კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 14 მაი 2008, 16:51

Image



შემდეგი ღირშესანიშნავობა გახლავთ ფაშა ბარი

ულამაზესი თეთრი ქვიშა და ლურჯი ცა

ნაია და მთამყვარებია
Image

Image

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 14 მაი 2008, 17:00

ამჟამად კაპადოკია თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, მის დასავლეთ-სამხრეთ ნაწილში. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2 ათასწლეულში მის ტერიტორიაზე ხეთების სამეფო მდებარეობდა. ჩვ. წ. აღ. 1 საუკუნეში კაპადოკია რომის იმპერიას დაექვემდებარა, შემდგომი ის ბიზანტიის შემადგენელი ნაწილი გახდა და მე-15 საუკუნეში კი ოსმანთა იმპერიის მიერ იქნა დაპყრობილი.
კაპადოკიის თავისებური ლანდშაფტი მილიონობით წლის წინ ვულკანური ამოფრქვევებისა და შემდეგ ქარისა და წვიმის ზემოქმედების შედეგია. სწორედ ლავის ამოფრქვევის შემდგომ გაჩნდა ამ ულამაზეს ადგილას უცნაური ფორმის და ფერის, ადვილად დამუშავებადი ქანოვანი წარმომაქმნები . ეს უცნაური წარმონაქმნები "ფერიების საკვამურებად" არის ცნობილი. "ფერიების საკვამურები"ს ველი ერთ-ერთი ცნობილი ადგილია კაპადოკიაში, რომელსაც კაპადოკიის სამ უმნიშვნელოვანეს ქალაქს (ავანოსი, ურგუპი და ნევჰეშირი) შორის განლეგებული სამკუთხედის ფორმა აქვს. მრავალი საუკუნის განმავლობაში აქ დასახლებული ხალხი ქვაში კვეთდა გვირაბებს. არაბების შემოსევა და რელიგიური დევნა აიძულებდათ ადგილობრივებს მიწისქვეშა ქალაქები და ეკლესიებიც კი აეგოთ. სწორედ რელიგიური დევნის პერიოდში ჩამოდიოდნენ აქ ბერები და ეწეოდნენ რელიგიორ მოღვაწეობას, აშენებდნენ და კვეთდნენ ტაძრებს და ხატავდნენ ულამაზესი ფრესკებით.

"ფერიების საკვამურები"ს ველის ცენტრში განლაგებულია პატარა ქალაქი გორემე, რომელიც გარშემორტყმულია ფანტასტიური კლდოვანი კონსტრუქციებითა და ველებით. ამ კლდის სასახლეებში ახლაც ცხოვრობს ხალხი, კაფეები, რესტორნები და სასტუმროები, ისევე როგორც კაპადოკიის სხვა ქალაქებში, პირდაპირ კლდეშია ნაკვეთი, რაც ეგზოტიურობას მატებს იქაურობას და ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს.გორემეს უმნიშვნელოვანესი ღირშესანიშნაობაა მუზეუმი ღია ცისქვეშ , სადაც განლაგებულია 30-ზე მეტი კლდეში ნაკვეთი ეკლესია ულამაზესი, მე-9-11 საუკუნეში მოხატული ფრესკებით.
კაპადოკიაში განლაგებული 40 მიწისქვეშა ქალაქიდან ყველაზე მნიშვნელოვანია დერინკუისა და კაიმაკლის მიწისქვეშა ქალაქები. აქ თავისუფლად ეტეოდა 30 000 ადამიანი, დერინკუის ქალაქი 8 დონისაგან ანუ სართულისაგან შედგებოდა და იქ განლაგებული იყო სხვადასხვა დაწესებულებები: საჯინიბო, სკოლა, ეკლესიები, ღვინის სარდაფები, ციხე და სხვა. მიწისქვესა ქალაქს ჰქონდა საკუთარი სავენტილაციო შახტა. მტრის შემოსევის შემთხვევაში, შესასვლელის დაცობა უზარმაზარი ლოდებით ხდებოდა და არ იყო ჰაერის ნაკლებობის გამო გაგუდვის საშიშროება.
კაპადოკიაში ასევე განვითარებულია მეთუნეობა. ეს ტრადიცია ჯერ ჯიდევ ხეთების პერიოდიდან მოდის, რომელთაც მეთუნეობის განსაკუთრებული ტექნიკა ჰქონდათ, იყენებდნენ თეთრ და წითელ თიხას, რაც მრავლად მოიპოვება იმ ადგილებში. მეთუნეობის ცენტრია ავანოსი, ამაზე ქვემო პოსტებში მოგითხრბთ უფრო დაწვრილებით, სურათების თანხლებით. :)

კაპადოკიაში ასევე უამრავი მნიშვნელოვანი და საინტყერესო ღირშესანიშნაობაა. წელიწადში ამ მხარეს დაახლოებით 850 000 უცხოელი ტურისტი და 1 მილიონი თურქი სტუმრობს. ტურიზმი ადგილობრივების შემოსავლის ძირითად წყაროა.

აი რამდენიმე სიტყვი კაპადოკიის შესახებ :) .
Last edited by Mta Mkvarebia on 14 მაი 2008, 17:17, edited 1 time in total.
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 14 მაი 2008, 17:03

კვლავ ფაშა ბარი

Image

კონტრასტული წყვილი
ნინელი და მარიკუნა

Image

Image

სუვენირები, რომელზეც ტრულალა გაგიჟDა და გადაირია....

ანუ გვეჩხუბა ... ამდენი შოპინგი სად შეიძლებაო..

Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 14 მაი 2008, 17:12

მთამყვარებია დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ინფორმაციისთვის.

