Page 1 of 5

აგარის სამონასტრო კომპლექსი,ენთელის ქვაკაცი,ხეოთის ეკლესია.

Posted: 26 აპრ 2008, 18:38
by Makena
სამცხეჯავახეთში გახლდით, მასაი, ქვევრი და მე, საოცრად საინტერესო და ამავდროულად გრანდიოზული აგარის სამონასტრო კომპლექსი მოვინახულეთ, ასევე ვნახეთ ენთელის ტაძრის ნანგრევი, მეგალითური ქვაკაცი და ხეოთის მონასტრის ნანგრევები თავისი მშვენიერი სამრეკლოთი.

ახალციხიდან როგორც კი გახვალთ ვარძიისკენ მიმავალ გზაზე, ხიდი შეგხვდებათ,სანამ ხიდზე გადახვალთ მარჯვნივ უნდა შეუხვიოთ და ურაველის ხეობაში აღმოჩნდებით, გზას გააგრძელებთ ბოლომდე ვიდრე სოფელ ურაველში არ ჩახვალთ, იქ უმჯობესია იკითხოთ და მიგასწავლიან, ისე კი დავწერ რომ სოფეს რომ გაივლით და ფიჭვნარსაც გასცდებით მარცხნივ ტყეში შემავალ გზას უნდა გაჰყვეთ, ეს გზა მთას გადადის საკმაოდ რთული ასავლელია და 2 ხიდიანი მანქანაა საჭირო, გზა ნასოფლარ ენთელში ადის, სადაც ასევე საინტერესო ძეგლი დგას, ტაძრის ნანგრევი და ქვაკაცი, შემდეგ გზას გააგრძელებთ ერთადერტი სემორჩენილი შენობისაკენ მარჯვნივ ჩანს, და ამ შენობასთან ქვემოთ ჩამავალ გზას გაჰყვებით მანამ სანამ ტაძარს ზემოდან არ მიადგებით, გზაც იქ სრულდება.

აგარის სამონასტრო კომპლექსი მოიცავს 5 ეკლესიას, მათ შორის მთავარი ეკლესია ერთერთი უდიდესი ერთნავიანი ტაძარია საქართველოში. იგი თლილი ქვითაა ნაგები,და მეტად ლამაზი და ნატიფია, მრავლად არის ჩუქურთმები, აღმოსავლეთის სარკმელი ძალზედ ნატიფად არის დამუშავებუი და მოჩუქურთმებული, თაძარი მოხატული იყო ფრესკებით რომელთა მცირე ნაწილია გადარჩენილი. აქვეა სატრაპეზო, სამრეკლო და სხვა სამეურნეო ნაგებობანი, ასევე აქვე მდებარეობს დარნა რომელიც ქვემოთ ხეობისკენ გადის ერტერთ ეკლესიაში. მოკლედ უმშვენიერესი ადგილთაგანია, რომლის ნახვა საოცრად ამაღლებულ განწყობაზე აყენებს კაცს.
არსანიშნავია ის ფაქტი რომ რესტავრაცია დაწყებულია და იმედია გაგრძელდება და ბოლომდე მიიყვანენ ამ კეთილშობილურ საქმეს.
რაც შეეხება სიძველეს: აგარა 10-11 საუკუნეს განეკუთვნება.

ენთელში შუასაუკუნეების ეკლესიის ნანგრევბია შემორჩენილი, იქვე დგას მეგალითური კულტურის ზეგლები კვაკაცები რომელთაგან ერთს ადამიანის ფორმა აქვს.

სოფელი ხეოთუ ერთ ერთი უძველესი სოფელტაგანია საქართველოში, ამ სოფელში ჩვენ მხოლოდ ერთი ეკლესია ვნახეთ რომელიც 10 საუკუნეშია აგებული, იგი მდებარეობს მდინარე ბუზიყლაპიას მარცხენა მხარეს, დღესდღეობით ნანგრევები კონსერვირებულია, გარშემო მრავლად არის სხვადასხვა სახის სტელები, ვერძის ქანდაკებები, იქვე დგას მშვენიერი სამრეკლო რომელიც უფრო გვიანდელი უნდა იყოს. ხეოთისკენ მიმავალ გზაზე მარჯვნივ მოსჩანს ორცეფის ციხე.


