მარანთქება...

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
მარანთქება...

Post by legenda » 11 თებ 2008, 11:21

მარნებს რაც შეეხება.... ორი მარანი ქონია გიორგი ერისთავს...ისე საინტერესოა რატომ ქონდა ცალ-ცალკე?
ერთ მარანში იყო საწნახელი,საწნეხი....
მეორეს მხოლოდ ფანჯრიდან მოვავლეთ თვალი...ღვინო არ იყო, არც რეალში არც სიმბოლში :wink:

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
მარანთქება...

Post by namcecuna » 11 თებ 2008, 11:30

რა გემრიელად დაგიწერიათ გუშინდელი დღე :)
გული მწყდება დილიდანვე რომ ვერ შემოგიერთდით, თუმცა, მადლობელი ვარ რომ მეორე განყოფილებას-საგურამოდან რომ იწყებოდა, დავესწარი და ძალიანაც ვისიამოვნე...
ამხელა ქვევრები არასოდეს მინახავს, თუმცა, შეიძლება ითქვას რომ გაპარტახებულია და ახლა ღვინით კი არა, ნაგვითაა ამოვსებული :(

მაკენა, რუხი და მე საგურამოში დავხვდით ბავშვებს, სანამ მოვიდოდნენ წმ. ილია მართოლის სახელობის ტაძარში ვილოცეთ, დიდი ტაძარია, ახლადაშენებული, ახლადმოხატული, უცნაური სიჩუმით.
კარგი იყო !

მერე, სანამ "მემარნეები" შემოგვიერთდებოდნენ-გავისეირნეთ და მწვადის შესაწვავი ადგილები შევათვალიერეთ, მონასტრის ტერიტორიის თავზე იყო ტყე, სადაც თოვლით დაფარული მაგიდების და სკამები იდგა, იქვე ცეცხლის დანანთები ადგილიც ჩანდა. სწორედ აქ გაიმართა მოგვიანებით პირადად ჩემი პირველი კარვული კოცონი და კიდევ უფრო მოგვიანებით ალქაჯების ცეკვა კოცონის გარშემო :D
ჩემი პირველი კარავული მწვადიც და შამფურზე შემწვარი სოკოც დავაგემოვნე :)

ფოტოები იმედი მაქვს მალე იქნება, რადგან მე ბედნიერი შემთხვევის წყალობით, მოულოდნელად მოვხვდი ამ ნანატრ ლაშქრობაში და ფოტოაპარატი არ მქონდა. თუმცა მაკენას აპარატით ბევრი ვიშრომე და ნაწილობრივ მაინც თუ დადებს "ამბებს" კარგი იქნება ;)

ყველას დიდი მადლობა, ასეთი კარგები და გემრიელები რომ ხართ :)

(ქვევრი შემპირდა -რადგან ვერ მივიდიოდი-ერთ ქვევრს მოგითხრი და წამოგიღებო :D -არ მინდა, ბატონო, ქოცო მომითხარე და ის მაჩუქე :D:D:D )
;)
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
მარანთქება...

Post by TuTa » 11 თებ 2008, 11:47

სიხარულებოოო, ველოდები ფოტოებს, რომ ამ რეპორტაჟის წყალობით მაინც აღმოვჩნდე ცოტა ხანი თქვენთან :)

როცა ტელეფონით გიკავშირდებოდით, თქვენი ჟრიამული გულს მითბობდა, კარგები ხართ, ძალიან მომენტრეთ!!!

კოლხი გოგო ისეთი მხიარული იყო იმდენს იცინოდა, რომ ნახევარი საათი მელაპარაკა და ვერაფერი გამაგებინა :) მთა მყვარებიამ ის მაინც მითხრა სად იყავით და რას აკეთებდით :wink:

ხო ბოლოს შესრულებული "რა ლამაზი დღეას ..." დაბოლოვება ცოტა ვერ გავიგე, ერთი კარგად უნდა გამოვიკითხო :wink:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მარანთქება...

Post by lama » 11 თებ 2008, 11:49

TuTa wrote:
ხო ბოლოს შესრულებული "რა ლამაზი დღეას ..." დაბოლოვება ცოტა ვერ გავიგე, ერთი კარგად უნდა გამოვიკითხო :wink:
შენ ხალხურ ვარიანტზე ამბობ ხომ? :D:D:D:D:D::D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
მარანთქება...

