ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by Mta Mkvarebia » 26 მაი 2008, 17:33

~nimfa~ wrote:გზა ჯონი უოლკერმე გაგვიადვიალა, როგრტოც კაპადოკიაში ჯოტია ცაავა გვახლდა ისე ამ ლაშქრობაში ბატონი უოლკერი :lol:
:lol: :lol: :lol:

ასეც ვიფიქრე რამე განსაკუთრებულს რომ გულისხმობდა ლეგენდა ზოგზოგიერთების ზურგის და ზურგჩანთის სურათი რომ დადო. მაშინვე ეჭვი შემეპარა, აქ მარტო პანტის არყის ამბავი არ იქნება მეთქი :wink:

საწყალი გველი :) კი ვიცი რა ამბავსაც დააწევდა პოპინსი :wink:

მაგარი საინტერესო ლაშქრობა გქონიათ და რეპორტაჟი ხომ სუპერია :) ძალიან ვიხალისე :D
Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by legenda » 26 მაი 2008, 17:50

Mta Mkvarebia wrote:
ჯონი უოლკერი
ასეც ვიფიქრე რამე განსაკუთრებულს რომ გულისხმობდა ლეგენდა ზოგზოგიერთების ზურგის და ზურგჩანთის სურათი რომ დადო. მაშინვე ეჭვი შემეპარა, აქ მარტო პანტის არყის ამბავი არ იქნება მეთქი :wink:
ეს იყო სიურპრიზი...
მაკენამ ინახა, ინახა ეს "ჯონი", ალბათ ფიქრობდა სამშვიდობოს რომ გავალთ იქ ჩავახუტებო, თუმცა აღარ ჩანდა ეს სამშვიდობო, ყელიც გაშრა და სიურპრიზმაც იფეთქა!

გამხიარულდნენ გოგონები, და არა მარტო გოგონები.
მიდის სმა და სიცილ-ხარხარი...ვიღას ახსოვს ექსტრემი...

და ჰოი საოცრებავ, მორიგ მთაზე მივბობღავთ და მესმის მაკენას გაოცებული ხმა, ჩემი "ჯონი" დაიკარგაო.
შანსი არ არის-მეთქი,ბოლო მოვდიოდი და ძირს დაგდებული არ შემხვედრია.
თუმცა მაინგ გადავწყვიტე უკან დაბრუნება(ხომ წარმოგიდგენიათ ამათ სასმელი რომ შემოაკლდებოდათ, თან ესეთი ექსტრემი).

არც ისეთი დიდი მანძილი გვქონდა გავლილი სადაც ბოლო სადღეგრძელო დალიეს.
ეს ის მწვერვალი იყო საიდანაც მცხეთა-თბილის გავცქეროდით...
ვეძებეთ მე და მაკენამ თუმცა ამაოდ,
არა უშავოსო კი ამბობდა, თუმცა ...

Legenda ვიპოვეთ ჩვენი "ჯონი" და დაბრუნდითო, გიო მეძახდა.
გაუბრწყინდა მაკენას თვალები და რა გაუბრწყინდა.

გამარჯობა საქართველო ვიდრე გაიგებდა რა მოხდა, შეშფოთებული მეძახის და მეკითხება რა ხდებაო...მეც არ დავაყოვნე და ამაყად განვაცხადე მაკენა გადავარჩინე-თქო. :lol:

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by popins » 26 მაი 2008, 18:09

legenda
~nimfa~

ეს რა კულტურულად მოყევით იმ გველის და ჩემი ამბავი..
:lol: :lol: :lol: :lol:
მოკლედ ეს რაღაც აგურისფერი თუ რაღაც გაურკვეველი ფერის არსება რომ ვნახე მაგრა დავფეთდი და ვკიოდი, ვხტოდი. მოკლედ მაგრა შემეშინდა..აქამდე გველი არ შემხვედრია ლაშქრობებში..ჰოდააააააააააააა :lol: მართლა მაგრა შემეშინდა..რადგან კი არ სრიალებდა დახტოდა და მეთქი ვაი.. :(
ჰოდა ისე ვკიოდი...სულ გადაშენდნენ ჩემს კივილზე..
:lol:
მერე ჩანადირმა მითხრა,აწი ვეღარ ნახავ გპირდებიო..ჰოდა და აღარც გამოჩენილა.სასმელი რო დავლიე სულ მეკიდა გველი,მეთქი ახლა ურჩხული რომ შემხვდეს იმისიც არ მეშინია თქო. 8) .მარა ისე გველის უფრო მეშინია.. :(
Last edited by popins on 26 მაი 2008, 18:17, edited 1 time in total.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by Mta Mkvarebia » 26 მაი 2008, 18:16

