Page 1 of 15

სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Posted: 21 აპრ 2008, 09:27
by GAMARJOBA SAKARTVELO
ბზობას, ქართლის წმინდა ადგილებისა და ციხეთა მონახულება ჩვენს შატილიონკას მიეძღვნა,
რომელიც ავარიის შემდეგ ძნ მძიმედ არის.

სამთავისსა და ატენის სიონში თამუნას სახელზე ჯანმრთელობის პარაკლისი გადავიხადეთ.

მწამს, რომ უფალი შეეწევა ჩვენს სიცოცხლის მოყავრულ მეგობარს.

რაც შეეხება გასვლას,

ბზობას, დილის 9ზე სქიმიასთან შევიკრიბეთ. 32ნი შევიკრიბეთ.
მგონი, +ების მხრივ მსოფლიო
რეკორდი დამყარდა, რადგან თანამგზავრების ნახევარი დაპატიჟებული იყო.

აქედან 8 კაცი ჩემი + იყო. ესეც, 1 კარაველის მიერ წამოყვანილი +ების 1გავრი რეკორდია.

სადღაც 09.38ზე ქართლისკენ გავემგზავრეთ.

(მონახულებული ადგილების ზეცნობილობის გამო, ამჯერად ლაშქრობის აღწერის წესებს ზედმიწევნით არ დავიცავ,
თუმცა, შევეცდები, სასარგებლო მონაცემები შემოგთავაზოთ)

სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Posted: 21 აპრ 2008, 09:38
by GAMARJOBA SAKARTVELO
1ლად სამთავისი ვნახეთ.
იგოეთის გადასახვევიდან 2 კმშია.
ავტობანის გამო, მანძილი 30 წუთში დაიფარა.

ტაძარი სოფლის შუაგულშია და შესაბამისად, სასმელი წყლის მოძიება ადვილია. საბანაკე ადგილები კი მახლობლად არაა.

სამთავისის საკურთხევლის მარცხნივ დაკრძალულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი სამთავნელი, რომლის საფლავსაც განსაკუთრებული მადლი აქვს.

ბზობის წირვა-ლოცვისა და ზიარების გამო, 2ის ნახევრამდე თამარის სახელზე ჯანმრთელობის პარაკლისს ვერ გადავიხდიდით და მახლობელ ღირსშესანიშნაობებს მივაშურეთ.

დრო 2სთზე მეტი გვქონდა.

სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Posted: 21 აპრ 2008, 10:04
by GAMARJOBA SAKARTVELO
ყველაზე ახლოს - 2 კმში, გზადვე ამილახვრის ციხე მდებარეობს, მისგან 1,5შია ბორცვზე აღმართული
უმშვენიერესი სხვილოს ციხე და ნანგრევებად ქცეული ეკლესია, რომელსაც, ჩვენ ლ(ი)ამას თუ დავუჯერებთ,
სახრჩობელას კომპლექსს ეძახიან.
არ ვიცი, არ მქონდა გაგებული ეს სახელი.
გადავწყვიტეთ, ამილახვრის ციხე სხვილოს ციხიდან დაბრუნების შემდეგ გვენახა.

სხვილოდან 1 კმში მინიბუსები გავაჩერეთ და ფეხით ასვლა-ჩამოსვლით უფრო განსაკუთრებული ხიბლი შევმატეთ ჩვენს შთაბეჭდილებებს.
ციხე მართლაც შთამბეჭდავია. ოდესაღაც სააღმდგენო ხარაჩოები შეუყენებიათ, მაგრამ
რატომ მიუტოვებით, უცნობია. ხარაჩოები უკვე ჩამომპალია და მათზე შედგომა სახიფათოა.
ციხიდან შიდა ქართლის უმშვენიერესი ხედები იშლება. ასევე მოჩანს კასპის ცემენტის ქარხნიდან ზანტად
ამოწოლილი კვამლი, რომელსაც გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ სევდას აყოლებ.
ჩვენი უფროსი თანაკარაველი კახა გვეუბნება, რომ სხვილოს ციხეზე ფილმ "შერეკილების" მონაკვეთებია გადაღებული.

ციხემდე 200 მეტრში ტაძარი, ე.წ სახრჩობელას კომპლექსია. აქ არის საფლავი, რომელიც
"შერეკილების" ბიძია-ბაბუას სა20ნებო თამუნიასია და იგი მას თაიგულით ჩამოამკობს.

ტაძრიდან სხვილოს ციხემდე პატარა გაუკვალავი ტყეა და დაუკაწრავად ციხემდე აღწევა, თითქმის შეუძლებელია. ტყეს ბილიკი აკრავს.
მიდამოები ისეთია, ნებისმიერი რაოდენობის კარვების გასაშლელად გამოდგება.
საბანაკედ მართლაც რომ მისწრებაა.
ნანგრევებიან ტაძართან ადვილად შესამჩნევია წყლიანი ნიადაგი, რაც პირდაპირ გკარნახობს წყაროს არსებობას.
სისველის კვალზე წყარო ადვილად მისაგნებია. ესეც რომ არა, სოფელი 1 კმშია და სანოვაგისა
თუ წყლის შოვნა ადვილად შეიძლება.

სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Posted: 21 აპრ 2008, 10:35
by GAMARJOBA SAKARTVELO
თავისუფალი დრო აღარ დაგვრჩა, ამიტომ ამილახვრის ციხე ვეღარ ვნახეთ და პირდაპირ სამთავისის ტაძარში მივედით.

მამა იოანემ თამარის, ჩვენი შატილიონკას სახელზე პარაკლისი გადაიხადა.

ამის შემდეგ ატენის სიონისკენ გავიგეზეთ.
ნახევარ სთში ადგილზე ვიყავით. საბედნიეროდ, ხარაჩოები აქ უქმად არ არის აღმართული და
სახელმწიფო ტაძრის შეკეთება-აღდგენას 2009ში დაასრულებს.

მისასვლელი გზა ასფალტიანია. სიონის ტაძარი სოფლის განაპირას, გორაკზეა აღმართული და მდინარე
ტანას გადაყურებს. სხვათა შორის, გარკვეული პრობლემები მას მდინარემაც შეუქმნა.
ტაძრის ფრესკები უნიკალურია.
მამა დავითის შეწევნით აქ ჯანმრთელობის კიდევ პარაკლისი გადავიხადეთ.

არასაწყალდიდობობო დროსა თუ ამინდებში მდინარის ნაპირები საბანაკედ გამოდგება.
უფრო მეტიც, ტანა ისე ჟღურტულებს, რომ ნებისმიერ ადამიანს დაძაბულობისგან განმუხტავს.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მთელი ხეობა სალოცავებითა
და ციხე-კოშკებითაა სავსე. 45 კმიან ზოლზე 85 ასეთი ნაგებობაა. უახლოესი კოშკი სოფელშივეა, სიონიდან 800 მეტრში.

ტენშივეა კიდევ ერთი ეკლესია და თუ არ ვცდები, მთელს ეპარქიაში შობის სახელობის ეს ერთად ერთი სალოცავია.
ახლა ეკლესიას ახალ გალავანს უკეთებენ.
დროის სიმცირის გამო, ის ვერ მოვინახულეთ.

სადღაც 5 სთზე უკვე უფლისციხის გზას გავუდექით

სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Posted: 21 აპრ 2008, 11:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
15 წუთში ვიყავით ადგილზე, რომელიც, ოდესღაც, დაახლოებით 60 მილიონი წლის წინათ წყლით იყო
დაფარული. შემდეგ მთები წამოიზნიქნენ, წყლები მიმოიფანტნენ და ასე შეიქმნა აღმოსავლეთით
კასპიის ტბა-ზღვა, დასავლეთით შავი ზღვა და ცენტრში - რბილქანიანი უფლის ციხე.
აქვეა წმინდა გიორგის ჯერ კიდევ მე9 საუკუნეში აგებული და შემდეგ განახლებული ეკლესია,
რომელიც მოქმედია, მაგრამ წირვა-ლოცვა ყოველდღიურად არ ტარდება.

ატენიდანაც და გორიდანაც უფლისციხემდე მისავლელი გზები მოწესრიგებულ-მოასფალტებულია.

უფლისციხში შესავლელი ბილეთის ფასი გაიზარდა.
მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის 1 ლ ღირს, დანარჩენებისთვის 2 ლ (მანამდელი ფასი 60 თ იყო),
ხოლო უცხოელებისთვის 10 ლარი (ადრე 6 ლ ღირდა).
მეგზურის დაქირავეება 5-10 ლარი ღირს. ფასი დამოკიდებულია რაოდენობასა და ხანგრძლივობაზე.

უახლოეს სოფელ ქვახვრელში მობანაკეებს საგზლის ყიდვა შეუძლია. უფლისციხეში
კარვების გაშლა აკრძალულია. ქარის გამო, ისედაც არ არის მოხერხებული.
სამაგიეროდ, მიდამოები საინტერესოა
ფეხით სიარულისთვის. წყალს რაც შეეხება, მუზეუმის ეზოში ჭაა. იქვეა საპირფარეშოც.
შესასვლელიდან 50-70 მეტრში საპურმარილოდ მაგიდებია დადგმული.

სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Posted: 21 აპრ 2008, 11:36
by GAMARJOBA SAKARTVELO
ამ დღეს მაკენას დაბადების დღე იყო. სამთავისში მე2დ რომ მივედით, თავისი მანქანით tomaსთან
და უნაNსთან 1ად შემოგვი1და.
ბოლომდე 1ად ვიყავით, მაკენას "რა ლამაზი დღეა" ათჯერ მაინც ვუმღერეთ და წრეშიც არა1ხელ მოვაქციეთ.

სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Posted: 21 აპრ 2008, 11:46
by vazano
ჩავერთო? ჩემი პლიუსები მგონი კმაყოფილები დარჩნენ და კიდევ არაერთ ღონისძიებაში შემოგვიერთდებან. თუმცა ასეთი შიმშილნარევი სილამაზის შემდეგ ალბად ყველა ოვაციებშია.

სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Posted: 21 აპრ 2008, 11:47
by GAMARJOBA SAKARTVELO
და კიდევ, როდესაც პარასკევს შატილიონკას ამბავი შევიტყეთ, ვფიქრობდით, კვირას
გაგვეხორციელებინა თუ არა ჯერ კიდევ 9 აპრილს გერგეტიდან დაბრუნებისას დაგეგმილი გასვლა.

პირადად მე - გასა2არი სურვილი გამიჩნდა წავსულიყავი და ხსენებულ ტაძრებში თამარის
სახელზე ჯანმრთელობის პარაკლისები გადაგვეხადა.
თბილისში შაბათს ეს შევძელით, ბზობას კი ცოტა რთულიც იქნებოდა, რადგან, მოგეხსენებათ,
დედაქალაქის ტაძრებში ადღესასწაულებზე უამრავი ხალხი იყრის ხოლმე თავს და ეზიარება, რასაც ძნ დიდი დროც მიაქვს.

ვფიქრობ, სწორად მოვიქეცით, რომ ყოველგვარი პომპეზურობისა და ხმაურის, სიცილ-კისკისის გარეშე მოვილოცეთ ტაძრები
და ჩვენს მეგობარს სულიერადაც დავეხმარეთ.

სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Posted: 21 აპრ 2008, 11:49
by GAMARJOBA SAKARTVELO
შთაბეჭდილებების გაზიარება და ფოტოების დადება თქვენთვის მომინდვია.
ჩემის მხრივაც ნელ-ნელა შემოგთავაზებთ ჩემს ფოტოებს

სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Posted: 21 აპრ 2008, 11:53
by lama
ძალიან კაი და აუცილებელი გასვლა იყო

და კიდევ უფრო დავრწმუნდი იმაში რომ ჩვენი შატილიონკა გამოჯანმრთელდება !!!!

სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Posted: 21 აპრ 2008, 11:55
by Toma
GAMARJOBA SAKARTVELO
გეთანხმები სწორი გადაწყვეტილება იყო და იმედია შატილი როცა კომიდან გამოვა გვეტყვის როგორ სიზმრებს ნახულობდა კარველების მონაწილეობით.

ძალიან ბევრ კარველს, ვისაც ვესაუბრე ამ თემაზე, ყველა ერთბაშად აღნიშნავდა, რომ გრძნობდა შატილის ჩვენთან არსებობას მთელი ამ ხნის განმავლობაში..... და ალბათ შატილიც იგივეს გრძნობს თავის ეხლანდელ სამყაროში.

სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Posted: 21 აპრ 2008, 12:00
by Naia
ძალიან კარგი გასვლა გამოგვივიდა: მოვინახულეთ 4 (ზოგმა 5) ძეგლი და 2 ეკლესიაში გადავიხადეთ შატილის ჯანმრთელობის პარაკლისი (დარწმუნებული ვარ, ჩვენი ლოცვები შეეწევა ჩვენს საყვარელ თამუნას). რაღაცნაირად სავსედ ვგრძნობ თავს, კარგა ხანია ასეთი განცდა არ მქონია.

ცოტა ხანში ფოტოების დადებასაც დავიწყებ.

სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Posted: 21 აპრ 2008, 12:04
by TuTa
თქვენ რომ გხედავთ ყველას ერთად იმედი მაითმაგდება რომ ყველაფერი კარგად იქნება. შეუძლებელია ამდენი ხალხის ასეთი სიყვარული, ლოცვა და მისი გამოჯანმრთელების სურვილი უკვალოდ იკარგებოდეს.
მჯერა რომ ეს თამუს ძალას მატებს და ამ მძიმე მდგომარეობის დაძლევაში ეხმარება ეხლა.

სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Posted: 21 აპრ 2008, 12:33
by GAMARJOBA SAKARTVELO
გვალდა,
შენი იმედი მაქვს, რომ ბევრ საინტერესო ისტორიულ ცნობას შემოგვაწევ.
განსაკუთრებით კი
სხვილოს ციხესა ე. წ სახრჩობელას კომპლექსზე.
ამ უკანასკნელის ისტორიის მოყოლაზე ლ(ი)ამა ვალშია.

სამთავისიდან სხვილო-ატენი-უფლისციხემდე ბზობას

Posted: 21 აპრ 2008, 12:40
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:გვალდა,
ამ უკანასკნელის ისტორიის მოყოლაზე ლ(ი)ამა ვალშია.
გოგა დღეს შევეცდები ვალი გავისტუმრო ;)

გაიხარე!!!!