Page 1 of 21

კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Posted: 13 მაი 2008, 16:27
by Naia
8 მაისს, საღამოს 9 საათზე სააკაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიკრიბეთ კაპადოკიაში წასვლის მსურველები და ჩვენი გამცილებლები.

მოკლედ, ამდენი გამცილებელი არ მინახავს :)

'კარვიდან' წავედით: გამარჯობა საქართველო, ერი ერი, მთაშენკა, ტრულალა, კოკო-ნინელი, უშგული სამი წერტილით, გამგე , მოგვიანებით აღმოჩენილი 'კარაველი' ნიმფა და ნაია

სულ ვიყავით 16 კაცი. აქედან 9 კარაველი, დანარჩენი 7 კი - პოტენციური კარაველი :)

ჩვენს გასაცილებლად თითქმის ნახევარი კარავი შეიკრიბა.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენს გასაცილებლად მოვიდა და გზა დაგვილოცა.
საბოლოოდ თბილისიდან 10 საათზე გავედით. გზად ქვევრს შევუარეთ. რომელმაც თავის მარანში თავისივე დაყენებული ღვთაებრივი სითხით დაგვლოცა და რამდენიმე ბოთლი საფერავიც გაგვატანა. (ქვევრ, ყოველ დალევაზე შენ გლოცავდით :) )

პს. აბა, არ დაიზაროთ და დაიწყეთ ფოტოების დაყრა

კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Posted: 13 მაი 2008, 16:31
by Jnosy
გეენაცვალეთ ქართველებო, თქვენა
ქართული დროშის აფრიალებით დაიწყეთ (ჩემი თხოვნააა)

კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Posted: 13 მაი 2008, 16:42
by Naia
გზა საკმაოდ გრძელი და დამღლელი აღმოჩნდა (ზოგიერთებისთვის - აუტანელიც). 24 საათზე მეტი მგზავრობის, ხშირი გაჩერებების, 'გამატარეთ ცუდად ვარ' ძახილისა და 'დრამინა'-'ვალიდოლის' მარაგის ამოწურვის შემდეგ, როგორც იქნა კაპადოკიაშიც ჩავაღწიეთ. სასტუმრო უგრუპში გვქონდა დაჯავშნული.

ჩვენ რომ ჩავედით საღამოს 10 საათი იქნებოდა. ოთახებში გავნაწილდით, გამოვიცვალეთ და სავახშმოდ გავედით. თუქრულ ვახშამს ქვევრის გატანებული ქართული საფერავიც დავაყოლეთ და დავიშალეთ.

აბა, გამოიცანით, სად წავედით რესტორნის შემდეგ? :)

გოგა, ნინელი, ტრულალა, უშგული, მე და ჩვენი მეგზური ანა ჩილიმ-ბარში აღმოვჩნდით! :) რომელიც, როგორც აღმოჩნდა, 2 ქართველი ქალბატონის საკუთრება ყოფილა. თვითონაც იქვე გვერდით მაგიდაზე ისხდნენ და გამოგველაპარაკნენ. 24 საათიანი მგზავრობის, საფერავისა და ჩილიმის მიუხედავად, გვარიანად ვიცეკვეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გავეშურეთ სასტუმროში მოსასვენებლად.

კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Posted: 13 მაი 2008, 16:50
by Truli
როგორც ვხედავ ყველას ან სძინავს ან ჩემსავით გაწამაწიაში არიან :)

გკოცნით ყველას!
მეც გაწამაწიაში ვარ.... მერე დავწერ. სურათებს მოუთმენლად ველოდები

კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Posted: 13 მაი 2008, 17:01
by Naia
ახლა გავდივარ, მაგრამ ერთ-ორ ფოტოს მაინც დავდებ. მოგვიანებით დანარჩენებსაც შემოგთავაზებთ.

უჩისარის ციხე

Image

Image

Image

კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Posted: 13 მაი 2008, 17:16
by TuTa
ველოდები გაგრძელებას, გული მიგრძნობს ეკრანს ვერ მოვწყდები :wink:

კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Posted: 13 მაი 2008, 17:17
by tiko_r
Naia
რა კარგი თემის გახსნა გცოდნია ნაია
:D

მოკლედ, ვოიაჟი მართლაც დაუვიწყარი იყო, გზა საკმაოდ აუტანელი... უსასრულო.. დამღლელი....