ქვემოთ ფოტოები.

აგარის სამონასტრო კომპლექსი,ენთელის ქვაკაცი,ხეოთის ეკლესია.

Posted: 26 აპრ 2008, 18:40
by Makena
ურაველის ხეობაში მიმავალი გზიდან საფარის მონასტერი მოსჩანს შორს.

Image

აგარის სამონასტრო კომპლექსი,ენთელის ქვაკაცი,ხეოთის ეკლესია.

Posted: 26 აპრ 2008, 18:45
by Makena
გზაზე აი ასეთ ლამაზ ბუნების საოცრებას გადააწყდებით რომლეც მდინარის მარცხენა მხარეზე მოსჩანს.

Image

აგარის სამონასტრო კომპლექსი,ენთელის ქვაკაცი,ხეოთის ეკლესია.

Posted: 26 აპრ 2008, 18:48
by Makena
ეს გამოქვაბულები სოფელ ურაველთან ახლოში მდებარეობს და მას ყარამაღარებს ანუ გაშავებულ ქვაბებს ეძახიან, როგორც ვარაუდობენ ეს გამოქვაბულები ბუნებრივია და მოგვიანებით ადაიანმაც დაატყო თავისი კვალი, ითვლება რომ ასეთ გამოქვაბულებსი ზველ ადამიანს უნდა ეცხოვრა და კედლებიც ამიტომ არის ბოლით გასავებული.
Image

აგარის სამონასტრო კომპლექსი,ენთელის ქვაკაცი,ხეოთის ეკლესია.

Posted: 26 აპრ 2008, 18:50
by Makena
ენთელის ნასოფლარი, შუასაუკუნეების ეკლესიის ნანგრევი.
ასევე ხედავთ 3 კარველს :D

Image

აგარის სამონასტრო კომპლექსი,ენთელის ქვაკაცი,ხეოთის ეკლესია.

Posted: 26 აპრ 2008, 18:52
by Makena
Image

აგარის სამონასტრო კომპლექსი,ენთელის ქვაკაცი,ხეოთის ეკლესია.

Posted: 26 აპრ 2008, 18:55
by Makena
მეგალითური კულტურის ზეგლი - ქვაკაცი

Image

აგარის სამონასტრო კომპლექსი,ენთელის ქვაკაცი,ხეოთის ეკლესია.

Posted: 26 აპრ 2008, 18:56
by Makena
Image

აგარის სამონასტრო კომპლექსი,ენთელის ქვაკაცი,ხეოთის ეკლესია.

Posted: 26 აპრ 2008, 18:57
by Makena
Image

აგარის სამონასტრო კომპლექსი,ენთელის ქვაკაცი,ხეოთის ეკლესია.

Posted: 26 აპრ 2008, 18:59
by Makena
აგარის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე

Image

აგარის სამონასტრო კომპლექსი,ენთელის ქვაკაცი,ხეოთის ეკლესია.

Posted: 26 აპრ 2008, 18:59
by Makena
Image

Image

აგარის სამონასტრო კომპლექსი,ენთელის ქვაკაცი,ხეოთის ეკლესია.

Posted: 26 აპრ 2008, 19:08
by Makena
ეს კი უკვე აგარის სამონასტრო კომპლექსია

Image

აგარის სამონასტრო კომპლექსი,ენთელის ქვაკაცი,ხეოთის ეკლესია.

Posted: 26 აპრ 2008, 19:09
by Makena
მთავარი ეკლესია

Image

აგარის სამონასტრო კომპლექსი,ენთელის ქვაკაცი,ხეოთის ეკლესია.

Posted: 26 აპრ 2008, 19:11
by Makena
მთავარი ტაძარი, მარჯვნივ სატრაპეზო
Image

აგარის სამონასტრო კომპლექსი,ენთელის ქვაკაცი,ხეოთის ეკლესია.

Posted: 26 აპრ 2008, 19:11
by Makena
სამრეკლო

Image