კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 15 მაი 2008, 09:56

სანამ ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, გავაგრძელებ თხრობას.

როგორც თიკომ დაწერა, ავანოსი მეთუნეობის დიდი ცენტრია. აქ ერთ-ერთი ასეთი დაწესებულება მოვინახულეთ, რომელიც ერთი ოჯახის ბიზნესია და თაობიდან თაობას გადაეცემა, ხელოვნების ამ დარგს ამ ოჯახის ბოლო შვიდი თაობა მისდევს. როგორც ვთქვით, ქოთნებს და სხვა ნივთებს წითელი და თეთრი თიხისგან ამზადებენ. ამ ნარევს ურევენ წყალს და ფაიფურს, რომ ნაკეთობამ სიგლუვე და მოქნილობა შეიძინოს. I ეტაპი არის ე.წ. ბისკვიტი (მისი წართული შესატყვისი მეთუნეობის ტერმინოლოგიაში არ ვიცი, როგორ იქნება :roll:), ეს არის თიხის, წყლის და ფაიფურის ნაზავისაგან სპეციალურ მბრუნავ დაზგაზე დამზადებული ძირითადი ფორმა (ამ შემთხვევაში თეფში, რომელიც ჩვენს თვალწინ დაამზადეს), ბისკვიტი 16 საათის განმავლობაში უნდა გამოშრეს. შემდეგ ხდება მისი მოხატვა ბუნებრივი ან სინთეტიკური საღებავებით და ბოლოს იფარება ზედა ფენით, მინანქრით.

ასე მზადდება თეფში

Image

ეს კი ნაკეთობების მოხატვის პროცესი.
Image

Image

ნაიამაც სცადა ქოთნის დამზადება, ფოტოები უკვე დადო თიკომ.

მერე ზედა სართულში აგვიძღვნენ, სადაც მაღაზია აქვთ. ულამაზესი ნივთები ვნახეთ, ძლიან კარგი ხარისხის. მაგრამ ფასებიც შესაბამისი იყო. ყველაფერი საკმაოდ ძვირია. სულ პაწაწინა სუვენირი 20 ლირა ღირდა, უფრო ლამაზი ნივთების ფასი კი საშუალოდ 150-200 ლირა იყო.

Image

Image

ჰო, კიდევ ერთი, სადაც კი შევედით ყველგან თურქულ ჩაის გვთავაზობდნენ. უგემრიელესი ვაშლის ჩაი აქვთ, რომელიც ვაშლის დაქუცმაცებული ნაყოფისგან მზადდება. იმდენად მოგვეწონა, უმრავლესობამ შეიძინა კიდეც ასეთი ჩაი ყუთებით :)
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 15 მაი 2008, 10:22

სასტუმრო "ევრანოსში" ვისადილეთ. საერთოდ თურქული სამზარეულო ისეთი მადისაღმძვრელი არ არის როგორც ქართული, არ ხინკალი აქვთ, არც ჩაქაფულ და არც ხაჭაპური. მაგრამ ზოგიერთი საინტერესო კერძი აქვთ. ძალიან გემრიელად ამზადებენ ბრინჯს და სცეციალურ ქოთანში შაურმის ნაჭრების და სხვადასხვა ბოსტნეულის ჩანახს. ქოთნის თავსახური გარედან ცომით არის დაცული, რომელიც გამოცხობისას მჭიდროდ ეკვრის ქოთანს და ჰაერის ზემოქმედებისგან იცავს.

