ლაშქრობა სამშვილდეში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ლაშქრობა სამშვილდეში

Post by ketuna4 » 10 თებ 2008, 16:51

მწვადის მოლოდინში

Image

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ლაშქრობა სამშვილდეში

Post by ketuna4 » 10 თებ 2008, 16:57

Image

Image

Image

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ლაშქრობა სამშვილდეში

Post by ketuna4 » 10 თებ 2008, 17:08

იცით გამაოგნებელი იყო ეს საუკუნეების წინ აშენებული ტაძარი
თავისი ულამაზესი არქიტექტურით
ურთულესი გუმბათებით

Image

Image

Image

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ლაშქრობა სამშვილდეში

Post by ketuna4 » 10 თებ 2008, 17:12

Image

Image

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ლაშქრობა სამშვილდეში

Post by ketuna4 » 10 თებ 2008, 17:27

და საერთოდ

ეს იყო არაჩვეულებრივი, დადებითი ემოციებით დატვირთული, ულამაზესი და ძალიან სასარგებლო ლაშქრობა.

დიდიდიდიდი მადლობა ყველას იმიტომ რომ დიდი ხანია მსგავსი სიამოვნება არ განმიცდია

ყველანი ძალიან ძალიან მიყვარხართ

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ლაშქრობა სამშვილდეში

Post by tiko_r » 10 თებ 2008, 18:57

ძალიან საინტერესო ლაშქრობა გამოგსვლიათ..
და რა უცნაურია.. მხოლოდ 2 გოგო!!! უიშვიათესი შემთხვევაა :lol:


ჭანდერერ .. შენი ფოტოები ჩემთან ძაააააააააააააალიან ნელა იხსნება :shock: :?



ბექა.GE სად დაიკარგა ეს ბიჭი... რკონის(16.09) მერე რომ არ გამოჩენილა :D

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლაშქრობა სამშვილდეში

Post by kotetbeli » 10 თებ 2008, 20:09

გაიხარეთ!
სწორი გზისა და ამინდის მხრივ ამდენი მოსალოდნელი მოულოდნელობის მიუხედავად, რომ ერთად გავრისკეთ და შესანიშნავი შედეგითაც დავბრუნდით... იმედია, ზაფხულში უფრო ბევრი კარველი კიდევ ერთხელ დავლაშქრავთ სამშვილდეს და კიდევ უფრო ფართო მარშრუტს განვახორციელებთ :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ლაშქრობა სამშვილდეში

Post by ლეონტი » 10 თებ 2008, 20:45

Wanderer wrote:ეს არის შემდეგი ეკლესია, რომელიც არის სომხური. აშკარად ეტყობოდა, რომ სომხები ტრადიციულ რიტუალებს აქტიურად ატარებდნენ ეკლესიაში და მის გარშემო.
Image
Image
ვისაც ეს სომხური ეკლესია ჰგონია მწარედ სცდება.
აი სომხების მიერ მიტაცების მცდელობა კი ფაქტია.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლაშქრობა სამშვილდეში

Post by lama » 10 თებ 2008, 21:32

ძალიან ლამაზი მოგზაურობა იყო მართლაც ძალიან ვისიამოვნეთ ტყეში თოვლიანში ღამე სიარულით :)

აქ შევეცდები გადმოვცე მოკლედ ის თუ რა და როგორ ვნახეთ

თბილისიდან გავედით სამშვილდისკენ 49 კილომეტრი მანქანიოთ ვიარეთ გამოანათა 9 თვალა მზემ და ჩვენი გულებიც გაამხიარულა

შემდგომ ფეხით ვიარეთ სამშვიდის სამონასტრო კომპლექსისა და ციხე სიმაგრისაკენ გავიარეთ სულ 2 კილომეტრი მივედით თავდაპირველად პატარა საყდარში, რომელიც აშკარად ქართული ძეგლი იყო და ვიგალობეთ საგალობელი... გამოვედით საყდრიდან და გავემართეთ სამშვილდის ციხისკენ, რომელიც ზემოდან ამაყად დაჰყურებს ხრამის (ქციას) ხეობას. ეს მართლაც საოცრებაა...

