Page 1 of 2

"დიდი გასეირნება" 11-15 აპრილი 2008, იმერეთი-სვანეთი-ა

Posted: 16 აპრ 2008, 16:42
by Nika
Image

მაშ ასე. აი მოთხრობაც.

წინა სამშაბათს დამირეკა დეიდაშვილმა დემა გეგელიამ. სამსახურიდან მივლინებაში მიდიოდა სასამართლოების სანახავად სვანეთში და მთიან აჭარაში. ხოდა წამოდიო. აბა უარს როგორ ვეტყოდი? სამსახურშიც გამანთავისუფლეს. თავდაპირველი გეგმა იყო 3 დღე საბოლოოდ 5 დღემდე გაიწელა. ჩვენს გარდა კიდე 2 თანამშრომელი მოდიოდა - რეზო ჯაფარიძე და მამუკა კვირიკაშვილი.

ავტომობილი Hyundai Tucson 2007 წლის 2.0 ბენზინს ძრავით.

დღე პირველი. დილით გავედით საჩხერეს მიმართულებით.
3-4 წლის წინანდელთან შედარებით გზა მინგრეულ-მონგრეულია.
ესეც ხედი საჩხერესკენ
Image

საჩხერეში გავლის შემდეგ წავედით ჭიათურაში. იქ გვაქეიფეს :D ჭიათურიდან გზა ზესტაფონი-ტყიბულისკენ გვქონდა.

ტყიბულში ალტერნატივა გაჩნდა. პირვანდელი გეგმა იყო ღამე წყალტუბოში დარჩენა. მაგრამ მამუკას სახლი ჰქონდა ცაგერში. ხოდა წავედით ამბროლაური-ლაჯანური-ცაგერის გზით.

შაორი
Image

ნიკორწმინდა
Image

ამბროლაური-ქუთაისი გზაზე
Image

ღამე ცაგერთან სოფელ ჩხუტელში დავრჩით

დილით ხედი
Image

აქედან გეზი ზუგდიდისკენ გვქონდა. ზუგდიდში შემოგვიერთდა სვანი ლექსო მარგველანი. მამუკას მეგობარი. 2 წელია რაც სვანეთიდან თეთრ წყაროში გადავიდა საცხოვრებლად მარა სახლი ჰქონდა იქ. ასევე მესტიში კიდე ერთი კაცი გველოდებოდა თურმე რაზეც მე არაფერი ვიცოდი. ასევე ხაზზე იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ერეკლე ჯაფარიძე რომელიც დილიდან წასულა მესტიაში გზის დასაზვერად. მასთან საკონტაქტოდ რეზო გამოვყავით. მე კიდე მანქანის ტარება დამევალა სვანეთის რთულ გზებზე. მანქანა ძაან დაბალი იყო. ჟიგული რო გაივლიდა უპრობლემოდ ეგეთ ადგილებში დებდა ძირს. ხალხი კიდე "შავღელეთი" გვაშინებდა. თან ზუგდიდიდან ასე 14.00-ზე გავედით. ჩემი გათვლებით მესტიაში 19.00-ზე უნდა ჩავსულვიყავით.

"შავღელეს" მიდამოებში ასეთი ხედია. ისეთი საშინელი არაფერი იყო გზაზე მაგრამ ხალხის გადმოსმა მანქანიდან მაინც საჭირო გახდა რომ გლუშიტელი იქ არ დაგვეტოვებინა.
Image

მესტიაში 19.20-ზე ჩავედით. სასამართლოს შენობასთან გავჩერდით და ეგრევე ვიღაც ბიჭმა ფანჯარაში თავი შემოყო, დიმა რომელიაო. თურმე დიმას ძმაკაცის ჯგუფელი გოგი მარგველანი იყო. 1 კვირაა გველოდებოდა და ემზადებოდა ჩვენი ჩამოსვლისთვის.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო იქბვე გაირკვა რომ ლექსოს სოფელი კალა ლამის უშგულთან ყოფილა და გზები იქით ძაან ცუდი იყო. მესტიაში ორი ოჯახი გვიპირებდა დატოვებას. გოგი კიდე იქვე 7 კილომეტრში (რომელის 11 აღმოჩნდა სინამდვილეში) სოფელ მულახში გვეპატიჟებოდა. საბოლოოდ ჯერ მესტიაში ვიქეიფეთ მოსამართლის თანაშემწის ზაზა დევდარიანის ოჯახში. მერე კიდევ ღამე მულახში ავედით. გოგის ოჯახში. პირველი შოკი იყო ის რომ იქ კომპიუტერი ვნახეთ. მარა ინტერნეტი არ გვაქვსო. იქაც ცოტა ვიქეიფეთ და ღამე 3 საათზე დავიძინეთ. დილას ისევ მესტიაში უნდა მივსულიყავით და მერე კალაში ასვლა უნდა გვეცადა და ღამე ლექსოს სახლში გაგვეთენებია.

