ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by Mta Mkvarebia » 10 აპრ 2008, 21:36

სტეფანწმინდა სულ უფრო დაბლა რჩება, გერგეთი თანდათან ახლოვდება
Image

მორიგი შესვენებისას
Image

Image

ეს შატილიონკა რეკავს
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by Mta Mkvarebia » 10 აპრ 2008, 21:46

აღმართ-აღმართ გზის მოჭრის შემდეგ, სამანქანო გზას დავადექით, ტYეში შევედით და თოვლმა იმატა

Image

Image

Image

ეს უკვე ბელჯი რეკავს
Image

მერე მივხვდით რომ გზა საკმაოდ გაგვიგრძელდებოდა და კვლავ მოკლეზე მოჭრა გადავწყვიტეთ, მაგრამ თოვლი ძალზე ღრმა იყო, ზედა ფენა კი იყო გაყინული და ფრთხილად კი ვაბიჯებდით გაკვალულ ნაფეხურებში მაგრამ მაინც ვერ უძლებდა თოვლი სიმძიმეს და წელამდე ვეფლობოდით. მანამდე თოვლის ქვეშ დამალულ საკმაოდ მოზრდილ გუბეში ჩავტოპე და მუსიკალური ჭყაპ-ჭყუპის თანხლებით ვაგრძელებდი გზას.

ეს აღმართიც ავიარეთ

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by Mta Mkvarebia » 10 აპრ 2008, 21:57

გამოჩნდა.. ულამაზესი, დიდებული, ნისლის მანდილით დამშვენებული

Image

Image

ზვიოს რომ მეტანიებს არ აკეთებს, მიხვდით ალბათ, თუმცა ადგილი კია ლოცვისთვის შესაფერი

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by Mta Mkvarebia » 10 აპრ 2008, 22:07

ცნობები გერგეთის შესახებ:

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი IV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული.

ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა წამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო“. მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის“ ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.

მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: „წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო“. ასეც მოქცეულან და ყველანი - ცხენით თუ ფეხით - ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.

უძველესი დროიდან სამების ტაძრის ყმებად გერგეტეველები ითვლებოდნენ. მათ ჰქონდათ ეკლესიის მოვლა-პატრონობის პატივი. მიმდებარე მიწები მთლიანად მონასტრის საკუთრებას წარმოადგენდა. ჩვენი ქვეყნისათვის სახიფათო და განსაცდელებით აღსავსე წლებში ეკლესიის უდიდეს სიწმიდეებს, მათ შორის, წმიდა ნინოს ჯვარს და მაცხოვრის სამსჭვალს გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი იცავდა.

კომუნისტური მმართველობის ხანაში საქართველოში სრულიად ჩაკვდა სულიერი ცხოვრება, ჩვენში სარწმუნოების აღორძინება და ბერ-მონაზვნური ცხოვრების გამოღვიძება მისი უწმიდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების შემდეგ დაიწყო. შეუძლებელია, ეს სულიერი გამოღვიძება მის მშობლიურ კუთხეს, ხევსაც არ შეხებოდა. მისმა უწმიდესობამ 1980 წლის 16 ივლისს გერგეტის სამებაზე წირვა აღავლინა და ამ დღეს სიყვარულის დღესასწაული უწოდა. მას შემდეგ სრულიად საქართველო ზეიმობს გერგეტის სამებობას.

მისი უწმიდესობა ყოვლწლიურად ესტუმრება ხოლმე მშობლიურ ხევს და მოილოცავს მის სიწმიდეებს. თუმცა გერგეტის ტაძარი ყოვლადწმიდა სამების სახელობისაა, აქ მარიამობის მიძინების დღესასწაულსიც (15 ( 28 ) აგვისტო) დიდი ზეიმით აღინიშნება. ერთხელ, როდესაც მორწმუნე მრევლი ჩრდილო კავკასიიდან ფეხშიშველი მოდიოდა წმ. სამების მოსალოცად, მორწმუნეების თავზე ცა გაიხსნა, ღვთისმშობელი გამოეცხადათ და დალოცა მართლმადიდებელი მრევლი.

