Page 1 of 7

ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Posted: 07 აპრ 2008, 03:37
by GAMARJOBA SAKARTVELO
1. რეგიონი:
მცხეთა-მთიანთი, მცხეთის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-მუხათგვერდი-ჭილის ტბა

3. ხანგრძლივობა:
ერთი არასრული დღე

4. სირთულე:
საშუალო სირთულის, გრუნტის სამანქანო გზა დაუსრულებელი აღმართებით

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
თელოვანი (1,5კმ), დიდგორი (4კმ), კარსანი (2კმ)

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-დიდუბის ავტოსადგური-მუხათგვერდის სასაფლაო 15 კმ

7. ფეხით გავლილი მანძილი:
8კმ

8. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ობიექტები:
ჭილის ტბა, ნინოწმინდის, წმინდა გიორგის და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები თელოვანსა და კარსანის მხარეს, თელოვნშია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ძვ. წ. XIII - XIIსს. არქეოლოგიური ძეგლი

9. საბანაკე ადგილები:
ჭილის ტბის მიდამოები, მიმდებარე ტყეები

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
უცნობია, სავარუდოდ, სოფლებამდე არ არის

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
წვიმაგაუმტარი სამოსი, რადგან ხშირია წვიმა

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
"კარავის" მოდერატორი ნიკა და თანაფორუმელი, ჭილის ტბის ლაშქრობის რამდენჯერმე მოთავე გურული

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში
შიო მღვიმის მონასტერი 4 კმში, მთიანეთის გამო, რთულად სავალი გზაა
ამასთან, შესაძლებელია თბილისში დაბრუნება სხვა გზით - ჭილის ტბა-თელოვანი-სოფ. დიღომი (ამ შემთხვევაში, მუხათგვერდს გვერდს ვუვლით)

14. რუკა:
რუკა აღებულია მეგობარ ოფროუდერთა ფორუმიდან.
N17ით აღნიშნულია ჭილის ტბა
(უკეთესი რუკის პოვნის შემთხვევაში, მასაც დავდებ)


შენიშვნის სახით:
უტრანსპორტობის შემთხვევაში, მოსახრხებელია დიდუბიდან მუხათგვერდის სასაფლაომდე N69 ავტობუსით მგზავრობა.
ფასი 40 თეთრი. მუხათგვერდიდან თბილისისკენ ბოლო ავტობუსი 17.30ზე გამოდის.

და კიდევ, არსად არაა დასახლებული ადგილებისა თუ ჭილის ტბის მიმართულების აღმნიშვნელი აბრები.
გზა რამდენიმე ადგილას იყოფა.
სასაფლაოდან 800 მეტრში პირველი გამყოფი გზაა. ტბისკენ გადასახვევი მარცხნივაა. შემდგე 2 გამყოფზე
კი ტბისკენ ასასვლელი მარჯვენაა გზაა

ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Posted: 07 აპრ 2008, 03:53
by GAMARJOBA SAKARTVELO
გურულის მოთავეობით, კარაველები ჭილის ტბაზე ისევ ავედით.
ამჯერად მან 5 ფერეიდნელი ქართველი - შოთა, თორნიკე, გელა, ლექსო და ციბრუტივით მოტრიალე ნათია იახლა.
საბოლოო ჯამში 25მდე მოლაშქრე შევიკრიბეთ, რომლთაგან ნაია, გურული, ქეთუნა 4, მე და მოგვიანებით შემო1ებული ზვიოსული უკვე მე2დ ვიყავით.

სქიმიასთან დილის 8ზე შევიკრიბეთ. სამწვადე ვიყიდეთ და 9ზე უკვე N69 სარეისო ავტობუსით მუხათგვერდის სასაფლაოსკენ გავემართეთ.
ნახევარ სთში უკვე ადგილზე ვიყავით. ის იყო, ჭილის ტბისკენ ავიძარით, რომ ოფროუდერთა შეჯიბრების მონაწილეები ჯიპებით წამოგვეწივნენ და შეჯიბრების ეპიცენტრამდე აგვიყვანეს.