დილით ამინდი გამოკეთდა და ადრე გაღვიძებულმა აი ასეთი ხედები გადავიღე
ეს თუ არ ვცდები მეპტაშის მთაა. სამხრეთითაა
Image

გოგის სოფელი სინამდვილეში მულახი არაა. სვანეთში გავრცელებულია სოფლების თემებად გაერთიანების პრინციპი. რუკაზე ვერ ნახავთ ვერც მულახს, ვერც კალას და ვერც უშგულს ან ბეჩოს. ეს სწორედ თემების სახელებია. მულახის თემში 5-ზე მეტი სოფელი შედის. ჩვენ სოფელ ჭოლაშში ვიყავით

ეს კი ხედი უკვე კავკასიონისკენ. სადღაც მანდ მთებში 2000 მეტრ სიმაღლეზე ტბა არის.
Image

კიდე ხედები
Image

მაგრამ მთავარი ბოლოსკენ მოვიტოვე. მზე აქ თეთნულდიდან ამოდის. სვანები მას თვეთნულდს ეძახიან
Image

"დიდი გასეირნება" 11-15 აპრილი 2008, იმერეთი-სვანეთი-ა

Posted: 16 აპრ 2008, 16:43
by Nika
კიდე ხედები.
Image

ეს სოფელი ლახირია. აქ ყველაზე მეტი კოშკია. სწორედ აქ ჩამოწვა ზვავი 1986 წელს და 30 კაცი დაიღუპა. ახლაც ჩამოწვა ზვავი მაგრამ ამჯერად საბედნიეროდ ის ლახირსა და ჭოლაშს შორის გავიდა. ჩანს კიდევაც თეთრი თოვლი. ამ ზვავისკენ გავისეირნე და ფოტოები გადავიღე.
Image

Image

ლახირი ძვავის ფონზე
Image

ასეთი უცნაური ფორმები შეიქმნა ზვავის დნობის დროს
Image

Image

თვეთნულდი ზვავის ფონზე
Image

ზვავის დიდი ნაწილი მდინარის ხეობით გავიდა. მანდ თეთრი თოვლი ჩანს
Image

ამინდი ხელს არ მიწყობდა. მარა თვეთნულდის ბევრი ფოტო გადავიღე მაინც.
Image

იქით კიდე მესტიაა.
Image

"დიდი გასეირნება" 11-15 აპრილი 2008, იმერეთი-სვანეთი-ა

Posted: 16 აპრ 2008, 16:44
by Nika
როცა ხალხმა გაიღვიძა დავიძარით ისევ მესტიისკენ. საცოდავი Tucson დავტოვეთ მულახში და გოგის უაზიკით წავედით.

გზად უკანა პლანზე თვეთნულდი
Image

ეს კი ის ზვავი, 1 კვირა ჭრიდა ტრაქტორი ამ გზასო
Image

ბოლოს ორი გზა გაიყვანა.
Image

აი ამხელაა ზვავი და ახლა 2-ჯერააო დაპატარავებული.
Image

მაგარი სილამაზეა თუმცა ჯერ ამწვანებული არაა იქაურობა
Image

მესტიისკენ უშბაც გამოჩნდა, მაგრამ მალევე ღრუბლებში დაიმალა.
Image

რამდენიმე ფოტო მაინც მოვასწარი და გადავუღე
Image

მესტია
Image

რაღაც მთა
Image

"დიდი გასეირნება" 11-15 აპრილი 2008, იმერეთი-სვანეთი-ა

Posted: 16 აპრ 2008, 16:46
by Nika
მესტიაში კვირას საქმეები არ იყო და მუზეუმში შევედით. მე პირადად შოკში ვიყავი იქ ნანახის შემდეგ. ძაან სერიოზული მუზეუმია.

ალბათ ხვდებით რომ იმ დღეს კალაში ვერ ავედით. ისევ მულახში დავბრუნდით. დილიდან კიდე ჯერ მესტიაში მერე კიდე ზუგდიდისკენ გავყევით გზას. მესტიაში დავემშვიდობეთ ხალხს. იმ პირობით რომ ზაფხულში აუცილებლად ჩავიდოდით კიდევ.


გზა გაცილებით უფრო შემშრალი იყო და ჩვენს უპრობლემოდ ვიარეთ უკან.