დღეს აქ მამათა მონასტერი შენდება და ბერები მოღვაწეობენ.


2002 წლის 16 ივლისს, წირვის შემდეგ მისმა უწმიდესობამ ბრძანა: „დღეს საოცარი დღესასწაულია. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული არის მარადიული და აი, მარადიული სიყვარულის დღესასწაულია დღეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა აქ მოსვლისა და ამ სიყვარულთან ზიარებისა. ღვთის სიყვარულში გავეხვიეთ სულყველა, ღვთის სიყვარულმა მოგვიყვანა აქ და ღვთის სიყვარულმა გაათბო ჩვენი გულები. ყველას გილოცავთ სიყვარულის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს თავისი სიყვარულით სრულიად საქართველო. ამინ“.

ისტორიული ცნობები და არქიტექტურა

„აღმოსავლეთიდამ არაგუს ერთვის... აჩხოტის ხევი. ამის ჩრდილოთ არს სტეფან-წმიდა, დაბა კარგი.
... დასავლით არის გერგეთი, არაგუს იქით კიდესა. ზეით ამისსა არს, მყინვარის კალთასა ზედა, მონასტერი სამებისა, გუმბათიანი, მცხეთის სამკაულის სახიზრად, სადაცა ესსუენა ნინოს ჯვარი, შუენიერნაშენი, შუენიერს ადგილს“. (ვახუშტი ბატონიშვილი)

გერგეტის სამება ყაზბეგის რაიონში (ძვ. სტეფანწმინდა) მდ. ჩხერის ნაპირას, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე მდებარეობს (სხვა ცნობების მიხედვით 2070 მეტრზეა). ტაძარი ლანდშაფტთან შერწყმითა და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია. კომპექსის ეკლესია და სამრეკლო იმგვარადაა განლაგებული მაღალი მთის წვერზე, რომ თერგის ხეობიდან შთამბეჭდავად იკითხება მყინვარწვერის ფონზე მკვეთრად გამოკვეთილი ტაძრის სილუეტები, რომლისთვის თვალის მოწყვეტა თითქმის შეუძლებელია. ამიტომაც, ადრიდანვე, ხევის უმთავრეს სალოცავს, რომელიც ხშირად მთის თეთრ ღრუბლებსაა შეფარებული, თავისი მშვენიერების გამო „ხევის პატარძალს“ უწოდებენ. გერგეტი იმითაცაა გამორჩეული, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთადერთი გუბმათოვანი ტაძარია. წყაროთა უწყებით სამება სამონასტრო კომპლექსი ყოფილა. დღეისათვის კი ძველი მონასტრიდან შემორჩენილია გალავნით შემოსაზღვრული: ყოვლადწმიდა სამების სახელობის გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და ტაძრის სამხრეთ ფასადზე მიშენებული მცირე ზომის საბჭეო (საბჭეოში მთის ძველი ჩვეულების თანახმად, უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტის ორგანო გახლდათ).

ტაძრის აგების თარიღი უცნობია, არც მის მშენებლებსა და მშენებლობაზეა შემონახული ცნობები. მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX ს. ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წ. სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ.

გერგეტის სამება საშუალო ზომის ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ტაძრის გეგმა გარე სწორკუთხედშია მოქცეული. მას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთ შესასვლელი შესამჩნევად განიერია დასავლეთისაზე. ტაძრის ინტერიერში აშკარად იგრძნობა გუმბათის ყელისა და ქვედა ტანის პროპორციათა შეუსაბამობა. ზომებით ისინი ერთი-ერთზეა, რაც ეპოქის დამახასიათებელი ნიშანია (XIV-XV სს.) და მსგავსი პროპორციულობა იმ პერიოდის სხვა ტაძრებზეც აღინიშნება. წინა პერიოდის სხვა არქიტექტურულ ძეგლებში გუმბათის დიამეტრის შეფარდება დანარჩენ ნაწილებთან გაცილებით ნაკლებია, თუმცა ტაძრის გუმბათი მაღალია, რომელზედაც პროპორციის დაუცველად არის განლაგებული პატარა სარკმლები.

ეკლესიის საკურთხეველი საკმაოდ ღრმაა, რომლის შუა ადგილზე დგას წმიდა ტრაპეზი. იგი თავდაპირველი, ტაძრის აშენების დროინდელი უნდა იყოს. საკურთხევლის მარჯვნივ და მარცხნივ თითო ოთხკუთხა სათავსია, სამხრეთით - სადიაკვნე, რომელიც ცენტრალურ ნაწილთან სწორკუთხა კარითაა დაკავშირებული, ჩრდილოეთის მხარეს კი - სამკვეთლო. სამკვეთლო თითო კარით უკავშირდება საკურთხეველს და დარბაზს. სადიაკვნეს პატარა სარკმელი სამხრეთის მხრიდან აქვს გაჭრილი, როგორც წესი მსგავს შემთხვევებში სარკმელი აღმოსავლეთიდან უნდა იყოს, მაგრამ ოსტატს, როგორც ეტყობა, სარკმელი სამხრეთის ფასადის მორთულობისთვისაც გამოუყენებია. სამკვეთლოს სარკმელი კი აღმოსავლეთიდან აქვს გაჭრილი. სადიაკვნესა და სამკვეთლოს ზემოთ თითო სათავსია, ე.წ. სამალავები, საიდანაც კონქსზედა სივრცეში შეიძლება მოხვედრა. ორივე სათავსი აღმოსავლეთის მხრიდან ნათდება თითო პატარა სარკმლით. ტაძარი ასევე გამოირჩევა სამალავთა სიმრავლით და მის ყველა მონაკვეთს აქვს დიდი ან პატარა მეორე სართული: გვერდით ნავებს, საკურთხეველს, დასავლეთის მკლავისა და მცირე ზომის გვერდითი ჯვრის მკლავებითაც კი. ფაქტიურად ეკლესია ორსართულიანია და მისი მეორე სართული უცხოსთვის შეუმჩნევლად არსებულ საკმაოდ დიდ სამალავ სივრცეს წარმოადგენს, რაც ტაძრის თავდაცვით ფუნქციასაც მიანიშნებს არა მარტო ამ კუთხის მოსახლეობისა და საეკლესიო სიწმინდეებისათვის, არამედ ქართლის ბარისთვისაც. ვახუშტის უწყებით, იგი ადრიდანვე, „...მცხეთის სამკაულის სახიზრად“ ითვლებოდა და გარკვეულ დროს მტერთა შემოსევისას, „აქ ესუენა ნინოს ჯვარიო“.

ტაძრის შიდა სივრცეს ძირითადად ცენტრალური ჯვრის მკლავები და მათზე აღმართული გუმბათი ქმნის. ჯვრის მკლავებიდან გვერდითებს ორჯერ აღემატება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ღრმა მკლავები. თვითონ გუმბათი კი დაყრდნობილია საკურთხევლის კუთხეებზე და დასავლეთით თავისუფლად მდგარ ორ სვეტზე. გუმბათის ყელი მეტად მაღალია, მას სიმაღლეს მატებს ზემოთ არსებული სამალავების გამო სარკმელების დიდ სიმაღლეზე მოთავსება, თუმცა გარედან აღნიშნული ასიმეტრიულობა არც კი შეინიშნება.

გუმბათის ყელი ათწახნაგოვანია. თითოეული წახნაგი ცალ-ცალკეა და თაღებითაა შემოფარგლული. სარკმლების შემომყოლ ორნამენტოვან არშიას გარს უვლის შეწყვილებული ლილვი, რომელიც ეყრდნობა ბურთულებიან კვადრატებს. გუმბათზე სარკმელთა რაოდენობა ხუთია, ისინი ათ წახნაგზე თითოს გამოტოვებით მდებარეობენ, მათ შორის კი ცრუ სარკმლებია განლაგებული.