მისი საზეიმო გახსნის პატივი ნინელის ერგო წილად და კინაღამ ბედიც გაეხსნა :wink: რაო ნინ, მიიღე მეილი მიმტანი ყმაწვილისგან? :D

Image

Image

Image

რადგან ბედის გახსნაზე ჩამოვარდა საუბარი აქვე ვიტყვი: კოკო ისე დაღალა უსაშველო გზამ, თქვა: "მე უკან დამბრუნებელი არა ვარო" და მინიბუსის ფანჯრიდან რომ ცხრის ფარა დაინახა, გაუხარდა, "აქ გადასარევი მერინოსის მატყლი აქვთ, ბარემ აქვე გავთხოვდები, და იმისთანა თექას გავაკეთებო!" :wink: იქ გათხოვების და დარჩენის რა გითხრათ, მაგრამ მზითვად მაინც წამოიღო ორი უზარმაზარი ფუთა მერინოსის მატყლი და ძლივს შეტენა "ლუდოვიკოს საძინებელში" :D ,
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 15 მაი 2008, 10:37

მერჰაბა მთამყვარებია! :D რა მშვენიერი დილაა

მოდი შემოგიერთდები..

--
მთამყვარებია რისი მთამყვარებიაა თუ მთებს ფოტო არ გადაუღო

Image


ეს გორემის მიზეუმის ნაწილია
აქ ადრე აფთიაქები იყო, მაგრამ უფლისციხესავით, ეს ადგილიც ჩამორეცხვადი და ჩამოშლადია... ამიტომ ოთახები განახევრებულია

Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 15 მაი 2008, 10:44

მარიკუნა სულ წუწუნებდა ცუდი ფოტოები გამომდის და მასწავლეთ გადაღებაო

Image

ეს კვლავ გორემის ფოტოა

მთამყვარებია, ... შენ როგორ ფიქრობ და როგორ გახსოვს, ესეც ვაზებია აქ ალაგალაგ?

Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 15 მაი 2008, 11:02

გორემში, ერთ-ერთი ეკლესიის რიგში ვდგავართ....

Image

გორემში სულ 3 ეკლესია ვნახეთ

ვაშლის ეკლესია (apple church) გველის ეკლესია (snake church) და ბნელი ეკლესია (dark church)

ეს ვაშლის ეკლესიის ფრესკები (რა უცნაური დასახელებები აქვს!!!)
ყველა თუ არ ვცდები დაახლ. XI საუკუნით თარიღდება.
მთამყვარებია, pls confirm :lol:

Image

Image



მთამყვარებია, მე და ჩვენი ექსკურსიამძღოლი იბრაჰიმი ეკლესიის შესასვლელთან (რიგშI)

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 15 მაი 2008, 11:14

თიკო, მგონი მართლა ვაზს ჰგავს :roll: . ეს სად გადაიღე, გორემში? მე რატომ არ დავაკვირდი, ნეტა?

შესასვლელი გორემის ღია ცისქვეშ მუზეუმში. უკანა ფონზე მამათა მონასტერი ჩანს, რომელში შესვლაც სამწუხაროდ არ შეიძლებოდა.

Image

ეს კი დედათა მონასტერია, მისი შიდა სართულებიც დაზიანებული და ჩამონგრეულია და ტურისტებისთვის აქაც აკრძალულია შესვლა

Image

კარველები გორემში
Image

ეს თიკო ერი-ერთან.
Image

"ერი-ერი"-ს სიმღერა "ბაში აჩუკი"-ს მოტივებზე ძალზე პოპულარული იყო კაბადოკიის გასვლაში. ჩვენმა გიდმა იბრაჰიმმაც დაიმახსოვრა და თიკოს სულ "ჩიკო ერი-ერს" ეძახდა და მის დანახვისას იძახდა: "ერი ერი იზ ქამინგ"-ო :D გოგას სახელსაც თავისებურად გამოთქვანმა და "გოგო"-ს ეძახდა, მერე რომ ავუხსენით მისი ქართული მნიშვნელობა, ცდილობდა სწორად ეთქვა. :)
Last edited by Mta Mkvarebia on 15 მაი 2008, 11:52, edited 1 time in total.
Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Truli » 15 მაი 2008, 11:37

კიდე მინდა ფოტოები!!!
რა არის კაცო, ჯოტიას არავინ გადაუღეთ სურათი???
მი მალატ შვან