ეს კვლავ ფაშა ბარია
ნაია გოგა და მთამყვარებია

Image
მე
Image

Image

კაპადოკიელი და ფაშაბარელი აქლემი მორჩილად ფოტომოდელობს მილიონობით ტურისტის წინაშე

Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 14 მაი 2008, 17:20

ცოტა მოვიშოპინგეთ :!: :!: :!:
ჩაგვსხა გიდმა ავტობუსში და ჩვენმა ავთოს მერსედესმა ავანოსში ამოყო თავი

ეს როგორც მთამყვარებიამ ზემოთ აღნიშნა მეთუნეობით განთქმული ადგილია
აქ გვაჩვენეს ხელობა და მოგვცეს საშუალება ჩვენთვითონაც გვეცადა...
მსურველი ნაია გამოდგა

აი იისიც
ნაია რას აკეთებ????

Image

Image

აბა რა გამოვიდა?

Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 14 მაი 2008, 17:34

შემდეგი ადგილი რასაც ვეწვიეთ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველასთვის,... იმ მომენტში

რესტორანი ევრანოსის ველზე
ამავე დასახელების რესტორანში

გზად

Image

Image

Image

Image

და საშოპინგო ადგილები :lol:

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 14 მაი 2008, 17:36

ფაშა-ბარი "ფაშას ვენახებს" ნიშნავს თურქულად, მართლაც მრავლად ნახავდით ქვის გოლიათებს შორის ჩაკარგულ ვაზის ყლორტებს. ნეტა როგორ ღვინოს აყენებდნენ იქაურები, ერთი კი ვიცი, ქვევრის ღვინოს ნამდვილად ვერ აჯობებდა :wink:

ესეც წმინდა სიმონის მე-3 საუკუნის სამლოცველო ფაშაბარში. სამწუხაროდ მნახველთათთვის დაკეტილი იყო, მაგრამ ურჩი ტურისტები აკრძალვას არად დაგიდებდნენ და კარგად ვხედავდით იქ აფოფხებულ ყმაწვილებს. კარგ საქმეზე არა მგონია ასულიყვნენ, ალბათ საკუთარ სახელებს მიაკაწრავდნენ კედლებზე :(

Image

Image

ფრესკები ფაშაბარის ტერიტორიაზე კლდეში გამოკვეთილი ერთ-ერთი ეკლესიიდან. სამწუხაროდ გიდმა არ იცოდა რა ეკლესია იყო, ისეთი დაკაწრულია აღარც კი ჩანს :(
Image

Image

ერთი ეს სირაქლემა ნახეთ :wink:
Image

ჰო, ღრუბლებისა და თეთრი კლდის ტახტრევანზე ფოტო ყველამ გადავიღეთ :wink:

Image
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 14 მაი 2008, 17:55

მაგარია მთაო

ეს კიდევ ცოტა გაგისწრებ და რესტორნის ფოტოებს დავდებ, რომელიც ასევე დიიიდ ქვაშია გამოკვეთილი
მაგარია
არც ცემენტი გინდა
არც ბლოკი
არაფერი

Image

Image

ნაია და მყვარებია

Image
Last edited by tiko_r on 14 მაი 2008, 23:16, edited 1 time in total.

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 14 მაი 2008, 18:07

ვჭამეთ,... და კმაყოფილები გავემართეთ გორემის ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმისკენ, სადაც ქვაში გამოკვეთილი ეკლესიებია ულამაზესი ფრესკებით

გორემამდე მიმავალი გზა

Image

გორემის მუზეუმშI ისევ ფოტოების გადაღება დავიწყეთ
1 რომ გადაიღებდა მერე სხვებსაც უნდოდათ.... 20-მდე ვიყავით და ყველას ჩვენჩვენი ფოტოაპარატებით გვინდოდა
ამტომ 1 ფოტოგრაფს ხელში 15 ფოტოაპარატი ეჭირა და ასე ვიღებდით და ვიღებდით ჯგუფურ ფოტოებს

Image

Image
Last edited by tiko_r on 14 მაი 2008, 18:25, edited 1 time in total.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 14 მაი 2008, 18:10

tiko_r
აუ, რას ვიქნევ ყბებს :oops: ნუ ხან მძინარეს და გაბურძგნულ-გაუბედურებულს მიღებდი ხან კიდევ მგელივით დამშეულს? :wink:
Image


User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 14 მაი 2008, 18:33

Image

გიდი სულ გველოდებოდა

Image

User avatar
ushguli
ასფალტზე მოარული
Posts: 14
Joined: 15 სექ 2007, 11:10
Location: ushguli
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by ushguli » 14 მაი 2008, 18:52

საათ ნახევარში ჩილიმ ბარში ვიკრიბებით:) მეც მალე დავდებ სურათებს:)
imji malat isgui teral si xi mishgvi terish narhi...

User avatar
ushguli
ასფალტზე მოარული
Posts: 14
Joined: 15 სექ 2007, 11:10
Location: ushguli
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by ushguli » 14 მაი 2008, 18:56

ჩემი ძმის გადაგებულებს.თვითონ ვერ იცლის ხოლმე:)
imji malat isgui teral si xi mishgvi terish narhi...

User avatar
ushguli...
ბოდიალა
Posts: 165
Joined: 16 სექ 2007, 01:01
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by ushguli... » 14 მაი 2008, 19:31

როგორც იქნა შემოვძვერი. როგორ ხართ კარაველებო? რაგაც ბევრი კარაველი არ ჩანს. რაშია საქმე?:) ჯოტია ცაავა სად დაიკარგა :D ?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]