Page 1 of 25

მარანთქება...

Posted: 10 თებ 2008, 20:52
by qvevri
იქნებოდა ასე თორმეტის ნახევარი, რომ გამოჩნდა ნანატრი ყვითელი მარშუტკა რომელსაც თან მოჰყვნენ შემდეგი კარველები: ლამა, სასკვა, პოპინსი, შატილი, ნაყვარება, კოლხი გოგო. ლეონტი თAვისი ოჯახით თავისი მანქანით მოვიდა. დავიძარით სოფელ ოძისში, გიორგი ერისთავის სახლმუზეუმში. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ვნახეთ ასევე მათი მარანიც. ეს მარანი ნანახი მქონდა მაგრამ სიამოვნებით გადავავლე თვალი. ამის შემდეგ წამოვედით საგურამოში, თAდეოზ გურამიშვილის(ილია ჭავჭავაძის სიმამრი) მარნის სანახავად სადაც გველოდებოდნენ მაკენა, რუხი და ნამცეცუნა, მართალია მარანი ძალიან მიუხედავია, მაგრამ როგორც არქიტექტურული ძეგლი შესანიშნავი და გრანდიოზულია, წარმომიდგენია როგორ ღვინოს აყენებდნენ ამ მარანში ჩვენი წინაპრები... (იქვეა დავით გურამიშვილის ნასახლარი და მარნის ნაშთები). ის საღამო მწვადებით დავასრულეთ და იმედია ფოტოებს მალე დაყრიან. მოკლედ ვთვლი, რომ სასიამოვნო დღე გამოგვივიდა და რაღაცა ახალი კიდევ ვნახეთ...
გკოცნით :lol:

მარანთქება...

Posted: 10 თებ 2008, 20:55
by popins
ის საღამო თუ ეს საღამო? :lol: დღევანდელ დღეზე ჰყვები ხო ქვევრუშ? :lol:

მოკლედ ძალიან მაგარი დღე იყო ,თუ არ ჩავთვლით იმას რომ მძღოლის მეთაურობით ყველანი რაღაც დაბნეულები ვიყავით.ყველა პუნქტს დაახლოებით ორჯერ ვუვლიდით გარშემო და შიგ ვერ ვაღწევდით.ბოლოსკენ ეგეთი რამეები უკვე აღარც გვიკვირდა..

მოკლედ ძალიანაც ნუ დაგვცინებთ მაგრამ მცხეთაში შესვლა ძალიან გაგვიჭირდა,ხან სად ამოვძვერით ,ხან სად და აქეთ-იქეთ ერთსაათიანო ბოდიალის მერე როგორც იქნა სვეტიცხოველს მივაგენით :lol:
მე ვფიქრობ ეს მაინც მძღოლის გამოისობით მოხდა რამეთუ ,წინადღით ჩვენები ჰყავდა სამშვილდეში და იქ სულ კაცები იყვნენ და დღეს ამდენი გადარეული,მომღერალი და კივილ-წივილა ქალის ნახვაზე კაცი დაბნეული ატრიალებდა თავს ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ :roll: ნერვიულობისაგან ერთი კოლოფი სიგარეტიც მოსწია..
მოკლედ ასე ..
ლეონტის მანქანა ძირითადად უკან მოგვსდევდა ,მერე ჩვენ მივსდევდით ,მაგრამ მაინც სულ არეულად დავდიოდით,ბატონი ლეონტი ღიმილად იყო ქცეული..რამეთუ ვერ გაარკვია რა გვჭირდა და რატომ ვერ ვაგნებდით ასე მოკლე დისტანციაზეც კი გზას..თან რატომღაც ყველა ის მოსახვევი სადაც უნდა შეგვეხვია ერთი ორი კილომეტრის შემდეგ გვახსენდეებოდა...
მოკლედ სანამ ანდების მამამდე მივაღწიეთ ბევრი თავგადასავალი გადაგვხვდა.
აი როგორც კი ჩემს მიერ ანდების მამად მონათლული თავად ბატონი მაკენა გამოჩნდა ყველაფერი დალაგდა და მწვადის შესაწვავად გავეშურეთ..ასე და ამგვარად..კიდევ ბევრია მოსაყოლი მარა მეძინებასავით და :wink:
ფოტოები თითქმის არ გადამიღია ხელები მეყინებოდა..(სიბერე,სიბერე..) ნუ ერთი თუ ორი გადავიღე მხოლოდ.

