Page 1 of 6

მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Posted: 03 მარ 2008, 18:04
by lama
მოკლედ გუშინ 2 მარტს ვიყავით მარტყოფის ღვთაების მონასტერში სულ 5 კაცი:

1) სასკვა
2) აბალდუი
3) დრუიდი
4) მე (ლამა)
5) ჩემი პლიუსი (დეიდაშვილი) ბექა ჭუნბურიძე

მარშრუტი: თბილისი - სოფ. ნორიო (სამარშრუტო ტაქსით) 32კმ.

სოფ. ნორიო ღვთაების მონასტერი ფეხით სულ 6 კილომეტრი

გვედით დილის 9 საათზე სამგორის ავტო სადგურიდან, ჩავედით სოფელ ნორიომდე კაცი 1 ლარად და 50 თეთრად :) და დავიძარით ღვთაების მონასტრისაკენ. მონასტრამდე ასვლას ანუ 6 კილომეტრის გავლას მოვანდომეთ სული 1 საათი და 15 წუთი (მონასტრამდე სამანქანე გზა მიდის)

ავედით მონასტერში და გადავწყვიტეთ ჩავსულიყავით წმინდა ღვთისმშობლის მცირე ზომის საყდარში, რომელიც 2 სართულისაგან შედგება და ტიპიურ ერთნავიან ბაზილიკას წარმოადგენს.

(ისტორიას ამ ეკლესიისას და მონასტრისას შემდგომში დავდებთ)

მონასტრის მონახულების შემდეგ კი დავბრუნდით თბილისში 6 ის ნახევარზე და შემდგომ ვესტუმრეთ სასკვას და იქ განვაგრძეთ ერთმანეთისთვის შთაბეჭდილებების გაზიარება

სასკვამ და მე უამრავი საინტერესო ფოტო გადავიღეთ, რომლებსაც დავდებთ აუცილებლად

აბა დროებით თქვენი მონამორჩილი და მოყვარული ლამა

მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Posted: 03 მარ 2008, 19:55
by Druides
მარტყოფი ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი სოფელია საქართველოში, დასახლებულია I-II საუკუნეებიდან, მდებარეობს თბილისის აღმოსავლეთით, 25 კმ-ზე. როგორც ზეპირი გადმოცემა და საისტორიო წყაროები გვამცნობენ, მარტყოფს ადრე (მეექვსე საუკუნემდე) აკრიანი, ანუ ქვიანი ადგილი ერქვა. VI საუკუნის პირველ ნახევარში, როცა საქართველოში ცამეტი ასურელი მამა ჩამოვიდა იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით, იოანეს ერთ-ერთი უსაყვარლესი მოწაფე მამა ანტონი აკრიანში დამკვიდრდა. მანამდე კი, როგორც „ღმრთაების გუჯარში“ ვკითხულობთ, აქ, „აკრიანის მთებში“ მეფე ვახტანგ გორგასალს დაუარსებია მონასტერი და ეპისკოპოსიც განუწესებია. ანტონ მარტყოფელის სამონასტრო კომპლექსში, რომელიც მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, ტყით დაფარულ მთებში, რამდენიმე ეკლესიაა: ღვთაებისა, ღვთისმშობლისა, წმინდა გიორგისა, მამა ანტონისა; აქვე, მაღალ მთაზე აღმართულია მამა ანტონის სვეტიც, რომელსაც ხალხი „მამა ანტონის კოშკს“ უწოდებს. აქედან მოჩანს თბილისი და მისი შემოგარენი, ლამის მთელი გარეკახეთიც. ამ სვეტზე, გადმოცემის მიხედვით, ბოლო თხუთმეტი წელი გაუტარებია მამა ანტონს ლოცვაში.

საერთოდ, მარტყოფში ორმოცამდე ეკლესია-საყდარია შემორჩენილი, რომელთაგან ოთხში კარგა ხანია აღდგენილია ღვთისმსახურება: მარტყოფის სამონასტრო კომპლექსში უკვე რამდენიმე წელია ბერ-მონაზვნები დამკვიდრდნენ და ლოცვას აღავლენენ. სოფელში კი სამი ეკლესია მოქმედებს: ღვთაებისა,

წმინდა ანტონ მარტყოფელის სვეტი

მთავარანგელოზისა და წმინდა გიორგისა, რომელიც 1994 წლის 23 ნოემბერს გაიხსნა ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის ეზოში.

