Page 1 of 4

გორისციხე, გორიჯვარი, ნადარბაზევის ტბა და ამილახვრების ციხე

Posted: 25 მაი 2008, 02:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
1. რეგიონი:
შიდა ქართლი, გორი-კასპის რაიონები

2. მარშუტის დასახელება:
ამილხავრების ციხე-გორის ციხე-გორიჯვარი-ნადარბაზევის ტბა

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ამილხავრის ციხე სოფელ ქვემო ჭალაშია. უახლოესი დასახლებული პუნქტია სამთავისი
გორიციხე-გორიჯვარი - ქალაქი გორი.

ნადარბაზევის ტბა ნაწრეტი-შავშების სიახლოვესაა.

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-ამილახვრის ციხე 39 კმ
თბილისი-გორი 65 კმ.

7. ფეხით გავლილი მანძილი:
დაახლოებით 2 კმ.

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
ამილახვრების ციხე - სასურველია კოშკებზე ასვლა
გორიციხე - მის ძირში, შიგნითვე პატარა ეკლესიაა და არაფრის დიდებით არ დაიზაროთ ბოლომდე ჩასვლა.
ნადარბაზევის ტბასთან მშვენიერი საპიკნიკე ტყეა.

9. საბანაკე ადგილები:
ამილახვრების ციხის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ადრე კოლმეურნეობის საკუტრება იყო.
აგრეთვე, სხვილოს ციხე

გორს რაც შეეხება, საბანაკედ იდეალური ადგილია გორიჯვრის მიმდებარე ტყიანი ფერდობები.
500 მეტრშია მცირე ნიში და ე.წ კაკლები სპეციალურად საბანაკედ

ნადარბაზევის ტბა მთლიანად საბანაკეა

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ძეგლები დასახლებულ ადგილებშია და წყალი ყველგან არის.
გორიჯვრის სამხრეთ დასავლეთით, დაახლოებით 1600 მეტრში, მაღლობზე საგანგებოდ მოწყობილი წყაროა. პაკას წყაროს ეძახიან.

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
განსაკუთრებული არაფერი.
ნადარბაზევის ტბაზე ანკესით თევაზაობა შესაძლებელია.
წყალი ჭუჭყიანია და საცურაოდ არ გამოდგება.

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
აღნიშნული გეზისთვის საგანგებო საკონტაკტო ინფოს საჭიროება არ არის.

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში,
დროის გახანგრძლივების შემთხვევაში.

ამილხვრის ციხესთან 2 კმტშია სხვილოს ციხე,
1.5 კმტშია სამთავისის ტაძარი.

გორი: - სტალინის მუზეუმი, ე.წ ფრანგული ეკლესია,

ნადარბაზევის ტბა: - მის სიახლოვეს ცნობილი არაფერია

14. რუქა:
ძეგლებისა და დასახლებული ადგილების (გორი-სამთავისი) ცნობილობის გამო, რუკის საჭიროება არ არის.

გორისციხე, გორიჯვარი, ნადარბაზევის ტბა და ამილახვრების ციხე

Posted: 25 მაი 2008, 03:00
by GAMARJOBA SAKARTVELO
მკდ, დილის 09.27იდან სქიმიასთან შეკრება დავიწყეთ.
ზვიოსულმა და ნაიამ გაგვაცილეს (სხვაც ხომ არ იყო? არ მახსოვს).

საბოლოოდ 11ნი წავედით.

მაკენა
Tuta
კოლხი გოგო
ნინუცა
მარი
Katy
კიკი
ნიმფა
ზიკა
ნინი 85

და მე.

ჩვენ გორის ციხეზე
Image

გორისციხე, გორიჯვარი, ნადარბაზევის ტბა და ამილახვრების ციხე

Posted: 25 მაი 2008, 03:02
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს ამილახვრების ციხეა.
"სამომავლო გეგმებში" გორის თემაში
სიურპრიზად ამ ციხის ნახვას გთავაზობდით

Image


ეს ნადარბაზევის ტბაა.
მისი ნახვა მაკენამ შემოგვთავაზა.
არაჩვეულებრივი ადგილია. აქვე ვისადილეთ.
Image

Image

გორისციხე, გორიჯვარი, ნადარბაზევის ტბა და ამილახვრების ციხე

Posted: 25 მაი 2008, 03:10
by GAMARJOBA SAKARTVELO
ამილახვრების ციხიდან, რომელიც მე18 საუკუნეში გივი ამილახვარმა კარის ეკლესიასთან 1ად ააგო, გზად სამთავისის ეკლესიაში შევიარეთ.

