ქარის ძახილს ავყევით და .....

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by N67 » 04 მარ 2008, 14:19



I ნაწილი

ბოდორნა

დაახ. 15 კმ.


ალბათ გახსოვთ, შაბათს, პირველი მარტის დილას, სამთო ქიმიასთან ვიკრიბებოდით.
სურსათ-სანოვაგე ვიყიდეთ და დუშეთისკენ მიმავალ სამარშრუტოს გავყევით - Ninukala, nusa, legenda, მე და ჩემი და, VooDoo, ანუ თეო, და პლიუსები - სანდრო და ზურა.

სანამ მიკროავტობუსი ტრასიდან დუშეთისკენ აუხვევდა და ჯერ კიდევ არაგვს მიუყვებოდა, სოფელ ბოდორნასთან უნდა გაევლო. ჩვენ იქ ჩამოვედით.
(იფ, რა ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ ყველანი იქაურობას... : ) )
დიდუბეში რაღაც ქუშად იყო ცა მოღრუბლული, ახლა კი მადლიანად აცხუნებდა პირველი მარტის მზე....

დავადექით სოფლიდან ეკლესიისკენ ამავალ აღმართს. გზა მთის ტყიან ფერდობზე ადიოდა. თოვლი ალაგ-ალაგ იდო, თუმცა გუნდაობის რამდენიმე გემრიელი სეანსი მაინც გამოგვივიდა. უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ ნელა დავდიოდით. ეს, როგორც ჩანს, რამდენიმე გვარს რომ არ დავასახელებ იმ ადამიანების გარდა საკმარისზე მეტი დროის ქონის ბრალიც იყო, რის გამოც ძალიან პასიურად მივმართავდი დაჩქარების მეთოდებს. :D

სოფლიდან დაახლოებით 2 კილომეტრის გავლის მერე მივედით ბოდორნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასთან. როგორც ჩანს, საკმაოდ ძველი ეკლესიაა (ჯერ ვერ გავარკვიე რომელი საუკუნის), განახლებული და შეკეთებული მეოცე საუკუნის დასაწყისში.

შევისვენეთ და წავიხემსეთ. თან კეშის დატოვებაც გადავწყვიტეთ ერთ-ერთ გამოქვაბულში. საბოლოოდ ორი რამე შეირჩა - ჩვენი სახელებით და რამე-რუმეებით გაფორმებული არყის ბოთლი, არყის ცოტაოდენი მარაგით და ნუსას წამოღებული ქვევრის მოთხრობის - ''სატევრისელი მშვილდოსნის'' ამონაბეჭდი. დამალვამდე მოთხრობა იქვე წავიკითხეთ, რასაც დიდი მოწონება და ქვევრის სადღეგრძელოც მოჰყვა, გიოსთან დიალოგითურთ : )

ახლა კეშზე - გამოქვაბულში რომაა დამალული უკვე გითხარით და ფოტოებითაც მიხვდებით. ხოდა გამოქვაბულის მოსაძებნად კი გზის დასაწყისიდანვე უნდა იყოთ ყურადღებით.. მერე გაძნელდება :P

ამ შესვენების მერე დიდი აღმართები აღარ გვქონდა სავალი - ძირითადად სწორი გზა, რომელიც ტყე-მინდვრების მონაცვლეობით რადიოსადგურთან მიგვიყვანდა. გზად მიწიდან თამამად ამოწვერილი გაზაფხულის მახარობლები - ენძელები და ყოჩივარდები გვხვდებოდნენ.
რადიოსადგურიდან ბაზალეთის ტბა უკვე ახლოს იყო. გზად რამდენჯერმე კიდევ ვიგუნდავეთ, თოვლშიც ვიხტუნავეთ (მგონი მარტო ბიჭებმა), მერე ერთ პატარა საყდართანაც გავჩერდით ცოტა ხნით და თუ არ ვცდები 4 საათისთვის ტბასთან მივედით.
ტბა ჯერ კიდევ გაყინული იყო, თუმცა უმეტეს ადგილებში დარბილებული, ფაფასავით ყინულით. წინა კვირას ბევრი ცელქობისგან ლისის ტბაში ჩამიტყდა ყინული, მთლად არ მიყურყუმალავია, თუმცა გვარიანად კი დავსველდი, მაგრამ როგორც ჩანს, ამას ხელი არ შეუშლია ახლა ცუდი მაგალითი მიმეცა სხვებისთვის. საბოლოოდ ბიჭებს ფეხები ყველას სველი გვქონდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მთავარი ამბები მტვრევად ყინულზე ჯერ კიდევ წინ იყო.

ჩირდილელიაანთ კარში ჩემს სახლამდე 4 კილომეტრი იყო დარჩენილი. ორ ჯგუფად გაყოფა არ აგვცდა - ვინც მოსეირნობდა და ვისაც სახლში მისვლისთანავე შეშაზე და წყალზე უნდა ეზრუნა. თქვენი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ამ მეორე ჯგუფში მარტო ბიჭები არ ვყოფილვართ. ლეგენდაც ჩვენ შემოგვიერთდა და კაი მარათონული სიარული გამოგვივიდა სახლამდე.

