ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Post by N67 » 19 მარ 2008, 13:09

გოგა,
ბერნარის პასიურობის შემყურე არ გაგაწვალებ და მე გეტყვი..\
:)

ნუცუბიძის პლატოს IV მიკროდან მივედით ლისის ტბასთან,
იქიდან ჩრდილო-დასავლეთით გადავედით ქედზე და გზა დასავლეთით გავაგრძელეთ, მერე კიდევ ერთ ქედზე გადავედით და სოფელ ზემო ვეძისის თავზე აღმოვჩნდით.

ვეძისიდან თელოვანისკენ ავედით და მერე უკვე მთებზე ავედით ტბისკენ.

უკან თელოვანის გავლით, სოფ. დიღომში ჩავედით და ისე დავბრუნდით.

ძირითადად გაუჩერებლად დავდიოდით, თოვლის გროვებში ხტუნვას და ერთხელ საჭმელად შესვენებას თუ არ გავითვალისწინებთ :)

ხოდა დაახლოებით 7 საათი დაგვჭირდა.

სირთულეს რაც შეეხება, აღმართების გარდა, საკმაოდ მარტივი გზა იყო. (თელოვანამდე სამანქანო, მერე ბილიკი.)

ოღონდ ეგაა, მაინც გაგვიჭირდა - მე იძულებული ვიყავი ლამის საზაფხულო ფეხსაცმელი ჩამეცვა (სამხედროები გასაკეთებელი მქონდა) და სხვებსაც არ ეცვათ ფეხზე შესაბამისად. (ცირამაც არ დამიჯერა..) და დაგვისველდა კიდეც მალევე..

ხოდა ფეხები სასტიკად გვეყინებოდა ხოლმე, და გახურების და უკვე ფეხსაცმელში დაგროვილი თოვლის რამენაირად გადნობის (ეს ჩემთან) მიზნით ხტუნვა-სირბილ-კუნტრუშის სცენები იყო შიგადაშიგ :)
მაინც ვხალისობდით :D
Image

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Post by Bernar » 20 მარ 2008, 21:13

გოგა, N67-მა ზუსტად აღწერა ყველაფერი. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ საერთო ჯამში 20 კილომეტრზე მეტი ვიარეთ.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Post by lama » 20 მარ 2008, 21:19

N67
zalian sainteresoa aba ganagrzet erti :?


mainteresebs
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Post by Bernar » 20 მარ 2008, 21:23

მაშ გავაგრძელოთ ჩვენი ამბები.
ძველი ვეძისიდან გამოსვლიდან ნახევარ საათში დიდგორის და თელოვანის წინ გაშლილ ველზე გავივაკეთ. აქ ალაგ-ალაგ ქარს ბლომად თოვლი მიეყარა ბუჩქების ძირას. N67-მა მაშინვე მოიხსნა ჩანთა და დაიწყო ტრიუკების ჩატარება:
(აქ N67-ის უკან სოფელი დიდგორი და დიდგორის მთა მოჩანს (1274 მ))
Image[/img]

Image[/img]

იდეა როგორც აღმოჩნდა მერაბსაც მოეწონა:
Image[/img]

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Post by Bernar » 20 მარ 2008, 21:30

ესეც იქაურობის პეიზაჟები:
Image[/img]

Image[/img]

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Post by Bernar » 20 მარ 2008, 22:02

ამის შემდეგ გავყევით თელოვანის გზას გაშლილ ველზე. პირქარი იყო რაც საკმაოდ გვაფერხებდა და ენერგიას გვაცლიდა. ბოლოს ერთი მცირე ხევი გავიარეთ: ეს იმ ხევის ნაკადული

Image[/img]

აქ მე და zgarbi მივაბიჯებთ
Image[/img]

თელოვანთან ცოტა დავისვენეთ, თორემ ფეხები გადაწვის პირას მქონდა. :)

ახლა ჭილის ტბაზე გვინდოდა ასვლა. თან ცოტა უნდა გვეჩქარა თორემ შეიძლება დაგვღამებოდა.