ეს ზვავის ფონზე
Image

Image

მესტიის ხედი
Image

ჩანჩქერები გზად ძაან ბევრია
Image

ხუდონ ჰესის ნაგებობები
Image

კიდე ჩანჩქერი
Image


შემდეგი გაჩერება ქობულეთში. აქ ღამე დავრჩით და მანქანაც ცოტა "ვიდზე" მოვიყვანეთ
Image

დილით ხულოში ავედით. აქაც ძაან ლამაზი იყო ყველაფერი მარა მგონი გადავიწვი ამდენის ნახვით. ამინდიც ვე რიყო კარგი და ხულოში მხოლოდ ეს ერთი ფოტო გადავიღე.
Image

უკან გოდერძის უღელტეხილით ვერ გადმოვედით, ჯერ ჩაკეტილი იყო. მოგვიწია მთელი გზის გავლა.

"დიდი გასეირნება" 11-15 აპრილი 2008, იმერეთი-სვანეთი-ა

Posted: 16 აპრ 2008, 17:06
by ჭიჭიკო
ძალიან მაგარი ფოტოებია და მარშუტის საინტერესო გამოგსვლიათ აი გოდერძის უღელტეხილით რომ დაბრუნებულიყავით ხომ საერთოდ მაგარი იქნებოდა

"დიდი გასეირნება" 11-15 აპრილი 2008, იმერეთი-სვანეთი-ა

Posted: 17 აპრ 2008, 12:21
by ilia
Nika

კაი კაცი ხარ, მევასები :wink: :D

"დიდი გასეირნება" 11-15 აპრილი 2008, იმერეთი-სვანეთი-ა

Posted: 17 აპრ 2008, 12:27
by Nika
ilia
გევასები? :shock:

:lol: :lol: :lol:

"დიდი გასეირნება" 11-15 აპრილი 2008, იმერეთი-სვანეთი-ა

Posted: 17 აპრ 2008, 12:42
by gio giorgi
Nika
კაი კაცი ხარ, მევასები
ჰUნდაის წარმომაფგენლობას ნამუსი რო ქონდეს წესით ფული უნდა გადაეხადა ამხელა რეკლამისთვის..... :)

"დიდი გასეირნება" 11-15 აპრილი 2008, იმერეთი-სვანეთი-ა

Posted: 17 აპრ 2008, 13:08
by lama
Nika
გაიხარე
გამიხარდა სვანეთი, რომ ნახე ძალიან ვისიამოვნე :)
და ამ ზაფხულსაც გეპატიჯები (თ)

"დიდი გასეირნება" 11-15 აპრილი 2008, იმერეთი-სვანეთი-ა

Posted: 17 აპრ 2008, 13:27
by ლობო
Nika
heh magari marshuti da saintereso fotoebia!

ishviatia eseti temebi gaihare!

lama
gushincin damirekes da 15 dgianze midiharo svanetshi da nahevaritve ikkofnis mere mgoni shenze ufro mtiuli svaniviknebi :lol:

"დიდი გასეირნება" 11-15 აპრილი 2008, იმერეთი-სვანეთი-ა

Posted: 17 აპრ 2008, 13:28
by eloiza
ძაან მაგარი სურათებია

მარშრუტიც საუკეთესო:)

"დიდი გასეირნება" 11-15 აპრილი 2008, იმერეთი-სვანეთი-ა

Posted: 17 აპრ 2008, 13:45
by Nika
lama
და ამ ზაფხულსაც გეპატიჯები (თ)
3 ოჯახში ვარ დაპატიჟებული აქედან 2–ს დაქვპირდი რო 100% მივალ. კალაში და მულახში. იმედია არ დამშლიან მარტივ მამრავლებად და ცალ–ცალკე არ მიმასპინძლებენ :lol:

"დიდი გასეირნება" 11-15 აპრილი 2008, იმერეთი-სვანეთი-ა

Posted: 17 აპრ 2008, 14:17
by lama
Nika
ეჰ გადაგიბირეს????

ბალსზემოელებმა
:(

"დიდი გასეირნება" 11-15 აპრილი 2008, იმერეთი-სვანეთი-ა

Posted: 17 აპრ 2008, 14:35
by navigator
Nika
კაცი ხარო და თან მევასებიო, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს? :?:

თოვლი რომ დავინახე ისევ იგლუ გამახსენდა :lol: :lol: :lol:

"დიდი გასეირნება" 11-15 აპრილი 2008, იმერეთი-სვანეთი-ა

Posted: 17 აპრ 2008, 14:53
by Nika
lama
ბალი სულ სხვაა რა ჩემო ლამა :lol: