ნოსტე 26 მაისს...
Posted: 28 მაი 2008, 08:52
გათენდა 26 მაისი, გახდა დილის ათი საათი, თორმეტი, პირველი, სამი და როგორც იქნა გამოჩნდნენ
მაკენა
გამარჯობა საქართველო
ნაია
ნინუკალა
იეტი ვარდანაული
თუთა
გვალდა.
მე მცხეთაში შეუერთდი და გავწიეთ კასპისაკენ. თავიდან მხოლოდ კასპის გამოქვაბულებისა(აკლდამებსაც ეძახიან) და გიორგი სააკაძის კოშკისა და ნასახლარის ნახვა გვინდოდა, მაგრამ გზაში ამის გარდა სამი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სანახაობაც ვნახეთ. მინდა ავღნიშნო, რომ ამ გასვლაზე პროფესიონალ ფოტოაპარატთა "ცვენა" აღინიშნებოდა და იმედია სუართებსაც მალე შემოგვთავაზებენ. აღსანიშნავია, რომ ნოსტეში ყველანი პირველად ვიყავით, რომელიც თბილისიდან დაახლოვებით 1 საათის სავალზეა თბილისი იგოეთის გზიდან. ხოლო უკანა გზაზე წამოვედით "შიდა გზით", რომელიც ნოსტედან ახალქალაქის გავლითაა და ზემონიჩბისზე გადმოდის და დაახლოვებით 40- 50 წუთში მცხეთაში ვიყავით. იმას მოგახსენებდით, რომ გზათ გარდა ნოსტესა და კასპის გამოქვაბულებისა ძალიან საინტერესო ეკლესიები ვნახეთ. პირველი ეკლესია თავისი საბრძოლო(თავდაცვითი) კოშკით კასპისა და მეტეხის შუაშია, გზის მარცხნივ. მეტეხის შესასვლელთან მატარებლების ხიდია და სანამ იმ ხიდში "გაძვრებით" მარცხნივაა გადასახვევი და დაახლოვებით 300 მეტრში დგას. შემდეგ გეზი ავიღეთ ნოსტესკენ. სოფელში შესვლამდე სოფლის თავში (მეფრინველეობის ფერმებთან)ღვთისმშობლის ეკლესიაა და ის ეკლესიაც მოვინახულეთ. მინდა ვთქვა, რომ ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ დანგრეულია საკმაოდ მდიდრულადაა ნაგები. სამ ნავიანი ბაზილიკაა და მთავარი ტაძარი დგას რვა სვეტზე. როგორც ჩანს ტაძარი მოხატულიც უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ იყო გიორგი სააკაძის კოშკი და ნასახლარი სადაც ცოტა წავიხემსეთ და იქვე სასაფლაოზე მდგარი ბაზილიკაც ვნახეთ, რომელიც ასევე საინტერესო იყო თავისი ფორმით. ეკლესია ერთ დროს საკმაოდ მდიდრულად მოხატული ყოფილა. ამჟამად ფრესკის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. ამის მერე როგორც უკვე მოგახსენეთ შიდა გზით დავბრუნდით, ახალქალაქი--კავთისხევი--ზემო ნიჩბისი---მცხეთა. სანამ მცხეთაში მივიდოდით კავთისხევში გავჩერდით და მოვინახულეთ გიორგი შატბერაშვილის ძეგლი და ცნობილი საჯილდაო ქვა. გიორგი შატბერაშვილი (ბებიაჩემისა არ იყოს) კავთისხევიდან იყო. იგი შესანიშნავი მწერალი იყო. სწორედ მას აქვს დაწერილი "მკვდრის მზე" ანუ მოთხრობა საჯილდაო ქვაზე, სადაც აღწერილი ამ უზარმაზარ ქვასთან ხალხის ჭიდილი. მისივე სიტყვებია: "საჯილდაო ქვას მხოლოდ ღვთის ნათლული თუ უზავს ძვრასაო". ყველას გირჩევთ რომ წაიკითხოთ ეს მოთხრობა. ვისაც აინტერესებს შემიძლია მე ვათხოვო. კინაღამ მთავარი დამავიწყდა: ეს გასვლა ნაიასათვის იყო პირველი გასვლა თავისი ახალი ჯიპით და ლაშქრობა სწორედ მას ეძღვნებოდა. მინდა ვთქვა რომ ნაიამ მისი ჯიპით საკმაოდ "ხოშიანად" იარა. დასასრულს(ათის ნახევარზე) ყველანი წავედით მცხეთის სახინკლეში სადაც კარველმა ჯენტლმენებმა და ვაჟკაცებმა ნაიას ხინკალი ვაკისრებინეთ თავისი პიველი გასვლის წარმატებით დაგვირგვინებისათვის
მოკლედ ეხლა ახალციხეში ვარ და რომ ჩამოვალ ჩემს სურათებსაც შემოგთავაზებთ, მანამდე კი ველოდებით მაკენას, გოგას, ნინუკალას და იეტ ვარდანაულს. სურათებს თუთაც იღებდა, მაგრამ ბოლოს ესე თქვა, რომ სანამ გოგა და მაკენა ჩემს ორ ლარს არ მომცემენ მანამდე სურათებს არ დავდებო....
გამარჯობა საქართველო და მაკენა უნდა მიგეცათ ის ორი ლარი