პირდაპირ ტყეში ავაჭერით: ავიარეთ ერთი გორა, მაგრამ მერე მეორე უფრო დიდი მთა დავინახეთ. შევყევით ამ მთას ნელ-ნელა. ტყეში ასე მუხლამდე თოვლი იყო და ყველას ფეხები სულ სველი გვქონდა. ავიარეთ ის მთაც და ტბა ჯერ კიდევ არ ჩანდა. ამის იქით ერთი კიდევ უფრო დიდი მთა გამოჩნდა. ქარი ნელ-ნელა ძლიერდებოდა. სხვა გზა არ გვქონდა: იქვე ფერდობზე ვისადილეთ და დაბლისაკენ დავეშვით. ფეხები გაყინული გვქონდა და ისედაც გვციოდა ქარის გამო. კი დაგვწყდა გული ჭილის ტბა რომ ვერ ვნახეთ (არადა სულ ერთი მთის გადავლა დაგვაკლდა) მაგრამ იმ დროს ამახე ვერ ვიფიქრებდით.
ეს ჩამოსვლისას მე და zgarbi
Image[/img]

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Post by lama » 20 მარ 2008, 22:13

გაიხარე მაგარი კაცი ჩანხარ


კაი მოგზაური და გულიანი
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Post by Bernar » 22 მარ 2008, 15:08

თელოვანთან უცებ ჩამოვირბინეთ. ფეხები სველი გვქონდა და გვეყინებოდა.
მე კიდე რა მიჭირდა ბათინკები მეცვა. დანარჩენებს ბოტასებიც სულ სველი ქონდათ. მე მხოლოდ ჩაყრილი თოვლი მაწუხებდა.
თელოვანიდან უკვე დიდ დიღომში უნდა ჩავსულიყავით. თელოვანიდან სამანქანო გზა კი მიდის, მაგრამ ჩვენ საველე გზა ავირჩიეთ, რომელიც ბევრად მოკლე არის. 5-6 კილომეტრი და უკვე თბილისშიც ვიქნებით!
მაშ ასე დავეშვით თელოვანის ველზე:
Image[/img]
აქ მარტოსული ხე ამ სივრცეში

Image[/img]

ესეც ზემოთხსენებული ხე, რომელიც ყველას მოგვეწონა (მართლა ძალიან ლამაზი ხეა)
Image[/img][/img]

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Post by Bernar » 22 მარ 2008, 15:37

რაც უფრო ქვემოთ მივიწევდით, ქარი მით უფრო ძლიერდებოდა. კიდევ კარგი ზურგის ქარი იყო და სიარულს გვიადვილებდა.
N67 და zgarbi
Image[/img]
ზემოდან დანახული დიდი დიღომი
Image[/img]
ქარმა ცასაც დაატყო კვალი: გაზაფხულზე ქარის დროს რომ იცის ხოლმე ცაზე უცნაური ფორმის ღრუბლები გამოჩნდა. აი ისინიც:
Image[/img]
Image[/img]

და ბოლოს ჩვენი ლაშქრობის ბოლო ეტაპიც:
Image[/img]


ასე და ამგვარად ჩავედით დიდ დიღომში სადაც როგორც N67-მ აღნიშნა ძალიან ძლიერი ქარი ქროდა. ამ ქარის შემყურეს მიკვირდა როგორ ცხოვრობს ხალხი დიდ დიღომში :?
ხო წარმოგიდგენიათ როგორი ქარი იყო პლატოს მაცხოვრებელს რომ გააკვირვებდა. :)

ასე რომ დასრულდა ჩვენი ლაშქრობაც, რომელმაც ძალიან სასიამოვნოდ დაგვღალა და თან ამ დაღლით სულიერადაც დაგვასვენა!

asusena
ბილიკზე მოარული
Posts: 52
Joined: 26 მარ 2008, 02:49
ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Post by asusena » 26 მარ 2008, 23:57

ვინმემ გამომეხმაურეტ რაააა?ახალი ვარ
hello

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Post by Gvalva » 27 მარ 2008, 00:19

asusena

გეხმაურები:

ხომ გითხარი დიდი სათაურები წაიკითხე მეთქი :), მერე შენ რომ მითხარი, გაიხარეო :)

წერია:

Ciaaaaoo! :)
ახალების მისალმება,


თუ ახალი ხარ და მისალმება გინდა წადი იქ :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნუცუბიძის პლატო-ლისის ტბა-ძველი ვეძისი-თელოვანი-დიდი დიღომი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 მარ 2008, 02:53

N67
Bernar
მადლობა ინფოსთვის. შევეცდები, შემოდგომით დავადგე თქვენ მიერ გავლილ გზას
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]