popins
:lol: :lol: :lol:
შენ რა გითხრა მერი, მე ვიფიქრე ეს ჩვენი ვაჟკაცი გოგო გველს ეჩხუბებოდა "ხალხის შეშინება როგორ გამიბედე, ახლავე აქედან მოუსვიო" და შენ თავად შეგშინებია:lol: :wink:.

ისე ვერ ვიტყვი რომ მე არ მეშინია, მაგრამ თუ საწყალი თავისთვის იწვა და მზეზე ნებივრობდა, გვერდს ავუვლიდი :wink: ...

ისე იმ უბედურს შთამომავლობა ნამდვილად აღარ ეყოლება ალბათ :wink:
Image

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by popins » 26 მაი 2008, 19:04

Mta Mkvarebia

არ ნებივრობდა.რაღაცა ისტრებიტელივით დახტოდა და გადავირიეეეეეეე :lol: :(

User avatar
lomikata
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 13 აგვ 2007, 22:00
Location: Tbilisi
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by lomikata » 26 მაი 2008, 21:17

Mta Mkvarebia wrote:popins
:lol: :lol: :lol:
შენ რა გითხრა მერი, მე ვიფიქრე ეს ჩვენი ვაჟკაცი გოგო გველს ეჩხუბებოდა "ხალხის შეშინება როგორ გამიბედე, ახლავე აქედან მოუსვიო" და შენ თავად შეგშინებია:lol: :wink:.

ისე ვერ ვიტყვი რომ მე არ მეშინია, მაგრამ თუ საწყალი თავისთვის იწვა და მზეზე ნებივრობდა, გვერდს ავუვლიდი :wink: ...

ისე იმ უბედურს შთამომავლობა ნამდვილად აღარ ეყოლება ალბათ :wink:
:D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

სცენა წარმოვიდგინე და კინაგამ სუჯლი ამომზვრა სიცილისგან. პოპინსიკო, ჩემო საკვარელო, უსაკვარლესო, გული მცყდება, რომ მ სცენას და კიდევ ბევრ სცენას ვერ შევესწარი თქვენთან ერთად. სულ ისეთ დროს მიდიხართ მაგარ ადგილებში, როდესაც მე ვმუშაობ. :(

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by legenda » 27 მაი 2008, 09:53

ზედაზნის მონასტერი

(ზღვის დონიდან 1350მ.)

ზედაზნის მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი, მცხეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირას, საგურამოს ქედზე მდებარეობს.

ადრეულ ეპოქაში აქ აღმართული ყოფილა ზადენის კერპი, რომლის ადგილზეც VI საუკუნის 40-იან წლებში ასურელ მამას, იოანეს ქართული მონასტერი დაუარსებია. XIX საუკუნეში ზედაზნის მონასტერში მოღვაწე ერთ-ერთი ქართველი მწიგნობრის მიქაელ წინამძღვრის ინიციატივით დაიწერა იოანე ზედანელის ცხოვრების მეტაფრასული რედაქცია.

სამონასტრო ნაგებობათაგან დღეისათვის შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც ააშენა კათალიკოსმა VIII საუკუნის დასასრულს (ადრინდელი დარბაზული ეკლესიის ადგილას). გეგმით კვადრატული ბაზილიკის შუა ნავი ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. შესასვლელი სამხრეთიდანაა (დასავლეთი შესასვლელი გვიანდელია). სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავები მთავარ ნავს აგურის თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. ჩრდილოეთი ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია, რომლის გეგმით სწორკუთხა აფსიდა გადახურილია კონუსურ ტრომპებზე დაყრდნობილი ნალისებრი კონქრით. საკურთხეველი აქ ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. იოანე ზედაზნელის ქვის კუბო (იგი XVII საუკუნეში უნდა იყოს გაკეთებული), "პატიოსანი ლუსკუმა", ერთი მესამედით საკურთხეველშია შეჭრილი.

ჩრდილოეთ ნავის დასავლეთ ნაწილში წყლის აუზია. სამხრეთ ნავი ორი ნაწილისაგან შედგება, ეკლესიაში შესასვლელი მთავარი ნავიდანაა (ადრე კი დასავლეთიდან იყო). ძეგლი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ნაწილობრივ აგურით. გვხვდება შირიმის ქვაც. ფასადები მარტივად და სადად არის გადაწყვეტილი, სარკმლები განლაგებულია ასიმეტრულად. მთავარი ნავის სარკმელი მორთულია "განედლებული" ჯვრის რელიეფით.ფასადზე ჯვრის მარტივი გამოსახულებაა.

ეკლესიას სამხრეთით ეკვრის თლილი ქვით მოპირკეთებული, ცილინდრულ-კამარიანი კვადრატული კარიბჭე, რომლის ორფერდა სახურავზე აგურით ნაგები თაღებით ოთხმხრივ გახსნილი რვაწახნაგა სამრეკლო დგას, მისგან დასავლეთით გამოყოფილია მცირე სენაკი (ორივე XVIII საუკუნე). ზედაზნის მონასტერი რამდენჯერმე შეკეთდა. 1970-1971 წლებში აქ ჩატარდა სარესტავრაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები.

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by legenda » 27 მაი 2008, 09:59

იოანე ზედაზნელი

ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს.

ღირსმა იოანე ზედაზნელმა სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დატოვა მაცდური წუთისოფელი, მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ. მისი სიმდაბლე, მარხვა და მღვიძარება, ცრემლი და ვედრება სათნოეყო უფალს და ერთგულ მსახურს მიჰმადლა სენთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი. ღირსმა იოანემ სახელი გაითქვა წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით. მის სანახავად უამრავი ხალხი მიდიოდა, ამიტომ წმიდა მამამ საჭიროდ ჩათვალა მოშორებოდა იქაურობას, წაიყვანა ზოგიერთი მოწაფე, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი, ააშენა სენაკები და დაიწყო მოღვაწეობა.

ერთხელ ღირს იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, მოწაფეთა შორის თორმეტი ბერი აერჩია და მათთან ერთად საქართველოში წასულიყო, რათა ქრისტეს სჯული განემტკიცებინა. წმიდა იოანემ ღვთისმშობლის ბრძანება თავის მოწაფეებს გამოუცხადა. ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ ღვთის მინიშნებით მოწაფეთაგან თორმეტი გამოარჩია: შიო, დავითი, ანტონი, ისე, იოსები, თადეოზი, სტეფანე, ისიდორე, მიქაელი, პიროსი, ზენონი და აბიბოსი. უდაბნოში დარჩენილებს თავის ნაცვლად მოძღვრად ბერი ექვთიმე დაუტოვა, თვითონ კი ძმებთან ერთად საქართველოში წამოვიდა.

საქართველოს მეფეს და კათოლიკოსს ანგელოზისგან ეუწყათ შუამდინარეთს აღმობრწყინებულ წმიდა მამათა საქართველოში მობრძანების შესახებ. მცხეთას მოახლოებულ მამებს წინ მიეგებნენ მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულითურთ.

ევლავიოს კათოლიკოსის კურთხევით წმიდა იოანე მოწაფეებთან ერთად ზედაზნის მთაზე დასახლდა, სადაც ადრე ზადენის კერპი იდგა. მოღვაწეები უბადრუკ სენაკებში ცხოვრობდნენ და მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდნენ.

ხალხმა გაიგო წმიდა იოანეს სასწაულები. ბევრს აღეძრა მონაზვნური ცხოვრების წრფელი სურვილი, ბევრმა დატოვა სოფლის ამაო, შფოთიანი ცხოვრება და ზედაზენს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამგვარად, ზედაზნის მთა განდეგილთა სამყოფელი გახდა.

ერთ ღამეს წმიდა იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს გაეგზავნა საქადაგებლად. მეორე დღეს მან შეკრიბა ისინი, უამბო, რაც იხილა და უთხრა: „სარგებლისათვის ამის ქუეყანისა წარმოგუავლინნა უფალმან ღმერთმან ჩუენმან იესუ ქრიტემან, რამეთუ ახალ ნერგ არიან კაცნი ესე ამის სოფლისანი, ამისათჳსცა ჯერ არს, რაჲთა წარხჳდეთ კაცად-კაცადი და განამტკიცებდეთ ძმათა, რომელთა აღუარებიეს ქრისტე, უფალი ჩუენი“.

მოწაფეების გასტუმრების შემდეგ წმიდა იოანე ზედაზენზე დარჩა, დატოვა თავისთან ილია დიაკონი (ხს. 4 იანვარს) და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. მოძღვარმა და მოწაფემ მრავალი წინააღმდეგობა და განსაცდელი დაითმინეს. ზედაზენი უწყლო ადგილი იყო. ილია დიაკონი ყოველდღე შორი მანძილიდან ეზიდებოდა წყალს. მოწაფის ფიცხელი შრომის შემხედვარე წმიდა იოანემ უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა. სახიერმა უფალმა ისმინა ვედრება წმიდისა ბერისა და მთის მწვერვალზე მაკურნებელი წყარო აღმოცენდა.

წმიდა იოანეს ლოცვით აღმოცენებულ წყაროს დათვი შეეჩვია. წმიდა იოანეს ლოცვით მხეცი მოთვინიერდა. ამის შემდეგ ზედაზნის ტყის ბინადარი ნადირები კაცთაგან არავის აწყენდნენ. ღირსი იოანეს ლოცვით, დიდი ხნის დავარდნილი სნეული და დამუნჯებული ადამიანი განიკურნა. წმიდა იოანე თავისთან იბარებდა მოწაფეებს, ხანაც თვითონ მიაკითხავდა ხოლმე და ამოწმებდა, თუ სულიერების რა საზომს იყვნენ მიღწეულნი.

ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმიდა იოანეს უფლისაგან გამოეცხადა აღსასრულის მოახლოება. ღირსმა მამამ იხმო თავისი მოწაფეები, დაარიგა, აკურთხა და ანდერძად დაიბარა, დაესაფლავებინათ იმ მღვიმეში, სადაც მოღვაწეობდა.

მოძღვრის განშორებით დამწუხრებულმა მოწაფეებმა ზედაზნის ძირას მდებარე მონასტერში წაასვენეს მოძღვარი. მოულოდნელად მიწა იძრა და არ დაწყნარებულა მანამ, სანამ არ გაიხსენეს წმიდა მამის ანდერძი და არ გულისხმაჰყვეს, რომ ეს მიწისძვრა ზეციური ნიშანი იყო. წმიდა იოანეს მოწაფენი მღვდლებისა და დიაკვნების თანხლებით მოძღვრის საფლავთან მივიდნენ, პატივით აღმოიყვანეს წმიდა ნაწილები და ანერძისამებრ დაასაფლავეს. წმიდა ნაწილთა აღმოყვანების ჟამს მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა.

X საუკუნეში, კათოლიკოს კლიმენტის (908-923) დროს, მღვიმის სამხრეთით წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აშენდა. წმიდა იოანე ზედაზნელის საფლავი არის ტაძრის სამკვეთლოსთან.

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by legenda » 27 მაი 2008, 10:02

ზედაზნის სასწაული

გამაყრუებელი ჭახანის ხმა უამრავ გუგუნად დაიშალა და ხევ-ხევებს მოედო. ასწლოვანი ხეები ტოტების ლიწინ-ლიწინით მიმოიგრიხნენ. ტაძარი თითქოს შეინძრა, შეტორტმანდა და გაყუჩდა. კოკისპირული წვიმა შეკრთა და პირი შეიკრა. წვიმით მოჭოჭებულ ეზოში მუხლზე დაცემულები ზეცას შეღაღადებდნენ. სხვები გაოგნებულნი წინ და უკან დარბოდნენ, ტიროდნენ, წიოდნენ და სასოწარკვეთილნი შველას ითხოვდნენ. ისინი ჭეშმარიტი სასწაულით იყვნენ დაზაფრულნი.

