დღე იყო არაჩვეულებრივი...
ცივი გარეთ და თბილი შიგნით.
ვიყავით: თემის ავტორი-ქვევრი,
ლეონტი თავის ოჯახით (ოჯახი რომელიც უკვე შემიყვარდა)
შატილის ასული (ადამიანი რომლთანაც ვერ მოიწყენ)
მთა მყვარებია (ჩვენი ფოტოგრაფი

)
პოპინსი თავის გეგათი (ბოლოს მაინც უყვირა)
ჩემი ლიკაკოო (მაფრთხილებს ხოლმე ორი ”ო” დამიწერეო)
ლეგენდა თავისი პატარა ქალბატონით (მამიდუკათი)
კოლხი გოგო (თუთას აჯობა და მარანთქებაზე გვესტუმრა)
ლამა და სასკვა (ბედნიერი წყვილი)
შემოგვიერთდნენ: მაკენა (თავისი გადარეული მანქანით)
რუხი (კაცმა, რომელმაც მწვადი არაჩვეულებრივად შეგვიწვა)
ჩემი საყვარელი ნამცეცუნა, რომლისათვისაც პატარა ადგილი მოიძებნა და ჩვენთან აღმოჩნდა.
და ჩვენი მძღოლი და გამცილებელი, ორი ადამიანი რომლებიც ჩვენს უფრო მიგვყავდა, ვიდრე ჩვენ მივყავდით
მოვისმინე სემინარი მარანთქებაზე კითხვებიც იყო, მინდა ავღნიშნო რომ კითხვები ჩვენს ექსკურსიათმძოლებსაც გაუჩნდათ (ცალკე მკითხეს ეს ბიჭი ძალიან განათლებული ჩანს და ხომ შეიძლება კითხვები რომ დავუსვათო)
ქვევრიც არავის ტოვებდა უყურადღებოდ და ყველა კითხვას ამომწურავად პასუხობდა (რა გინდათ იცის კაცმა თავის საქმე)
რას შეეხება გიორგი ერისთავის სახლ-მუზეუმს, არ შემიძლია არ გამოვთქვა ჩემი ის წუხილი რაც იქიდან გამომყვა, რამდენიმე წელი და იქ სანახავი არაფერი იქნება ვინმე გულისხმიერმა ადამიანმა თუ არ შეავლო ხელი...
თუმცა ჩვენს მასპინძლებს სულ ახლახან მიუღიათ მთავრობისგან დაპირება, რომ რესტავრაციის გაკეთებას დაიწყებენ.
შემდეგ ვიყავით თადეოზ გურამიშვილის მარანში (საგურამოში) მოვინახულეთ ახლად აშენებული ილია მართლის სახელობის ეკლესია (გოგონებმა შეძლებისდაგვარად შევასრულეთ საგალობლები) და დღე შევაბინდეთ კოცონთან შუა ტყეში, მართალია დავიღალე მაგრამ ძალიან გული დამწყდა ცხელ კოცონს რომ მოვწყდი და ზღაპარი დროებით დავტოვე.
დიდი მადლობა ჩემგან ვის?
რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანს ვინც დღეს ჩემს გვერდით იყო და დღევანდელი დღე გამილამაზა.