Page 1 of 22

ვარძია ყაზბეგის (!) გავლით

Posted: 24 მარ 2008, 02:36
by GAMARJOBA SAKARTVELO
1. რეგიონი:
სამცხე, ასპინძის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
ზემო ვარძია-ვარძია-ვანის-ქვაბები-ხერთვისი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
საშუალო

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ზემო ვარძიასთან ძველაჭარული სოფელი მირაშხანი 3 კმ,
ვარძიასთან - (ათვლა თბილისის მხრიდან) თმოგვი 6კმ, ნაქალაქევი 8 კმ, ასპინძა 24 კმ, ახალციხე 58 კმ

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-ვარძია - დაახლოებით 230 კმ

7. ფეხით გავლილი მანძილი:
200-200 მეტრი რთულ მაღლობებზე ვანის ქვაბებამდე და ხერთვის ციხემდე

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
ისტორიული სამცხის უამრავი კულტურული და სულიერი ძეგლები:
ხერთვისისა (მე10 საუკუნეები) და თმოგვის (მე11 ს.) უნიკალური ციხესიმაგრეები,
ზემო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი ((მე11 ს.), ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ((მე12 ს.), კვარშას ეკლესია ((მე10 ს.), ვანის ქვაბები (მე13 ს.), ნათლისმცემლის სახელობის წუნდას (მე12 ს.) ეკლესია

9. საბანაკე ადგილები:
ისტორიული ძეგლების მიმდებარე უბნები საბანაკე ადგილების საშუალებას იძლევა.
ქვის ცვენის გამო, ვანის ქვაბებისა და ვარძიის ძირას დაბანაკება სარისკოა. სოფელ ვარძიაში ერთადერთი სასტუმროა, სადაც 10-15 ლარად შესაძლებელია გათენება

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ხერთვისსა და თმოგვში სოფლის ჭები, ვანის ქვაბებთან წყარო უცნობია, ვარძია - შესასვლელთან, ზემო ვარძია - მონასტრის ტერიტორიაზე

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
განსაკუთრებით მოსახერხებელი და მსუბუქი ფეხსაცმელი ვარძიისა და ციხესიმაგრეებისთვის,
ვანის ქვაბებში უკეთესია მოცურებისთვის გამძლე ძირებიანი ფეხსაცმელი. სოფლების დაშორების გამო,
სასურველია საკვები მარაგის სრულად უზრუნველყოფა

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
კავშირი "ასპინძა"
899 573298
ელ ფოსტა:aspindza@mail.ru

ვარძიის სასტუმროს მეპატრონე
გოჩა 898169915

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში:
ახალციხის ღირსშესანიშნაობები, განსაკუთრებით - რაბათის ციხე-მუზეუმი, საფარის მონასტერი, ახალციხე-ბორჯომის გზაზე აწყურის ციხე

14. რუქა:
იხილეთ ბმულები:
http://www.travelpod.com/travel-blog-en ... /tpod.html
http://www.maplandia.com/georgia/georgi ... 43-6-26-e/

შენიშვნის სახით:

ზემო ვარძიაში წასვლის შემთხვევაში, სასურველია დედებისთვის შესაწირის ატანა საკვების სახით, აგრეთვე, მათი ხელსაქმისთვის ძაფების, ბისერების, თვლების ატანა. დედები სხვა და სხვა სახის ხელნაკეთობებს აკეთებენ თავისუფალ დროს და ჰყიდიან.

ვარძია ყაზბეგის (!) გავლით

Posted: 24 მარ 2008, 03:08
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჩემთვის ფოტოების დადება ახლა მოუხერხებელია, მაგრამ ამბავს მკდ აღვწერ:
22 მარტს 15მდე კარაველს ყაზბეგში წასვლა გვქონდა დაგეგმილი.
თან, გერგეტის მონასტრის მამებისთვის შესაწირის ატანას ვაპირებდით.
გასვლის მოთავე toma, იგივე თომა (სიყოჩაღის გამო) იყო. ჯერ კიდევ 2 კვირით ადრე, ჩემი, ჭუნას და სხვათა მეცადინეობის მიუხედავად, მას გეზის შეცვლა ვერ გადავაფიქრებინეთ.
მარტი-აპრილის პერიოდში გუდაური-ყაზბეგის მონაკვეთზე დათბობის გამო, ზვავსაშიშროება იქმნება
ხოლმე და ყაზბეგში რომ გადავსულიყავით, დიდი შანსი იყო, იქ ჩავრჩენილიყავით.
სხვა და სხვა წყაროებით, პარასკევს საღამოს უკვე ვიცოდით, რომ ყაზბეგისკენ თოვლი მოდიოდა, რაც გზის ჩაკეტვის ალბათობას ზრდიდა.
შაბათს, დილის 7ზე სქიმიასთან შეკრებილებს ჯიუტად ვუმტკიცებდი, ახლავე შევცვალოთ გეზი ვარძიის ან სხვა რომელიმე მხარის სასარგებლოდ-მეთქი.
ვინაიდან შეკრებილებს ყაზბეგის მიმართ დიდი მოლოდინი ჰქნდათ, დავყაბულდი.
ჩემი ვარაუდი გამართლდა: მინიბუსი გუდაურამდე ძლივს მივიდა.
მალევე ვარძიის სასარგებლოდ გადაწყვეტილება მივიღეთ და უკან გამოვბრუნდით.
დარწმუნებული ვარ, ყველა ნასიამოვნები დარჩა.
რაც მთავარია, მთელს საქართველოში რომ წვიმდა, სამცხეში არაჩვეულებრივი ამინდი იყო.
ველი თქვენს გაგრძელებებს