გუმბათი თავდაპირველი სახით არ მოღწეულა, იგი რაღაც მიზეზით დაზიანებულა და შემდეგ აღუდგენიათ. შიგნით გუმბათი თავიდან თლილი ქვით ყოფილა ამოყვანილი, ხოლო რესტავრაციისას გუმბათის კამარა მთლიანად აგურით აღუდგენიათ, გარედან კვლავ ძველი ქვები არის გამოყენებული.

ტაძრის ინტერიერს გუმბათის აღნიშნული ხუთი პატარა სარკმლის გარდა, ანათებს ჯვრის ყოველ მკლავში მოთავსებული თითო სარკმელი, ამდენად შიდა სივრცისათვის სინათლის წყაროს აღნიშნული ცხრა სარკმელი წარმოადგენს, რაც ბუნებრივია, საკმაოდ მოზრდილი ტაძრის გათენებისათვის საკმარისი არ არის. თუმცა მკვლევართა მიერ ტაძარში ასეთი „ამოღამება“ იმ პერიოდის არქიტექტურული სტილის გამოხატულებადაა მიჩნეული, როდესაც აიგო სამების ეკლესია. ეპოქის დამახასიათებელ ნიშნადაა ასევე მიჩნეული ტაძრის ფასადებზე მორთულობის ნაკლებობა და რაც არის, იმის უმრავლესობის კედელში ჩაფლულობაც. ეს ყველაფერი კი ფასადთა გაშიშვლების გამოწვევაა. თუმცა გერგეტის ტაძრის სხვათაგან გამომრჩევ ნიშნად მის ოთხივე ფასადზე არსებული სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჯვარია. მათგან კი აღმოსავლეთ კედელზე არსებული ჯვარი გმოირჩევა თავისი დიდი ზომითა და საგანგებო მორთულობით. აღნიშნული ფასადის მცირე ელემენტებიდან ასევე აღსანიშნავია მის ზედა იარუსზე არსებული პატარა სარკმლები. ესენი ფაქტიურად დეკორატიულ ფილებს წარმოადგენენ და მათში სარკმლების დანახვა ჭირს. ჩუქურთმაში ჩამალული პატარა სარკმლები საიდუმლო ოთახების გასანათებლად იყო გამიზნული და მათი ჩუქურთმის დეტალად წარმოსახვაც სწორედ იმ შეფარული მიზნის განხორციელება იყო, რა დანიშნულებაც მას პრაქტიკულად ენიჭებოდა.

ტაძრის არქიტექტურული სტილით, მისი მორთულობით და მხატვრული ანალიზით და სხვ. მკვლევართა მიერ დადგენილია, რომ მისი აგება უახლოვდება საფარის, ზარზმის, ცაიშის გაუმბათოვან და დაბის დარბაზული ეკლესიების მშენებლობას. თუმცა მათ შორისაც არის გარკვეული ინტერვალი, მაგრამ არცთუ ხანგრძლივი და ყველა ერთი ეპოქის, კერძოდ XIV ს. ტაძრებადაა მიჩნეული. მათგან გერგეტი კი ყველაზე უფრო აქეთ, XIV ს. მეორე მეოთხედის მშენებლობად ითვლება.

მრავალგანსაცდელგამოვლილ ხევის მოსახლეობას 70-წლიანი ანტირელიგიური ზეწოლის მიუხედავად ამ მხარის უმთავრესი სალოცავი უპატრონოდ არ მიუგდია. ღვთის მოიმედე აქაური მოსახლეობა ფარულად პატრონობდა ტაძარს და უძველეს ტრადიციებსაც ერთგულად უფრთხილდებოდა. ჩრდილო კარიბჭიდან საქართველოს უპირველეს დამცველ სალოცავში, გერგეტის სამებაში ღვთისმსახურება კვლავაც აღესრულება და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან საეკელსიო დღესასწაულზე ჩამოსულ მომლოცველთა სიმრავლე არ წყდება ხოლმე, განსაკუთრებით კი გერგეტობას, სიყვარულის დღესასწაულზე, რომელიც პეტრე-პავლოიბს მარხვის შემდეგ, 16 ივლისს (ახ. სტ.) იდღესასწაულება.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by Mta Mkvarebia » 10 აპრ 2008, 22:13