ციხისაკენ მიმავალ გზაზე შევედით XIX საუკუნის სომხურ ეკლესიაში (მოსახლეობა სოფელ სამშვილდეში სომხურია) და ვნახეთ ძალიან საინტერესო ქვა, რომელიც ამ ეკლესიაში იდგა ზედ ჩვენთვის გაურკვეველი ტექსტი ეწერა სომხურ ენაზე და გამოსახული იყო სომხური დეკორაციული ჯვარი :)

გამოვედით ამ ეკლესიიდან და, როგორც იქნა მივადექით იმ საოცრებას რასაც სამშვილდის ციხე და საერთოდ სამშვილდის კომპლექსი ქვია... ეს კომპლექსი დგას მეტად ლამაზ ადგილას, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ იგი დგას მდინარე ხრამის მარცხენა ნაპირზე მდებარე ბუნებრივ პლატოზე და მთელი თავისი დიდებულებით გადაჰყურებს მიდამოს... ადამიანმა ეს სილამაზე ერთხელ მაინც უნდა ნახოს აქ ერთმანეთშია შეზავებული ბუნებისა და ადამიანის შემოქმედების მთელი მშვენიერება. ვინც ერთხელ მაინც ხართ ნამყოფი დამეთანხმებით. ციხე მართლაც დიდებულად და რაც მთავარია წკვიანურად არის ნაგები ჯერ ადგილია მართლაც ძალიან კარგი და მეორე ციხის კარიბჭეში შესულს გგონია ციხეში შეხვედი მარა არა რეალურად არ ხარ შესული არამედ ჯერ კიდევ ციხის გარეთ ხარ და გადაჰყურებ ძალიან ციცაბო ფლატეს რომლის დასალიერშიც ძალიან ვიწროდ მოსჩანს მდინარე ხრამი, რომელიც მართლაც ამ ადგილას ჩახრამულია (დიდი კანიონის მსგავსი ლანდშაფტი წარმოვიდგინოთ) ასე ჩვენმა წინაპრებმა იმიტომ ააგეს ეს ციხე, რომ მტერი მოეტყუებინათ, ამით ესარგებლათ და გამარჯვება მოეპოვებინათ მათზე. ავედით ციხეზე და ჩამოსვლის შემდეგ მივედით წმინდა გიორგის ტაძარში, რომელიც ამავე კომპლექსში მდებარეობს და იქაც შევასრულეთ რამოდენიმე საგალობელი და ამის მერე გავემართეთ სამშვილდის სიონის მოსანახულებლად, რომელიც ამავე (სამშვილდის კომპლექსში) მდებარეობს.

სამშვილდის სიონზე ზემოთ დავდე მოკლე ისტორია და როგორც იქ ვთქვი იგი მსგავსია წრომის ტაძრისა და რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ მას მთელს სიგრძეზე გასდევდა ასომთავრული წარწერა სადაც მოთხრობილია ტაძრის აგების ისტორია.

სამწუხაროდ პირღებულის მონასტერი ვერ მოვინახულეთ, რადგან ვერ დავადგინეთ თუ სად მდებარეობდა, მაგრამ მომავალში აუცილებლად მოვაწყობთ ერთ გასვლას მის სანახავად... ამ საქმეში დახმარებას ჩვენი მეგობარი გიორგი ბაგრატიონი გაგვიწევს.

მოკლედ ეს მოგზაურობა არ დაგვავიწყდება თავისი საკრალური ნიშნით 9 :) :D:D:D:D

მონასტრის დათვალიერების შემდგომ ავაცვით შამფურებზე მწვადი და მოვაწყეთ წმინდა "კარვული რესტორანი" ვადიდეთ უფალი და კიდევ ვთქვით 8 სადღეგრძელო ანუ სულ 9 :) და წამოვედით…. უკვე ღამდებოდა და ჩვენც არ გვსურდა წამოვსულიყავით მარა რა გვექნა სამარშუტო ტაქსი გველოდებოდა ზემოთ სოფელში (ასე გვეგონა) :D:D:D:D მარა ჩვენ რა გვეგონა ამას თურმე მნიშვნელობა არ ქონია და მოკლედ მოგვიწია თეთრი წყარომდე ფეხით ამოსვლა :D :D ჩვენც სხვა რა გზა გვქონდა გადავწყვიტეთ ამოვსულიყავით და დავადექით გზას (9 კილომეტრი გამოვიარეთ თეთრიწყარომდე).............