ვარძია ყაზბეგის (!) გავლით

Posted: 24 მარ 2008, 03:10
by GAMARJOBA SAKARTVELO
მკდ, ასეთი 2გინალური გასვლა გამოგვივიდა. ვარძიაში გუდაურის გავლით.
ჩრდილოეთ საქართველოდან - სამხრეთისკენ.
ჩემთვის დაუვიწყარი თავგადასავლი იყო.
გერგეტელი ბერებისთვის განკუთვნილი შესაწირი ზემო ვარძიის დედებს ჩავუტანეთ.
და ყველა ვგრძნობდით, რომ ამ დღეს მათ უფრო სჭირდებოდათ ჩვენი ყურადღება. როგორც წესი, გერგეტში მიმოსვლა ზამთარში არ ან იშვიათად წყდება და ასე თუ ისე, მამებს საკვები აქვთ, აი, ვარძია ამ დროს ბევრისთვის შორეული ხდება ხოლმე.

ვარძია ყაზბეგის (!) გავლით

Posted: 24 მარ 2008, 09:16
by qvevri
ჩემთვისაც განსაკუთრებული გასვლა იყო. მიუხედავად იმია, რომ ამ მხარეში ბევრჯერ ვარ ნამყოფი ვანის ქვაბები და ხერთვისი ნანახი არ მქონდა. მოკლედ ძალიან მომეწონა იქაურობა და განსაკუთრებით ვანის ქვაბები.
გუდაურიდან მოტრიალებულებმა ხანდოს ხევის შესასვლელთან(ხანდოს ხიდთან) კაფეში შევიარეთ და კენჭისყრის შედეგად გადავწყვიტეთ წავსულიყავით "იქ".
Image

ვარძია ყაზბეგის (!) გავლით

Posted: 24 მარ 2008, 09:35
by chuna
ეს სუპერ გასვლა იყო! "შენ რომ ბჭობ და ღმერთი რომ იცინის"! :lol: ისე დაგვემართა-"სადაურსა სად წაიყვანსო!"

მე უბედნიერესი ვიყავი! ყველა მიყვარდა, თვით კუკულაძეც კი! ჩვენ სიყვარული შევფიცეთ ერთმანეთს! არც კი ვიცი მაიკოს (მის მეუღლეს) როგორ შევხედო თვალებში! :D :lol: :lol: :o

ვარძია ყაზბეგის (!) გავლით

Posted: 24 მარ 2008, 09:42
by navigator
მოკლედ დილით შევიკრიბეთ და როგორც დავთქვით, სამთო ქიმიასთან, სადაც გაიმართა ცხარე კამათი მარშუტის შეცვლასთან დაკავშირებით. მარა ისე მაგრა ვიყავით მოწამლულები გერგეთით რომ ვერ გადაგვათქმევინა გამარჯობა საქართველომ.
Image

ხოდა გავიდექით ყაზბეგის გზასა
Image

ჟინვალ თან გავჩერდით, ცოტა ვიპაპარაცეთ
Image

Image

გზაზე, რაც უფრო ვუახლოვდებოდით ყაზბეგს, მით უფრო იწურებოდა იმედი.
გუდაუთან, მაგრა თოვდა.
Image
მძღოლმა ჯაჭვები დააყენა
Image

