სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 აპრ 2008, 12:44

და თუ ოდესმე ამ ადგილებში, განსაკუთრებით კი უფლისციხეში წახვალთ, გირჩევთ, kakha
დაიმგზავროთ (თუ, რა თქმა უნდა, ის თანახმა იყო).
საუკეთესო მთხრობელი და მცოდნეა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2220
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Post by გვალდა » 21 აპრ 2008, 12:48

GAMARJOBA SAKARTVELO

სამთავისიდან რომ გამოხვედით ამილახვრების სასახლეში არ შეიარეთ? ამ ამილახვრების საკუთრება იყო სხვილოს ციხე, რომელიც უნიკალურია მთელს საქართველოში იმით, რომ არანაირი რესტავრაცია არ ჩატარებია, ანუ წარმოდგენილია ზუსტად იგივე სახით, როგორც აიგო.

ამილახვრების სასახლე. სიტყვა სასახლე, ცოტა პირობითია, მაგრამ ძალიან ორიგინალურია იმით, რომ ერთ-ერთი იშვიათია, რადგანაც საცხოვრებელ სახლად არის წარმოდგენილი. საქართველოში უფრო ციხესიმაგრეები გვაქვს, ვიდრე დიდებული ოჯახების შემორჩენილი საცხოვრებლები. სახლის ეზოში დაკრძალულია ერთ ერთი ამილახვარი, საფლავის ქვა იტყობინება რომ მეფის რუსეთის მოხელე იყო "პროპორშჩიკ..." ზუსტად აღარ მახსოვს რა სტატუსი წერია. იქვეა ძალიან ლამაზი, პატარა კარის ეკლესია.

მე სტუმარი მყავდა წაყვანილი წინა კვირაში და ისე მოეწონა ამილახვრების საცხოვრებელი, ერთი კვირაა ამაზე ლაპარაკობს და გეგმაც კი დამიწერა, თუ როგორ უნდა გახდეს ეს ადგილი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი :). მოვიძიებ და დავდებ ამ სახლის ფოტოებს.

დანარჩენი მოგვიანებით :)
Last edited by გვალდა on 21 აპრ 2008, 12:52, edited 1 time in total.
სვანეთოლოგი

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Post by namcecuna » 21 აპრ 2008, 12:52

გაიხარეთ, ძალიან კარგი საქმე გააკეთეთ, მთელი გულით თქვენთან ვიყავი, მაგრამ, ღამისთევის მერე ვერანაირი ძალა ვერ მოვიკრიბე, რომ შემოგერთებოდით. თქვენ რომ იკრიბებოდით მე სახლში მივლასლასებდი მაგ დროს :)
დადეთ ფოტოები ;)
წამო, ზღაპარში ...
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 აპრ 2008, 13:04

გვალდა wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

სამთავისიდან რომ გამოხვედით ამილახვრების სასახლეში არ შეიარეთ?
სახლის ეზოში დაკრძალულია ერთ ერთი ამილახვარი.
ვგეგმავდით შესვლას. ვიცი იქაურობა. ვეღარ შევიარეთ. დროს არ ვეყვეთ.

რამდენიმე თავადი და კნეინა ამილხვარი მე19 საუკუნის ბოლოსკენ სამთავისის ტაძარშიც დაიკრძალა.

გვალდა wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

ჩემს ისე მოეწონა ამილახვრების საცხოვრებელი, ერთი კვირაა ამაზე ლაპარაკობს და გეგმაც კი დამიწერა, თუ როგორ უნდა გახდეს ეს ადგილი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი :). მოვიძიებ და დავდებ ამ სახლის ფოტოებს.

დანარჩენი მოგვიანებით :)
სწორი მიდგომით მართლა შეიძლება კგ ტურინფრასტრუქტურის განვითარება.
მიმდებარე ტერიტორია მდიდარია ძეგლებით.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Post by Naia » 21 აპრ 2008, 13:22

გავხსნი ფოტოების დადების სეზონს:) იმედი მაქვს, დანარჩენებიც შემომიერთდებიან.

სამთავისი

Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Post by lama » 21 აპრ 2008, 13:24

სხვილოს (ცხვილოს) ციხე-დარბაზის კომპლექსი:

კომპლექსში შედის:
1)გალავანი
2)მთავარი კოშკი
3)კოშკი
4)ეკლესია
5)საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები
6)წყალსაცავი

საშენ მასალად გამოყენებულია ძირითადად რიყის ქვა.

სხვილოს (ცხვილოს) ციხე-დარბაზი პირველად მატიანეში X საუკუნეში მოიხსენიება. კახთა ერისთავს კვირიკეს ერთგულებად სხვბებთან ერთად დასახელებული ჰყავს: დაჩი და ივანე სხვილოსელნი.

XVI საუკუნიდან ციხის ისტორია ზევდგინიძე- ამილახვართა გვარის აღზევებას უკავშირდება. XVII ს-მდე აქ მათი რეზიდენციაა.