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 15 მაი 2008, 11:55

Mta Mkvarebia
ეგ ვაზები არის აფთიაქების ქვეშ... შენ რომ დგახარ ფოტოაპარატით.. ქვემოთ რომ ჩაგეხედა დაინახავდი :D

აბა მივყევით:

snake church
ფრესკები

Image

Image

Image

ამ ფრესკაზე ჩვენმა გიდმა ძალიან უცნაური და მცდარი ამბავი მოგვყვა
ვკითხეთ ეს შიშველი კაცის ფრესკა რა არითქო


თეოდორე ქალი იყოო - ანუ თეოდორაო
და ძალიან ლამაზი იყოო... კაცები სულ ცოლობას და კიდევ რაღაცეებს სთხოვდნენო.. ამიტომ ღმერთს შესთხოვა შველა
მეორე დილას კი კაცის თავით გაიღვიძაო
ასე მიეცა სამონასტრო ცხოვრებასო

მთამყვარებია pls confirm :lol:
და ასევე მოგვიყვევი სინამდვილეში როგორ იყო

Mata
ბოდიალა
Posts: 113
Joined: 31 მაი 2007, 18:11
Location: Tbilisi
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mata » 15 მაი 2008, 11:57

Mta Mkvarebia
tiko_r

გორემეს მუზეუმის მოპირდაპირდაპირე მხარეს არის კიდევ ერთი ეკლესია "ტოკალი კილისე". ესეც გორემეს ღია მუზეუმს ეკუთვნის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ამ კომპლექსში და ცნობილია ღვთისმშობლის ულამაზესი ფრესკით.

წესით უნდა გენახათ :wink:

Mata
ბოდიალა
Posts: 113
Joined: 31 მაი 2007, 18:11
Location: Tbilisi
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mata » 15 მაი 2008, 12:06

tiko_r

რამდენადაც მახსოვს, snake church ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დარქმეული სახელია. ისტორიულად, ეს ტაძარი წმინდა გიორგის სახელობის ყოფილა.

რაც შეეხება dark church-ს, ეს სახელი მას მერე უწოდეს, რაც დევნის გამო იქ ღამ-ღამობით იკრიბებოდნენ მორწმუნეები და ღამით აღავლენდნენ მსახურებასო. სახელიც აქედან წამოსულია "ღამის ეკლესია".

P.S. ჩვენი გიდიც იბრაჰიმი იყო და ეს ისტორია იმან მოგვიყვა :wink:

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 15 მაი 2008, 12:09

-აბა თქვი ლომი
-ლიომი

Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 15 მაი 2008, 12:15

Mata
დიდი მადლობა მათა

Image

ეს სამზარეულოა

Image

ეს კი სასადილო და მაგიდა

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 15 მაი 2008, 12:19

Mata wrote:Mta Mkvarebia
tiko_r

გორემეს მუზეუმის მოპირდაპირდაპირე მხარეს არის კიდევ ერთი ეკლესია "ტოკალი კილისე". ესეც გორემეს ღია მუზეუმს ეკუთვნის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ამ კომპლექსში და ცნობილია ღვთისმშობლის ულამაზესი ფრესკით.

წესით უნდა გენახათ :wink:
ეჰ, როგორ ცეცხლზე ნავთი დაგვასხი მაკა?! :( მაგ ეკლესია არ გვანახეს, დაგვიმალეს! :( ჩემდა სამწუხაროდ , სასტუმროში დაბრუნებულმა, როცა გორემეში შეძენილი წიგნები გადავათვალიერე, მხოლოდ მაშინ გავიგე, რომ ღვთისმშობლის ის ცნობილი ფრესკა, რომლის მიხედვითაც ქართული ხატი "შენ ხარ ვენახი" დახატა, თუ არ ვცდები, ხატმწერმა ირაკლი ცინცაძემ პატრიარქის კურთხევით, გორემეში არსებულ ერთერთ მუზეუმში იყო :( .