გავედით 8 მაისს, 21:00-ზე
კარაველებს დიდი მადლობა გაცილებისთვის და ალკოჰოლური სასმელებისთვის, რომელიც მე პირადად სამწუხაროდ ვერ დავლიე.

მივდიოდით და მივდიოდით
სარფში საზღვარი გადავკვეთეთ 4 საათზე.. და გადავედით თუ არა კიდევ 1 სთ მოგვემატა. ისინი 1 სთ-ით წინ არიან

ვიარეთ
ვიარეთ
ვიარეთ
ვიარეთ
ვიარეთ
გზადაგზა ვჩერდებოდით ჩაიზე და ბენზინგასამართ სადგურებში 00-ებზე.

და ისევ

ვიარეთ
ვიარეთ
ვიარეთ
ვიარეთ
ვიარეთ

საბოლოო ჯამში გაჩერებებიანად 24 სთ გამოგვივიდა





მაგრამ იქ ნანახმა ყველაფერი დამავიწყა
კაპადოკიაში წასვლა არც ისე რთულია (თუ ავტობუსს აიტან.. თუ არა და თვითმფრინავით)

ამიტომ ყველას ვინც ნამყოფი არ ხარტ გირჩევთ რომ წახვიდეთ!
თქვენ იხილავთ გასაოგნებელ პეიზაჟEბს
საოცარ მიწისქვეშა ქალაქებს
არაჩვეულებრივ მე-11 საუკუნის ქვაში გამოკვეთილ ეკლესიებს საოცარი და ულამაზესი ფრესკებით
და რათქმა უნდა მოიწყობთ შოპინგებს და შეიძენთ სუვენირებს (ტრულალა გამოდგა ამის დიდი მოყვარული) :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :lol: ონიქსის ქვებისგან და სხვადასხვა ხარისხიან თუ უხარისხო თიხის ნაკეთობებს

შეგიძლიათ თავადაც სცადოთ თეფშის ან დოქის დამზადება
აი ნაიამ სცადა და უკმაყოფილო არ დარჩენილა :wink:


ფასები საოცრად ცვალებადია
შეიძლება სუვენირი ერთგან 1 დოლარად და სხვა ადგილას 21 დოლარად შეიძინო.


რაც შეეხება ღირშესანიშნავობებს - თუ რა ვნახეთ ფოტოების მიხედვით ნელნელა მივუყვებით

ამინდშიც საკმაოდ გაგვიმართლა

ისე... ფოტოები ბევრი გვაქვს, .... :oops: ძალიან ბევრი
:oops: ძალიან ძალიან ბევრი :oops:

კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Posted: 13 მაი 2008, 17:23
by qvevri
გაცილებით არ უნდა დაგეწყოთ :?: :?: :?:
კარგით მე ჩემს ერთადერთ სურათს დავდება და მერე ქრონოლოგიურად მიყევით. სულმოუთქმელად ველი თქვენს სურათებსა და მონათხრობს. რაც შეიძლება ბევრი სურათები დაყარეთ :!: :P
Image

კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Posted: 13 მაი 2008, 17:54
by Mta Mkvarebia
დაუვიწყარი იყო, ულამაზესი ადგილები, ზღაპრული, ქვაში გამოკვეთილი და გაშეშებული არსებები, გასაოცარი ფრესკები, გადასარევი თანამგზავრები, მეტი რა უნდა ინატროს კაცმა მოგზაურობისას?! ეს თემა ალბათ 2 კვირის თავზეც არ ამოიწურება :wink:
qvevri wrote:გაცილებით არ უნდა დაგეწყოთ :?: :?: :?:
გაცილების სურათიც იქნება და სხვა ბევრი რამეც :wink:

უბრალოდ ვერ მოვახერხე ჯერ სურათების კომპიუტერში გადმოწერა, ჩემი კომპიუტერი წუწუნებს, ისედაც უსაშველოდ გაბერილი ვარ, ცოტაც და გავსკდებიო :wink: ამიტომ ადგილი უნდა გავათავისუფლო 1000( :!: ) ახალი სურათის გადასაწერად :wink:

ამიტომ, მოთმინება, მოთმინება :!:

კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Posted: 13 მაი 2008, 18:38
by Ninukala
გაცილება :)

Image
Image

ეჰ.... ნეტა მეც მივდიოდე....