ფიგურები გერგეთის სამრეკლოზე
Image

ნახევარი საათის განმავლობაში, რაც ეკლესიაში ვიყავით, ამინდი გაუარესდა და თოვლი წამოვიდა

ნისლში გაეხვა სტეფანწმინდაც
Image

Image

Image

საკმაოდ აცივდა. ბექამ თბილი გულისა და ხელების საშუალებით სცადა გოგოების გათბობა :)

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by Mta Mkvarebia » 10 აპრ 2008, 22:28

მერე დავიწყეთ ქვემოთ დაშვება. ამჯერად მოკლე გზით, სადაც თოვლი აღარ იდო, რადგან ფერდობი მზის სხივებისათვის ადვილადმისაწვდომია და თოვლი დამდნარი იყო.

Image

გოგამ ეს იაპონელი ქალბატონი შეაჩერა და რადგან მარტოკა იყო და გზაც არა მგონია კარგად სცოდნოდა, ჩვენთან ერთად წამოსვლა შესთავაზა

Image

მინუსი ისევ უკან ჩამოგვრჩა და ჩვენც დროდადრო კვლავ "მიშა-მაგარია"-ს გავძახოდით. უკან წამოსვლას რომ ვაპირებდით დაიწუწუნა, ჯოხს თუ ვერ მიშოვით, აქედან ვერ ჩამოვალო. გერგეტის სიმაღლეზე ჯოხის შოვნა ასე ადვილია?! მაგრამ ცოტა ხანში უკან რომ გავიხედე, გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა, ჯოხზე დაყრდნობილი რომ დავინახე, სად იშოვე მეთქი რომ ვკითხე, კარებზე იყო მიყუდებულიო, მიპასუხა :wink: . ნეტა როგორ გაჭირვებულს მოპარა? მაგრამ კეთილი საქმე მაინც გააკეთა, უკვე ჩამოსულმა გერგეთისკენ მიმავალ ბერს მიაწოდა ჯოხი, თან დაეხმარება და თან ეკლესიას დავუბრუნეო გვითხრა. მოკლედ მაგარი ექსკლუზივია ეს მინუსი....

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by Mta Mkvarebia » 10 აპრ 2008, 22:40

ამ ადგილას შევჩერდით და წავიხემსეთ

Image

Image

Image

მწვანე საწვიმარში რომ ბიჭია ადგილობრივი მცხოვრებია, ისიც გერგეთიდან ეშვებოდა და დავემგზავრეთ. ირაკლი ერქვა და აბა თუ მიხვდებით რა გვარი იყო? ... ფიცხელაური :wink:

ჰო, ჩვენმა სტუმარმა ქალბატონმა ცოტა შეგვაშინა. არაყი რომ დავალევინეთ კინაღამ კრუნჩხვებში ჩავარდა, მაგრამ მერე მოეწონა და ჭიქაზე ხელი ვერ გავაშვებინეთ. აი რომ დათვრა მაშინ უნდა გენახათ, ცეკვა-ცეკვით რომ ჩამოდიოდა ქვემოთ. ბიჭებმა თქვეს, ასე ხომ არ დავტოვებთ მივაცილითო, მაგრამ სახლში იმას მის მდგომარეობაში რა დააკავებდა, სნოშიც გამოგვყვა, მერე საფეხოსნო მარშრუტზეც შემოგვიერთდა და ფანშეტის კოშკებზე და გორაკებზეც ჩვენთან ერთად იხტუნავა.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by Mta Mkvarebia » 10 აპრ 2008, 22:52

რადგან დრო საკმარისად გვქონდა და დაღლას ვერ ვგრძნობდით (ზოგიერტები :wink: ), მინიბუდსი დავიქირავეთ და სნოს ხეობაში წავედით

წმ. გიორგის სახელობის ტაძარი.ახალი აშენებულია თუ განახლებული არ ვიცი. მხოლოდ სურათზე შევამჩნიე ზემოთ კლდეზე რაღაც ეკლესი დგას. ნეტა ვინმემ თუ იცის რა ტაძარია?