იქ ჩვენი სიმაყე კარაველი და ოფროუდერი მაო გვეგულებოდა, რომელიც, ცოტა არ იყოს, ღელავდა.
შეჯიბრება 11.30ზე დაიწყო. მაოს ვუქომაგეთ. მანაც შესარჩევი მონაკვეთი მშვენივრად გაიარა.

მოგვიანეით, როცა ჭილის ტბა ავიღმართეთ, ტორტიც გავჭერით და ჩამოხეულ ბოლბორდებს, იმავე სოფოს, რომელიც ტომასთან და მარიამთან (იგივე "მინდა ვიყო ბატონი გვალვა")1ად შეჯიბრების მსაჯი იყო, დაბადების დღე ტორტითა და სიმღერით მივულოცეთ.
დანარჩენს მოლაშქრეები მოყვებიან

ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Posted: 07 აპრ 2008, 10:37
by tatunia
დაუვიწყარი დღე იყო. ჭილის ტბის ლაშქრობას განსაკუთრებული ეშხი ( კარაველი მეგობრები არ მიწყენენ:)) ) თუ კი ვიტყვი, რომ ნამდვილმა ქართველებმა გაგვილამაზეს:)

დიდი მადლობა სითბოსთვის და სიყვარულისთვის: შოთას, თორნიკეს, ლექსოს, ნათიას , გელას. განსაკუთერებული მადლობა ნათიას მწვადების შეწვისთვის:) თქვენ, რომ გენახათ მართლაც რა საოცარი ენთუზიაზმით ტრიალებდა და იბოლებოდა ცეცხლის გარშემო....:)

გურულს იდეისთვის და ყურადღებისთვის, რომელსაც მთელი მარშრუტის განმავლობაში იჩენდა კარველების და არაკარველების მიმართ:)

ხო კიდევ ულამაზესი ყვავილებით მორთული მდელო იყო. ეხლა საქმეს უნდა შევუდგე. ხო კინაგამ დამავიწყდა, ხარების დღესასწაულს გილოცავთ ყველას!!!!

პ.ს გოგლიკო ფოტოები დადე , ვეჭვობ უმაგრესი იქნება ჩვენი მაოსადმი გულშემატკივრობის ამსახველი დოკუმენტები:))

ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Posted: 07 აპრ 2008, 10:57
by Naia
გუშინდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო ემოციებით: ჯერ ოფროუდერთა შეჯიბრი და მაოს ქომაგობა, მერე ფერეიდნელ მეგობრებთან ერთად ცეცხლის პირას შებოლვა და ბოლოს გაზაფხულ-შემოსული ჭილის ტბა. მოკლედ, ყველას დიდი მადლობა გუშინდელი დღისთვის :)

ახლა რამდენიმე ფოტოსაც დავდებ:

ჭილის ტბა აპრილში:

Image

Image

ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Posted: 07 აპრ 2008, 11:01
by Naia
გზად უამრავი მინდვრის ყვავილი შეგვხდა (ეჰ, ჭუნა სად არ იყავი.... ):

Image

Image

იქაურობა ფურისულებით იყო მოფენილი:

Image

Image

ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Posted: 07 აპრ 2008, 11:06
by Naia
ოფროუდერთა შეჯიბრის ფოტოები:

სამწუხაროდ, მაოს ქომაგობის ამსახველი ფოტოები არ მაქვს, რადგან მაოს გამოსვლის დროს ხელში პლაკატი მეჭირა და 'მაო, მაოს' გავყვიროდი დანარჩენ კარაველებთან ერთად:) ერთადერთი, გოგა იღებდა ამ დროს ფოტოებს და იმედი მაქვს მოგვიანებით დადებს.

