Page 1 of 13

ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Posted: 10 აპრ 2008, 01:29
by GAMARJOBA SAKARTVELO
1. რეგიონი:
ადმინისტრაციულად - მცხეთა-მთიანეთი, ყაზბეგის რაიონი.
კუთხე: ხევი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ყაზბეგი-გერგეტი-ყაზბეგი-სნო-ყაზბეგი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
32 სთ, ღამისთევით

4. სირთულე:
ყაზბეგი-გერგეტი დიდთოვლობის გამო - რთული,
სნო-ყაზბეგი - მარტივი

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
გერგეტის სამებასთან სოფელი გერგეტი, დაბა სტეფანწმინდა,
სოფელ სნოსთან - აჩხოტი

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-ყაზბეგი -150 კმ, ყაზბეგი-სნო 6 კმ

7. ფეხით გავლილი მანძილი:
ყაზბეგი-გერგეტის სამება-ყაზბეგი საბილიკეს გამოყენებით - 7 კმ, სნო-ფანშეთი-ყაზბეგი - 4 კმ

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
ალექსანდრე ყაზბეგის საგვარეულო ეკლესია და იქვე მდებარე მუზეუმი ყაზბეგში,
გერგეტის სამება ულამაზესი მთიანი, მათ შორის - მყინვარწვერიანი ხედებით

9. საბანაკე ადგილები და 10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
(9-10 კითხვებს ვა1ანებ) გერგეტის სამებასთან მამების მიერ დაბანაკება არაა ნებადართული.
დაახლოებით 300 მეტრში, ტყის სიახლოვეს გაკარვება შესაძლებელია.
სოფელ გერგეტისა და სამების საბილიკეზე, ხუციშვილების მცირე სასაფლაოსთან ცივილურად მოწყობილი
საქეიფო და საბანაკე ადგილია, აქვეა წყაროც. წყალი მოდის გერგეტის სამების ეზოში, მამების სენაკებთანაც

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
განსაკუთრებული არაფერი. მარტ-აპრილში გუდაური-კობის გზა ზვავსაშიშროების გამო, 11:00დან 17:00მდე იკეტება ხოლმე.
სასურველია ნასვამ მოხევეებთან თავის არიდება

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
ყაზბეგი ტურის 2განიზება
Tel.: 330170
Mobile: 899-515335
E.mail: gsanadiradze@wwfgeo.org.ge

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში,
შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:


ყაზბეგის რაიონი ბუნებისგან ისე უხვად არის გალამაზებული, მრავალი დღეც არ იქნება საკმარისი სრულად სანახავად.
ახლო-მახლოს კი შეიძლება ინახოს:
ყუროს მთა იქვე, დარიალის ხეობა (ყაზბეგიდან 18-20კმ), თრსუსოს ხეობა (20 კმ), სნოს (6კმ) კოშკი და ეკლესიები, მათ შორის
საქართველოში ვახტანგ გორგასლის სახელობის 1ად1 ეკლესია, აგრეთვე, აჩხოტის ეკლესია (4კმ), სიონის ეკლესია
ძველი კოშკით (5კმ), ხოლო ფანშეთის კოშკები თერგის მარცხენა სანაპიროს (4 კმ)

14. რუქა:
http://www.ewpnet.com/trip_maps/kazbek.htm (მშვენიერი რუქაა)
http://wikimapia.org/#lat=42.657602&lon ... =0&m=a&v=2
http://travel.yahoo.com/p-map-487993-map_of_kazbegi-i

შენიშვნის სახით:
გერგეტის სამება მყინვარწვერიანად ულამაზესია გამთენიისას.
მზის სხივები 1ლად მყინვარს ეცემა და ხედს ულამაზეს ხდის, რაც ფოტოგადაღებებისთვის მისწრებაა.

ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Posted: 10 აპრ 2008, 01:45
by GAMARJOBA SAKARTVELO
ყაზბეგში, 9 აპრილს 9ნი ვიყავით (დაკვირვებულმა ერი-ერი-თიკო-ერიმ მთაშენკასთან ტელეფონში საუბრით შენიშნა)
1. მთაშენკა
2. ზვიოსული
3. ზვიოს მინუსი - მიშა
4. ნაია
5. ვაზანო.
6. თამუსისია.
7. ნინი 85
8. მეორე მონადირე
9. მე

აქ ზვიოსულმა შენიშნა, რომ მრავალი გასვლის შემდეგ ეს 1ლი შემთხვევა იყო, სადაც თანამგზავრებს
შორის მამაკაცები ქალებს სჭარბობდნენ.

ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Posted: 10 აპრ 2008, 01:45
by GAMARJOBA SAKARTVELO
გერგეტის სამება 2008ის 9 აპრილს, ნისლსა და წვიმაში

Image

Image

ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Posted: 10 აპრ 2008, 01:47
by GAMARJOBA SAKARTVELO
Image

მინიბუსში შთაბეჭდილებების გაზიარებისას, აღმოჩნდა, რომ მსგავსი ხასიათის ფოტო ზვიოსაც გადაუღია.
ჰოდა, ამის მიუხედავდ, ამ ფოტოს მას ვუძღვნი

ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Posted: 10 აპრ 2008, 08:53
by navigator
GAMARJOBA SAKARTVELO
მაგარი სურათებია, კიდევ დადე, თბილისში დარჩენილებმა რომ ვირტუალურად მაინც ვიგრძნოთ იქაური აურა :)

ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Posted: 10 აპრ 2008, 10:00
by vazano
მაგრობა იყო მაგრობა, პროცესით მაგარი ვისიამოვნე-ვიშთაბეჭდილე. იმედნია სურათნი შამოიყრების

ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Posted: 10 აპრ 2008, 10:17
by TuTa
ეჰ რამდენ რამეს მოვაკლდი ამ დღეებში :(

თქვენმა "რა ლამაზი დღეამ" გული საოცრად გამითბო, თითქოს მთელი დღე მაგას ველოდებოდი :) ძალიან მომენატრეთ

ველი გაგრძელებას :wink:

ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Posted: 10 აპრ 2008, 10:19
by Toma
მაგრებო და ყოჩაღებო. :D კარგი საქმე ჰქმენით და ღმერთიც შეგეწევათ.

ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Posted: 10 აპრ 2008, 10:21
by vazano
TuTa
უკეთესი იქნებოდა რომ შემოგვერთებოდი და ლაიFში გვემღერა :))

ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Posted: 10 აპრ 2008, 10:25
by shatilis asuli
GAMARJOBA SAKARTVELO
მოკლედ შესავლები კარგად დაამუღამე :wink:

სურათები შთამბეჭდავია აბა არ დაიზაროთ დააგრძელეთ

ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Posted: 10 აპრ 2008, 10:31
by vazano
ჩემეულ გერგეთულ აღქმას შემოვაგდებ.
ნუ მარშუტით ავბარგდით საღამოს და პატარე შემოგველოცვინა იქაურობა. დილას ერთ სულ სურვილში ადრიანად წამოვიჭერით 3 ნაცნობ მეგობარი. ძლივს წამოიწია ხალხნი, რომ გას გავდომოდით. ნისლ მოეცვა მთანი მაღალნი. და თვალი ვერ, მაგრამ გონება ხედავდა ნისლის უკან მდგარ ცამდე აწვდენილ მთებს, თოვლში თეთრად ჩაფლილებს.
გვუდექით გზასა გერგეთისასა. ხან მოკლე მოკლე ბილიკ გაჭრით ხან კი გზის გაგრძელებით. რამოდენიმე კმ-ში პატარა ნატალახ გზას გავცდით და შევუდექით დათოვლილ გზას. იქ სადაც ყინვისგან შემაგრებული თოვლი ჩვენს სიმძიმეს ვერ უძლებდა წელამდე ვეფლობოდი თოვლში. რაც უფრო დიდ სურვილს მიჩენდა კვლავ წინ გამეწია. რამედენიმე კმ-ში თოვლიც დასრულდა და მზიან მთის თავზე და ფერდობზე გამოჩნდა გერგეთის სამება მთელი თავისი დიდებით.
წარუშლელ დაუღლელი იყო შეგრძნება. ყველაზე სასიამოვნოდ ჩემზე იმან იმოქმედა რომ წვიმა წამოვიდა. მაგრამ მთის წვერზე იგი ყინვას ერთვოდა და პაწაწინა ყინულის ნამსხვრევები ღწევდა ჩვენამდე. შემდგომ იგი თოვლს შეერწყა.
მგონი გამიგრძელ გამიისტორიანდა. მაგრამ მე მაგარი მესიამოვნა ეგ ამბავი. ეს ინ პაწაწინა ისტორიის ნაწილია, რომელიც მე შემესისხლხორცა და რომელიც წარუშლელად ცაიბეჭდა მახსოვრობაში. დანარჩენები იმედია უფრო იკონკრეტებენ და სურათებითა და ტავიანთი შთაბეჭდილებებით შეავსებენ და გადმოსცემენ მთელ იმ სილამაზესა და სულიერ აღმაფრენას, რაც თითოეულმა იქ განვიცადეთ.

ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Posted: 10 აპრ 2008, 10:52
by ZVIOSULI
GAMARJOBA SAKARTVELO

თან რომ არც გეზარება თემის გახსნა და ამდენი ინფოს დადება და თან ფოტოც მამიძღვენ - გაიხარე იტოგში! :D

ესაც გოგრიჩას ჩემგან (ვიშ რა გამოგოთიკებული ხედია, ძედ ძალა მოდის პირდაპირ!!!)
დილით ეს ნისლები რომ ჩამოეცვნე ამ მთებს და სიმაღლეები არ დამანახეს.... მაგრამ ადგილები იჭრებოდა მზერაში მოყინულსალული კლდის დაქანება და ჩემი სიმაღლის ზმანება გადადიოდა, და მიდიოდა, ... და ჩვენ წავედით ...

Image

ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Posted: 10 აპრ 2008, 11:00
by ZVIOSULI
vazano
ოო დიდო კლასიკოსო! მე რომ მოვკვდები ჩემს დიად ცხოვრებაზე შენ უნდა დაწერო 33 ან 34 ტომი!

აი ადამიანოებო რა ხალხში მქონდა საქმე:

დააკვირდით ამათ - ამათთან ერთად ვიყავი - აი იმენნა....

Image

ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Posted: 10 აპრ 2008, 11:05
by vazano
ZVIOSULI

ა ის სათვალიანი ბიჭი მევასვინება, აი მეორის რა გითხრა :))

ყაზბეგი-გერგეტი-სნო ნისლით და წვიმით (2008ის 9 აპრილ)

Posted: 10 აპრ 2008, 11:12
by ZVIOSULI
"მიზანი" უცბაშად გამოჩნდა და არც უნდადა ძალინ რომ გამოჩენილიყო

Image