მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Post by Druides » 05 მარ 2008, 13:18

erti anegdoti gamaxsenda am gasvlastan dakavshirebit......


karvelebs ar eyot tbilisidan wagebuli arayi da lamam gadawyvita iqve eshovna sadme xoda chemo batono es chveni lamac micunculda ert saxlshi da eubneba glexis qals: madli shegewiot!!! informacia xom ar gaqvt aryis shesaxebo???
am bebom uyura uyura da bolos utxra WaWisac maqvs da xilisaco romeli gindao??? lamam WaWa mindao tan bebomac dasZina rom icode axmetis arayiao... ase rom daliet informaciuli arayi axmetidan!!!

:D :D :D
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Post by ARCHILI » 05 მარ 2008, 15:46



რაღაც ძალიან მეგობრულ-ოჯახური გასვლა გამოგვივიდა, თითქოს დედ-მამიშვილებთან ერთად გავსულიყავი ქალაქგარეთ...

ჯერ არ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ძალიან კარგმა ადამიანმა, ქალბატონმა (საქალბატონე) სკვასკვამ ისეთი გულიანი მესიჯი მომწერა, ძმის გული რომ ვერ გაუძლებს და უნდა თუ არ უნდა, მაინც დაეთანხმება და შეეცდება...

ასე დავიწყე მეც დილა, დედამიწამ - მზით, მეც, შესაბამისად, მეგობრებით...

ნორიოს მარშუტკის ორიოდე მგზავრს ისე ფრიად მოეწონა ჩვენი საზოგადოება, რომ ბაზარში გადასულ ჩვენი სასტავის ნაწილს უანგაროდ დაელოდა, რას ამბობთ, როგორ გეკადრებათ, აბა, უთქვენოდ როგორ გავალთო...

ჰოდა, გავედით...

ნორიოში, მართალია, წითელი ხალიჩები ვერ დაგვახვედრეს (არა, და რა იმედი გვქონდა), მაგრამ...სამაგიეროდ, ტალახიენი გზები იყო იმდენი, ას დელეგაციას ეყოფოდა...

მე, როგორც ჭეშმარიტ ფეთხუმს, ცხადია, ტალახის ათვისებაში ვერავინ მაჯობა და საკმაოდ მალევე მარშუტკიდან ჩამოსვლის შემდეგ, უხარისხო ჩურჩხელასავით მივეხეტიალებოდი მონასტრის გზას...

სკვასკვა, როგორც ერთადერთი მანდილოსანი, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი იყო და ამ დღის გმირობაც მხოლოდ მას ეკუთვნის...

ასე, ჯერ სიცილ-სიცილ, მერე მე და ვაჟა ჩხუბ-ჩხუბ და შემდეგ ისევ სიცილ-სიცილი ავედით მონასტერში...

აქვე, ალბათ უნდა გამოვარჩიოთ ამ დღის პირველი ნახევრის ტრაგიკული პერსონაჟი, ლამას +, რომელიც მცირედად ნაბახუსევი გახლდათ და ყოველი ნაბიჯის გადადგმას იმ არყის მადლით ახერხებდა, რომელიც ერთ-ერთ ჩანთაში უშფოთველად განისვენებდა...


User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Post by ARCHILI » 05 მარ 2008, 16:26



ტაძარში მამაომ ანტონ მარტყოფელის შესახებ გვიამბო, გვიქადაგა, დაგვლოცა და ზეთიც გვაცხო.

შემდეგ ჩვენ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ჩავედით, გზა ტაძრამდე სასიამოვნოც იყო, საფრთხილოც და სახალისოც...

ფოთლებს ქვეშ ყინული გვეთამაშებოდა დამალობანას, ჩანს, ამის წყალობით იყო, რომ სრიალ-ბრახუნ-თამაშ-თამაშ, სიცილ-ხარხარ-ბრახვან-ბრახვან მივცოცდ-ლასდით ტაძრამდე...

კადრები და პეიზაჟები რომ შესანიშნავი იყო, ამას სკვასკვას ფოტოებიდანაც იხილავდით, ჰოდა, ჩვენც ვისიამოვნეთ, ვიბაასეთ, მზეს მივეფიცხეთ, გავშალეთ ფილოსოფიურ-სოციოლოგიური თემები და ა.შ.

აქვე, კიდევ ერთხელ უნდა მოვიხსენიოთ ჩვენი ტრაგიკული გმირი, რადგან მას ცივ თოვლსა და ცივ მაგიდასთან მოუწია დარჩენა, ოხ.. ეს ულმობელი პახმელია, რას უშვრება ადამიანს???!!!

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Post by legenda » 05 მარ 2008, 16:33

სრიალ-ბრახუნ-თამაშ-თამაშ, სიცილ-ხარხარ-ბრახვან-ბრახვან მივცოცდ-ლასდით ტაძრამდე...



მაგარია....მომეწონა :wink:

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Post by nusa » 05 მარ 2008, 16:51

მშვენიერი შეხვედრა მოგიწყვიათ გაზაფხულისთვის... ;)


ARCHIL_i

მომნატრებია შენი ნაწერების კითხვა ;)
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Post by ARCHILI » 05 მარ 2008, 17:15


ჩემს მონატრებულ მეგობრებს დიდი და ბუ-უმბერაზი სალამი..!!!

ჰო...

როგორც ჩვენმა სკვასკვამ დაასათაურა და ვფიქრობ, გენიალურადაც, დღის გეგმას, სულ ცოტა, სამი ქეიფი შეადგენდა (დილით ლოტოტრონით სწორედ ეს რიცხვი ამოვიდა)...

