Page 1 of 16

ლაშქრობა სამშვილდეში

Posted: 10 თებ 2008, 00:01
by kotetbeli
თბილისი-სამშვილდე-თბილისი (ერთდღიანი მარშრუტი).
სოფელი სამშვილდე მდებარეობს თბილისიდან 45 კილომეტრში (დახლოებით 1 საათის სავალი დროა)
სამგორის მეტროსთან დავიქირავეთ სამარშრუტო ტაქსი 100 ლარად.

რაც შეეხება ისტორიულ ძეგლებს, ვდებ lama-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას:

სამშვილდე გახლავთ, ერთ-ერთი უძველესი ციხე ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოსი. ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორია... მიეკუთვნება მდინარე ხრამის ხეობას (თეთრი წყაროს რაიონი) ციხე შემორჩენილია ნანგრევების სახით. ციხექალაქი მდებარეობს მდინარე ჭივჭავისა და მდინარე ქციას (იგივე ხრამი) შესართავთან მდებარე ბუნებრივად გამაგრებულ კონცხზე. მისი შექმნა უკავშირდება ქართველთა ეპონიმს ქართლოსს. მას თავდაპირველად "ციხე ორბისად" მოიხსენიებდნენ, აგრეთვე მას მთავარი ციხის ზოგადქართული სახელწოდებითაც მოიხსენიებდნენ ანუ "დედა ციხედ".....

სამშვილდის ისტორია, როგორც ციხე ქალაქისა იწყება ძვ. წ. IV-III ს.ს. სამშვილდის ციხე-ქალაქი 1110 წელს დავით აღმაშენებელმა თურქ სელჩუკებისაგან გაანთავისუფლა და შემოუერთა ერთიან საქართველოს. XII ს-ში მას ორბელთა საგვარეულო ფლობდა და საქართველოს ამირსპასალართა რეზიდენცია იყო. ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ კი იგი (სამშვილდის ციხე-ქალაქი) მეფეს ემორჩილებოდა, ხოლო XV საუკუნიდან ბარათაშვილების სათავადო ცენტრი იყო.

მნიშვნელოვანია ამ ციხის კომპლექსში მდგარი ტაძარი, რომელსაც სამშვილდის სიონს ვუწოდებთ (ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული ისევე, როგორც ყველა სიონის ტაძარი) იგი მიეკუთვნება VIII საუკუნეს თავისი არქიტექტურული ფორმით წარმოადგენს ცენტრალურ-გუმბათოვან ტაძარს. იგი გახლდათ დიდი საეპისკოპოსო ტაძარი. ტაძარი სამწუხაროდ დანგრეულია, შემორჩენილია მისი აღმოსავლეთის ფასადი. აღმოსავლეთის ფასადის მთელ სიგრძეზე დაცულია ასომთავრული წარწერა, სადაც მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია, მოხსენიებულნი არიან ისტორიული პირები - ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმე და ლეონ IV ხაზარი. ამის მეშვეობით დადგინდა ძეგლის აგებიუს ზუსტი თარიღი 759-777 წლები.

ტაძარი თავისი ფორმით ძალიან წააგავს წრომის ტაძარს

ესეც Beqa.GE-ს რუკა

Image


* * *



ახლა კი, საინტერესო სტატისტიკა: დღეს, 9 თებერვალს, 9 საათზე შევიკრიბეთ სამგორის მეტროსთან დევიზით "მოდით 9-ში 9 საათზე 9 მთა გადავიაროთ"...
დილითვე გაირკვა, რომ მოლაშქრეთა საწყის რაოდენობას რამდენიმე კაცი გამოაკლდა და საბოლოო ჯამში სამარშრტო ტაქსში 9 კაცი აღმოვჩნდით:

1.ლამა
2.სასკვა
3.ბექა ფიცხელაური
4.მეორე მონადირე
5.ketuna 4
6.beqa.ge
7.archil
8.wanderer
9.და მე

სამარშრუტო ტაქსმა სადღაც თეთრი წყაროს მიდამოებში ჩამოგვსვა, იქიდან ფეხით გავაგრძელეთ გზა სამშვილდის ციხე-სიმაგრისკენ (ფოტოებს, რუკას და ყველაფერ იმას, რაც ლაშქრობის აღწერას ჭირდება, მოგვიანებით დადებენ რა თქმა უნდა). შემთხვევით შევიტყეთ, რომ ფეხით სავალი საწყისი პუნქტიდან სამშვილდის ციხემდე არც 7 და არც 8... 9 კმ ყოფილა...
ვნახეთ სამშვილდის მართლა დიდებული მონასტერი, სამშვილდის ციხე, რომლის შიგნითა სტრუქტურის ნახვისასაც დავასკვენით, რომ თითქმის აუღებელია და რომელიც დავით აღმაშენებელმა აიღო(ფოტოები როგორც გითხარით სხვებმა გადაიღეს და დადებენ).
მწვადი ამოვალაგეთ, ავაგეთ შამფურებზე, აღმოჩნდა, რომ 9 შამფური მწვადი გამოგვსლოდა...
9 ჭიქაში 9-9 ჩამოვასხით და ღმერთი ვადიდეთ, წასულებს შენდობა ვუთხარით, დავლიეთ სიცოცხლის და ყველა სხვა დანარჩენი კარველი ვადღეგრძელეთ, არაყი ზუსტად 9 სადღეგრძელოზე გვეყო...
უკან გამოვიარეთ 9 კმ და სამარშრუტო ტაქსით თბილისისკენ გამოვწიეთ, სადაც აბა თუ მიხვდებით რომელ საათზე ჩამოვედით?.. მართალია, ზუუსტად საღამოს 9 საათსა და 9 წუთზე ტრაფარეტ "თბილისს" ჩავუარეთ :)
არავის არ გვიცდია რატომღაც რამე რამეზე დაგვემთხვია, უბრალოდ ისე მოხდა, რომ შესანიშნავი კარვული 9შქრობა გამოგვივიდა სამშვილდეში... :wink:

