ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ის იყო რომ წყალი საოცრად დამშრალი დამხვდა. სად წავიდა, რამ დააშრო, ყოველ მისვლაზე ნაკლები და ნაკლებია. ალბათ მალე დასალევი წყალი აღარ იქნება ბირთვისებში.
ლაშქრობის მთავარი მომენტი კეშის პოვნა იყო. ციხის მისადგომთან მდელოზე გავედით, იქედან დაიწყო რბოლა. ძირითადი კონკურენტები იყვნენ მაო და ნიკა. შეთანხმებული ვიყავით, მე ხმა არ უნდა ამომეღო, მაგრამ ძებნის ყურების სიამოვნება უნდა მიმეღო. მრბოლელები მთელი სიჩქარით გარბოდნენ და ამიტომ მე ცოტა ჩამოვრჩი. ის "კიბეები" ციხის გალავანთან უკვე არბენილი ქონდათ. როცა შევედი და მაღლა ავიხედე ნიკა და რომელიღაცი უკვე თითქმის ასულიყვნენ ციხის შიგნით მწვერვალზე, მაგრამ სრულიად დასავლეთით დადიოდნენ, მათდამი ინტერესი დავკარგე. ლუკა და მგონი მიკა აღმოსავლეთით იყვნენ მარა გაცდენილი, სხვა ქედზე მიდიოდნენ. მაოს მარშუტმა დამაინტერესა, მე ისე სხვათა შორის მივაბიჯებდი მწვერვალისკენ მარა ყურადღება მაოსკენ მქონდა. როცა უკვე ნიკაც გადმოვიდა და მთელი ჯგუფი მიხვდა რომ მაო სწორედ იმ ნაპრალს მიადგა სადაც კეში იყო, მეც იქეთ წავედი. როგორც ისრის დახატვისას მეეჭვებოდა, კეში იმ ნაპრალში დევს, მარა არა იქ სადაც ისრით არის მინიშნებული. ძებნაში ილიაც ჩაერთო. ჩავიდა კლდეზე, ხელებიც ბევრი აფათურა მარა კეში ვერ იპოვა. ისევ მაო ამოძვრა ქვემოდან და ილიას ცხვირწინ ააცალა კეში!! ნიკამ უამრავჯერ მისაყვედურა რომ ისარი არასწორედ მქონდა მითითებული მარა, მაოს და სხვათა (ჩემიც მათ შორის) ეს კარგიც არის რომ ზუსტად არაა დაისრული და ცოტა ძებნა მას შემდეგაც უნდა როცა ადგილს იპოვი.
მერე ბლოკნოტი მე გადმომცეს და ის გამოტოვებული პირველი ჩანაწერი გავაკეთე. ამის შემდეგ, ბლოკნოტში გაკეთდა პირველი გეოკეშური ჩანაწერი. ნიკამ აიღო ზუსტი კოორდინატები, რომელსაც ალბათ ბოკეზე დადებს

როცა კეშთან კარგად ვიმხიარულეთ მე და ილია სამხრეთ-აღმოსავლეთით მიმავალ ქედს ჩავყევით რომ შეუპოვარისთვის გადაგვეხედა. ცოტა ავფოფხდ-ჩავფოფხდით და სულ ქვედა წერტილში ჩავედით. აქედან ჩანდა საინტერესო ბილიკი შეუპოვარისკენ მიმავალი. დედაციხეზე მიმავალი ბოლო მდელოდან, სანამ კლდეებზე აფოფხებას დავიწყებთ, შუაში პატარა ტყეა. ბილიკი ამ ტყიდან გამოდიოდა. რადგან წყლები გლობალურად დამშრალი იყო, ეს ბილიკი ჩრდილოეთის მხრიდან ადიოდა შეუპოვარზე, წყლის ნავალის გამოყენებით. გადავწყვიტეთ ისე წავსულიყავით. მართალია ამ პატარა ტყეში ბილიკი მკვეთრად არ გადის შეუპოვარისკენ, მარა გასვლა შესაძლებელი იქნებოდა. გამოკითხვით წინადადება ვერ გავიდა და ისევ ქვემოთ დავბრუნდით, სადაც ჩვენი საჭმელი და ტანსაცმელი გვქონდა დაკეშილი. კოზა-ნოსტრა ხეზე ხომ აძვრა და იქ აიტანა საჭმელი და მერე ახლა ტოტებიც მიაფარა რეკაგნოსტიროვკის პონტში

როცა ვჭამეთ, დავისვენეთ და დრო კიდევ იყო, კოზა-ნოსტრა, ტეკლა, რინდი და ილია შეუპოვარზე წავიდნენ. ჩვენ პირდაპირ იმ კლდეების ქვეშ ვისხედით და ისევ განმეორდა ზევით-ქვევით ყვირილ-ძახილის ამბავი.როგორ მოიარეს და რა ნახეს თვითონ იტყვიან. მე და ნიკალაგუამ ჩამოსულებს წყალი დავახვედრეთ. მერე ავლაგდით, ქირურგის ხალათი-ჩვენი სუფრა ავკეცეთ და დავეშვით. ხო, ისტორიული "ჩექმა ხეზე" ვნახეთ. მის ძირას მომავალ თაობას დასაწვავად ნაგავი დაუტოვეთ. ზემოთ ჩვენ წინა თაობის ნაგავი დავწვით საკმაოდ ბევრი და ამიტომ ვიფიქრეტ რომ ეს გვეპატიებოდა

როცა დავბრუნდით და ასფალტზე ფეხი დავადგით დავიდმა და თეკლად ასფალტის თაყვანისმცემელთა სექტის შექმნა გადაწყვიტეს, თბილისში ბევრგან ეგება ასფალტი და მიმდევრებს ბევრს ვნახავთო, ჭიაბერაშვილის და ვიღაცის ფრესკების მოხატვაც გადაწყვიტეს. მარა როცა დავიდმა ჩუმად და დამაჯერებლად ჩაილაპარაკა "პირველად იყო ასფალტი"ისეთი ამბავი ატყდა, შეილება ამ სექტის შესახებ მალე ბევრმაც გაიგოს.
ასე მშვიდობიანად მოვიარეთ, თუ არ ჩავთვლით ილიას აპარატის და ჩემი, ასე ვიტყვი, პარალონის მცირე ნაჭრის დაკარგვის მცდელობას, მეტი საშიში და სახიფათე არაფერი მომხდარა.
მადლობა ლაშქრობის ყველა მონაწილეს რომ ეს დღე ყველამ ერთად ასე ლამაზად გავატარეთ.
პ.შ. აპარატი ხომ იცით რომ მე არ მქონდა... დააყარეთ სურათები.