Image

ტაძარში მოსვლამდე იეტი ვარდანაულის დამ, ნინომ შემატყობინა, რომ შატილის ასულს სისხლის გადასხმა სჭირდებოდა.
მღვდლის არყოფნის გამო, თამარის სახელზე პარაკლისს ვერ ვიხდიდით. მხოლოდ 1ობლივად ვილოცეთ.
მალევე შემატყობინეს, რომ სისხლი იშოვეს და მართლა ისე ამოვისუნთქე, თითქოს საუკუნის ტვირთი მოვიხსენი მხრებიდან.

აქვე ვიგალობეთ (უფრო სწორად, მე ვერა, სმენა არ მაქვს)

გორისციხე, გორიჯვარი, ნადარბაზევის ტბა და ამილახვრების ციხე

Posted: 25 მაი 2008, 04:28
by GAMARJOBA SAKARTVELO
გორიციხის შემდეგ, იქვე მდებარე საკათედრო ტაძარი ვნახეთ:
Image.

ადრე კათოლიკური ეკლესია ყოფილა და ფრანგულს დღემდე ამიტომ ეძახიან.

გორისციხე, გორიჯვარი, ნადარბაზევის ტბა და ამილახვრების ციხე

Posted: 25 მაი 2008, 04:31
by GAMARJOBA SAKARTVELO
გორის ხედები ციხიდან

Image

Image

Image

გორისციხე, გორიჯვარი, ნადარბაზევის ტბა და ამილახვრების ციხე

Posted: 25 მაი 2008, 04:37
by GAMARJOBA SAKARTVELO
თავად გორის ციხე
Image

Image

Image

Image

გორისციხე, გორიჯვარი, ნადარბაზევის ტბა და ამილახვრების ციხე

Posted: 25 მაი 2008, 04:45
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს ეკლესია გორის ციხის შიგნითაა, ოღონდ კედლის ძირში და საგანგებოდ უნდა ჩახვიდე

Image

ვიგალობეთ:
Image

Image

გორისციხე, გორიჯვარი, ნადარბაზევის ტბა და ამილახვრების ციხე

Posted: 25 მაი 2008, 04:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
აი, ასეთი დამრეცი ჩამოსასვლელია ეკლესიამდე
Image

და ასეთი ამოსასვლი:
ზიკა (მომავალი კარაველი, ნიმფას +) კინაღამ ჯოხით გამომეკიდა, ეს სად ჩამომიყვანეო

Image

გორისციხე, გორიჯვარი, ნადარბაზევის ტბა და ამილახვრების ციხე

Posted: 25 მაი 2008, 04:54
by GAMARJOBA SAKARTVELO
Image გორის ციხიდან
გორიჯვრისკენ ავიღეთ გეზი:
Image

გორისციხე, გორიჯვარი, ნადარბაზევის ტბა და ამილახვრების ციხე

Posted: 25 მაი 2008, 04:57
by GAMARJOBA SAKARTVELO
გორიჯვარი გალავანს შიგნიდან:
Image

ეოსი ქვევრები იყო. უფრო "ქვევრის" გამო გადავიღე
Image

გორისციხე, გორიჯვარი, ნადარბაზევის ტბა და ამილახვრების ციხე

Posted: 25 მაი 2008, 12:08
by Mta Mkvarebia
ეჰჰ, როგორ მინდოდა თქვენთან :(

ლამაზი სურათებია....

გორისციხე, გორიჯვარი, ნადარბაზევის ტბა და ამილახვრების ციხე

Posted: 25 მაი 2008, 17:55
by Katy
mec davickeb sul tavidan :)

amilaxvrebis cixis koshkebze asvla namdvilad girs, miuxedavad imisa, rom zogi gasasvleli bnelia da saertod araferi ar chans, magram saintereso satavsoebi agmovachinet, patar-patara otaxebi.. titqmis kvela otaxs tavisi buxari hqonda, romelic tavidan salocavi nishi megona me piradad..

esec ert-erti koshki amilaxvrebis cixis:

Image

da esec buxari, romelic me samlocvelo megona.. :)


Image

გორისციხე, გორიჯვარი, ნადარბაზევის ტბა და ამილახვრების ციხე

Posted: 25 მაი 2008, 18:59
by Katy
esec ert-ert koshkshi

Image

da es ki bneli kibis dasackisi.. :)

Image

გორისციხე, გორიჯვარი, ნადარბაზევის ტბა და ამილახვრების ციხე

Posted: 25 მაი 2008, 19:09
by Katy
rustavelis teatrshi gadioda piesa "godos molodinshi"
am surats me davarqmevdi "gogas molodinshi" :)

Image

da shemdeg gavemartet samtavisisken.
eklesiis surati ukve daido da me davdeb ert surats, es nangrevebi eklesiis ezoshivea da rogorc gvitxres, episkoposis sacxovrebli kofila.

Image