Page 1 of 3

ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Posted: 15 მარ 2008, 14:28
by Bernar
ჩვენი მარშრუტი სათაურშია მოცემული, რომელიც საკმაოდ გრძელი გამოვიდა :)
ქალაქის ცხოვრებისგან ბევრია გაბეზრებული. ამ სენის მოსაშორებლად კიდე საუკეთესო საშუალება ალბათ სადმე (ოღონდ ქალაქგარეთ) გასეირნებაა. ჰოდა ჩვენც მივყევით ამ ლოგიკას და გადავწყვიტეთ სადმე, თბილისის მიდამოებში ერთდღიანი ლაშქრობა მოგვეწყო. ამ მიზნის განსახორციელებლად ზემოთხსენებული მარშუტი ავირჩიეთ.
თავიდან ბევრნი ვაპირებდით წამოსვლას, მაგრამ ბოლოს ძირძველი მეგობრები: მე, N67, ჩემი ძმა მერაბი და N67-ის და (ცირა) დავრჩით.
დათქმულ დროს ანუ 23 თებერვლის 10 საათზე ოთხივენი ნუცუბიძის პლატოს IV მკრ-ში ვიყავით. სწრაფად შევიძინეთ საკვები მასალა და დავიძარით.

ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Posted: 15 მარ 2008, 14:39
by Mta Mkvarebia
Bernar wrote: თავიდან ბევრნი ვაპირებდით წამოსვლას, მაგრამ ბოლოს ძირძველი მეგობრები: მე, N67, ჩემი ძმა მერაბი და N67-ის და (ცირა) დავრჩით.
ჩვენებურად ზღარბი ჰქვია მაგ გოგოს :wink:

ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Posted: 15 მარ 2008, 14:40
by Bernar
მალე ლისის ტბასაც მივადექით, რომელიც ჩვენდა გასაკვირად გაყინული აღმოჩნდა. აბა მეტი რა უნდოდა N67-ს: შეხტა ამ ყინულზე და დაიწყო კუნტრუში. ნელ-ნელა ჩვენც შევბედეთ ყინულს, რომელიც საკმაოდ სქელი ჩანდა.
Image[/img]
Image[/img]
N67 და ცირა
Image[/img]
მე და ჩემი ZENIT :)
Image[/img]

ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Posted: 15 მარ 2008, 15:22
by z g a r b i
Mta Mkvarebia wrote: ჩვენებურად ზღარბი ჰქვია მაგ გოგოს :wink:
:lol:

ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Posted: 15 მარ 2008, 19:49
by qvevri
მერე :?:

ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Posted: 15 მარ 2008, 22:11
by Bernar
ასე სეირნობა-სეირნობაში ტბის ლერწმიან ადგილს მივუახლოვდით. აი აქ კი ცოტა ჭრიალი დაიწყო ყინულმა. შევცბით და ნაპირზე გასვლა დავაპირეთ. იქვე გათელილი ლერწმები დავლანდეთ და გადავწყვიტეთ ნაპირზე ასე გავსულიყავით. ჯერ რა თქმა უნდა N67 წავიდა. ის იყო ნაპირზე უნდა გადასულიყო, რომ ჭახანი მოისმა და ნიკუშას ცალი ფეხი დაუსველდა მუხლამდე! ოოოო აი ამან კი საფუძვლიანად შემაფიქრიანა. სასწრაფოდ მივიღეთ ზომები: პირველ რიგში ერთმანეთს დავშორდით და შემდეგ რიგ-რიგობით იქ დავბრუნდით ნაპირზე საიდანაც შემოვედით ტბაზე. როცა ყველამ ფეხქვეშ მყარი ნიადაგი იგრძნო შვებით ამოვისუნთქეთ. :)

ამის შემდეგ დავტოვეთ ლისის ტბა და მისგან ჩრდილო-დასავლეთით ავიღეთ გეზი. პირველ რიგში იმ ქედზე უნდა ავსულიყავით, რომელიც დიდ დიღომსა და ნუცუბიძის პლატოს შორისაა გაჭიმული. აი ისიც: ვინც პლატოზე ცხოვრობს ის მიხვდება თუ რომელ ქედზეა საუბარი
Image[/img]

ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Posted: 15 მარ 2008, 22:26
by Bernar
სანამ ამ ქედს თავზე მოვექცეოდით, რამდენიმე სურათი გადავიღეთ:
მხედარი თავის ლურჯათი
Image[/img]
ნუცუბიძის პლატო
Image[/img]
ელექტროანძების მიმდევრობა
Image[/img]

ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Posted: 15 მარ 2008, 22:36
by Bernar
ნახევარ საათში უკვე ქედზე ვიდექით: საკმაოდ ლამაზი ხედი იყო გადაშლილი.
აქედან შეგეძლო დაგენახა დიდი დიღომი, სოფელი დიღომი, თბილისის სხვადასხვა გარეუბნები, თბილისის ზღვა, ზედაზნის მთები, დიდგორის მთა და ჭილის ტბის მიდამოები... მოკლედ მრავლისმომცველი ხედი იყო.
იქვე, ცოტა ქვემოთ მწყემსი ცხვარს აძოვებდა (ძნელი სათქმელია რას ჭამდა ცხვარი :D )
Image[/img]
მცირედით შევისვენეთ, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქეთ და განვაგრძეთ გზა. ჯერ დაბლა ჩავედით, ხოლო შემდეგ დასავლეთით აი ამ ''წვეტიანი'' გორის მიმართულებით გავემართეთ
Image[/img]

ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Posted: 15 მარ 2008, 22:53
by Bernar
მანამდე ცაზე თვითმფრინავი შევამჩნიეთ და აი ისიც
Image[/img]

Image[/img]

მალე მივადექით გზის გასაყარს. აქ ჩავფიქრდით თუ საით წავსულიყავით. რუკის დათვალიერების და ცოტაოდენი მსჯელობის შემდეგ მარჯვნივ ანუ ჩრდილოეთით მიმავალ გზას დავადექით. არც შევმცდარვართ: სულ ცოტა ხანში უკვე მდინარე დიღმისწყლის ხეობის ერთერთ ნაპირზე ვიდექით და ჩვენს პირდაპირ ვხედავდით სოფლებს დიდგორს და თელოვანს ხოლო მარცხნივ დაბა ძველ ვეძისს.
აქ, ჩემს უკან, ზემოთნახსენები ხეობის ნაპირია
Image[/img]
მერაბის და N67-ის უკან დიდგორის მთა და ჭილის ტბის მიმდებარე ტერიტორიაა

Image[/img]
Image[/img]

ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Posted: 15 მარ 2008, 23:04
by Bernar
აქედან უკვე კარგად ჩანდა თუ როგორ უნდა გაგვეგრძელებინა გზა. ჯერ ძველი ვეძისის გავლით უნდა გადავსულიყავით მდინარე დიღმისწყლის მეორე ნაპირას; შემდეგ უნდა ავყოლოდითიქვე მთაზე მიმავალ გზას, რომელიც სოფელ თელოვანის გზაზე გაგვიყვანდა.
ამ ყველაფრით გახარებულებმა დავიწყეთ ძველი ვეზისისაკენ დაშვება. გზაზე საკმაოდ დიდი შემორჩენილი თოვლი აღმოვაჩინეთ და მცირე გუნდაობა გავაჩაღეთ
Image[/img]
Image[/img]

ეს დაბა ძველი ვეძისია, აქ ცოტა ცუდად ჩანს, თორემ ისე ძალიან ლამაზ ადგილას ყოფილა: სამხრეთიდან საკმაოდ ხშირი ტყე აკრავს.
Image[/img]

ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Posted: 15 მარ 2008, 23:14
by Bernar
აქ უკვე დიღმისწყალთან ჩავედით. ირგვლივ ტალახი და შემორჩენილი თოვლი უხვად მოიპოვებოდა :D
Image[/img]
N67 და ზღარბი ვითომ ერთმანეთს ეხმარებიან :D
Image[/img]

ასე გავიარეთ მდინარე და ხეობის საპირისპირო ნაპირს მაღლა შევყევით.
იქვე ქათმებთან ერთად ეს ციცარიც ვნახეთ, რომელსაც საკმაოდ უცნაური ხმა ჰქონია
Image[/img]

N67-მა კიდე ძეძვის ბუჩქზე ეს ბუდე იპოვა, სამწუხაროდ ცარიელი აღმოჩნდა:
Image[/img]

ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Posted: 15 მარ 2008, 23:32
by Gvalva
ბერნარ,
ნ67,
ზღარბი

რა მაგრები ხართ!! აი მაგ მარშუტში რაღაა საოცნებო მარა, რამდენი ხანია მინდა და ვერ განვახორციელე!

ეხლა კიდევ "ჭკუისდამრიგებლის" კომბინიზონს უცებ გადავიცვავ და გეტყვით რომ წლის ამ პერიოდში არავიტარ შემთვევაში არ შეიძლება გაყინულ ტბაზე სეირნობა!! რაც არ უნდა სანდოდ გამოიყურებოდეს!! მართლა, მართლა, კომბინიზონი ტყუილად კი არ ჩავიცვი! და თუ რამე ტკაცუნი ისმის მაშინვე უნდა დაწვეთ და გაფოფხდეთ. მაგრომ უკეთესია ტუ არ გადახვალთ საერთოდ ყინულზე. ეს არის არაფრის მომცემი რისკი.

კომბინიზონი დავკიდე გასახდელში, ვისაც უნდა აიღოს

ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Posted: 15 მარ 2008, 23:55
by Mrs. Robinson
Gvalva wrote: კომბინიზონი დავკიდე გასახდელში, ვისაც უნდა აიღოს
ბაზალეთის თემაში გავიტან რა ცოტა ხნით და დავაბრუნებ.............
:evil: :evil: :evil:
თან წელს, ბავშვების დაკარგვის შემდეგ, გაყინულ მდინარე-ტბებზე სრიალი (რაგინდ კარგი ფინალით) არა და არრრრრრრ მხიბლავს........ :evil:

ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Posted: 16 მარ 2008, 03:46
by Makena
ძალიან გაგირისკიათ მეგობრებო...ყინულზე სიარული... ისიც წლის ამ პერიოდში და თან ლისის ტბაზე, ძალიან სახიფათოა, ვგონებ ასეთი რისკის გაწევა არ ღირს :roll:

ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Posted: 16 მარ 2008, 14:39
by Bernar
Gvalva, გეთანხმები. საშიშროებას ბოლომდე ეხლა ვიაზრებ. სულ სხვაა იანვარში ბაზალეთის ტბის ყინულზე სიარული და თებერვალში მზეში ლისის ტბის ყინულზე კუნტრუში.
მაგრამ ერთი კია: N67-ზე ესეთი რჩევები მიზერულად მოქმედებს. :)