
მაშ ასე. აი მოთხრობაც.
წინა სამშაბათს დამირეკა დეიდაშვილმა დემა გეგელიამ. სამსახურიდან მივლინებაში მიდიოდა სასამართლოების სანახავად სვანეთში და მთიან აჭარაში. ხოდა წამოდიო. აბა უარს როგორ ვეტყოდი? სამსახურშიც გამანთავისუფლეს. თავდაპირველი გეგმა იყო 3 დღე საბოლოოდ 5 დღემდე გაიწელა. ჩვენს გარდა კიდე 2 თანამშრომელი მოდიოდა - რეზო ჯაფარიძე და მამუკა კვირიკაშვილი.
ავტომობილი Hyundai Tucson 2007 წლის 2.0 ბენზინს ძრავით.
დღე პირველი. დილით გავედით საჩხერეს მიმართულებით.
3-4 წლის წინანდელთან შედარებით გზა მინგრეულ-მონგრეულია.
ესეც ხედი საჩხერესკენ

საჩხერეში გავლის შემდეგ წავედით ჭიათურაში. იქ გვაქეიფეს

ტყიბულში ალტერნატივა გაჩნდა. პირვანდელი გეგმა იყო ღამე წყალტუბოში დარჩენა. მაგრამ მამუკას სახლი ჰქონდა ცაგერში. ხოდა წავედით ამბროლაური-ლაჯანური-ცაგერის გზით.
შაორი

ნიკორწმინდა

ამბროლაური-ქუთაისი გზაზე

ღამე ცაგერთან სოფელ ჩხუტელში დავრჩით
დილით ხედი

აქედან გეზი ზუგდიდისკენ გვქონდა. ზუგდიდში შემოგვიერთდა სვანი ლექსო მარგველანი. მამუკას მეგობარი. 2 წელია რაც სვანეთიდან თეთრ წყაროში გადავიდა საცხოვრებლად მარა სახლი ჰქონდა იქ. ასევე მესტიში კიდე ერთი კაცი გველოდებოდა თურმე რაზეც მე არაფერი ვიცოდი. ასევე ხაზზე იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ერეკლე ჯაფარიძე რომელიც დილიდან წასულა მესტიაში გზის დასაზვერად. მასთან საკონტაქტოდ რეზო გამოვყავით. მე კიდე მანქანის ტარება დამევალა სვანეთის რთულ გზებზე. მანქანა ძაან დაბალი იყო. ჟიგული რო გაივლიდა უპრობლემოდ ეგეთ ადგილებში დებდა ძირს. ხალხი კიდე "შავღელეთი" გვაშინებდა. თან ზუგდიდიდან ასე 14.00-ზე გავედით. ჩემი გათვლებით მესტიაში 19.00-ზე უნდა ჩავსულვიყავით.
"შავღელეს" მიდამოებში ასეთი ხედია. ისეთი საშინელი არაფერი იყო გზაზე მაგრამ ხალხის გადმოსმა მანქანიდან მაინც საჭირო გახდა რომ გლუშიტელი იქ არ დაგვეტოვებინა.

მესტიაში 19.20-ზე ჩავედით. სასამართლოს შენობასთან გავჩერდით და ეგრევე ვიღაც ბიჭმა ფანჯარაში თავი შემოყო, დიმა რომელიაო. თურმე დიმას ძმაკაცის ჯგუფელი გოგი მარგველანი იყო. 1 კვირაა გველოდებოდა და ემზადებოდა ჩვენი ჩამოსვლისთვის.
ბევრი რომ არ ვილაპარაკო იქბვე გაირკვა რომ ლექსოს სოფელი კალა ლამის უშგულთან ყოფილა და გზები იქით ძაან ცუდი იყო. მესტიაში ორი ოჯახი გვიპირებდა დატოვებას. გოგი კიდე იქვე 7 კილომეტრში (რომელის 11 აღმოჩნდა სინამდვილეში) სოფელ მულახში გვეპატიჟებოდა. საბოლოოდ ჯერ მესტიაში ვიქეიფეთ მოსამართლის თანაშემწის ზაზა დევდარიანის ოჯახში. მერე კიდევ ღამე მულახში ავედით. გოგის ოჯახში. პირველი შოკი იყო ის რომ იქ კომპიუტერი ვნახეთ. მარა ინტერნეტი არ გვაქვსო. იქაც ცოტა ვიქეიფეთ და ღამე 3 საათზე დავიძინეთ. დილას ისევ მესტიაში უნდა მივსულიყავით და მერე კალაში ასვლა უნდა გვეცადა და ღამე ლექსოს სახლში გაგვეთენებია.
დილით ამინდი გამოკეთდა და ადრე გაღვიძებულმა აი ასეთი ხედები გადავიღე
ეს თუ არ ვცდები მეპტაშის მთაა. სამხრეთითაა

გოგის სოფელი სინამდვილეში მულახი არაა. სვანეთში გავრცელებულია სოფლების თემებად გაერთიანების პრინციპი. რუკაზე ვერ ნახავთ ვერც მულახს, ვერც კალას და ვერც უშგულს ან ბეჩოს. ეს სწორედ თემების სახელებია. მულახის თემში 5-ზე მეტი სოფელი შედის. ჩვენ სოფელ ჭოლაშში ვიყავით
ეს კი ხედი უკვე კავკასიონისკენ. სადღაც მანდ მთებში 2000 მეტრ სიმაღლეზე ტბა არის.

კიდე ხედები

მაგრამ მთავარი ბოლოსკენ მოვიტოვე. მზე აქ თეთნულდიდან ამოდის. სვანები მას თვეთნულდს ეძახიან