თავიდან კი ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო:

1993 წლის 23 მაისს 10-12 კაციანი ჯგუფი მსუბუქი მანქანებით ზედაზენს ესტუმრა. ტაძარს უცებ შემოურბინეს გარშემო და სუფრის თადარიგს შეუდგნენ, ეკლესიის მსახურთაგან ორი მაგიდა ითხოვეს, იქვე გაშალეს და ქეიფი გამართეს. მათ შორის ხუთი ქალი იყო; თავიდან ამინდი შესაფერისი ედგათ, მაგრამ მოულოდნელად მოიღრუბლა და წვიმა წამოვიდა. მთაში ამინდი ხშირად იცვლება და ასეთი მოულოდნელი წვიმისათვის რაიმე სხვა მნიშვნელობა არავის მიუცია. მოქეიფეებს საღერღელი ისე აშლოდათ, რომ სუფრა ადვილად არ ეთმობოდათ. წვიმამ იმძალვრა და იქაურობას უკვე კოკისპირული შხაპუნით ასველებდა. ღვთისმსახურს ეკლესიაში სუფრის გაშლა სთხოვეს, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი მიიღეს. მოქეიფეებმა წარბი არ შეიხარეს და თხოვნა კვლავ გაუმეორეს.

ტაძარში ქეიფი არ შეიძლება, მაგრამ მე ვერც პურობას აგიკრძალავთ. ამიტომ როგორც საკუთარმა სინდისმა გიკარნახოთ, ისე მოიქეცითო, მიუგო ღვთისმსახურმა, რაც მათ რატომღაც ნებართვად აღიქვეს, მაგიდებს ხელი წამოავლეს და სტოაში შეაფარეს. გარეთ ნამდვილი თავსხმა წვიმა იყო. სტოაში კი სადღეგრძელო სადღეგრძელოს ცვლიდა. ბერთა სენაკს თავშეფარებული ღვთისმსახურნი კი საღამოს მწუხრის ლოცვისათვის ემზადებოდნენ. ცაზე ამ დროს საშინლად იელვა და ძლიერმა გრუხუნმა მთებს გადაუარა, ბერებმა სარკმლიდან დაინახეს, როგორ დაეცა ზედაზნის მთის წვერს მეხი. ზედაზნის მთა სამიარუსიანია. პირველი მთის წვერია, ხოლო მესამე იარუსზე ზედაზნის ტაძარია აგებული. ცოტა ხნის შემდეგ ელვა გრუხუნი და მეხის დაცემა კვლავ განმეორდა, მაგრამ ამჯერად ფანჯარასთან მდგომმა ბერმა თვალნათლივ დაინახა, რომ მეხი ზედაზნის მთის მეორე იარუსს დაეცა. ასეთ დროს იტყვიან, ტანი ავის მოლოდინს მიგრძნობსო, მაგრამ მისი გაცნობიერება არც ჩვეულებრივ მოკვდავ ბერებსა და მითუმეტეს არც ბახუსის წიაღში ჩაძირულ მოქეიფეებს არ ძალუძდათ. ამასობაში სტოადან ხმაარეული „კრიმანჭული“ წამოყელყელავდა და მოსახდენიც სწორედ ამ დროს მოხდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მომხდარის შესახებ თხუთმეტამდე თვითმხილველი ერთნაირად იხსენებს. მათი მონათხრობი იმდენად იდენტურია, რომ ეჭვის მცირე საფუძველსაც კი არ სტოვებს.