დუშეთის რაიონი სოფელი ოძისი,დავით და გიორგი ერისთავების სახლ მუზეუმი..ციოდა,მოუვლელი იყო ,მაგრამ კარგი ადამიანები დაგვხვდნენ იქ და მალე შეგვირემონტებენ შენობასო და ბოდიშები გვიხადეს..მოკლედ კაი ქალები იყვნენ..

Image

მარანთქება...

Posted: 10 თებ 2008, 20:59
by Mta Mkvarebia
მართლა საინტერესო ლაშქრობა გამოგვივიდა. ძალიან მოგვეწონა გიორგი ერისთავის მარანი თავისი მამა-პაპური ქვევრებით და ქოცოებით (პატარაა დაახლ 50-60 ლიტრის ტევადობის ქვევრები) სხვათაშორის ამ სახელწოდებამ კარველებში დიდი მოწონება დაიმსახურა, და ლამის ერთი ადამიანის ზედმეტსახელად იქცა :wink:
თადეოზ გურამიშვილის მარანი ერთ დროს მეტად გრანდიოზული რამ ყოფილა, თავისი მოჩუქურთმებული კედლებით, სვეტებით და ბუხრებით, მაგრამ ახლა ძალიან მოუვლელია და საფუძვლიან რესტავრაციას საჭიროებს. საინტერესო იყო ქვევრის მონათხრობი ქართულ მარნებზე და ღვინოებზე. ძალიან დიდი მადლობა მას ასეთი საინტერესო დღისათვის :D

მარანთქება...

Posted: 10 თებ 2008, 21:41
by popins
:arrow:

მარანთქება...

Posted: 10 თებ 2008, 21:43
by Mta Mkvarebia
მოკლედ როგორც პოპინსმა დაწერა, ჩვენი ბრალი ყოფილა მძღოლებს რომ სულ გზა ერეოდათ, ჩვენ გადაგვირევია. რა ვიცი აქეთა გზაზე თითქოს ჭკვიანად ვიქცეოდით, არც გვიმღერია და არც გვიცეკვია მარშუტკაში, ერთია ჯგუფურ სურათებს ვიღებდით, ნეტა რამ გადარია ის ხალხი? მაშინ მიკვირს თბილისში როგორ ჩამოგვიყვანეს და სადმე ბათუმისკენ არ ამოგვაყოფინეს თავი, ისეთ დღეში ვიყავით უკანა გზახზე :wink:

მივემართებით ოძისისკენ, ძალიან ჭკვიანურად ვიქცევით :wink:
Image

Image

Image

Image

მარანთქება...

Posted: 10 თებ 2008, 21:47
by ლეონტი
Image

გიორგის სამოსი, 5 წლის ასაკსი, თარგს დააკვირდით.
ეს თარგი გავრცელებული იყო აEღმოსავლეთის , მცირე აზიის მხარეში და Mათ შორის საქართველოშიც.

მარანთქება...

Posted: 10 თებ 2008, 21:52
by lama
ნამდვილი კარვული გასვლა იყო თავისი "კარ(ა)ვული რესტორნით" აი ეს არის ის რაც ჩვენ გვიყვარს და ახარებს ჩვენს გულებს დიდი მადლობა ყველას ერთად და ცალ-ცალკე :)

მარანთქება...

Posted: 10 თებ 2008, 21:58
by Mta Mkvarebia
რადიკალს ვინ ჩივის, ახლა 123.გე გადაირია. ვერაფრით ვერ ვდებ სურათებს :(

მარანთქება...

Posted: 10 თებ 2008, 22:00
by ლეონტი
Image

ეს კიდე მტკვარ არაქსის კულტურული შრიდანაა ნაღდი, უპოვნიათ და იქვე მუზეუმშია.
:)

მარანთქება...

Posted: 10 თებ 2008, 22:15
by ლეონტი
Image

ეს აივნის სოციალისტური დეკორია.

მარანთქება...