ხოოდა გვშიოოოდააააააა....................
აუფ.........
მაგრამ ჯერ წყალზე გვიკრეს ბიჭებს თავი, მერე საშეშისკენ.
ბოლოს როგორც იქნა მივუსხედით მაგიდას, რომლიდანაც მგონი მარტო ღუმლისთვის შესაგრძნებად თუ ვდგებოდით კანტი-კუნტად.
ცოტა ხასიათზე მოვედით, ნაირ-ნაირი საუბრებით ვიხალისეთ, "პარალელური" ლაშქრობაც გაგვახსენდა და ზვიოსაც ველაპარაკეთ, მერე ცოტაც ვიფილოსოფოსეთ უკვე ნაარყალზე...
და ღამის 3-4 საათისკენ ნელ-ნელა გადავიხარეთ ჰორიზონტალური მდგომარეობისკენ.
დამავიწყვა მეთქვა, საღამოს ჩემი კიდევ ერთი პლიუსი, გიაც მოგვადგა, თუ არ მეშლება პირდეპირ ბაკურიანიდან..

მეორე დილაც გათენდა.
მშვენიერი, როგორიც გაზაფხულს და ბაზალეთს შეშვენის...

არ ვიცი რატო უკვირდათ, როცა სარწეველა სავარძელი და არყის ბოთლი ეზოში გავიტანე და ხედებით ტკბობას მივეცი მთელი არსებით.

ბავშვებს თოვლიან ეზოში ბადმინტონის თამაშის სურვილი გაუჩნდათ, ცოტა ხანში კი ეს ყველაფერი ერთ გაცხარებულ გუნდაობაში გადაიზარდა, რომელსიც ძალაუნებურად ყველანი აღმოვჩნდით ჩათრეულები..

ბოლოს და ბოლოს ავიკარით გუდა-ნაბადი, გამოვემშვიდობეთ სახლს და გავწიეთ.
ჯერ სოფელ გრიგოლაანთ კარის პატარა, გუმბათიანი საყდარი მოვინახულეთ, მერე კი ისევ ტბას მივადექით.
ნუ როგორც ჩანს, სხვანაირად უბრალოდ ვერ მოხდებოდა.
შევხტი ყინულზე და ცოტა ხანში ფეხები მთლიანად დავისველე..
ჩემი ბრალი იყო რომ ტყდებოდა??

მე სველი ვიყავი და დასაკარგი არც არაფერი მქონდა, მით უმეტეს ღრმა წყალში ყინულის ჩატყდომის მშვენიერი პრაქტიკები მქონდა გავლილი.
ბიჭებიც ადვილად ავიყოლიე და წყლიანი ბოთლით 2-3 ტაიმი "ყინულ-ბურთი" ვითამაშეთ, რაც საბოლოოდ რაგბში გადაიზარდა, სისველის, წუწაობის და გახშირებული ჩამტვრევების თანხლებით..

ბოლოს მე კიდევ ერთი იაღლიში დამემართა - ტბასთან როცა წავიხემსეთ და ავტობუსის დასალოდებლად გავწიეთ, რო არ ითქმის ისეთნაირი "სუფთა" წყლის არხში ჩავვარდი რატომღაც..

მერე კი თბილისში უნდა წავსულიყავით..
ბოლოს და ბოლოს ტრანსპორტიც მოვიდა.
ჩავსხედით და რაღაც არ მომეწონა ეს ყველაფერი..





გაგრძელება იქნება...
Image

User avatar
uma
მაწანწალა
Posts: 372
Joined: 12 ივლ 2007, 11:59
Location: Tbilisi
Contact:
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by uma » 04 მარ 2008, 14:25

მალადცი :!:
:)

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by TuTa » 04 მარ 2008, 14:26

ძალიან მაგრები ხართ!!!

კეშიც ასეთი უნდაააააა!!!!! :) :) :)

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by N67 » 04 მარ 2008, 14:34

კეშის სურათები ვის გაქვთ დაყარეთ..
ნინუკალა შენი აპარატი არ იყო?
Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by Kakha » 04 მარ 2008, 14:43

N67
კეშზე ინფორმაცია გეოკეშინგის განყოფილებაში დადეთ რა, თორემ ლაშქრობის აღწერაში თვალში საცემი არაა ხოლმე და არც არავინ დაიწყებს აქ კეშზე ინფორმაციის ძებნას.

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by legenda » 04 მარ 2008, 14:43

N67 wrote:კეშის სურათები ვის გაქვთ დაყარეთ..
ნინუკალა შენი აპარატი არ იყო?

სურათი?.....

"წარმოსახვითი სურათი"
პატარა გომი და დახვეული გრაგნილი პატარა ცელოფნის პარკში :D :D :D

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by shatilis asuli » 04 მარ 2008, 14:47

N67
legenda
კარგი იქნება, თუ გეოკეშინგის განყოფილებაში წესების დაცვით დადებთ! ხელი შევუწყოთ მომავალ მაძიებლებს!
Just Do It!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by namcecuna » 04 მარ 2008, 15:17

უჰ უჰ, რა კარგი დღეები გქონიათ თქვენც :)

დუბლიკატზე უნდა ვიზრუნო მგონი დროა :D
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by Ninukala » 04 მარ 2008, 15:21

შატილი, ნიკა კი მასეც ვაპირებ ცოტა მაცალეთ ;)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by Ninukala » 04 მარ 2008, 15:43

ლეჯენდა.... რა კარგია თოვლში ზაგარი...

Image
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by Ninukala » 04 მარ 2008, 15:55

ესეც ჭიამაია ჩემს ჟილეტზე ;)

Image
Photo by Ninukala

Image
Photo by N67
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by legenda » 04 მარ 2008, 15:56

მე მოვიგონე ახალი სტატუსი კარავში

"ყინულზე მოარული"


Image



User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by legenda » 04 მარ 2008, 15:58

nusa

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]