Page 1 of 3

მესხეთი - ,,ბაიების" კომპლექსი, დარნები.

Posted: 04 აპრ 2008, 23:39
by Makena
სამცხეჯავახეთში გახლდით, საოცრად სააინტერესო ადგილის ნახვა მხვდა წილად, და კიდევ ერთხელ მივხვდი თუ სამცხეჯავახეთს რა ცუდად ვიცნობთ.

ახალციხიდან როგორც კი გახვალთ ვარძიისკენ მიმავალ გზაზე, ხიდი შეგხვდებათ,სანამ ხიდზე გადახვალთ მარჯვნივ უნდა შეუხვიოთ და ურაველის ხეობაში აღმოჩნდებით, გზას გააგრძელებთ,გასცდებით სოფელ მუსხის გადასახვევს, ასევე ანდრიაწმინდას ტრაფარეტს და იკითხავთ სოფელ წყორძას გადასახვევს რომელიც მარჯვნივ შეგხვდებათ ასე 3 კმ.ში. ხეობიდან სოფლამდე ცუდი გზაა, 2 ხიდიანი მანქანაა საჭირო.

ეს ადგილი მდებარეობს ურავლის ხეობაშისოფელ წყორძიდან სოფელ კისათიბისკენ მიმავალ გზაზე, მარჯვნივ მდებარე კლდეებში, მას ,,ბაიებს" ეძახიან, თუ რატომ ეძახიან ასე დანამდვილებით არავინ იცის, არის ვერსია რომ ეს კომპლექსი ბაიაშვილების აშენებული უნდა იყოს რამეთუ იქვე ქვემოთ მარცხნივ ნასოფლარი მდებარეობს რომელსაც მოსახლეობა ბაიოღლებს ეძახის (ალბათ ბაიაშვილების თურქული ვარიანტია), ასევე ეს ნასოფლარი ფაგების სახელითაც არის ცნობილი.
თავად ,,ბაიები" კომპლესია, იგი გარემოცულია გალავნით რომელიც ქვის კარით იკეტება, ეს კარი დღესაც ადგილზეა, შიგნით 2 ეკლესიაა(საძვალეც იქვეა), ხოლო ეკლესიების ბოლოში კლდეში (დარნებში)შესასვლელი მცირე ზომის კარია, მე შიგნით შევიხედე, ერთი დიდი ოთახიდან ორი გასასვლელი დავინახე, დარნის შესასვლელში ასევე დიდი ქვის კარი გდია.
ეკლესიის კედელზე ფრესკის 2 ფრაგმენტია შემორჩენილი, ხოლო გარედან ქვაზე გამოკვეთილია ხმალი (დავითფერული?).
რაც შეეხება სიძველეს: ერთი ვერსია ამ კომპლექსს მეთორმეტე საუკუნეს მიაწერს ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით აქ უკვე მერვე საუკუნეში იწყება საეკლესიო ცხოვრება ხოლო თავდაცვის ნაგებობათა სისტემა უფრო მოგვიანებით შენდება.
ქვემოთ ფოტოები.

მესხეთი - ,,ბაიების" კომპლექსი, დარნები.

Posted: 04 აპრ 2008, 23:42
by Makena
Image

მესხეთი - ,,ბაიების" კომპლექსი, დარნები.

Posted: 04 აპრ 2008, 23:44
by Makena
Image

მესხეთი - ,,ბაიების" კომპლექსი, დარნები.

Posted: 04 აპრ 2008, 23:44
by Makena
Image

მესხეთი - ,,ბაიების" კომპლექსი, დარნები.

Posted: 04 აპრ 2008, 23:46
by Makena
Image

მესხეთი - ,,ბაიების" კომპლექსი, დარნები.

Posted: 04 აპრ 2008, 23:48
by Makena
ეს 2 ეკლესია გახლავთ, თლილი ქვითაა აგებული, შიდა კედლად კლდეა გამოყენებული, პირველი ეკლესიის იატაკი ნაწილობრივ ჩანგრეულია და ქვეშ საძვალე მოსჩანს.
Image

მესხეთი - ,,ბაიების" კომპლექსი, დარნები.

Posted: 04 აპრ 2008, 23:52
by Makena
აი საძვალე რომელიც აი ამ ეკლესიის იატაკქვეშაა
Image
Image

მესხეთი - ,,ბაიების" კომპლექსი, დარნები.

Posted: 04 აპრ 2008, 23:56
by Makena
ეს გახლავთ გალავანში შესასვლელი ქვის თლილი კარი, რომლშიც გამოხვრეტილია საჭვრიტინო
Image
Image

მესხეთი - ,,ბაიების" კომპლექსი, დარნები.

Posted: 04 აპრ 2008, 23:58
by Makena
მეორე ეკლესიაში შესასვლელი

Image

მესხეთი - ,,ბაიების" კომპლექსი, დარნები.

Posted: 05 აპრ 2008, 00:00
by Makena
ფრესკის ფრაგმენტები
Image

მესხეთი - ,,ბაიების" კომპლექსი, დარნები.

Posted: 05 აპრ 2008, 00:00
by Makena
Image

მესხეთი - ,,ბაიების" კომპლექსი, დარნები.

Posted: 05 აპრ 2008, 00:01
by Mta Mkvarebia
Makena

მშურს შენი, თამაზ, რა საინტერესო ადგილებში დადიხარ? :D
რა ლამაზი ფრესკებია. 1-ზე წმ გიორგია?

თუმცა, არა ჩაცმულობით არ გავს და შუბიც არ უჩანს, ხელთ რომ ეჭიროს :roll:

მესხეთი - ,,ბაიების" კომპლექსი, დარნები.

Posted: 05 აპრ 2008, 00:02
by Makena
Image

მესხეთი - ,,ბაიების" კომპლექსი, დარნები.

Posted: 05 აპრ 2008, 00:04
by Makena
ქვის გვირაბებში(დარნებში) შესასვლელი

Image

მესხეთი - ,,ბაიების" კომპლექსი, დარნები.

Posted: 05 აპრ 2008, 00:05
by Makena
აქაც ქვის კარია, შიგნით კი ოთახი და 2 გასასვლელი ჩანს.
Image