ვარძია ყაზბეგის (!) გავლით

Posted: 24 მარ 2008, 10:00
by navigator
გუდაურთან უკვე საკმაოდ დიდი თოვლი იყო და კვლავ თოვდა, პატრულმა გვითხრა ვერ გახვალთო, თვითონ კი წავიდა და ჩაეხუტა კიდევაც ზემოდან მომავალ ნივას. ამ სეირის ყურებაში ცოტა ხანი ვიდექით, გადავრეკეთ ახლომახლო სასტუმროებში გაჩერების საშაულების გასაგებად და რომ არ მოგვეწონა პირობები, გამოვბრუნდით უკან. სიტუაცია ისეთი იყო რომ რომც დავრჩენილიყავით ღამისთევით იქვე, შეიძლება კვირასაც ვერ ავსულიყავით ყაზბეგში.
გამოვბურნდით უკან, გზაზე კაფესთან გავჩერდით სადაც ჩაი დავლიეთ და გავმართეთ ცხარე დისკუსია მომავალ გეგმებზე
Image
ბევრი ვიმსჯელეთ თუ ცოტა გამარჯობა საქართველოს იდეამ გადაწონა და გადავწყვიტეთ წავსულიყავით ვარძიაში,
Image
როგორც მერე აღმოჩნდა თავიდანვე ვარძიაში მივდიოდით, უბრალოდ შემოვლითი გზით, პირდაპირი გზა ჩაკეტილი იყო
Image
ხოდა წამოვედით უკან, ხაშურისკენ
ბორჯომში ავტავარდით (ატავარილის)
Image

ვარძია ყაზბეგის (!) გავლით

Posted: 24 მარ 2008, 10:39
by Ninukala
თქვენის ნებართვისთ მეც შევმატებ ისტორიულ არქივს ერთი-ორ სურათს....
როგორც უკვე ავღნიშნეთ თავდაპირველად გაუდექით ყაზბეგის გზასა... გზაში რა თქმა უნდა "ყულაბის" ფუნქცია ჩვენმა საყვარელმა მთაშენკამ იკისრა

Image

ეჰ ჯერ კარგ ხასიათზე ვართ და ვპაპარაცობთ ;)

Image
Image
Image
Image

ვარძია ყაზბეგის (!) გავლით

Posted: 24 მარ 2008, 11:04
by vazano
კარგი მარშუტი შეგირჩევიათ, შარშან ზაფხულში იმდენად მინდოდა ვარძიაში წასვლა, რომ გუმლა ვეგარ გამიძლო ჩავიგდე ერთი მეგობარი მანქანაში და ჩავედი. სამწუხაროდ, მაშინ კარვის წევრი არ ვიყავი, თორემ, როგორც მივხვდი მრავალი ადამიანი შემომიერთდებოდა.

ვარძია ყაზბეგის (!) გავლით

Posted: 24 მარ 2008, 11:12
by Ninukala
დათოვლილი გუდაური

Image

მოლაპარაკებებისას...

Image
Image

აბა ხელები ავწიოთ ვისაც ვარძიაში უნდა.... ;)

Image
Image

ვარძია ყაზბეგის (!) გავლით

Posted: 24 მარ 2008, 11:16
by ZVIOSULI
vazano
შენი მაქნანით რომ დაგვდგომოდი კვირას დილით მაგარო იქნებოდა!
:D


ვანის ქვაბებმა მე ... ჩემზე.... ძველი ქართველების გაცნობიერების გაფართოვება მოახდინა ჩემში!

ვარძია ყაზბეგის (!) გავლით

Posted: 24 მარ 2008, 11:18
by Ninukala
ესეც გარეთ ;)

Image
Image

ვარძია ყაზბეგის (!) გავლით

Posted: 24 მარ 2008, 11:28
by pataputina
მოვაგენი

:roll:

კი არა და

მეზარება სურათების დაწყობა........... :roll:

ვარძია ყაზბეგის (!) გავლით

Posted: 24 მარ 2008, 11:43
by eloiza
გამარჯობა ყველას :)

პირველ რიგში ძალიან კარგები ხართ :)

მართლა შესანიშნავი მოგზაურობა გამოგვივიდა, ვანის ქვაბებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პირადად ჩემზე და მოუხედავად იმისა, რომ სრულად ყაზბეგზე ვიყავი აწყობილი, არ ვნანობ ასე რომ შეტრიალდა ჩვენი მარშუტი.

ერთი კიდევ, აქ არავის უთქვამს, რომ ბათუმის გავლით გვინდოდა თბილისში დაბრუნება:)

ვარძია ყაზბეგის (!) გავლით

Posted: 24 მარ 2008, 11:56
by N67
მაინც მაგრები ხართ..
:)

მაინც კიარადა მართლა მშვენიერი რამე გამოგსვილათ :)