ეს არის ამ ხატის ფრესკა გორემეში. როგორც ამბობენ, თითქოს განგების ნებით, ხატი საქართველოს რუქის ფორმის ფრესკებშია ჩასმული. ამ სურათზეც კარგად ჩანს დასავლეთ საქართველოს მოხაზულობა რუქაზე

Image

ეს კი მის მიხედვით შექმნილი ქართული სულის მატარებელი ხატი "შენ ხარ ვენახი"

Image

აქ მოთხრობილია ისტორია, თუ როგორ შეიქმნა ხატი და რა სასწაულები მოახდინა მან. ვფიქრობ უნდა დაგაინტერესოთ.
http://www.orthodoxy.ge/khatebi/venakhi.htm
Last edited by Mta Mkvarebia on 21 ნოე 2008, 20:53, edited 1 time in total.
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 15 მაი 2008, 12:37

Image

ეს ღამის (ბნელი, იგივე dark church) ეკლესიის კედლებია

(უფრო სწორედ ფანჯარა რომ ჩანს სალაროა და შესვლა 5 ლირა ღირს)

Image

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 15 მაი 2008, 12:37

Mata wrote:tiko_r

რამდენადაც მახსოვს, snake church ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დარქმეული სახელია. ისტორიულად, ეს ტაძარი წმინდა გიორგის სახელობის ყოფილა.

რაც შეეხება dark church-ს, ეს სახელი მას მერე უწოდეს, რაც დევნის გამო იქ ღამ-ღამობით იკრიბებოდნენ მორწმუნეები და ღამით აღავლენდნენ მსახურებასო. სახელიც აქედან წამოსულია "ღამის ეკლესია".
Apple church-ს რაც შეეხება, როგორც იბრაჰამმა გვითხრა, ხეობას რომელსაც ეს ეკლესია გადაჰყურებს, ხალხმა "ვაშლის ხეობა" უწოდა და ეკლესიის სახელი აქედან მოდის. ასე რომ არც ვაშლს და არც გველს, იბრაჰიმის თქმით, არაფერი აქვს საერთო ბიბლიურ ვაშლთან და გველთან.

ახლა წმ. ონოფრიოს რაც შეეხება. მართლა მცდარი ინფორმაცია მოგვაწოდა. ჯერ ერთი შიშველი ქალის სხეულის გამოსახვა მარლმადიდებლურ ტაძარში როგორი მკრეხელობაა, ეს ალბათ ნებისმიერმა ადამიანმა ისედაც იცის. მეუდაბნოე ბერებს ხშირად გამოსახავენ ნახევრად შიშვლად, იმიტომ რომ ისინი ათეული წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ ადამიანისგან მიუვალ ადგილებში და ტანსაცმელიც, ბუნებრივია, უცვდებოდათ და ეხეოდათ. იგივე მოხდა მარიამ მეგვიპტელის შემთხვევაშიც. მისი ხატის შემხედვარე, ცოტა თუ მიხვდება რომ ქალია გამოსახული, იმდენად ნაკლებადაა მის სქესზე გამახვილებული ყურადღება მართლმადიდებლობის ასკეტური ხასიათის გათვალისწინებით. აბა, წმ. ონოფრეს როგორ გამოსახავდნენ შიშველი ქალის სხეულით?! ვფიქრობ, ის რაც იბრაჰიმს მკერდად მოეჩვენა , ონოფრეს წინ აფარებული პალმის ყლორტებია :roll: თუ ვინმეს სხვა ინფორმაცია აქვს, იქნებ დაწეროს?
ღირსი ონოფრე დიდი მე-4 საუკუნის წმინდანია, რომელმაც 60 წელი გაატარა თებაიდის უდაბნოში, სრულიად მარტოდმარტომ, კაცთა მოდგმისაგან მოშორებით.
აქ შეგიძლიათ იხილოთ დაწვრილებითი ცნობები წმ. ონოფრეს შესახებ:
http://www.orthodoxy.ge/tveni/ivnisi/12-onofre_didi.htm
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]