მარანთქება...
Posted: 10 თებ 2008, 20:52
იქნებოდა ასე თორმეტის ნახევარი, რომ გამოჩნდა ნანატრი ყვითელი მარშუტკა რომელსაც თან მოჰყვნენ შემდეგი კარველები: ლამა, სასკვა, პოპინსი, შატილი, ნაყვარება, კოლხი გოგო. ლეონტი თAვისი ოჯახით თავისი მანქანით მოვიდა. დავიძარით სოფელ ოძისში, გიორგი ერისთავის სახლმუზეუმში. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ვნახეთ ასევე მათი მარანიც. ეს მარანი ნანახი მქონდა მაგრამ სიამოვნებით გადავავლე თვალი. ამის შემდეგ წამოვედით საგურამოში, თAდეოზ გურამიშვილის(ილია ჭავჭავაძის სიმამრი) მარნის სანახავად სადაც გველოდებოდნენ მაკენა, რუხი და ნამცეცუნა, მართალია მარანი ძალიან მიუხედავია, მაგრამ როგორც არქიტექტურული ძეგლი შესანიშნავი და გრანდიოზულია, წარმომიდგენია როგორ ღვინოს აყენებდნენ ამ მარანში ჩვენი წინაპრები... (იქვეა დავით გურამიშვილის ნასახლარი და მარნის ნაშთები). ის საღამო მწვადებით დავასრულეთ და იმედია ფოტოებს მალე დაყრიან. მოკლედ ვთვლი, რომ სასიამოვნო დღე გამოგვივიდა და რაღაცა ახალი კიდევ ვნახეთ...
გკოცნით
გკოცნით
