ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
vazano
მაწანწალა
Posts: 634
Joined: 19 მარ 2008, 11:18
Location: iq sadac ocneba ercymis realobas
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by vazano » 10 აპრ 2008, 18:45

Tamusia
როდეს გათენდეს არყისფრად დილა,
თერგს დახურვიან მთანი მაღალნი.
გერგეთს ახველი აჰხედე მყინვარს
აღგიხდებიან შენ ოცნებანი.
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 10 აპრ 2008, 19:03

Varvara wrote: გაიხარე, კარგი ხარ რომ ჩათქმული საქმე ბოლომდე მიიყვანე.
ყველამ 1ად შევძელით.
მარტო კაცი ვერაფერს გახდება.
ისე კი, ძნ მინდოდა, თქვენც ყოფილიყავით გერგეტზე
Ninukala wrote:
გოგა ეს ფოტო ძაან მომეწონა... :)
გმადლობ ნინუკალა.
დარწმუნებული ვარ, ყაზბეგში რომ ყოფილიყავი, ბევრ ლამაზ სურათს
თავადვე გადაიღებდი
navigator wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მადლობა სურათისთვის, ერთხელ მაინც მოვახერხებ და გამოვნახავ დროს, რომ ბოლო ბოლო ჩავაღწიო ყაზბეგამდე :D
მეც სიამოვნებით შემოგი1დები.
ივნისის ბოლოდან მშვენიერი ხედებითა და ფერებით შეიძლება დატკბობა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
kolxi gogo
მაწანწალა
Posts: 362
Joined: 18 იან 2008, 18:06
Location: Kolxeti
Contact:
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by kolxi gogo » 10 აპრ 2008, 19:11

მონატრებულო ხალხო! რა შთამბეჭდავი სურათებია! ვერა, ვერა ვარ მაგარი, რომ ამ ლაშქრობამაც ასე უჩემოდ ჩაიარა! ჩემი სურვილი ("გამარჯობა საქართველოს" მიერ გაღვივებული )ყოველ სეზონზე ვიხილო გერგეტის სამება მომავალ წლამდე სურვილად რჩება! მე მიხარია, რომ თქვენ გაიხარეთ!

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by meore monadire » 10 აპრ 2008, 20:03

ერთი ორ ფოტოს მეც დავტოვებ ამ თემაში :)

გერგეთის სამება
Image
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by meore monadire » 10 აპრ 2008, 20:07

ეს კი ის ადგილია, ზვიომ და გოგამ რომ დადეს უკვე

მაგრამ ჩემ მობილურს მეტი ახლოს მოტანა არ შეეძლო, ასე რომ :)

Image
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by meore monadire » 10 აპრ 2008, 20:11

ნისლი და ნისლს იქით მყინვარი

Image
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by meore monadire » 10 აპრ 2008, 20:13

ჯვარი და ჯვარს იქით ყაზბეგი...

Image
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

ninia-gogo
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 01 აპრ 2008, 22:39
Location: Tbilisi
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by ninia-gogo » 10 აპრ 2008, 20:14

მიხარია, რომ იყავით და დატკბით ყაზბეგის ბუმბერაზი მთების ხილვით!
არ შეუშინდით თოვლსა და წვიმას!

მე კი გული მწყდება,რომ ვერ შევძელი წამოსვლა!
იქნებ ზაფხულში მოხერხდეს წასვლა!

ფოტოები კიდევ დადეთ რაააა

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by Mta Mkvarebia » 10 აპრ 2008, 20:57

მთელი დღე ვფიქრობდი, ნეტა თემა გაიხსნა, თუ არა მეთქი :D . მართლა დაუვიწყარი გასვლა იყო, ამინდის მიუხედავად. ნისლმა, წვიმამ და თოვლმა ვერ შეძლო შთაბეჭდილებების გახუნება, მართლაც ამინდა რა მნიშვნელობა აქვს, როცა ისეთ მადლიან ადგილას ხარ?

სურათები კიდევ იქნება, რა თქმა უნდა, თუმცა მეტნაკლებად ერთნაირი ხედებით, მაგრამ მოგვიტევეთ, თავად ითხოვთ. :wink: მე მაგალითად გერგეთის მილიონი სურათი რომ ვნახო ერთად, არ მომბეზრდება. თემიდან გამომდინარე, ზვიოს ყელგამოწეული ვთხოვ გოგას მიერ დადებული პირველი ანარეკლებიანი ფოტოს მისეული ვარიანტი დადოს, როგორც მახსოვს, ზვიომ რომ გადაიღო, მაშინ ნისლი გაფანტული იყო და ანარეკლში უფრო კარგად ჩანდა გერგეთი. თუმცა ნისლიანი საბურველითაც არანაკლებ ლამაზია გოგას ფოტოზე :) .