Posted: 10 თებ 2008, 22:27
by ლეონტი
Image

მარანთქება...

Posted: 10 თებ 2008, 22:31
by ლეონტი
Image

მარანთქება...

Posted: 10 თებ 2008, 23:15
by ლეონტი
ვიღაც იმერელმა შესზრახა მაინძელოო და...
უეცრად თავადი გიორგი მარნისთავი გადმოდგა.
მობრძანდით ბატონო,
სტუმარი ღვთისააო.

Image

რა ენაღვლება რა,
იმდენი ღვინო ჰქონდა მარანში , 1-ს ნატრულობდა , ამ ზამთარ იქნებ ვინმეშსემოხეტიალდესო.

მარანთქება...

Posted: 10 თებ 2008, 23:15
by korti
დღე იყო არაჩვეულებრივი...
ცივი გარეთ და თბილი შიგნით.
ვიყავით: თემის ავტორი-ქვევრი,
ლეონტი თავის ოჯახით (ოჯახი რომელიც უკვე შემიყვარდა)
შატილის ასული (ადამიანი რომლთანაც ვერ მოიწყენ)
მთა მყვარებია (ჩვენი ფოტოგრაფი :P )
პოპინსი თავის გეგათი (ბოლოს მაინც უყვირა)
ჩემი ლიკაკოო (მაფრთხილებს ხოლმე ორი ”ო” დამიწერეო)
ლეგენდა თავისი პატარა ქალბატონით (მამიდუკათი)
კოლხი გოგო (თუთას აჯობა და მარანთქებაზე გვესტუმრა)
ლამა და სასკვა (ბედნიერი წყვილი)
შემოგვიერთდნენ: მაკენა (თავისი გადარეული მანქანით)
რუხი (კაცმა, რომელმაც მწვადი არაჩვეულებრივად შეგვიწვა)
ჩემი საყვარელი ნამცეცუნა, რომლისათვისაც პატარა ადგილი მოიძებნა და ჩვენთან აღმოჩნდა.
და ჩვენი მძღოლი და გამცილებელი, ორი ადამიანი რომლებიც ჩვენს უფრო მიგვყავდა, ვიდრე ჩვენ მივყავდით :P

მოვისმინე სემინარი მარანთქებაზე კითხვებიც იყო, მინდა ავღნიშნო რომ კითხვები ჩვენს ექსკურსიათმძოლებსაც გაუჩნდათ (ცალკე მკითხეს ეს ბიჭი ძალიან განათლებული ჩანს და ხომ შეიძლება კითხვები რომ დავუსვათო)
ქვევრიც არავის ტოვებდა უყურადღებოდ და ყველა კითხვას ამომწურავად პასუხობდა (რა გინდათ იცის კაცმა თავის საქმე)
რას შეეხება გიორგი ერისთავის სახლ-მუზეუმს, არ შემიძლია არ გამოვთქვა ჩემი ის წუხილი რაც იქიდან გამომყვა, რამდენიმე წელი და იქ სანახავი არაფერი იქნება ვინმე გულისხმიერმა ადამიანმა თუ არ შეავლო ხელი...
თუმცა ჩვენს მასპინძლებს სულ ახლახან მიუღიათ მთავრობისგან დაპირება, რომ რესტავრაციის გაკეთებას დაიწყებენ.
შემდეგ ვიყავით თადეოზ გურამიშვილის მარანში (საგურამოში) მოვინახულეთ ახლად აშენებული ილია მართლის სახელობის ეკლესია (გოგონებმა შეძლებისდაგვარად შევასრულეთ საგალობლები) და დღე შევაბინდეთ კოცონთან შუა ტყეში, მართალია დავიღალე მაგრამ ძალიან გული დამწყდა ცხელ კოცონს რომ მოვწყდი და ზღაპარი დროებით დავტოვე.
დიდი მადლობა ჩემგან ვის?
რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანს ვინც დღეს ჩემს გვერდით იყო და დღევანდელი დღე გამილამაზა.

მარანთქება...

Posted: 10 თებ 2008, 23:51
by ლეონტი
Image
ამ საწოლზე დაიბად გაიზარდა კნიაზ ერისთავი.