ჩამოვედით!!!!!
მოკლედ, 9 მაისის დილა გათენდა ავდექი და წვიმდა
გამოვედი სახლიდან... გავედი გაჩერებაზე... გავაჩერე ტაქსი მარა ძვირი მომთხოვა სადგურამდე ასასვლელად მეც გადავწყვიტე ჩემი ბარგით ავსულიყავი ავტობუსში და სადგურამდე ამგვარად მივსულიყავი
მივედი სადგურში, §ავთლუღის ბაზრის პირდაპირ რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და რას ვხედავ არავინაა მარა გავიდა თუ არა 5 წუთი მოვიდნენ ნელ ნელა:
1) ოპტიმისტი
2) ზვიოსული
3) პატაპუტინა
4) ჯნოსი
5) გიორგი ჩაჩუა
6) ამირანი
7) პატრიკა (პაპრიკა)

;)

ხაო
9) ციცინო
10) ლამა
11) ანა-მარია
12) თამუსია
13) გიორგი მორჩაძე
14) ილია (კვირას შემოგვერთდა)
დავიძარით ყვითელი მარშრუტკით და ვიარეთ 2 საათი და 30 წუთი რის შემდეგაც, ქალაქ ლაგოდეხში, შევხვდით ჩვენს მეგობარსა და მასპინძელს ვალერი ოღიაშვილს, რომელმაც ოჯახში მიგვიპატიჟა და იქვე აღკვეთილის ტერიტორიაზე გამოგვიყო ულამაზესი ადგილი კარვების გასაშლელად. ეს ადგილი იმით იყო გამორჩეული, რომ 300 წლის წაბლის უზარმაზარი ხე იდგა. მოკლედ გავშალეთ კარვები და გადავწყვიტეთ პურის ჭამამდე განგვესაზღვრა მარშრუტი თუ სად წავიდოდით...
გადავწყვიტეთ, თუ ამინდი შეგვიწყობდა ხელს და მდინარის დონეც არ იქნებოდა მაღალი, ავსულიყავით გურგენიანის ჩანჩქერზე მანამდე კი მოგვენახულებინა სამნავიანი მონასტერი, რომელიც იქვე 1 კილომეტრში, მდინარის გადაღმა მდებარეობდა...
მაგრამ სამწუხაროდ მდინარეც ადიდებული იყო და იწვიმა კიდეც და აქედან გამომდინარე ვერც მონასტერი და ვერც გურგენიანის ჩანჩქერი ვერ ვნახეთ
მდინარეზე გადასვლა კი ვცადეთ მარა ჯგუფის უმრავლესობამ ვერ შეძლო მდინარის გადალახვა; ამიტომაც გადავწყვიტეთ გადავსულიყავით სხვა ადგილას და იქ გაგვეშალა კარვები...
კვირას შემოგვიერთდა ილია ძალიან გაგვიხარდა გადავიღეთ ფოტოები არა მარტო დათვთან და ფოცხვერთან არამედ ჯიხვთან, კანჯართან, მგელთან, ტურასთან და შველთან (იხ. ფოტოები)
ფაქტიურად ეს იყო მოთელვითი, ულამაზესი გასვლა ჩემთვის, რადგან ახალი მეგობრები შევძინე, მე პირადად... დიდი მადლობა ზვიოს და ჯნოსის ამისათვის

:):)
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ვალერი ოღიაშვილს და მთელს მის ოჯახს, რომლებმაც ჩასვლისას ძალიან დიდი ყურადღება მოგვაქციეს...
პირველ ღამეს წვიმის დროს ძალიან დიდი სუფრა გაგვიშალეს და მოგვცეს იმისი საშუალება, რომ გვემღერა, გვეცეკვა, ლექსი გვეთქვა და კიდევ უფრო მოვფერებოდით ერთურთს მეგობრები...
მოკლედ ახლა ველოდები ფოტოებს ვიდეოებს და ნელ-ნელა მოვყვებით ამ ულამაზეს თავგადასავალს, რომელიც ლაგოდეხის ტყეში გადაგვხვდა

:);)