ჰო, მართლა, გოგამ და ბილბორდმა მაოს კიდევ ერთი სიურპრიზი მოუმზადეს: ბილბორდმა მაოს საქომაგოდ პლაკატები მოამზადა, გოგამ კი დაბეჭდა და კარაველებს დაგვირიგა. მაომ ამის შესახებ არაფერი იცოდა:) მისი გამოსვლის დროს ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ჩავმწკრივდით და ხელში ეს პლაკატები დავიკავეთ. როგორც მოველოდით, მაომ გვასახელა და მე-3 ადგილი აიღო:) მაო, კიდევ ერთხელ გილოცავ!

Image

Image

ეს მანქანა ცუდად 'შეჯდა' და დახმარება დასჭირდა

Image

ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Posted: 07 აპრ 2008, 11:11
by tamta-tamta
გუშინდელი დღე პირველი იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა უცნობ ადამიანებთან ერთად წავედი სადღაც, მით უმეტეს, სიახლე იყო ფერეიდნელი ქართველები, ვერ წარმოიდგენთ რა სასიამოვნო იყო ყველა თქვენგანთან ურთიერთობა. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, კარველებო, ამ ფანტასტიკური დღისთვის. ფერეიდნელებო, ყველანი ძალიან მიყვარხართ :)

ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Posted: 07 აპრ 2008, 11:12
by Naia
მოგვიანებით ბილბორდი და ზვიო შემოგვიერთდნენ. გოგამ ბილბორდსაც მოუმზადა სიურპრიზი: შოკოლადის ტორტი, რომელზედაც სანთელი დავანთეთ და 'რა ლამაზი დღეა'-ს თანხლებით მივართვით ბილბორდს:)

Image

Image

ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Posted: 07 აპრ 2008, 11:16
by Naia
ნინია-გოგო

Image

ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Posted: 07 აპრ 2008, 11:16
by Naia
მეტი ფოტო აღარ მაქვს. იმედია სხვა კარაველებიც დადებენ თავიანთ ფოტოებს:)

ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Posted: 07 აპრ 2008, 11:59
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO
gaixare magaro adamiano kargad aghwere lashqroba samwuxarod me ver wamovedi :(

qalaqshi ar vikavi :(

ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Posted: 07 აპრ 2008, 12:12
by N67
კარგი და საინტერესო ლაშქრობა გქონიათ :)

ვგიჟდები ამ ყვავილზე :D
Image

ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Posted: 07 აპრ 2008, 12:13
by ilia
ბევრი ფოტოები დაყარეთ რაა,
ძალიან მაგრები ხართ,
გილოცავთ ხარებას!

ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Posted: 07 აპრ 2008, 12:25
by Toma
Naia wrote:მოგვიანებით ბილბორდი და ზვიო შემოგვიერთდნენ. გოგამ ბილბორდსაც მოუმზადა სიურპრიზი: შოკოლადის ტორტი, რომელზედაც სანთელი დავანთეთ და 'რა ლამაზი დღეა'-ს თანხლებით მივართვით ბილბორდს:)

Image

Image
მაგ ტორტის სანთელი წინა დღის ტორტოდან ახეული იყო :D ისე ის ტორტიც სოფოს ეკუთვნოდა :D :D :D

ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Posted: 07 აპრ 2008, 12:26
by ZVIOSULI
ძალიან მძიმე პახმელიის მიუხედავდ დიდიდირმიდან ფეხით ავედი ოფროუდის შეჯიბრამდე
მე ჩემი ფეხები მეამაყება !
იქიდან ჭილის ტბისკენ გავემართეთ მე და იუბილარშამ
ბევრი ფერეიდნელი და ნორმალურად ჩვენები დაგვხდნენ
(ფერეიდნელებმა ბატკნის ან რაღაც მსგავსის მწვადზე შემდგომისთვის ჩვენ ვიზრუნებთო და ტქვე ალკოჰოლზეო!) (გურული ეს ამბავი შენზეა რო ჩვენ არ გაგვემაზოს!)
და მერე ისინი წავიდნენ
მე და კეთიმ და ფოფომ კარტოფილები ვჭამეთ და ..... ფოტოებით ვიზავ დანარჩენს ....


ნამეტნავი იმრესიონისტული იყო ჭილის ტბა გუშინ.... ჩემთვის:

Image