წმინდა ანტონ მარტყოფელის სვეტი


როგორც ვთქვით, მარტყოფს მეექვსე საუკუნემდე „აკრიანი“ რქმევია. მეექვსე საუკუნეში კი მადლიერ მოსახლეობას მისთვის თავისი წმინდანის სახელი მარტომყოფელი უწოდებია. დროთა ვითარებაში ეს სახელწოდება გამარტივებულა, მოგვანო საუკუნეების საისტორიო წყაროებში სოფელს მარტომყოფი ეწოდება. XV საუკუნიდან კი უკვე დღევანდელი ფორმით გვხვდება.

მარტყოფი რუსთავის ეპარქიაში შედიოდა. 1265 წელს, როცა მონღოლთა ურდოებმა ძირფესვიანად დაანგრიეს ქალაქი რუსთავი, საეპისკოპოსო კათედრა მარტყოფში, ღვთაების მონასტერში გადავიდა. როგორც საისტორიო წყაროები გვამცნობენ, 1395 წელს ამ მონასტრის კედლებთან ქართველები მედგრად შეებნენ თემურ ლენგის ურდოებს. გააფთრებულ ბრძოლაში დაიღუპა ეპისკოპოსი გიორგი რუსთველი, რომელმაც ვერ მოასწრო თქმა, თუ სად გადამალა საეკლესიო განძი. ბერ-მონაზვნებმა განძი ბევრი ეძიეს, მაგრამ ვერსად იპოვეს. ამ განძთან ერთად დაიკარგა (გაუჩინარდა) მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც 545 წელს მამა ანტონმა მხრით ჩამოიტანა ქალაქ ედესიდან.

მარტყოფის მიწა-წყალზე მრავალი სისხლის კალოც გალეწილა და მტერსაც მრავალჯერ წაუტეხია კისერი. XVII საუკუნის პირველ მეოთხედში, როცა პირსისხლიანმა შაჰ-აბასმა ქართლ-კახეთის აყრა და სპარსეთში გადასახლება გადაწყვიტა, სწორედ აქ, მარტყოფის ველზე ქართველობამ სასტიკად დაამარცხა შაჰის მანამდე უძლეველი არმია. ამ გამარჯვებით საქართველო კიდევ ერთხელ გადარჩა ფიზიკურ განადგურებას. სპარსელთა უძლეველობასაც საფუძველი შეერყა და მათ მიერ დაპყრობილი ქვეყნები ზედიზედ აჯანყდნენ. ეს მარცხი სპარსეთის სამეფო კარს არასოდეს დავიწყებია. სწორედ ამიტომ 1747 წელს თბილისში მყოფმა ნადირ-შაჰმა მარტყოფის ნახვა ისურვა. ცნობისმოყვარეობამ კი არ აიძულა მრისხანე მბრძანებელი, - წერს მაშინდელი მემატიანე, - არამედ უნდოდა თავისი თვალით ენახა ის ხალხი და ის ადგილი, სადაც ყველაზე უწინ აფრიალდებოდა ხოლმე თავისუფლების დროშაო. მოგზაურობით კმაყოფილმა შაჰმა ორასი თუმანი და ორასი აღმოსავლური თვალი შესწირა მარტყოფის მონასტერს.

1752 წელს ლეკთა თარეშისაგან შეწუხებული იოანე რუსთველი თავისი კრებულით (71 ბერთან ერთად) სოფელში ჩამოვიდა, სადაც ლეკები ვერ ბედავდნენ თავდასხმას. როგორც ჩანს, მარტყოფში მაშინ არ აღმოჩნდა ისეთი ტაძარი, სადაც ამდენი სასულიერო პირი დაბინავდებოდა. მათ დიდხანს მოუხდათ მიწურებში ცხოვრება. მარტყოფის ეკლესიის ამბავი რომ გამოიკითხა ეგვიპტის ხელმწიფემ იბრეიმ ბეგმა (შინჯიკაშვილმა, წარმოშობით მარტყოფელმა), თავის ძმასა და სიძეს ფული გამოატანა ახალი ტაძრის ასაგებად. სოფლის შუაგულში, პატარა მდინარეების - ალიხევისა და ტევალის - შესაყართან ღვთაების სახელზე ააგეს დიდებული ტაძარი, რომელიც 1810 წელს აკურთხა სტეფანე რუსთველმა. სამწუხაროდ, ეს ეპისკოპოსი აღმოჩნდა უკანასკნელი რუსთველი (იგი გარდაიცვალა 1839 წელს, დაკრძალულია ამავე ეკლესიაში), ვინაიდან რუსეთის სინოდმა დამოუკიდებლობა წაართვა ქართულ ეკლესიას და გააუქმა საეპისკოპოსო ცენტრებიც.

