Page 1 of 1

შიო მღვიმე

Posted: 16 აპრ 2004, 17:29
by Gvalva
ჩვენ ვიყავით შიო მღვიმეში

შიო მღვიმე

Posted: 22 აპრ 2004, 16:09
by Gvalva
ერთი კვირის წინ ექვსი წავედით შიო მღვიმეში, ნამყოფი არავინ ვიყავით, მარა, ადვილად მივაგენით. ბოლომდე მანქანით მივედით და რაღაცა ლაშქრობას არ გავდა ეს ყველაფერი, მერე ჯვართამაღლებაზე (რკინის ჯვარი რომაა აღმოსავლეთით) ასვლა გადავწყვიტეთ, ცოტა ძნელი ასასვლელი იყო, იქედან ბილიკი სამხრეთით მონასტრისკენ მიდიოდა. ბერებმა კი გვითხრეს მონასტერთან ქვევიდან კარგი ბილიკი მიდისო მარა უკან ჩასვლა და სხვა მხრიდან ასვლად არ ღირდა და ამ ბილიკს გავყევით.
გზა როგორც ვთქვი არავინ ვიცოდით მარა ბილიკი კარგი მსხვილი იყო და არაფერი იყო სათუო. წინ ვინც მიდიოდა ერთ-ერთ ”მწვერვალზე” ასვლის შემდეგ დაიძახა ბილიკი გათავდა არ ამოხვიდეთო. მე ახლოს მივყვებოდი და გამიკვირდა ასეთი ბილიკი როგორ უნდა დამთავრებულიყო. მაინც ავედი, მართლაც ყველა მხარეს ფლატეები იყო და ბილიკი წყდებოდა. დავინახე რომ დაბლა აღმოსავლეთიდან ბილიკი ჩანდა, გამიკვირდა იქეთ ბილიკი არ დაგვიტოვებია, პირიქით, დასავლეთით წავიდა პატარა ბილიკი, თანაც აღმოსავლეთით სულ ფლატეები იყო. დავბრუნდით, გავყევით იმ დასავლეთის ბილიკს, დაბლა რაღაც ორმო დავინახე, საკმაოდ დიდი ორმო იყო, ცნობისმოყვარეობამ მძლია და ჩავედი, ორმო სამხრეთით გრძელდებოდა ვიწრო გვირაბად და იქით სინათლეც ჩანდა (ასე ნანატრი სინათლე გვირაბის ბოლოს :) ) რომ დავაკვირდი, კარგად ნავალი გვირაბი ჩანდა, მაგრამ დაღმართი იყო თვითონ გვირაბში და რადგან დაბალიც იყო უნდა დაწოლილიყავი რომ გაგევლო. მოკლედ, აკვა პარკებში რომ ტრამპლინებია იმას გავდა ყველაფრით, პატარა განსხვავება ის იყო რომ დაშვება წყალში ნამდვილად ვერ მოხდებოდა, და სად მოხდებოდა ეგ იყო საინტერესო. ასე რომ, ადრენალინის მცირე დოზის დამატებამ ეს მოკლე მარშუტი მეტად სასიამოვნო მოსაგონარი გახადა.
Image

შიო მღვიმე

Posted: 23 აპრ 2004, 14:38
by Druides
kidev ertxel wamodi chventan ertad kai ponti iqneba.ki iyavi magram :?:
arafers idzaxi,xo ai piradad shen ikavi tu ara sxaltbashi!? ase rom girchev chventan ertad wamosvlas.kargi iqneba da mere rogorc wesi albat ar ici shen rom tbilishic vagrdzelebt :D .aba heeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee

შიო მღვიმე

Posted: 15 ივნ 2004, 17:12
by lukrecia
მაგ გვირაბში ნავალი რომაა,უეჭველი ჩემი გავლილია.ჩვენ ვიფორთხიალეთ მანდ ორიოდ წლის წინ.მაგარი რამ იყო.მართალია თვალ-ყურ-ცხვირ_პირი სულ მიწით გამომევსო,მაგრამ მაგრად გაასწორა.სხვათა შორის ჩემი დაბადების დღე იყო ზუსტად და შიო მღვიმეში მაგ ტუნელის პირდაპირ რომ მთაა ის მაჩუქეს.(სიმბოლურად რა თქმა უნდა).ხოდა რომ ახვიდეთ მაგ მთის წვერზე,ხე დგას.იმ ხეზე კი პარკებში გახვეული ქაღალდია მიმაგრებული(თუა კიდევ...).და ზედ აწერია,რომ ეგ მთა ჩემია.ვოტ!

შიო მღვიმე

Posted: 14 აპრ 2005, 09:36
by Ivane Goliadze
შიო მღვიმეში ალბად 365ჯერ ვარ ნამყფი! მაგრამ კიდევ დიდი სიამოვნებით ვნახავ! :D

შიო მღვიმე

Posted: 14 აპრ 2005, 09:51
by pauna
წამოსვლა დძალიან მინდა მარა არ ვიცი წამოვალ თუ არა.... შიო მღვიმე კარგია.... გვალვა კლდეზე ვინ არის რომ მიდის როგორც ასვალტზე ჰა... თვით ფოტო კარგია...... :D ე.ი მიდიხართ აბა თუ წამოვედი არ შეგარცხვენთ და არც თქვენ შენარცხვინოთ!!!!!!!!!!!!!!!!!! 8)

შიო მღვიმე

Posted: 14 აპრ 2005, 14:27
by Guka-David Gilmour
ფაუნა რეებს ბოდავ? (ხუმრობით)
ეხლა საქმეზე
მეც მაგრა მინდა მაგრამ...
ალბათ ვერ... :cry: :cry: :x :cry: :cry: :cry:

შიო მღვიმე

Posted: 14 აპრ 2005, 18:29
by Ivane Goliadze
ადამიანმა თუ ტალახის და კოზა-ნოსტრას გაკეთებული საჭმელის გემო იცის პახოდზე უარს ვერ იტყვის :D
ეხ რა დრო იყო როცა არაგვის ამღვრეული წყლით ვიკლავდით დაუოკებელ წყურვილს!!!

შიო მღვიმე

Posted: 14 აპრ 2005, 18:31
by Ivane Goliadze
აი შიო მღვიმე!!!!!!!!!

შიო მღვიმე

Posted: 28 აპრ 2005, 10:51
by Gvalva
Roger Waters wrote:ადამიანმა თუ ტალახის და კოზა-ნოსტრას გაკეთებული საჭმელის გემო იცის პახოდზე უარს ვერ იტყვის :D
მაგარი იყო!!

სხვა სურათებიც გექნება შენ, გამოუშვი, ოღონდ იმ ლაშქრობის თემაში პლიზზ :oops:

შიო მღვიმე

Posted: 28 აპრ 2005, 23:55
by Ivane Goliadze
ესენი?