » 07 ივნ 2008, 12:22

გააგრძელე. ნინი :) მოუთმენლად ველოდები :)
ეს ყველაფერი ძალიან განსხვავდება შარშანდელი გზისგან, მაგრამ, ისეთივე ტკბილი და მადლიანია, ისეთივე ამაღელვებელი... განსაკუთრებით ეს მწკრივი და სკვნილზე ლოცვა... როცა გრძნობ, რომ შენ, ერთი ციდა ადამიანს მთელი საქართველოსთვის ლოცვა შეგიძლია და აუცილებლად შეისმენს უფალი...

მოსიარულე მონასტერი ხართო-შარშან გვეუბნებოდნენ...
ახლა იქ მამყოფა ნეტა....


რაც შეეხება საწვავ მასალას-მაგას ჰქვია წივა და როგორც ვიცი ნაკელის და თივის ერთობლიობაა გამხმარი, მართლაც საშინელი სუნი აქვს, თუმცა, იქ მიჩვეული არაინ და ვერ გრძნობენ... :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 07 ივნ 2008, 12:51

მეორე სოფელი აბულის შემდეგ სადაც შევედით იყო ბუზალეთი, ესეც სომხური სოფელია სადაც არის ქართული ეკლესიის ნანგრევები. საკმაოდ ბევრ ადგილას გამოსახული ბოლონური ჯვრით.

Image

Image

ეკლესიის ეზოში საინტერესო ქქნდაკება დაგვხვდა, მისი წარმომავლობა სამწუხაროდ ვერ დავადგინე.

Image




მოსახელობა ჩვენს მოსვლაზე ეკლესიის ეზოში მოგროვდა, ჭის წყალი მოგვიტანეს და ჩვენს წყურვილი მოვიკალით.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 07 ივნ 2008, 13:00

თვითონ ეკლესია სავალალო მდგომარეობაში დაგვხვდა. დაზიანებული იყო და სახურავიც არ ჰქონდა:

Image

საკურთხევლის ჭერი როგორც ჩანს ხით იყო გადახურული თავის დროზე:

Image


ეკლესიაში ბალახები იყო ამოსული, განსაკუთრებით ჭინჭარი.

Image

დაზიანებული ზარი კი ერთ ერთ ხის ბოძხზე იყო, შემოდებული:

Image

ასეთმა სანახაობამ გული მოგვიკლა, იქაური მოსახლეობისთვის ამის დასუფთავება არ უნდა ყოფილიყო პრობლემა, სულ რაღაც 2 საათის საქმე თუ იქნებოდა მეტის არა.

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 07 ივნ 2008, 13:16

ეკლესიაში ვიგალობეთ:

http://bin.ge/file/175687/MVI-1434.thm.html

შემდეგ ეზოში გავედით სადაც საკმაოდ შეგროვილიყო ადგილობრივი მოსახლეობა:

Image

ცოტა ხანს დავყოვნდით. რამდენიმე ფოტო გადავუღე სოფელს:

Image

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by namcecuna » 07 ივნ 2008, 13:58

მერე? :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 07 ივნ 2008, 14:15

ბუზავეთიდან გზა განვაგრძეთ ოლავერისკენ. მოიღრუბლა და წვიმას აპირებდა.
სასწრაფოდ გადავიცვით საწვიმრები და გზა განვაგრძეთ:

Image

Image

ჩამობნელდა და წვიმაც დაიწყო:


Image

ჩვენ კი მივდიოდით და მივდიოდით სულ წინ:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 07 ივნ 2008, 14:24

წმინდა ნინოს ჯვრით შეუპოვრად მივიწევდით წინ, წვიმდა...

Image


რამდენიმე საათში სოფელ ოლავერსაც მივუახლოვდით. ცოტა ხნით შევისვენეთ:

Image


სოფელთან ახლოს დაჭაობებული ტბა დაგვხვდა, ბატები დაცურავდნენ შიგ. ჩვენც სურათი გადავიღეთ საწვიმრებში სამხედროებივით გამოწყობილებმა:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 07 ივნ 2008, 14:34

ოლავერი სომხური სოფელია. მოსახლეობა გამოგვეგება, განსაკუთრებით ბავშვები, გვერდით მოგვყვებოდნენ, ზოგი ფეხით, ზოგი ველოსიპედით.

Image

სოფლის მოშორებით დაბანაკების ადგილი გვქონდა. ჩვენი ჯგუფის 2 წევრი გამოჰყვა მიკროავტობუსს და ჩვენს მისვლამდე გაშალა კარვები.

Image

ჩვენი და ძირითადი ჯგუფის მიკროავტობუსებს შორის ტენტი გაჭიმეს და გადახურეს ასე რომ სასადილო ადგილიც მზად იყო. ახალმისულებს მზარეულებმა ცხელი ჩაი დაგვახვედრეს, ცოტა ხანში ვივახშმეთ.

ისევ წვიმდა...

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 07 ივნ 2008, 14:50

ღამდებოდა... ჩვენი ჯგუფის წევრები მეუფე ნიკოლოზის შვილთან ერთად გალობას სწავლობდნენ:

Image

ცოტა ხანში გაირკვა რომ ჩვენს მედიკ სტუდენტს დაბადების დღე ჰქონდა. იდეა დამებადა რამე მეორიგინალურა და ცოტა დავფიქრდი. მალევე გამახსენდა რომ ჩანთაში შოკოლადის კარაქი მქონდა ქილით, თბილისიდან წამორებული და კარვისკენ გავწიე, იქ კი აღმოვაჩინე რომ ჩემი მეგობრები ხლებცის მიირთმევდნენ, ხოდა გადავწყვიტე დამემზადებინა "ტორტი": ავირე ხლებცი და ზედ მოვაპირკეთე შოკოლადი, ცენტრში ცოტა შემარელება გავაკეთე, სანთელი რომ გაჩერებულიყო, "ტორტი" ქაღალდის ხელსახოცზე დავდე, მერე სანთელი დავანთე და ზე დავაფარე პლასტმასის ჩაის ჭიქა, ქარისგან დასაცავად.
საჩუქარი მზად იყო და მეც გამოვედი კარვიდან ხელდამშვენებული:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 07 ივნ 2008, 15:02

"ტორტმა" საყოველთაო მოწონება დაიმსახურა :) ყველამ ეღტად ვიმღერეთ:
"რა ლამაზი დღეა", სეხნია იუბილარმა სანთელი ჩააქრო:

Image

უნდა აღვნიშნო რომ რამდენჯერმე მოგვიწია სიმღერა, ქარი იყო და სანთელი ქრებოდა, მერე ფოტოაპარატი არ გვქონდა, ფოტოები რომ გადავითღეთ, ხელმძღვანწელმა, მიოცა ვიდეოს მოვიტან და თავიდანო, მერე მოიტანა მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩართვა დააავიწყდა, მოკლედ 9 ჯერ მაინც მოგვიწია სიღერა და იუბილარს კი სანთლის ჩაქრობდა და მადლობის თქმა, ძალიან ბევრი ვიხალისეთ:) მაგრამ მაგით არ დამთავრებულა. მტავარი კიდევ წინ იყო, "ტორტი" უნდა დაგვეჭრა:

Image

რაც არ აღმოჩდა ადვილი საქმე. ბნელოდა უკვე და ფანარი დაგვჭირდა.

Image


იუბილარმა მაინც გაართვა თავი ამ საპასუხისმგებლო საქმეს და ტორტის თითო ნაჭერი ყველას შეგვახვედრა:

Image

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]