ღვთაების დიდებული ტაძარი 40-იანი წლების დასაწყისში კომუნისტებმა დაანგრიეს, სამონასტრო კომპლექსი კი, თუმც არ დაუნგრევიათ, მრავალჯერ შებილწეს. ჯერ საქნავთის კანტორა და მაღაზიები გახსნეს ეკლესიებში, შემდეგ უპატრონო ბავშვთა სკოლა მოათავსეს, მთავარი ტაძარი ფქვილის საწყობად აქციეს, მერე 31-ე ქარხნის დასასვენებელ სახლად, ბოლოს კი ფინანსთა სამინისტროს დაუქვემდებარეს.

ღვთაების მონასტერში მსახურება აღსდგა 1989 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. „ხელთუქმნელი ხატის“ ტაძარში დასვენებულია ანტონ მარტყოფელის წმინდა ნაწილები.


copied from http://children.wanex.net

მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Posted: 03 მარ 2008, 22:03
by pauna
aiiii maladec
esec istoria..... kai biji xar druid....
cota damezara mara....
kai iyoooo

მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Posted: 03 მარ 2008, 22:26
by Bocho
lama
Druides

ყოჩაღ ბიჭებო და გოგოებო. აი მესმის აღწერა. დრუიდ მაგარი ხარ. ასე სრულად და კარგად კანდელაკის 3-ის ისტორია არ ვიცოდი.
სიტყვები არ მყოფნის. ეგრე რა ხალხნო. ეს არ ჯობია ტო მაკოცე, გაკოცე, მპუა, მიკბინეს? :P
რომ გნახავთ ჩაგეხუტებით. სამწუხაროდ ვერ წამოვედი, მიზეზს მერე გეტყვით თუ მკითხავთ და გაგახსენდებათ.

გეხუტებით. არადა როგორ მიყვარს ეგ ადგილი. ჩემი კარვული ნათლობა, თაღლაურას თუ არ ჩავთვლით სწორედ მანდ შედგა. ლამა, პაატა და არჩილ დაკოტელი იყვნენ ნათლიები მაშინ...
:P :lol: :D

მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Posted: 03 მარ 2008, 23:28
by GOGONA
Druides
მადლობა, კარგია რომ არ დაზარდი.
კარგები ხართ, გკოცნით და გიძღვნით :) (თუ ოფში არ ჩამომართმევთ :wink: )
Image

მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Posted: 04 მარ 2008, 00:56
by ssandos
lama

chunburidzea tu chumburidze? :D

მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Posted: 04 მარ 2008, 01:18
by paata_
ssandos


კაი რა ნუ დასცინი, რა იცის :D



პ.ს. სურათები დადეთ რა დროზე

მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Posted: 04 მარ 2008, 11:07
by saskva
ღვთაების მონასტერი

Image

Image

მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Posted: 04 მარ 2008, 11:23
by saskva
Image

Image

Image

მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Posted: 04 მარ 2008, 11:26
by saskva
Image

მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Posted: 04 მარ 2008, 11:29
by saskva
Image

მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Posted: 04 მარ 2008, 11:36
by saskva
ანტონ მარტყოფელის სვეტი

Image

Image

მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Posted: 04 მარ 2008, 11:41
by saskva
ესე ავდიოდით მონასტრისკენ

Image

Image

მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Posted: 04 მარ 2008, 11:49
by saskva
ღვთისმშობლის საყდრისკენ მიმავალ ბილიკზე დიიიიიიიდი თოვლი და ყინული დაგვხვა, ჩასვლა ცოტა გაგვიჭირდა მაგრამ მაინც მოვახერხეთ :)

Image

Image

Image

მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Posted: 04 მარ 2008, 11:51
by saskva
Image