უბრალოდ ამ დამთხვევის შესახებ გვინდოდა გვეთქვა, ახლა კი, როგორც წესია, ისე ჩამოაყალიბებენ სხვები მარშრუტს, ფოტომასალითა და აღწერით... :roll:

ლაშქრობა სამშვილდეში

Posted: 10 თებ 2008, 00:27
by Archil
ლოგინიდან წელი 9-ის ნახევარზე ავახიკე, უი, თქო, ზურგჩანთაში დანა, კარდალა, მათარა, კომპასი, საწვიმარი, ფარანი, ჭიქა, მარილი ჩავყარე და 9 საათზე უკვე ლამას და სასკვას ვესალმებოდი ნავთლუღის ავტოსადგური რომაა, იმას აბრა რომა ქვს შესასვლელში, ზუსტად იმის წინ...

ასე დაიყწო ჩემი 9შქრობა სამშვილდეში :)

ლაშქრობა სამშვილდეში

Posted: 10 თებ 2008, 00:54
by Naia
რა სიმბოლ(ი)ურია :)

კეთილი იყოს თქვენი მშვიდობით დაბრუნება!

მოუთმენლად ველი ფოტოებს :)

ლაშქრობა სამშვილდეში

Posted: 10 თებ 2008, 01:00
by namcecuna
ბრავო, 9 -ოსენბო :D

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება :)
ველი დანარჩენ ამბებს 9შქრობის შესახებ :D

ლაშქრობა სამშვილდეში

Posted: 10 თებ 2008, 10:34
by navigator
А компооот??? სურათები სადაა?? :?:

ლაშქრობა სამშვილდეში

Posted: 10 თებ 2008, 11:09
by ლობო
9 ძმა კარავულიძე :lol:

:roll:

ლაშქრობა სამშვილდეში

Posted: 10 თებ 2008, 11:24
by nusa
რაღაც კარგი რეპორტაჟი გველოდება მე მოგნი :wink:

მაგრამ მოლაშქრეები სად არიან? :roll:

ლაშქრობა სამშვილდეში

Posted: 10 თებ 2008, 13:25
by chamoxeuli bilbordebi
ლოლ რა ამბავია ამდენი 9?

ლაშქრობა სამშვილდეში

Posted: 10 თებ 2008, 13:26
by chamoxeuli bilbordebi
დაამრგვალოთ არ გინდათ ? :D:D:D

ლაშქრობა სამშვილდეში

Posted: 10 თებ 2008, 14:07
by ketuna4
Image

ლაშქრობა სამშვილდეში

Posted: 10 თებ 2008, 14:46
by ketuna4
მოკლედ გუშინ, 9 თებარვალს 9 საათზე, 9 კარაველი წავედით 9 მთის გადასავლელად

დილით საკმაოდ ციოდა მაგრამ შემდეგ 9თვალა მზემ გამოაჭყიტა და დათბა. ჩვენც მზეს მივაშველეთ მშობლიური სიეიჩსიეიჩ-ი და დიდის შემართებით გავუდექით გზას

Image

ლაშქრობა სამშვილდეში

Posted: 10 თებ 2008, 14:49
by ketuna4
რატომ ტვირთავს ასე პატარა სურათებს?????

მოშველეთ ვინმემ რა

ლაშქრობა სამშვილდეში

Posted: 10 თებ 2008, 14:55
by navigator
ketuna4
დაკლიკებით დიდდება, არაა პრობლემა, ეგრე ჯობია იმიტომ რომ ამ კავკასუს გადამკიდე გლობალი რა ხილია სულ დაგვავიწყდა ...

ლაშქრობა სამშვილდეში

Posted: 10 თებ 2008, 15:11
by Linda
va ra magrebi xarT :-)))))) yochag tkven, namdvili karavelebi xart

ლაშქრობა სამშვილდეში

Posted: 10 თებ 2008, 15:12
by Niniset
ფრიად საინტერესო ლაშქრობა გამოგსვლიათ...თუმცა მე იმ დროს, როცა თქვენ ალბათ იმ 9 კილომეტრიან ფეხით სასიარულო გზას გადიოდით, დაუღალავად ვშრომობდი, ერის სამსახურში ვიდექი.ანუ სამსახურში ვიყავი:::::D
არადა როგორ მინდოდა თქვენთან ერთად, თუმცა ზედმეტი ვიქნებოდი, ვერ გავაფუჭებდი ასეთ სა9 იან ეთს:D