ახლა თავად ლაშქრობაზე. იმდენად მინდოდა წასლა, რომ ბოლო მომენტამდე მეშინოდა, რამეს არ შეეშალა ხელი. ძალიან დამწყდა გული რომ ნაწილი სიიდან ამოეწერა. 7 საათზე სამთო ქიმიასთან გასაცილებლად ნამცეცუნა, ლეგენდა, ილია და მეკო რომ მოვიდნენ, (მაშინ როცა ჯერ წამსვლელების ნახევარი არ იყო ადგილზე), გამცილებლები რიცხვით გვჭარბობდნენ და ვხუმრობდით ხელისმოსაკიდებელი ადგილი აღარ დაგვრჩა-თქო ვხუმრობდით :wink:

ყაზბეგში ღამის 11 საათისთვის ჩავედით. ამ გასვლის უდიდესი მინუსი ის იყო, რომ ღამით ვიმგზავრეთ (გზის ჩაკეტვის გამო სხვანაირად არც შეიძლებოდა) და ჯვრის უღელტეხილისა ულამაზესი ხედებით ვერ დავტკბით. თავი ზღაპარში მეგონა, ჩამოწოლილი ზვავის ორ და ზოგან სამმეტრიან ჯებირებს შორის რომ გვიწევდა გაძრომა, გელოდიმ ის ზვავიც გვანახა, ორი კვირის წინ ყაზბეგის მიმართულებით დაგეგმილი მაგრამ გუდაური-ვარძიაში განხორციელებული ლაშქრობის დღეს რომ ჩამოწილილა. შთამბეჭდავი იყო.. კარგად გადავრჩენილვართ :)

გელოდიმ მიგვიყვანა თავის მყუდრო, საკმაოდ კომფორტულ, 4 (!) ოთახიან ბინაში, სადაც კი არ თბილოდა, ცხელოდა. ყველამ აღნიშნა, რომ პირველად ნახა სადარბაზოში გათბობა, სადაც წუთში გააშრეს დასველებული ტანსაცმელი. დავბინავდით, ვივახშმეთ, მერე მასპინძელმა დაგვტოვა და თავის სოფელში გორისციხეში წავიდა მშობლებთან. ნინია-გოგოს და წამოსვლის სხვა მსურველების საყურადღებოდ, ვისაც საძილე ტომარა არ ჰქონდა და იმიტომ შეიკავა თავი: ნეტა წამოსულიყავით, უამრავი საბანი და ლეობი დაგვხვდა ბინაში :( ,ზვიოს მინუსს მიშას სართულებად დაწყობილ საბნებზე принцесса на горошине-სავით ეძინა. მაინც შეგვაღონა თავისი მეფურ წარმომავლობაზე საუბრით თავი და მუხუდოს მარცვალი რომ გვქონოდა, ხომ გაირკვეოდა მისი ცისფერსისხლიანობა მითია თუ რეალობა :wink:

დილით რომ გავიღვიძე და ფანჯრიდან გავიხედე, გავოგნდი: ნისლში გახვეული ბუმბერაზი, თოვლის ლაქებით აჭრელებული მთები. მაშინვე ვაჟა-ფშაველას "ნისლი ფიქრია მთებისა" გამახსენდა.

ესეც ჩვენი მასპინძლის სახლი, ამ მთების ფონზე
Image

Image
Image


User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by Mta Mkvarebia » 10 აპრ 2008, 21:06

სანამ გერგეთის გზას დავადგებოდით ყაზბეგის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მე-16 საუკუნის ეკლესია მოვინახულეთ. იმავე ეზოში მდებარეობს ალ. ყაზბეგის საფლავი და მუზეუმი
Image
ალ. ყაზბეგის საფლავი.
Image

Image
Image


User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by Mta Mkvarebia » 10 აპრ 2008, 21:12

ეკლესიის ეზოში

Image

Image

ერთი ნიმბი აკლია მხოლოდ :wink: (გვითხრა, უბრალოდ ვერ ხედავთო :roll: )
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by Mta Mkvarebia » 10 აპრ 2008, 21:23

მაგრამ გერგეთი გვეძახდა

Image

Image

გავუდექით გზას

Image

Image

Image

ნეტა ეს რა კოშკია, ვინ იცის?
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Post by Mta Mkvarebia » 10 აპრ 2008, 21:29

გზადაგზა ვისვენებთ.

ვაზანოი

Image

Image

ერთადერთი ვინც უკან რჩებოდა მიშა იყო. მოგეხსენებათ მეფეები საკუთარი ფეხით მხოლოდ განსაკუთრებულ ადგილებში დადიან :wink: მართალია ჩვენსავით ზურგჩანთა არ ამძიმებდა, სამაგიეროდ მუცელჩანთა :wink: არ აძლევდა საშუალებას დაგვწეოდა და ჩვენც ძალ-ღონის მოსაკრებად დროდადრო ვუმღეროდით "დარია თუ ავდარია, მიშა მაგარია". მიშას რამდენად შველოდა ჩვენი საგულშემატკივრო შეძახილები არ ვიცი, მაგრამ ადგილობრივებს რომ ნაციონალების შტაბიდან მოგზავნილები ვეგონეთ, ფაქტია

Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]