XVII ს-დან კი სხვილოს ციხე-დარბაზი ისტორიულ წყაროებში ხშირად გვხვდება1629 წელს შაჰ აბასის გარდაცვალების შემდეგ, თეიმურაზ I-მა სცადა სპარსეთის ბატონობისაგან განთავისუფლება. საჭირო გახდა სხვილოს ციხეში გამაგრებული მეფე სიმონ II-ის თავიდან მოცილება . ამ განზრახვის შესრულება დაევალა ზურაბ არაგვის ერისთავს. იგი შეიპარა ციხეში, მოჰკლა სიმონ II და მისი მოკვეთილი თავი მეფე თეიმურაზ I მიართვა.

როსტომმა გამეფების შემდეგ (1632წ.), მოინდომა თეიმურაზ I-ის მომხრეების, კერძოდ იოთამ ამილახვრის, გადმობირება. რადგან საწადელს ნებით ვერ მიაღწია, განრისხებულმა მეფემ 1639 წელს იერიშით აიღო ციხე. ამ ბრძოლებში ციხე-დარბაზი ძლიერ დაზიანდა.

ციხე-სიმაგრემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა XVIII ს. ლეკების, ოსმალებისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ გივი ამილახვრის ბრძოლების დროს

XIX საუკუნიდან სხვილოს ციხემ, როგორც საფორტიპიკაციო ნაგებობამ დაკარგა თავისი დანიშნულება

აი ეს კი ციხის გენგეგმა:

Image

1) გალავანი
2) მთავარი კოშკი
3) კოშკი
4) ეკლესიები (ქვედა: წმიდა გიორგის სახელობისაა, ხოლო ზედა: წმიდა თევდორეს სახელს ატარებს)
5) წყალსაცავი (რომელიც მე შეცდომით ეკლესია მეგონა :()


სხვა შეცდომები რაც დავუშვი მომიტევეთ

ეს არის ზუსტი ცნობა ამ ძეგლზე :)

ამით გამოვისყიდე დანაშაული :)
Last edited by lama on 21 აპრ 2008, 13:25, edited 1 time in total.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Post by Naia » 21 აპრ 2008, 13:24

სამრეკლო
Image

პატარა ეკლესია სამთავისის ეზოში
Image

ნანგრევები ეკლესიის ეზოში (ვიღაცამ მითხრა აქ სამეურნეო ნაგებობა იყოო)
Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2220
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Post by გვალდა » 21 აპრ 2008, 13:27

lama
შენ გაიხარე შენს ოჯახში! :)
სვანეთოლოგი

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Post by Naia » 21 აპრ 2008, 13:28

ტაძარს ულამაზესი ჩუქურთმები ჰქონდა

Image

Image
Last edited by Naia on 21 აპრ 2008, 13:31, edited 1 time in total.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Post by Naia » 21 აპრ 2008, 13:29

lama
ყოჩაღ, ლამა!

სახრჩობელას კომპლექსზეც ხომ არ იცი რამე? ძალიან დამაინტერესა...

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Post by Naia » 21 აპრ 2008, 13:32

Image

ხედი ეკლესიის გალავნიდან

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Post by Naia » 21 აპრ 2008, 13:35

სხვილოს ციხე

Image

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Post by Naia » 21 აპრ 2008, 13:38

ციხის შიგნით

Image

Image

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Post by Naia » 21 აპრ 2008, 13:51

სხვილოს ციხიდან ჩვენს წინ ასეთი ხედი გადაიშალა
Image

(ეს კვამლი ნისლი არ გეგონოთ, კასპის ცემენტის ქარხანაა:( )
Image

ლამა, ეს არის სახრჩობელას კომპლექსი?
Image
Last edited by Naia on 21 აპრ 2008, 13:57, edited 1 time in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Post by lama » 21 აპრ 2008, 13:52

Naia wrote:სამრეკლო
Image
სამრეკლო დგას სამთავისის ტაძრის ჩრდილოეთით, გალავნის შუა წელზე. იგი სამსართულიანი ნაგებობაა. თარიღდება XVIII ს-ის პირველი ნახევრით.
ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. შესასვლელი მცირე სართულის აღმ. კედელშია. პირველი სართული მაღალი და განიერი თაღოვანი კარიბჭეა. მის აღმ. კედელზე მიშენებულია მეორე სართულზე ამავალი ათსაფეხურიანი კიბე. ინტერიერი რვაწახნაგოვანია, ჭერი - ნახევარსფერული. კედლებში ღრმა ნიშები და ბუხარია. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარი სამრეკლოს მასზე მიშენებულ გრძელ სათავდაცვო ნაგებობასთან აკავშირებს. დას. კედელში III სართულზე ასასვლელი სპირალური კიბეა დატანებული.

მესამე სართული გეგმით წრიული ფანჩატურია. იგი შვიდი შეისრული თაღით სიმეტრიულადაა გახსნილი.

გადახურულია სფერული კამარით და აგურის მაღალი შვიდწახნაგოვანი სახურავი აქვს

სამთავისის სამრეკლოს
გენგეგმა:

ფასადი, განივი განაკვეთი სამხრეთისკენ

Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]