Post by TuTa » 11 თებ 2008, 11:53

legenda

მუზეუმის ფოტოები და მონათხრობი მაგარია, იქნებ კიდევ დადოთ, ძალიან საინტერესოა

ეჰ ქვევრის სემინარი ხომ არ დაგიკონსპექტებიათ :( ძალიან მადლობელი ვიქნებოდი :wink:

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
მარანთქება...

Post by TuTa » 11 თებ 2008, 11:57

lama

:D :D :D

ხო როცა გისმენდით, თან თქვენთან ერთად ვღიღინებდი. ბოლო ფრაზაზე მივხვდი რომ ჩემთვის უცნობი ცვლილებები შეგიტანიათ და რითმში ვეღარ მოვხვდი :roll: ამიტომ ვერც გავიგე :D

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
მარანთქება...

Post by legenda » 11 თებ 2008, 13:34

......
დილით წირვაზე მე, კორტი და ლიკაკოო წავედით სვეტიხოველში....დიდებულია სვეტიცხოველი...
ქვევრიც (ალბათ) იქ იყო...
მერე შემოგვიერთდა ლეონტი ოჯახით....
მალე თბილისიდან კარველებიც გვესტუმრენ(როგორც მოგვიანებით აღნიშნეს მცხეთის გადმოსახვევს რამოდენიმეჯერ აცდნენ :lol: )...
ამინდი მოღუშული, სამაგიეროთ განწყობა ამაღლებული...
დავიძარით...წინ ყვითელი მინი ბუსი მიაგელვებდა ტრასას,უკან ლეონტის სუპერ ავტომობილი(ვინც ჯიპტურში იყავით ქვაბთახევში დამეთანხმებით)...
გზაში მინდა გითხრათ რომ საკმაოდ გავერთეთ,ერთმანეთის მოკითხვაში და სურათების გადაღებაში უყურადღებოდ დარჩენილმა მძღოლებმა ბათუმისკენ გაგვაქანეს :D :D :D .... როგორია?
უკან რა თქმა უნდა ლეონტი....
როცა თვალი მოვკარით გზას მძღოლმაც დაამუხრუჭა და გამვლელეს გზა დავეკითხეთ....მივიხედეთ-მოვიხედეთ, არსად პატრული არ ჩანდა და წესის დარღვევით გადავუხვიეთ მუხრანისკენ....
უკან რა თქმა უნდა ლეონტი....
მუხრანისკენ მიმავალ გზაზე....მწნილები,ჰოი საოცრება :wink: ...იცით რა ლამაზად ელაგა მწნილები ქილაში....ეხლაც პირწყალი მომადგა....
ჩავუქროლეთ მუხრანის ციხეს,რომელიც ამაყად გადმოგვყურებდა....
ისევ ხმაური და ღრიანცელი....
ისევ გააგრძელეს გზა ჩვენმა მძღოლებმა....ვიარეთ, ვიარეთ....გამვლელს ვკითხეთ გზა....რა თქმა უნდა პატრული არსად არ ჩანდა და წესის დარღვეწვით მოვბრუნდიდთ უკან...
უკან რა თქმა უნდა ლეონტი....
გამვლელიც დავიმგზავრეთ და სულ მალე "ნანატრ" გიორგი ერისთავის სახლ-მუზეუმსაც მივადექით....
უკანა გზაზე, აღმართი შეგვხვდა, მთელი კარავი აღმოვჩნდით მინი ბუსის უკან, სამაგიეროთ ლეონტი იყო წინ და გველოდა,უშედეგოდ...
- აბა მივაწექით,მივაწექით....
ღმერთო რას ვგავდით...ტალახიანები,მურიანები,მაგრამ უზომოდ ბედნიერები :wink:
ლეონტიმ აქ ხელით ვერას გავხდებითო და თავისი სუპერ მანქანით "აგვათრია"...
სამშვიდობო...
დავადექით საგურამოს გზას....
ამჯერად გულცივად ვეღარ ჩავუარეთ მწნილებს და შევიძინეთ....უფ,უფ...რა კარგი იყო....ვაშლიც შევიძინეთ...
საგურამომდე მშვიდობიანად ვიმგზავრეთ....წინ ლეონტი მიგვიძღოდა...
საგურამოში ილია მართლის ტაძართან mister Makena გველოდა,რუხი და ნამცეცუნა....
მოვინახულეთ თადეოზ გურამიშვილის მარანი, ულამაზესი მარანი...
სამწუხაროდ ადგილობრივი მოსახლეობა არ უფრთხილდება ამ ფრიად ღირსშესანიშნავ მარანს....
შემდეგ მოვინახულედ ახლად აშენებული წმ. ილია მართლის ტაძარი, მამათა მონასტერი...გოგოებმა იგალობეს,მოვილოცეთ...
ამასობაში შემოგვაღამდა...
იქვე ტყეში გავაჩაღეთ კოცონი....უფ,რა ცეცხლი გაჩაღდა...
ვინ მწვადებიო,ვინ სოკოო,ცინ კარტოფილიო...
ყველა ფაციფუცობდა...ბავშვები თოვლში გორაობდნენ...
მალე მრავაჟამიერიც გაისმა,ერთს მეორე მოყვა...
იყო ქართული სული,ცეკვა,სიმღერა...
იყო უამრავი ბედნიერი სახე, მიუხედავად ძლიერი სიცივისა....
იყო დაპირებული საჩუქრებიც....
კვლავ ჩახუტება და დამშვიდობება....
უკან თბილისისკან გამოვეშურეთ, ბედნიერები და იმედით სავსე რომ მალე კვლავ ერთად ვიქნებოდით....
დიდი მადლობა ყველას :P :P :P
Last edited by legenda on 11 თებ 2008, 14:00, edited 2 times in total.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
მარანთქება...