ქეიფი პირველის დასაწყისშივე ერთი სასწაული ვიხილეთ:

ამას უფრო პერსონაჟთა ტრანსფორმაცია ჰქვია, სასწაულს კი ტრაგიკული პერსონაჟის ჰეპპი-პერსონაჟად ქცევა...

ჭიქა პირველი, მეორე, მესსსსააამმმ... და ჩვენი ტრაგიკული პერსონაჟი ისეთ ბედნიერ ადამიანად წარსდგა ჩვენს წინაშე, თითქოს, მანამდე ფერგაცრეცილსა და უიმედო ფილოსოფოსივით არ ეარა...

ამ სასწაულს პარალელურად ყველა ჩვენგანი ადევნებდა თვალყურს, სკვასკვამ ტოლი არ დაგვიდო და ჭიქა-ჭიქას გვიჭახუნა, სიტყვა-სიტყვას, ფიქრი-ფიქრსა და სადღეგრძელო-სადღეგრძელოს...

გაგვითავდა არაყი... არყის დასრულებისთანავე ყველა ჩვენგანი ცხოვრების უიმედობასა და ცარიელი არყის ბოთლის ფილოსოფიაზე დავფიქრდით...

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Post by Ninukala » 05 მარ 2008, 17:17

ARCHIL_i
მამილო.... მოგვენატრე....
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Post by lama » 05 მარ 2008, 18:38

ARCHIL_i
მართალი ხარ ზუსტად აღწერე ის სიტუაცია რაც იქ იყო გაიხარე და ღმერთმა ასეთი ტკბილი გასვლები გვიმრავლოს :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Post by guruli » 05 მარ 2008, 19:25

ARCHIL_i
ნორიოში, მართალია, წითელი ხალიჩები ვერ დაგვახვედრეს (არა, და რა იმედი გვქონდა), მაგრამ...სამაგიეროდ, ტალახიენი გზები იყო იმდენი, ას დელეგაციას ეყოფოდა...

მე, როგორც ჭეშმარიტ ფეთხუმს, ცხადია, ტალახის ათვისებაში ვერავინ მაჯობა და საკმაოდ მალევე მარშუტკიდან ჩამოსვლის შემდეგ, უხარისხო ჩურჩხელასავით მივეხეტიალებოდი მონასტრის გზას...
ეჰ, აბალდუი, აბალდუი, ძმობილო - ჩანს, ამდენი სიტყვამარხულობის თუ საფორუმე დუმილის მერე შენც მოგნატრებია მადლიანი კარავ-თქმები და იმიტომაც წერ ეგრე ძარღვიანად. :lol: :lol: :lol: ოღონდ ტექსტებში ერიდე სიტყვას - "შეგეწიოს" :lol: :lol: - ჩემი მდაბიური რჩევაა. :wink: :wink:

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Post by ketuna4 » 07 მარ 2008, 10:49

ARCHIL_i

გაიხარე ჩემო კარგო.
ძალიან ლამაზად აღწერ უდავოდ ლამაზ ლაშქრობას
და საერთოდ ნუ დაიკარგები ძალიან მომენატრეეე და არა მარტო მე
მაგრები ხართ და გული მწყდება რომ ვერ ცამოვედი

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Post by N67 » 10 მარ 2008, 13:58

გაიხარეთ :)

ძალიან ლამაზი ადგილია..
ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვაღიარო, რომ არ ვარ ნამყოფი..

მშვენიერი ლაშქრობა გქონიათ თქვენც ..

:D
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Post by namcecuna » 10 მარ 2008, 14:36

ARCHIL_i

რა გემრიელად ყვები ადამიანო :D
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Post by Toma » 10 მარ 2008, 14:43

ARCHIL_i
ჩემო ტკბილო აბალდუი კახისი გამახსენა შენმა თხრობამ და მეც ნუსასი არ იყოს ეხლა მივხვდი როგორ აკლდა შენი პოსტები ჩვენს ლაშქრობებს, გაიხარეეეეე.... :wink:

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Post by meore monadire » 10 მარ 2008, 16:35

ARCHIL_i wrote:



ჯერ არ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ძალიან კარგმა ადამიანმა, ქალბატონმა (საქალბატონე) სკვასკვამ ისეთი გულიანი მესიჯი მომწერა, ძმის გული რომ ვერ გაუძლებს და უნდა თუ არ უნდა, მაინც დაეთანხმება და შეეცდება...

ანაია, გამოგეშვა ერთი მტს ჩემთანაც ეგება მეც მოვხმდარიყავი კიდევერთ კარვულ გასვლაზე :)

თან მარტოც არა ;)

აბალდუი შე მაგარო
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
მარტყოფის ღვთაების მონასტერი 02.03.08

Post by saskva » 11 მარ 2008, 11:10

meore monadire wrote:
ARCHIL_i wrote:



ჯერ არ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ძალიან კარგმა ადამიანმა, ქალბატონმა (საქალბატონე) სკვასკვამ ისეთი გულიანი მესიჯი მომწერა, ძმის გული რომ ვერ გაუძლებს და უნდა თუ არ უნდა, მაინც დაეთანხმება და შეეცდება...

ანაია, გამოგეშვა ერთი მტს ჩემთანაც ეგება მეც მოვხმდარიყავი კიდევერთ კარვულ გასვლაზე :)

თან მარტოც არა ;)

აბალდუი შე მაგარო
ბექა შენ ისე თქვი მცხეთაში მივდივარ და თან მარტო არაო :wink: ხელი არ შეგიშალე, ამის შემდეგ გავითვალისწინებ და მესიჯებს არც შენ დაგაკლებ :D :D :D

p.s. ვიდეო როგორ უნდა ავტვირთო ვინმე მასწავლის??? youtube-ზე ვცდილობ და არ გამომდის :(

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]