Image
მომეწონა კარები. შიდა მხარეს წმ. გიორგის წამების ფრაგმენტებია, გარეთ კი ეს წმინდანი და წმ. ნინოა გამოსახული

Image

Image
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by tiko_r » 10 აპრ 2008, 22:55

მაგარი ექსკლუზივია ეს მინუსი....

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: კარგია.. სახალისოა... ოღონდ მცირე დოზებით და ცოტ-ცოტა



მომეწონა რეპორტაჟი... აი ნისლი კი არ მომეწონა :roll:

ძალიან მინდა ყაზბეგში.... 1 კვირა მინიმუმ

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by Mta Mkvarebia » 10 აპრ 2008, 22:59

სნოს ციხეზე

Image

Image

Image

Image

Image
Image


User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by Mta Mkvarebia » 10 აპრ 2008, 23:03

tiko_r wrote:
მაგარი ექსკლუზივია ეს მინუსი....

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: კარგია.. სახალისოა... ოღონდ მცირე დოზებით და ცოტ-ცოტა
გუშინდელს და გუშინწინდელს მცირე დოზას ნამდვილად ვერ დავარქმევ, უფრო "პერედოზიროვკა"-ს ჰგავდა :wink: , საბედნიეროდ ყველაფერი უმსხვერპლოდ დასრულდა, თუმცა იყო მცდელობა და გელოდიც ცოტა შეგვიშინდა :wink:

tiko_r

რა მაგარი ყოფილა ზაფხულშიც!... რა ყვავილებია!..მინდა!
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by tiko_r » 10 აპრ 2008, 23:10

იაპონელ ქალს... რა უნდოდა ნისლიან უკაცრიელ გერგეთზე? მარტოს?

:shock:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by Mta Mkvarebia » 10 აპრ 2008, 23:15

შიოლა ღუდუშაურის სახელობის სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრი. შიოლა ღუდუშაური პატრიარქის წინაპარი იყო. გადმოცემის თანახმად, მან ტყვეობიდან გაათავისუფლა ვახტანგ გორგასლის და გურანდუხტი და მეფემ მადლობის ნიშნად სოფელი სნო უწყალობა. ვაზანომ ამ ისტორიის საინტერესო ინტერპრეტაცია იცის :wink: უახლოეს ლაშქრობაში მოგიყვებათ :)

Image

Image

ვახტანგ გორგასლის სახელობის ახლადაშენებული ერთადერთი ეკლესია საქარველოში. ალბათ დამეთანხმებით, ულამაზესი ტაძარია.

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by Mta Mkvarebia » 10 აპრ 2008, 23:27

tiko_r wrote:იაპონელ ქალს... რა უნდოდა ნისლიან უკაცრიელ გერგეთზე? მარტოს?

:shock:
როგორც გოგამ და ნაიამ აღნიშნეს სულით ნამდვილი კარველი იყო. უნდა გენახა რა გახარებული იყო. სულ It’s a perfect day-ს იძახდა.

მე ნაიამ, გოგამ, და იუნიმ გზა ფეხით გავაგრძელეთ. დანარჩენები მინიბუსს გაჰყვნენ.

Image

Image

მდინარის გადაღმა სოფელი ფანშეთი და საქანაშვილების ციხე დავინახეთ. რა თქმა უნდა ახლოდან დათვალიერების სურვილი გაგვიჩნდა. იუნიც აღფრთოვანდა იდეით.

ხიდზე, ციხის ფონზე
Image

Image

Image

Image

ციხეზე ძროხები შევნიშნეთ. საერთო დაკვირვებების შედეგად დავასკვენით რომ ყაზბეგში ძროხებიც კი ალპინისტები არიან, ისეთ მიუვალ ადგილებში ვხედავდით რომ გვიკვირდა.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]