Post by Naia » 11 თებ 2008, 13:59

გული მწყდება, რომ ვერ წამოვედი თქვენთან ერთად.... ძალიან საინტერესო გასვლა გამოგსვლიათ

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
მარანთქება...

Post by ZVIOSULI » 11 თებ 2008, 14:03

აფერუმ - და რა მარტო....

კარგად დაწურეთ სად და როგორ ....

მომავალი მარანთქეის საშულო და ნესტიანი იმედით -ტქვენი და რა მატო (მთელი კაცობრიობის დასტაიანიე) ზვიო




:!:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
მარანთქება...

Post by Mta Mkvarebia » 11 თებ 2008, 14:30

ZVIOSULI

რატომ დაგვემალე, ორიგინალურად, ქართული პოლიფონიით შესრულებული "რა ლამაზი დღეა" რომ გიმღერეთ? უფრო სწორედ შენს მეგობარს რომ ვუმღერეთ, რომელსაც ყურმილი მიაჩეჩე ჩვენი ნომერი რომ იცანი :D , იმედია ჩევნი თხოვნა შეასრულა და სიტყვასიტყვით და ტონალობიდან გადახვევის გარეშე გიმღერა იგივე :wink:
Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
მარანთქება...

Post by legenda » 11 თებ 2008, 16:42

Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
მარანთქება...

Post by legenda » 11 თებ 2008, 17:27

სურათები გაიჭედა.....

მე მაპატიეთ.... :oops:

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
მარანთქება...

Post by shatilis asuli » 11 თებ 2008, 17:38

ვაქეთ მარნები ნარნარები
ვერმარნარები :D

და არა მარტო, დაუვიწყარი დღე იყო! მხიარული, შემეცნებითი, სიყვარულით გამთბარი (ისე ციოდა რეალში :D ) ცა ქუდად არ მიმაჩნდა
Just Do It!

User avatar
chamoxeuli bilbordebi
MoDiGLiaNi
Posts: 868
Joined: 29 ოქტ 2007, 01:14
Location: Jამაიკა
მარანთქება...

Post by chamoxeuli bilbordebi » 11 თებ 2008, 18:35

და სად არის ეს მარანთქება და რატომ ქვია ეს სახელი?
წითელი, ყვითელი, მწვანეImage

User avatar
chamoxeuli bilbordebi
MoDiGLiaNi
Posts: 868
Joined: 29 ოქტ 2007, 01:14
Location: Jამაიკა
მარანთქება...

Post by chamoxeuli bilbordebi » 11 თებ 2008, 18:36

shatilis asuli wrote:ვაქეთ მარნები ნარნარები
ვერმარნარები :D

და არა მარტო, დაუვიწყარი დღე იყო! მხიარული, შემეცნებითი, სიყვარულით გამთბარი (ისე ციოდა რეალში :D ) ცა ქუდად არ მიმაჩნდა
ვუუუუუუუუუუი ეხლა მივხვდი :D
წითელი, ყვითელი, მწვანეImage

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]