ტაძრის უკანა მხარეს, გალავანსა და სალოცავს შორის სივრცეში დიდი ცეცხლოვანი დისკო გაჩნდა, გაისმა საშინელი, ნამდვილად არამიწიერი ჭახანის ხმა და დისკო უზარმაზარ ცეცხლად გადაიქცა, რომელშიც ტაძარი მთლიანად დაინთქა. ცეცხლი იმდენად წითელი იყო, რომ ტაძრის კედლები გავარვარებულ ლითონისფრად აელვარდნენ. ცეცხლს, როგორც ვთქვით, ახლდა ძლიერი ხმა, რომელმაც არემარე გააყრუა. სალოცავს ცეცხლის ჭახანისა და გრუხუნის ისეთი ხმა დაეძგერა, რომ არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა. ტაძარი გადარჩა. შეშინებული მოქეიფეები არაადამიანური ღრიალით ეზოში გამოცვივდნენ. ისინი იმდენად დათრგუნულნი და სასოწარკვეთილნი იყვნენ, რომ გაოგნებულნი მოქმედებდნენ. რამოდენიმე წვიმით მოჭოჭებულ ეზოში მუხლზე დაეცა და ხელაპყრობილი ზეცას შეჰღაღადებდა. სხვები შეძრწუნებულნი წინ და უკან დარბოდნენ და შველას მოითხოვდნენ. სენაკიდან ბერებიც მაშინვე გამოვიდნენ, მათზე არანაკლებ შეშფოთებულნი. ცეცხლოვანი დისკოს გასკდომასა და საშინელ ხმაურს წვიმის მომენტალური შეწყვეტა მოყვა. ეს ყოველივე იმდენად ძლიერი და მასშტაბური იყო, რომ იგი ჩვეულებრივ ელვასა და გრუხუნთან არავის გაუიგივებია, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ მოხდა ნამდვილი სასწაული, რომელსაც ცოცხლები გადაურჩნენ. თუმცა ორმა მოქეიფეთაგანმა, დამწვრები ვართო თქვეს. ერთი ზურგზე იმიზეზებდა დამწვრობას და მეორე საჯდომზე. როდესაც დამწვარმა ტანზე თეთრი პერანგი გაიხადა, ყველა განცვიფრდა. მის ზურგზე დიდი წრიული ფორმის დამწვრობა წითლად ღადღადებდა, დამწვრობა იმდენად მტკივნეული იყო, რომ ხელის მცირე შეხებასაც კი შეკივლებით პასუხობდა. უცნაური ის იყო, რომ თვით პერანგს, რომლის შიგნითაც სხეული ასე დაიწვა, აბსოლუტურად არაფერი ემჩნეოდა, სამოსზე არც მეორეს ეტყობოდა რამე, მაგრამ ტკივილი აშკარად აწუხებდა. იგი სკამზე იჯდა. წესით სხეულის სწორედ ის ნაწილი არ უნდა დაშავებოდა, რომელიც ისე მწარედ დაეწვა, რომ მანქანაში ვეღარ დაჯდა და მოხერხებულად მოკუნტული მოთავსდა.

მანამდე კი მოქეიფეები შეძრწუნებულები აღნიშნავდნენ, თუ როგორ შეზანზარდნენ კედლები და იქიდან ძალით გადმოცვენილი ქვები მაგიდაზე დაცვივდნენ, სტოა არაგვის ჭალის სიპებით ნაგები და გაულესავია, ამიტომ ქვის გადმოვარდნის ადგილები აშკარად ემჩნეოდა. თვით ქვები კი მაგიდაზე ეყარა, თვითმხილველთა გაკვირვება იმანაც გამოიწვია, რომ ქვები ძირს თითქმის არ დაცვენილიყო. ეს ფაქტი სუფრის დაგმობისა და ჩაქოლვის ერთგვარ ასოციაციას იწვევს. თვითმხილველნი შეშინებულნი იხსენებდნენ: ცეცხლი სტოაში უზარმაზარი ხელის ფორმით შემოიჭრა, სუფრას მოეხვია, ჭახა-ჭუხითა და ლიწინ-ლიწინით მოიგრაგნა და ისევ შესასვლელ თაღში გაილიაო. მაგიდაზე ჭურჭელი, რა თქმა უნდა, დამტვრეული იყო, მაგრამ ერთგვარი კანონზომიერება თვით დამტვრეულ ჭურჭელსაც ემჩნეოდა. გატეხილი ჭიქები და თეფშები უბრალოდ დამტვრეული კი არ იყო, არამედ შუაზე იყო გამსკდარი, ყველამ შეამჩნია შუაზე დახეთქილი ჭურჭელი. მათ შორის პლასტმასის სამგზავრო ჭიქებიც კი შუაზე გახსნილიყო, მაშინ, როცა ისინი თითქმის არ იმტვრევიან.

