Page 1 of 3

ბიეთის მონასტერი სამცხეში.

Posted: 04 თებ 2008, 13:31
by Makena
გვიან შემოდგომით გახლდით, სამცხეში. ერთი მეტად საინტერესო ტაძარი ვნახეთ, სახელად ბიეთა, ამ ტაძრის არსებობა ჩემთვის აქამდე უცნობი იყო.
ტაძარი გუმბათოვანია და ჩემის აზრით მეთორმეტე საუკუნეში უნდა იყოს აგებული, დეტალური ინფორმაცია ვერსად მოვიპოვე.
სამწუხაროდ გუმბათი ჩანგრეულია, ფრესკების ნაწილი ჯერკიდევ შემორჩენილია აღმოსავლეთის კედელზე.
ტაძარი მდებარეობს სოფელ წინუბანთან, ხაშურიდან გზას ბორჯომის მიმართულებით ვაგრძელებთ, შემდეგ კი ახალციხის მიმართულებით, სანამ ახალციხემდე მივალთ ასე 15-20 კმ-ში არის გადასახვევი მარჯვნივ (სოფელ აგარაში, იქვე დგას აბრა წარწერით), რომელსაც უნდა გავყვეთ, გავივლით სოფელ წინუბანს, გზები გაიყოფა, გავყვებით მარჯვნივ მიმავალ გზას (მარცხენა გზა ცხელ გეიზერთან მიდის) და ასე 3 კმ-ში მივადგებით ეკლესიის ნანგრევებს, რომელიც დღესაც განსაცვიფრებლად ლამაზი და დიდებულია.
ტრასიდან გადასახვევიდან ეკლესიამდე 10 კმ იქნება, გზა ცუდია, ტალახიანი და აღმართიანი, ორხიდიანი მანქანაა საჭირო, ისე მემგონია ერთხიდიანითაც შეიძლება სოფლამდე ასვლა და შემდეგ ბოლო 3 კილომეტრის ფეხით გავლა.
ტაძრის გარშემო ტყეა, ასევე შეინიშნება მოსწორებული ადგილები რომლებიც ადრე სავარაუდოთ ტერასები იქნებოდა, კარვის გასაშლელად კარგი ადგილია, საერთოდ ლანდაშფტი ძალიან ლამაზია გარშემო, იქვე შორიახლოს მდინარე ჩამოდის, რომელშიც კალმახი ბუდობს.
ცხელი გეიზერი რომელიც მარცხნივ მიმავალი გზის ბოლოს მდებარეობს ცემენტის ბასეინსია შეშვებული და სოფელი საბანაოდ იყენებს, წყალი მართლაც მყრვალე მოდის თუმცა საბანაო პირობები ნამდვილად არ არის მიმზიდველი, ეტყობა სოფელი არ ზრუნავს ამ ადგილის დასუფთავებაზე.
ქვემოთ ფოტოები.

ბიეთის მონასტერი სამცხეში.

Posted: 04 თებ 2008, 13:32
by Makena
Image

ბიეთის მონასტერი სამცხეში.

Posted: 04 თებ 2008, 13:32
by Makena
Image

ბიეთის მონასტერი სამცხეში.

Posted: 04 თებ 2008, 13:34
by Makena
Image

ბიეთის მონასტერი სამცხეში.

Posted: 04 თებ 2008, 13:35
by Makena
Image

ბიეთის მონასტერი სამცხეში.

Posted: 04 თებ 2008, 13:37
by Makena
Image

ბიეთის მონასტერი სამცხეში.

Posted: 04 თებ 2008, 13:37
by Makena
Image

ბიეთის მონასტერი სამცხეში.

Posted: 04 თებ 2008, 13:39
by Makena
Image

ბიეთის მონასტერი სამცხეში.

Posted: 04 თებ 2008, 13:39
by Makena
Image

ბიეთის მონასტერი სამცხეში.

Posted: 04 თებ 2008, 13:40
by Makena
Image

ბიეთის მონასტერი სამცხეში.

Posted: 04 თებ 2008, 13:41
by Makena
Image

ბიეთის მონასტერი სამცხეში.

Posted: 04 თებ 2008, 13:42
by Makena
Image

ბიეთის მონასტერი სამცხეში.

Posted: 04 თებ 2008, 13:44
by Makena
Image

ბიეთის მონასტერი სამცხეში.

Posted: 04 თებ 2008, 13:44
by Makena
Image

ბიეთის მონასტერი სამცხეში.

Posted: 04 თებ 2008, 13:45
by Makena
აღმოსავლეთის სარკმელი
Image