Image
Image

კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Posted: 13 მაი 2008, 20:07
by tiko_r
რაც შეიძლება ბევრი სურათები დაყარეთ
qvevri
ჩვენც სწორედ ეგ გვინდა

მართლაც დავიწყოთ ყველაფრის მოყოლა 8 მაისის 21:00-დან

:D

კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Posted: 13 მაი 2008, 21:16
by qvevri
სად დაიკარგა ეს ხალხი :?: ნუთუ ისე მოეწონათ იქაურობა, რომ მეორე "კრუგზე" წავიდნენ :roll:
აააააააააააააა ალბათ სადმე პურისსაჭმელად არიან წასულები :roll: :)

კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Posted: 13 მაი 2008, 21:56
by Mta Mkvarebia
qvevri wrote:სად დაიკარგა ეს ხალხი :?: ნუთუ ისე მოეწონათ იქაურობა, რომ მეორე "კრუგზე" წავიდნენ :roll:
აააააააააააააა ალბათ სადმე პურისსაჭმელად არიან წასულები :roll: :)
რეაბილიტაციის პერიოდში ვართ, გიო :wink: მართლა გაგვიჭირდა 30-საათიანი მგზავრობა. თუმცა რამდენადაც ვიცი ზოგიერთები პურისსაჭმელად წავიდნენ :wink:

უბრალოდ დრო მჭირდებოდა კომპიუტერში ადგილის გასათავისუფლებლად. ახლა კი ვიწყებ, რასაც მოვასწრებ დღეს, დანარჩენს შემდეგ დღეებში გავაგრძელებთ. ერთ დღეში ვერაფრით ამოვწურავთ თემასაც და სურათებსაც :D

კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Posted: 13 მაი 2008, 21:57
by qvevri
Mta Mkvarebia wrote:
qvevri wrote:სად დაიკარგა ეს ხალხი :?: ნუთუ ისე მოეწონათ იქაურობა, რომ მეორე "კრუგზე" წავიდნენ :roll:
აააააააააააააა ალბათ სადმე პურისსაჭმელად არიან წასულები :roll: :)
რეაბილიტაციის პერიოდში ვართ, გიო :wink: მართლა გაგვიჭირდა 30-საათიანი მგზავრობა. თუმცა რამდენადაც ვიცი ზოგიერთები პურისსაჭმელად წავიდნენ :wink:

უბრალოდ დრო მჭირდებოდა კომპიუტერში ადგილის გასათავისუფლებლად. ახლა კი ვიწყებ, რასაც მოვასწრებ დღეს, დანარჩენს შემდეგ დღეებში გავაგრძელებთ. ერთ დღეში ვერაფრით ამოვწურავთ თემასაც და სურათებსაც :D
ქრონოლოგია დაიცავით ყმაწვილო :D

კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Posted: 13 მაი 2008, 22:03
by Mta Mkvarebia
8 მაისს საღამოს 9 საათზე სააკაძის მოედანზე მისულს ზღვა ხალხი დამხვდა. გამცილებლები წამსვლელებს სჭარბობდნენ :D , ნახევარი კარავი იქ იყო, რომელი ერთი ჩამოვთვალო? მაკენა (მისგან უნდა დავიწყო ჩამოთვლა რომ კიდევ არ გამომრჩეს და არ შევრცხვე :oops: ), რუხი, ნინუკალა, ლეგენდა, სასკვა, თამუსია, ლამა, მეკო, ჯნოსი, A12, თუთა და სხვები

ნახეთ წამსვლელებსაც და დამრჩენებსაც რა ბედნიერი სახეები აქვთ:

Image

Image

Image
ნაიას გვერდით უშგული სამიწერტილი(... უშგული სამწერტილის გარეშე მისი დაა, ისიც კარველია) და ჩვენი მეგზური ანია. დაზღვევის ბარათებს გვირიგებენ
Image

Image