მომხდარი იმდენად ცხადი და შთამბეჭდავი იყო, რომ მოქეიფეები შიშით ერთბაშად გამოფხიზლდნენ, ამოსვლისას, რაკი ცოცხალი გადავრჩით მცხეთაში რესტორანს ვკისრულობთო, თქვეს და ეკლესიის მსახურნიც დაპატიჟეს. ბერებმა მადლობა მოუხადეს, ხელი ჩაიქნიეს და დაცილდნენ იმ ხალხს, რომლებსაც ლამის ცა ჩამოენგრათ თავზე, მაგრამ საჭირო დასკვნა მაინც ვერ გამოიტანეს.

საინტერესოა რას ნიშნავდა ზედაზნის მთის წვეროდან მეხის ტაძრამდე საფეხურებრივი ჩამოსვლა, უცნაური დისკო, ტაძარს შემოვლებული უზარმაზარი ცეცხლი, შემზარავი ჭახანი და შემაძრწუნებელი გრუხუნი; წვიმის მოულოდნელი წამოსვლა და მომენტალური შეწყვეტა; სტოას კედლებიდან მაგიდაზე ქვების გადმოცვენა და უცნაური კანონზომიერებით დამტვრეული ჭურჭელი? კიდევ ერთი: ეს ყოველივე, როგორც უკვე ითქვა, 23 მაისს მოხდა, ანუ ზედაზნობის დღესასწაულიდან მესამე დღეს.

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by ZVIOSULI » 27 მაი 2008, 10:34

მოიცათ სიაშივინც იყო ყველა წამოვიდა?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by Jnosy » 27 მაი 2008, 10:37

თქვენც ამბებში ყოფილხართ....

მაგარი იყო, ხალხის ციცაბო კლდეებზე იყო გაჩხერილი და ავედი თუ არა, დანარჩენებმა რა ქნეს ხომ არ იციო :) მკითხეს
თქვენი ამბები აინტერესებდა ხალხს...
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by tiko_r » 27 მაი 2008, 11:15

Jnosy
თქვენ როგორ შეგედრებით!!!! მაგრამ ჩვენც გავერთეთ პაწა! : ))))

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by guruli » 27 მაი 2008, 11:47

lomikata
სცენა წარმოვიდგინე და კინაგამ სული ამომზვრა სიცილისგან.
მეც მაგ დღეში ვარ ამ წუთას. :lol: :lol: :lol: საწყალი გველი პოპინსის გადამკიდე. :lol: :lol: ახლა, ალბათ სადმე ჯურღმულშია შეყუჟული და თავ-ბედს იწყევლის, გუშინ იქ რამ გამიყვანა, მაშინაც აქ ვგდებულიყავიო. :lol: :lol:

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by Ninukala » 27 მაი 2008, 12:52

ჰე ჰე... მაგარი ლაშქრონა გვქონდა.... :D
მე ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ....
მადლობა ჩვენს ზარმაც მძღოლს... :D
მას რომ არ დაზარებოდა ასეთი ექსტრემალური ლაშქრობა არ გამოგვივიდოდა..
ხო... რაც შეეხება სურათებს... იმედია ფირებს მალე გავასკანერებ, ციფრული კი სახლუკაშია.... :D
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by legenda » 27 მაი 2008, 13:41

Image

მოვილოცეთ წმინდა ტაძარი...
აქვე მინდა ავღნიშნო რომ ტაძარში უამრავი ხატია...
აქვეა ჭა, საიდანაც მამაოები წყალს იღებენ...
და წმინდა იოანეს საფლავი.


შატილიონკას სახელზე ფსალმუნები წავიკითხეთ.
წმინდა იოანეს მადლი შეეწიოს ჩვენს თამარს და გიორგის.



სამწუხაროდ დიდხანს ვერ გავჩერდით ზედაზენზე,
მზეც აღარ ჩანდა ცის კაბადონზე, ზეცა საწვიმრად ემზადებოდა...

Image

Image

გადავიღეთ გოგას საყვარელი სამახსოვრო ფოტო
და დავადექით საგურამოსკენ მიმავალ გზას... ლელოს თამაშით, სიმღერ-სიმღერით,
და რაღა თქმა უნდა ველური პანტის არყით....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]