აბა მაგრად ახლა წავედი დავწვე ხვალ დილით ვარ ასადგომი და თან არ დაგავიწყდეთ 9 საათზე :D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ლაშქრობა სამშვილდეში

Post by popins » 10 თებ 2008, 21:40

ესაა მუხლებამდე თოვლი იქნებაო რომ შემაშინე?
არ გინდოდა ხო მეათე ვყოფილიყავი.. :lol: :roll:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლაშქრობა სამშვილდეში

Post by lama » 10 თებ 2008, 21:48

ლეონტი wrote:
ვისაც ეს სომხური ეკლესია ჰგონია მწარედ სცდება.
აი სომხების მიერ მიტაცების მცდელობა კი ფაქტია.
არა ეს ნამდვილად სომხური ეკლესია არის XIX საუკუნისა, რადგანაც ამის უტყუარი ნიშანი ეკლესიის შიდა სივრცის მოწყობაა ამბიონი ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრისთვის შეუფერებლად ამაღლებულია, რაც ბუნებრივია სომხურ გრიგორიანული ეკლესიისათვის ...
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ლაშქრობა სამშვილდეში

Post by ლეონტი » 10 თებ 2008, 23:05

რას ბრძანებ ბატონო, ქართლში უმრავლესობა ეკლესიებისა აამაღლეს ამბიონი სომხურად.
19 ე საუკუნეში, როცა მეფის რუსეთი ინტენსიურ გასომხებას აწარმოებდა.
მანდ რა უნდათ სომხებს ისტორიულად, ეგ ეკლესია კი ძველი უნდა იყოს.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლაშქრობა სამშვილდეში

Post by lama » 10 თებ 2008, 23:14

ლეონტი

კი მართალი ხარ ასეთი სიტუაცია ბევრგანაა ქართლში, მაგრამ ამ ძეგლს აშკარად ეტყობა, რომ აგებულია არა უადრეს XIX ს. როდესაც ამ ტერიტორიაზე სომხური მოსახლეობა უკვე სახლობდა და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ტაძარი მათი აგებულია.. განსხვავებით მეორე ტაძრისგან, რომელიც ნამდვილად ქართულია და, რომელსაც ყურადღებას აღარავინ აქცევს.

თუ ვსაუბრობთ მითვისებაზე მაშინ ეს ძეგლიც უნდა მიეთვისებინათ, რომელიც იქვე ახლოს 100 მეტრში მდებარეობს :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლაშქრობა სამშვილდეში

Post by Archil » 10 თებ 2008, 23:15

lama wrote:
ლეონტი wrote:
ვისაც ეს სომხური ეკლესია ჰგონია მწარედ სცდება.
აი სომხების მიერ მიტაცების მცდელობა კი ფაქტია.
არა ეს ნამდვილად სომხური ეკლესია არის XIX საუკუნისა, რადგანაც ამის უტყუარი ნიშანი ეკლესიის შიდა სივრცის მოწყობაა ამბიონი ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრისთვის შეუფერებლად ამაღლებულია, რაც ბუნებრივია სომხურ გრიგორიანული ეკლესიისათვის ...
დრეს დენი არ მქონდა სახლში. ავარია მომხდარა სადრაც ა მთელი უბანი იყო გათიშული. 9 სათის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა მოვიდა...

ლამა მაგი ამბიონიც ძალითაა ამაღლებული, ნუ თავიდან დაბალია და მერე აქვს მიშენებული ამაღლება. გარეგნულად ბაზილიკაა, ანუ უფრო ადრეული დროის ეკლესიაა. სომხური ნიშნების ძალით დამკვიდრება სხვა ეკლესიებშიც შეინიშნებოდა. ეს სომხური წესია - გადაკეთონ ქართული სომხურად. გაიხსენე თუნდაც რა მოგვიყვნენ ჯავახეთში, როგორ ცდილობდა ერთი სომეხი ქართულ ეკლესიაზე სომხური წარწერის გაკეთებას, მერე ძლივს რომ გაასწრო ცოცხალმა ადგილობრივ ქართველებს. ასე რომ ქართულ ეკლესიაში ქართულად რომ ვიგალობეთ სწორი ვქენით.

იმ 100 მეეტრში მდებარე ძეგლშიც იყო მცდელობა - ქვაში გამოკვეთილი ჯვარი, რაც სომხური რელიგიისთვისაა დამახასიათებელი, ჩაშენებულია ეკლესიის კედელში
Last edited by Archil on 10 თებ 2008, 23:19, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ლაშქრობა სამშვილდეში

Post by ლეონტი » 10 თებ 2008, 23:16

რომელ 1 ს მიითვისებდენ, ყოველ 100 მეტრსი ეკლესიაა.
კაი ჰო ეგ 1 მიცუქებია, მარა სხვებს არ გაეკარონ.
თორე მოვიდა ზურაბა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]