Page 1 of 2

ჩვენ სხვილოს ციხეზე ვი

Posted: 17 მაი 2004, 10:50
by Druides
ჩვენ სხვილოს ციხეზე ვიყავით.
ძალიან მაგარი დრო გავატარეთ და ზოგიერთ წუწუნას წვიმის შეეშინდა :D .
რომელიც საერთოდ არ ყოფილა და თბილისში როცა დავბრუნდი მაშინ დამხვდა აქ წარღვნა. იყავით ხომ გამოკეტილები მთელი დღე სახლში!? ნეტავ როგორ გაძელით?

ჩვენ სხვილოს ციხეზე ვი

Posted: 17 მაი 2004, 16:30
by Gvalva
სადაა სხვილოს ციხე რომ გვიამბო, სახლში გამოკეტილებს დიდად დაგვავალებ.

ჩვენ სხვილოს ციხეზე ვი

Posted: 18 მაი 2004, 13:51
by Druides
ჩემო გვალვა მინდა გითხრა რომ შენ მართალი ხარ ამაზე მე უნდა მეფიქრა
სხვილო არის ბატონო სოფ. ქვემო ჭალასთან იგოეთის გადასახვევიდან გევივლით სამთავის და ეგრევე აღმოვჩნდებით მანდ სოფლის სამხრეთით კი დეინახავ დიდ მთას რომელზეც არის ეს სხვილო დზალიან მაგარი ციხეა.მაგრამ მე სხვაა მომხმარებლები მაბრაზებენ რამოდენიმე დღეა არაფერი გაუკეთებიათ და ზოგიერთს ასფალტზეც ფეხი არ დაუდგავს რასგავს ეს? :cry: :evil:

ჩვენ სხვილოს ციხეზე ვი

Posted: 19 მაი 2004, 21:41
by Wanderer
საღოლ ! როგორ დავამთხვიეთ ?! მეც დაახლებით ამ დროს ვიყავი სამთავისში :) ოღონდ სხვა ხალხთან ერთად: ამ ფორუმის წევრებიდან ჯერ არავის ვიცნობ. ჯერ სხვილოს ციხეზე ავედით და მერე სამთავისს ჩამოვუარეთ გზად. დღის ბოლოს წვიმა წამოვიდა, მაგრამ მაინც ძაან კარგი იყო. მთელი დღე ვიარეთ, მაგრად გავიწუწეთ და სურათებიც ბლომად გადავიღეთ. ბოლოს კინაღამ იქ დავრჩით - კვირა იყო და "მარშრუტკას"არავინ არ გვიჩერებდა. :D თბილისში ძლივს ჩამოვედით

ჩვენ სხვილოს ციხეზე ვი

Posted: 20 მაი 2004, 10:02
by Gvalva
ჰა-ჰა-ჰა, აი დამთხვევა, ეხლა დაიწყება, კისერთან ხალი ხომ არ გაქვს და რამე.

ისე ფოტო მასალა გვაჩვენეთ ერთ-ერთმა მხარემ, რა იქნება...

ჩვენ სხვილოს ციხეზე ვი

Posted: 20 მაი 2004, 12:33
by Wanderer
ცოტა ცუდი ხარისხისაა, მაგრამ რას იზამ ? ამას უნდა დასჯერდე :wink:
http://www.kakophonia.front.ru/

ჩვენ სხვილოს ციხეზე ვი

Posted: 20 მაი 2004, 14:51
by Gvalva
დავჯერდებოდი, ხმას არ ამოვიღებდი, რომ იყოს რამე, მარა...
სამთავისი კიდე გამოვაჩინე, (მართალია გუმბათი მთლიანად ვერა :wink: )აი, მეორე რა სურათია დღემდე გამოცანად რჩება.

ისე ტყუილად დავწერე ფორუმზე სურათის დადების ერთტომეული, რატომ არ მიფასებთ შრომას?

http://karavi.iatp.ge/viewtopic.php?t=7

ჩვენ სხვილოს ციხეზე ვი

Posted: 20 მაი 2004, 23:45
by Wanderer
1) ერთტომეული მართლაც ტყუილად დაწერე. ყოველ შემთხვევაში hotbox.ru-ს შემთხვევაში ასეა, იმიტომ, რომ ჯერ ერთი hotbox.ru username.hotbox.ru/-ს ტიპის დომენებს არ იძლევა და მეორეც იმიტომ, რომ ისინი არ გაძლევენ საშუალებას, რომ http://username.hotbox.ru/picname.jpg - ს ტიპის URL-ები გამოიყენო სურათებისათვის ! როგორც ჩანს სურათზე პირდაპირი მიმართვა არ აქვთ. აუცილებლად *.html ფაილი უნდა გქონდეს, რომელზედაც ლინკი იქნება სურათზე ! სცადე შენთვითონ და ნახავ რაშიცაა საქმე

2) მეორე სურათზე სხვილოს ციხეა. რატომ არ ჩანს შენთან ვერ ვხვდები. მემგონი სახელები სწორად მაქვს მითითებული. დაელოდე და ჩაიტვირთება. ჩემთან მშვენივრად მუშაობს.

ჩვენ სხვილოს ციხეზე ვი

Posted: 21 მაი 2004, 09:16
by Gvalva
Wanderer, ერთტომეულში ჩადებულ შრომას ასე ადვილად ვერ დავთმობ . აბა შიო მღვიმეში ( http://karavi.iatp.ge/viewtopic.php?t=2 )ჩემი დადებული სურათი ნახე, ეგ სწორედ ამ მეთოდით არის დადებული, (თან ვაკეთებდი და თან ვწერდი სახელმძღვანელოს). და თუ არ ჩანს მერე მართლაც შევიტან რედაქტირებას , და იქნება ერთტომეულის მეორე გამოცემა.

