Page 4 of 46

ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Posted: 27 მაი 2008, 13:15
by Makena
მთავარია მშვიდობით დაბრუნდით, ნამდვილად მოსალოცი ამბავია !
მეოთხე მარშრუტს ეტყობა სერიოზული დახვეწა სჭირდება...
ისე კი ერთი რამ ვერ გამიგია, ღამით რატომ გააგრძელეთ გზა ციცაბო ფერდობებზე, დაღამებამდე ბანაკი რატომ არ დაეცით და ამხელა ჯგუფს ჩამკეტი რატომ არ გყავდათ ??? :roll: ჭკუის დარიგებაში ნუ ჩამითვლით, საწყენად არ ვამბობ, მაგრამ ასეთი მარშრუტის გავლის დროს მეტი სიფრთხილეა საჭირო 8)

ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Posted: 27 მაი 2008, 13:15
by XAO
რაღაც ძალიან ნელა მუშაობს ფორუმი და სანამ მე 1 სურათს დავდებ 10 წუთი მაინც მოუნდება :) მოგვინებით დავიწყებ დადებას.

პ.ს
დღეს საღამოს 8 საათზე ვიკრიბებით გეპეისთან დაბრუნება უნდა ავღნიშნოთ :)

ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Posted: 27 მაი 2008, 13:20
by ნონიკო
რომ გათერნდა და გარეთ გამოვედი კოტეჯიდან დავინახე ულამაზესი ბუნება
Image

ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Posted: 27 მაი 2008, 13:22
by lama
Makena wrote: ისე კი ერთი რამ ვერ გამიგია, ღამით რატომ გააგრძელეთ გზა ციცაბო ფერდობებზე, დაღამებამდე ბანაკი რატომ არ დაეცით და ამხელა ჯგუფს ჩამკეტი რატომ არ გყავდათ ??? :roll: ჭკუის დარიგებაში ნუ ჩამითვლით, საწყენად არ ვამბობ, მაგრამ ასეთი მარშრუტის გავლის დროს მეტი სიფრთხილეა საჭირო 8)
მართალი ხარ ყველაფერში მოკლედ მოდი დღეს, საღამოს 8 საათზე, გეპეისთან (სააკაძის მოედანზე) ვიკრიბებით და იქ აგიხსნით ყველაფერს ;)

ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Posted: 27 მაი 2008, 13:27
by Truli
guruli
მაშველებს მეც ვითხოვდი. დემორალიზებული ვიყავი, გეხი საშინლად მტკიოდა.. მოკლედ, მცხვენია ვაღიარო, მაგრამ ცხვირი ჩამოვუშვი... თან არჩილის ჯიპიესი დაჯდა. იმედი მქონდა რომ ჯეოსელის და მაგთის სელ აიდიებით შესაძლებელი იქნებოდა ჩვენი ადგილმდებარეობის დადგენა, თუმცა ასეთ დაუსახლებელ ზონაში, ცდომილება კილომეტრები იქნებოდა....

XAO
გუტ. სხვებსაც აინტერესებთ ჩვენი თავგადასავლები. მე კი ყველა უკვე ძალიაქნ მენატრებით!!! თან მაქინტერესებს, უტალახოთ და მშრალები როგორ გამოვიყურებით :D

ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Posted: 27 მაი 2008, 13:27
by Gvalva
XAO wrote:რაღაც ძალიან ნელა მუშაობს ფორუმი და სანამ მე 1 სურათს დავდებ 10 წუთი მაინც მოუნდება :) მოგვინებით დავიწყებ დადებას.
ამ წუთას ველაპარაკე მაგ თემაზე კავკასუსში ჩვენს მეგობარს, საიმედო არაფერი მითხრა, შეიძლება გადავტვირთო და დროებით აჩქარდეს, მაგრამ ეს დროებითია, პრობლემა ისევ იქნებაო.

მოკლედ ეხლა ამაზე ნუ გავაგრძელებთ აქ, უბრალოდ გითხარით რომ მეც მაწუხებს და ეხლა გასაკეთებელი გავაკეთე

ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Posted: 27 მაი 2008, 13:28
by guruli
kotetbeli
ისე, LAMA ჯეოსელის სახე რომ გახდეს მაგარი იქნება:
პახოდებში დაიკარგება ხოლმე და მერე ვითომ ჯეოსელის მეშვეობით ვიპოვით და რა რეკლამაა?..

სლოგანი: ,,ვეძებთ სიხშირეს-ვპოულობთ ლამას" ლამა-ზ ქსელი-ჯეოსელი!
Gvalva
კოტეტბელი, შენ კიდე გაჩერდი, ნუ ეუბენები მანკომატები არ არისო, ბანკომატიც არ წაიღოს
:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
ცუდად ვარ, მეტი სიცილი აღარ შემიძლია. :D :D

ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Posted: 27 მაი 2008, 13:29
by ნონიკო
ვინ მოდის დღეს სააკაძის მოედანზე? :)

ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Posted: 27 მაი 2008, 13:35
by Jnosy
ნონიკო wrote:ვინ მოდის დღეს სააკაძის მოედანზე? :)
ყველა
ვინც იყო და ვინც არ იყო
ყველა :)

ეცადეთ თქვენ-თქვენი გადაღებული ფოტოები 1 დისკზე ჩაწერილი (ან ფლეშით) მაინც მოიტანოთ რომ იქ გავავრცელოთ მერე...
მერე მე გავამრავლებ და გავავრცელებ
აქ ნელ-ნელა დავდოთ...
კარგი იქნება რეპორტაჟს თუ ავყვებით და არაფერი გამოგვრჩება მიმდევრობით თავიდან ბოლომდე

ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Posted: 27 მაი 2008, 13:37
by XAO
ესეც ა12 გორის პოპულში :D
Image
Image

ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Posted: 27 მაი 2008, 13:42
by lama
XAO wrote:ესეც ა12 გორის პოპულში :D
ანუ გინდოდა გეთქვა, რომ გზად გორის პოპულში შევიარეთ, ხორცის საყიდლად ხორცი არ ქონდათ და ლუდი და სარდელი შევიძინეთ მონადირის ძეხვთან ერთად :)

ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Posted: 27 მაი 2008, 13:48
by XAO
მიკრო ავტობუსში ვინ იღებდა სურათებს?

_____________________________
დღეს 8 საათზე გეპეისთან ვიკრიბებით :)

ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Posted: 27 მაი 2008, 14:12
by namcecuna
XAO wrote:მიკრო ავტობუსში ვინ იღებდა სურათებს?
:D
იმას რატომ არ ამბობთ-როგორ ვისხედით მინიბუსში :D

უკანა 4 სკამი ჩვენი ზურგჩანტებით იყო დაკავებული და ამის გამოყველაზე მსუბუქი გოგოები-ზღარბი, ნონიკო და თეო ამ ჩანთებზე ზედ ისხდნენ-ჭერში :D

კიდევ კარგი მაღალჭერიანი იყო ბინა კი არა და ფორდი :D


მე ჯერ უნდა გავამჟღავნო ფირები და დავასკანერო, ამიტომ მოგვიანებით შემოგთავაზებთ ფოტოებს.

ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Posted: 27 მაი 2008, 14:25
by ilia
მე მოვდივარ ოფისში (თაღლაურა)! შენ?

ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Posted: 27 მაი 2008, 14:39
by CHAI
ძალიან მაგარი იყო ... ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა .. და ყველანაირი პირობა შემექმნა იმისთვის რომ მეთქვა (მეორედ აღარ წამოვალ მაგრამ) პირიქით უფრო მუღამზე მოვედი ხშირად რომ ვიარო ხოლმე უფრო რთულ და უფრო სახიფათო ადგილებში ! რაც შეეხება კარავის ხალხს სულ მიკვირდა ხოლმე რა უნდათ რა დარჩენიათ ამ ფორუმზეთქო :) ეხლა მივხდვი კარავი არის ერთი დიდი ოჯახი სადაც იმედია ჩაის სახით კიდევ ერთი ერთგული წევრი შეემატა :) ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის ხალხნო