ისე, ეხლა აბუდელაურის სურათებს დავდებ და კიდევ გადავამოწმებ. ისედაც მინდოდა მათი დადება.

ჩვენ სხვილოს ციხეზე ვი

Posted: 24 მაი 2004, 00:09
by Wanderer
ხეხე :) ზუსტადაც რომ არ მუშაობს ! მოგიწევს შრომის გადასწორება :D ადრე მე ვნახე ეგ ფოტო, მაგრამ ახლა აღარ იტვირთება.
სხვათაშორის მაგ აბუდელაურმა დამაინტერესა !!! ეტყობა კარგი ადგილია. კარგი იქნება თუ უფრო გაგვათვითცნობიერებ(სად არის, როგორ უნდა მივიდეთ და ა.შ.). ცალკე თემის გახსნაც არ აწყენდა მემგონი ...

ჩვენ სხვილოს ციხეზე ვი

Posted: 24 მაი 2004, 10:36
by Gvalva
პირველ რიგში გილოცავ "ასფალტზე მოსიარულის" "რამკას" :), გისურვებ ბილიკზე მალე გადასულიყავი.

სურათებს რაც შეეხება, ზოგჯერ მართლაც არ იხსნება პირველ ცდაზე, და show picture რომ უთხრა, სიამოვნებით დაგათვალიერებინებს. :)

აბუდელაურის ტბები არის ჯუთადან როშკაში რომ გადახვალ იმ გზაზე. როშკადან შეილება ახვიდე და ისევ უკან ჩამოხვიდე, მარა გადასვლა ჯობია, ჭაუხები უფრო ლამაზად ჩანს, და თუ ამინდი იქნა მყინვარიც ფრიად ლამაზია.

Image

ჩვენ სხვილოს ციხეზე ვი

Posted: 24 მაი 2004, 11:38
by Wanderer
Gvalva
ვახ ! ეს "ასფალტზე მოარული" რაღა ჯანდაბაა :x ეს მე ნამდვილად არ შემეფერება ! ისე რამდენადაც მე დავაკვირდი შენს გარდა ყველას ეგ აქვს მიკერებული. ადმინი ხარ და რასაც გინდა იმას შვრები არა ?! :o

ეს აბუდელაური რა კარგი რამე ყოფილა ! მთელი უბედურება იმაშია, რომ ჯუთა და როშკაც არ ვიცი სად არის :( მაგრამ მაგაზე დიდი უბედურება ისაა, რომ არა მგონია ჩემი ფუმფულა და ფუნჩულა მეგობრებიდან რომელიმე მასეთ ადგილას გამომყვეს :roll:

საერთოდ სადმე წასვლის დროს ყოველთვის მაქვს 2 პრობლემა :
1) სად წავიდე - კარგი ადგილები და ასე შემდეგ(ეს იმდენად დიდი პრობლემა არაა)
2) ვინ წავიყვანო - აი ეს არის საშინელება !!! ნამდვილი ჯოჯოხეთი ! რაც, როგორც წესი, მთავრდება იმით, რომ ან საერთოდ ვერ მივდივარ ვერსად ან მივდივარ ძალიან ფუმფულა და ფუნჩულა სიტუაციაში(ანუ ასფალტზე სასიარულო პონტში თანაც ქოლგით ხელში :D )

აი ასეა საქმეები. ეგ ადგილი კი ზუსტად საჩემოა ! მთები და რამე ...

ჩვენ სხვილოს ციხეზე ვი

Posted: 27 მაი 2004, 15:23
by Druides
ჩემო wanderer შეგიძლია ჩვენთან ერთად წამოხვიდე და თან ივლისის დასაწყისში სერიოზული ტური გველის. ოღონდ ფუმფულები და ფუნჩულები არ დაგვანახო თორემ თუ ნერვები ამეშლება ჩემო wanderer აი მერე კი..........
არ ვიმუქრები ბატონო ჩემო, წამოიყვანე და შეეხვეწე ბევრი არ იწუწუნონ.
ეს ყველაფერი არასერიოზულად სერიოზულად კი მინდა გთხოვო რომ ისეთი ადამიანებს ნუ წამოიყვან, რომლებიც დათვრებიან და მერე სკანდალებს,ინციდენტებს არ მოაწყობენ. :D კეთილი ღიმილით მოგზაურობის ბოსი KOZA-NOSTRA

ჩვენ სხვილოს ციხეზე ვი

Posted: 07 ივნ 2004, 12:14
by Wanderer
დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით ! ისე ლოთბაზარა ხალხი მეც არ მიყვარს და რა თქმა უნდა არც წამოვიყვან. შეიძლება არც არავინ წამოვიყვანო იმიტომ, რომ წუწუნს ფაიზაღი დაიწყებენ :lol: ერთი ისაა ცუდი, რომ საძინებელი ტომარა არა მაქვს ამჟამად :( მაგრამ მანამდე იმედია გავჩითავ და თუ ვერ გავჩითავ მიწაზე დავიძინებ და ეგ იქნება :D
მომწერე უფრო დეტალურად : სად მიდიხართ, როგორ მიდიხართ, რას აპირებთ და ასე შემდეგ ...

ჩვენ სხვილოს ციხეზე ვი

Posted: 08 ივნ 2004, 18:42
by yoko
Wanderer

აბა როგორ ფიქრობ, front.ru შენგან დაწუნებული hotbox.ru–ს შვილობილი არ არის თუ? :shock: (აფსუს, თვალმოჭუტული სიცილაკი რომ არ არის ამ ფორუმზე)